მაისის თვე იყო, გიორგობა გათენდა... დილით ჩემმა მეგობარმა ჰერაკლემ დამირეკა და ისეთი იდეა მოგვაწოდა უარს რომელი ჭკუათამყოფელი იტყოდა

- გიორგობას დიდგორის ველზე შევხვდეთო, თანაც თოფიარაღი წავიღოთ და იქვე მიზანში ვისროლოთო და კიდევ მწვადებიც შევწვათო და ქვევრი ალბათ მაგარ ღვინოს წამოიღებს და რამდენიმე სადღეგრძელოსაც ვიტყვითო... მოკლედ მაშინვე დავთანხმდი, ქვევრს დავურეკე და რაზეა საუბარი ღვინო ჩემიო, მასაიმაც მხარი აგვიბა წავიდეთ უკეთეს ადგილას სად წავალთო და წავედით კიდეც- ჰერაკლე, ქვევრი, მასაი, ჩვენი ორი მეგობარი, ერთი მშვენიერი მონადირე ძაღლი (კურცხალი), თან წავიღეთ 2 მეტად სერიოძული თოფი, სამწვადე, ღვინო და დანარჩენი რაც საჭირო იყო

გავედით ორი მანქანით, გზაზე რამდენიმე ადგილას თოვლი დაგვხვდა, ჯერკიდევ არ იყო დამდნარი ტყეში, უკან ვინ დაიხევდა, მივაწექით და გადავედით
ჩვენ იმ დღეს ძაიან კარგი დრო გავატარეთ, დაუვიწყარი დღე იყო, ამ დღეს დიდგორზე გასვლას ტრადიციად ვაქცევთ ალბათ
ეხლა კი ფოტოები