Page 48 of 48

სვანეთი - LIVE 23.08 - 03.09

Posted: 12 ივნ 2008, 15:19
by namcecuna
ARCHIL_i -ს "კვალს " გამოვყევი ამ თემაში და ...
ძალიან ძალიან მომინდა სვანეთში წასვლა...
:)

სვანეთი - LIVE 23.08 - 03.09

Posted: 12 ივნ 2008, 15:27
by lama
და გელოდებით


ყველას სვანეთში :)
:!:!:!:!:

სვანეთი - LIVE 23.08 - 03.09

Posted: 12 ივნ 2008, 17:03
by Jnosy
ARCHIL_i wrote:სხვათა შორის.. უნდა აღინიშნოს, რომ ლამას ბიძის ეზოში წელს ვაშლის მოსავალს ვეღარ მიიღებენ.. ჩვენმა აგერ ბატონო უმშვენიერესმა ოთხეულმა მუსრი გაავლეს ვაშლის მოსავალს. ლამას ნათEსავები ჩიოდნენ, ამერიკული პეპელა რომ შემოგვსეოდა, ამაზე უარეს დღეში კი არა ჩაგვაგდებდაო..

მე.. ვაშლი რომ აღარ დამიტოვეს მოსაწყვეტი, ალუბლის ხეს დავუწყე ჯაჯგური, ვიფიქრე, იმ შემხმარ ალუბლებს მაინც შევჭამ-თქო.. ხე, რომელთანაც მე ვდგავარ, ალუბლის ხეა...

:!:
ARCHIL_i wrote:როზეტამ ხაჭაპურები ჩემი ხათრით გამოაცხო.. მაგრამ ვინ მიგიშვა..

ე.ი. ჩვენი გოგოები რომ მისცვივდნენ ამ ხაჭაპურებს, კალიებივით გადაუარეს.. როზეტა სადღაც კლდეს ამოეფარა, მეც არ შემჭამონო..

მერე უცბად, არ ვიცი შიშისაგან თუ წინასწარვე ჰქონდათ გამოცხობილი, ასე თორმეტ სართულიანი შენობის ხელა ხაჭაპურის მასივი მოიტანეს, დიდი ნანჯლით დაჭრეს და ეჰეი.. მობრძანდით-ო უნდოდა დაეძახა როზეტას, მაგრამ .. ხაჭაპური აღარ იყო.. ლოკოკინას ოთხი ნაჭერი ერთად ეჭირა და ისე ჭამდა .. თან სინინდს აყოლებდა.. მის პლიუსს, თამუნას .. მანამდე არც შემინიშნავს, თურმე რვა ხელი ჰქონია.. 14 ნაჭერი ხაჭაპური, მარტო 6 ხელში დავუთვალე, არ ვიცი, როგორ მოახერხა მოთავსება, დანარცენ ხელებზე სიმინდები და წყალი და არაყი გადაინაწილა..

კიდევ კარგი ბნელოდა!!

მე, ლამა და გუგა ხეს ამოვეფარეთ.. შეგვეშინდა..
:lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol:

სვანეთი - LIVE 23.08 - 03.09

Posted: 13 ივნ 2008, 02:25
by ARCHILI
Jnosy

ძალიან მაგარი დრო იყო...

ცოტაც გავსვანდი მას მერე..

შიგადაშიგ აღმოვაჩენ ხოლმე ჩემს თავს, რომ სადღაც მეც სვანი ვარ გულის სიღრმეში...

ლამა კი სანაქებო მასპინძელიც გამოდგა და კარგადაც მოგვატარა...

პ.ს.

ვუწევ რეკომენდაციას... :wink:

სვანეთი - LIVE 23.08 - 03.09

Posted: 09 ივლ 2008, 14:10
by ARCHILI
svaneti - live 2

2008 clis ivlisshi ickeba

gadaavleT Tvali imas, tu minimum ra unda naxot :)

სვანეთი - LIVE 23.08 - 03.09

Posted: 14 თებ 2009, 20:13
by lama
მეზირის მთა

ბელა ჩეკურიშვილი (bella)

სოფელ ბეჩოში არის მთა, რომელსაც მეზირის მთას ეძახიან. მისი სახელწოდება მომდინარეობს სიტყვა `ლიმზირისაგან~, რაც `ლოცვას~ ნიშნავს, `მემზირ~ კი – მლოცველს. სწორედ ამ მლოცველი მთის წვერზე დგას მე-11 საუკუნის ეკლესია `მეზირ თარგლეზელ~, ანუ მთავარანგელოზის სახელობის პატარა ბაზილიკა, თლილი ქვისაგან ნაშენი. ეს ადგილი ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მდებარეობს, ქვა და საშენი მასალა იქ არ მოიპოვება და როგორც სვანები ჰყვებიან, სოფელმა ჯაჭვი გააკეთა და მთის ძირიდან წვერამდე ხელით აიტანეს ქვები. იმასაც ჰყვებიან, რომ ამ ჯაჭვის პირველი და ბოლო კაცი მშენებლობისას მომკვდარა თურმე.
სვანეთის ბევრ ეკლესიაში, ისევე როგორც ხევსურეთში, ქალის შესვლას კრძალავენ. რასაკვირველია, ეს არაქრისტიანული ცრურწმენაა, მაგრამ ლამა თავისი წინაპრების ტრადიციას მიჰყვა მაინც და გოგოები ეკლესიას არ გაგვაკარა. მერე, უკვე მთიდან დაბრუნებულებს, ქურაში ლელა გურჩიანმა გვითხრა, რომ არ შეხვედით, იმიტომ არ გაგიწვიმდათ, თორემ მაგ მთაზე დიდი ჭაქა-ქუხილი იცისო.
მაგრამ უკან დაბრუნებამდე ჯერ მთა უნდა აგვევლო. ჯოხები გვქონდა-მეთქი, ხომ ვთქვი, ვითიბიც კარგად მღეროდა-მეთქი, პამიდორი რომ კეჩუპად იქცა, ეგ არაფერი, სადღაც გზა რომ შეგვეშალა, არც ეგ. 7 საათი ვიარეთ. რამდენიმე ადგილას ისეთი ულმობელი ასასვლელი იყო, დედას ვიგინებოდი ხმამაღლა.
ის იყო, სულს მოვითქვამდით და ბიჭო, რამსიმაღლეზე ვართო, ვიტყოდით, რომ ლამა რომელიღაც შორეული მთისკენ გაგვახედებდა და: აი, იმ მთას უნდა შემოვუაროთო, იტყოდა. გამაკანკალებდა ხოლმე! ეს მე, თავი რომ მომაქვს, მყინვარწვერზე ავედი-მეთქი! დანარჩენები რა დღეში იყვნენ! მორჩას მორჩილად მოჰქონდა ჯნოსის ჭაჭა და ნამცეცუნასთან ერთად ჩამკეტი იყო, სხვა რა უნდა ექნა, ნამცეცამ მოძრაობის უნარი საერთოდ დაკარგა მგონი. ააამირანმა თავისი პატარა ზურგჩანთა მას მოჰკიდა, თვითონ ნამცეცას ზურგჩანთა წამოიკიდა და ზედ თავისი ცელოფნის პარკებიც მიაკიდა.
გახვითქულები ჩამოვსხედით და ბიჭებმა საუნა ახსენეს. და აქ ლამას კიდევ ერთხელ გაახსენდა თავისი ყმაწვილკაცობა _ საუნაში გატარებული საღამოები, რომანტიულად დაწყვილებული ახალგაზრდები და დოდო დეიდა: შეგვიშვი რა, დოდო დეიდა, შეგვიშვი რა... ბიჭებს ისე ეცნოთ ეს სურათიიი! სულ დეტალურად გაიხსენეს! ისე რომ, გოგოებიც ავხარხარდით და დოდო დეიდა თვალწინ დაგვიდგა წკეპლით ხელში, საუნასთან ატუზულ ბიჭებს რომ ამრეზილად უყურებდა და `პრავებს უკაჩავებდა~... :D:D:D:D:D:D:
აღარ მიკითხავს, ანდა რა მნიშვნელობა ჰქონდა, საიდან გაიხსენა ვიიბიმ სიმღერა `კიკოლიკო ზალიკო~. მაგრამ ჩვენი სვანეთში მოგზაურობის ჰიმნად რომ იქცა, ეს კი ფაქტია. დიდ-პატარა ამ სიმღერაზე შევჯექით:
`წიინ წიინ წიინ წინანული, ყიზილბაშთა მართებული, კიკოლიკო ზალიკო, აბა ჩემო სოფიო, ჩემთან ახლოს მოდიო, მე მაინც არ მოგშორდები, დელა, გულში რომ მკრა თოფიო, გულში რომ მკრა თოფიო...
წინა საღამოს ჯნოსის კრუნჩხვისმაგვარი რაღაც დაემართა, ოღონდ არა სხეულში, როგორც ეს ჩვეულებრივ ემართებათ ხოლმე ადამიანებს მაღალი სიცხის, შიშის, ანდა ნერვიულობის დროს, უფრო ტვინისმიერი კრუნჩხვა სჭირდა, რომელიც მის სახმო სიმებში გარდატყდებოდა და ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ თუ ამ დროს ჯნოსი ხმამაღლა არ დაიღრიალებდა `ააამირან!~, მისი ტვინი სრულიად გაითიშებოდა.
ჰოდა, მაზერის სკოლის ფანჯრებდაგმანულ შენობაში (ფანჯრები კიდევ იმიტომ გვქონდა დახურული, რომ სამეზობლოში მიცვალებული იყო და ჩვენს მხიარულებას მისი ჭირისუფლის ყურთასმენა არ შეურაცხეყო! ასე აგვიხსნა იამზე დეიდამ მორიდებით), ჯნოსი რომ მოულოდნელად შეჰბღავლებდა ხოლმე `ააამირან!~, ლამის ყურები დაგვსკდომოდა. მე მაინც, ძალიან მგრძნობიარე აღმოვჩნდი და ჯნოსის ვემუდარებოდი, ცოტა გვერდით დაიყვირე, გეხვეწები, ტანში ჟრუანტელი მივლის-მეთქი. გეფიცებით, არ ვხუმრობდი! `ააამირანის~ ყოველ გაგონებაზე ცივი ოფლი მასხამდა და ყურებს გამალებით ვისრესდი.
ჯნოსი მიმიხვდა, ზოგადად ძალიან მიხვედრილი და მგრძნობიარეა, და საწყალი, სულ თითებზე ითვლიდა, რამდენჯერ წამოურა კრუნჩხვამ ტვინის ხვეულებში, რამდენჯერ მოებჯინა ყელში ამირანის სახელი და რამდენჯერ შეიკავა თავი.
ჰოდა, რაკიღა თავი ღია სივრცეში დაიგულა, ჯნოსის კრუნჩხვამ ფრთა გაშალა და მეზირის მთისაკენ მიმავალ გზაზე დროდადრო იმისთანა ომახიანი შეძახილი ისმოდა ხოლმე, `თამარიონის~ პირველ ხმას დაღლილობა სულ ავიწყდებოდა და ამ შეძახილით წაქეზებული თუნდაც ცხრათავიანი დევების გუნდში შევარდებოდა!
მე კი, ისეთი შთაბეჭდილება მქონდა, რომ ჯნოსი ეშმაკს სცდიდა, ეშმაკი ამირანს, სამივე ერთად კი ოუშენის დანარჩენ მეგობრებს და ის იყო, დაღლილობისგან გულისწასვლას ვაპირებდით, ეს შეძახილი რომ შემოგვესმებოდა, სიცილის ისეთი ნაკვერჩხალი დაგვირბენდა ტანში, რომ კუნტრუშის ხასიათზე გვაყენებდა და ისევ ფეხზე წამოვხტებოდით ხოლმე...

რესპუბლიკის მოედანზე გულადის მინიბუსში რომ ჩავსხედით და ხალხს გადავხედე, ხმამაღლა ვთქვი, ათი დღე თქვენ რა აგიტანთ, ბოლოს მაგრად დავიგრუზებით-მეთქი! ჯნოსიმ თქვა, რას ამბობ, ამ ათ დღეში ერთმანეთი იცი როგორ შეგვიყვარდება და ერთმანეთისთვის როგორი ახლობლები გავხდებითო? ჯნოსი რომ მართალი იყო, ამის ფაქტი სახეზეა, ამ ყველაფერს სულ ჯნოსის სიყვარულით ვწერ, მაგრამ მაშინ, მეზირის მთაზე სულისმოსათმელად რომ გავჩერდი და ჩემს უკან მომავალ ხალხს გავხედე, ვიგრძენი, რომ ეს ადამიანები ძალიან ჩემები არაინ, ჩემი მეგობრები, ერთ გზაზე, ერთი მიზნისკენ რომ მივდივართ ახლა და რომ ყველანი ძალიან მიყვარან: უკან დარჩენილი ნამცეცუნაც, ჩვენი ჩამკეტი მორჩაძეც, პარკებით დახუნძლული ამირანიც, არანაკლებ დახუნძლული და მაინც ვაჟკაცურად მომავალი მონადირეც, სამჩანთიანი ნუსაც, სულ თავში მიმავალი ვითიბიც, მხვნეშარე ჯნოსიც, სომბრეროს წყალობით კოლუმბიელი პრეფექტისჰაბიტუსიანი ლამაც, სიტყვისუთქმელად მომავალი სერგიკუნაც და ნელ-ნელა გზას შეგუებული ამეთვისტო ხომ ისედაც მიყვარდა და მიყვარდა! და გული გამინათდა და ყოჩაღ კარავი-მეთქიიიი! დავიკივლე...
მერე და მერე დასასვენებლად რომ ვსხდებოდით, ადგომა აღარ გვინდოდა და რა მოხდება, აქვე გავშალოთ კარვებიო, ვიხვეწებოდით. აბალდუი ჭკვიანური სახით გვიხსნიდა, აქ წყარო არ არის, კარვებს ვერ გავშლითო. ლამა კიდევ, დასვენებასაც არ გვაცლიდა _ დაგვიღამდება., ბანაკს ვეღარ მოვაწყობთ, დაგვიღამდებაო. ბოლოს, უკვე ყოველგვარი ღონე რომ გამოგვეცალა და ჯნოსის ჩანთიდან ამოღებული ის 5 ლიტრიანი წყლის ბოთლიც რომ გავხსენით, ლამამ რომელიღაც მთისკენ გაიშვირა ხელი და აი, იქ უნდა ავიდეთ, ესღა დაგვრჩა გასავლელიო. ივლითო? ეჭვით გადმოგვხედა. რეაქციის თავიც აღარავის ჰქონდა. კი არ ვისხედით, ქვებივით ვეყარენით...
ლამამ წამოდგა და გზა გააგრძელა. ვითიბი მალე მიჰყვა. ჩვენ ისევ უძრავად ვისხედით და აბალდიუც წამოგვეწია, უკან მორჩა და ნამცეცა მოჰყვნენ. წყალი დალიეს და აბალდუი ამბობს, ისე, ეს წყალი ტყუილად ვატარებინეთ ჯნოსის, სადაცაა წყარო გამოჩნდებაო.
რაოვო? ჯნოსიმ იკითხა, წყარო სულ წვერზე არ არისო? ჰოდა ჩვენც ერთი დასვენებაღა დაგვრჩაო, მხიარულად თქვა აბალდიუმ და აღმართს ახედა, ლამა სად არისო...
თითქოს ეს გზა არც გამოგვევლოს, ისე წამოვიჭრით...
ტყე მოულოდნელად დამთავრდა და ალპური მდელოები დაიწყო. ჯერ კავკასიონის ქედი გამოჩნდა, დათოვლილი მწვერვალებით. მათ პირისპირ ვიდექით და თავზარდაცემულები ვკიოდით.
გოგოები ყვავილებზე გადაირივნენ და სურათების გადაღება დაიწყეს. მერე უკვე ტბაში ნაბანავები ლამაც დავინახეთ და მე და ნუსამ უკან მომავლებს ყვირილი დავუწყეთ, სანამ ბოლომდე არ ამოხვალთ უკან არ მიიხედოთ, ჩვენამდე რომ ამოხვალთ მერე გაიხედეთო! ჯნოსი და სერგუკუნა მოდიოდნენ. ჩვენამდე, ჩვენამდე ამოდით და მერე მიიხედეთო, ვუყვიროდით.
მერე კიდევ ერთი პატარა მთა ავიარეთ და ავყმუვლდით! _ ჩვენს წინ უშბა იდგა ხელის გაწვდენაზე! მარჯვნივ თეთნულდი იყო და წრიულად კავკასიონის მწვერვალები. და უკვე აღარაფერი გვახსოვდა! ყველა ერთად ვმღეროდით, სურათებს ვიღებდით, პირველყოფილებივით ვკიოდით... აქვე გავშალოთ კარვებიო, ვიხვეწებოდით.

სვანეთი - LIVE 23.08 - 03.09

Posted: 14 თებ 2009, 22:41
by ARCHILI
lama


მაგ სტატიისათვის მეორე სვანეთი უნდა მოგეძებნა, სხვა წელია ეგ...

:lol:

სვანეთი - LIVE 23.08 - 03.09

Posted: 23 აპრ 2009, 10:44
by paata_
ამ ლაშქრობისას ერთმანეთი გაიცნეს და ამ დღეებში ქორწილი აქვს ერთ ლამაზ წყვილს

სვანეთი - LIVE 23.08 - 03.09

Posted: 23 აპრ 2009, 14:17
by mimino
მესტიაში კანატკა არისო გამიგია და ხო არ იცით ზუსტი ინფო?

სვანეთი - LIVE 23.08 - 03.09

Posted: 23 აპრ 2009, 15:14
by KINALOKO
paata_ wrote:ამ ლაშქრობისას ერთმანეთი გაიცნეს და ამ დღეებში ქორწილი აქვს ერთ ლამაზ წყვილს

:roll: :roll: :roll:

სვანეთი - LIVE 23.08 - 03.09

Posted: 23 აპრ 2009, 15:24
by paata_
:)

სვანეთი - LIVE 23.08 - 03.09

Posted: 23 აპრ 2009, 15:26
by KINALOKO
paata_


ვაააააა :D:D:D:D:D:D

ძალიან კაიი :D

მიიიიიიიულოცე :D
ნუ, ჩემგან 8) :D

სვანეთი - LIVE 23.08 - 03.09

Posted: 23 აპრ 2009, 23:56
by lama
paata_
ვაუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუ

ძალიან საოცარი და ძალიან სასიხარულო ამბავი შევიტყვე

უფალმა გაახაროთ

და გააძლიეროთ

სულხანი და თამუნა

ღმერთო მოუმართე ხელი მათ

აწ და მარადის და უკუნისამდე :)

ძალიან გამიხარდა


მმმმმმმმმმმმმმმმმმმმმაგარია

სვანეთი - LIVE 23.08 - 03.09

Posted: 21 ივლ 2010, 13:31
by ARCHILI
წელსაც ულამაზესი ლაშქრობა გველის აქ...

:)