სვანეთი - LIVE 23.08 - 03.09

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
GOGONA
იეტი
Posts: 2693
Joined: 10 მარ 2007, 01:21
სვანეთი - LIVE 23.08 - 03.09

Post by GOGONA » 04 სექ 2007, 12:47

Image
Last edited by GOGONA on 04 სექ 2007, 12:52, edited 1 time in total.

User avatar
Ninukala
იეტი
Posts: 4473
Joined: 14 მაი 2007, 10:53
Location: წყნეთი
Contact:
სვანეთი - LIVE 23.08 - 03.09

Post by Ninukala » 04 სექ 2007, 12:52

GOGONA
ვერაფერს იტყვი შენი მობილიც მაგარია.... :)
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
სვანეთი - LIVE 23.08 - 03.09

Post by Naia » 04 სექ 2007, 12:52

GOGONA
მეც დავმუნჯდი ამ სურათების შემყურე :)

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
სვანეთი - LIVE 23.08 - 03.09

Post by ARCHILI » 04 სექ 2007, 12:53

1. გზა ამაყი სვანეთისაკენ

მოგესალმებით მონატრებულო კარაველებო.. ფრიად ბევრი რამ დამიგროვდა მოსაყოლი.. ჯერ იყო და ხევსურეთ-ჭაუხები-ჯუთის ემოციები არ მქონდა ბოლომდე არ მქონდა შეგრძნობილი, რომ სვანომანია დამემართა..

ხევსურეთის ამბები ხესურეთში იყოს და იქაც ვიტყვი ჩემს სიტყვას, აქ კი იმ წუთიდან გავაგრძელებ, სადაც სვანეთი დაიწყო ჩემთვის..

მოკლედ, ჩამოვედი ჭაუხ-ჯუთიდან კარგად დაგორებულ-ნაკლდევებელი, მარჯვენა მუხლი ნაპრალში მქონდა დაზიანებული, მარცხენა მთებზე ქვევით გორაობისაგან დაბეჟილი, ტანსაცმელი გასარეცხი.. ჩამოვედი თუ არა, გაიხაროს გოგონამ, გამომიარა და საჭმელად წამიყვანა.. სახლში ღამის 12-ის ნახევარზე დავბრუნდი და მთელი ღამის განმავლობაში ვრეცხავდი და ტანსაცვმელს ვალაგებდი, დილისთვის იმდენი დავაგროვე, რაც სვანეთში დიდი წარმატებით კიდევ ორიოდე წელს დამტოვებდა..

დილაბნელზე ცირკტან გავიარე.. ჰო.. ახლა ცუდი რაღაცეების გაფიქრება არ დაიწყოთ, მთელი სასტავი იქ იყო.. ჩამოვედი ტაქსიდან.. მივესალმე ნაცნობ და ჯერ კიდევ ზოგიერთ უცნობ ადამიანს ჩემებური ცერემონიულობით: "ამ დროს პატიოსან ხალხს აქ რა უნდა ?" - მეთქი და მიმოვიკითხ-გავეცან-სალმდი მალევე..

ნათიამ (თქვენ რომ ჯერ არ იცნობთ..) თბილი ჩაი მოგვართვა და წავედიიიიიიიიითთთთთთთთ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
Image

User avatar
KINALOKO
იეტი
Posts: 2266
Joined: 25 აპრ 2007, 13:41
Location: "океан вливающегося в каплю"
სვანეთი - LIVE 23.08 - 03.09

Post by KINALOKO » 04 სექ 2007, 12:55

სამარშუტო ტაქსში დიდი აბალდუი თავის ტანისსამოსს აშრობდა... სკამებზე ჰქონდა გადაკიდებული და ისე...
земля -- это ангел,
несущий меня по небу.
Мир состоит из глаголов, а не из существительных.
Ищите себя в самих себе, и вы найдете все.

auf

User avatar
GOGONA
იეტი
Posts: 2693
Joined: 10 მარ 2007, 01:21
სვანეთი - LIVE 23.08 - 03.09

Post by GOGONA » 04 სექ 2007, 13:01

პაატას (და არა მარტო პაატას) მშობლიური ბეჩო :wink: :wink: :wink: :lol:
მინდა გითხრათ რომ ჩვენ ყველანი ერმენტო კვიციანის (ლამას ბაბუა) ბადიშები შევიქენით (ანუ ჩავეწერეთ), ამ დიდი ადამიანის სახელის ხსენება ჯადოსავით ჭრის,
ლამა, :? ასე სახალხოდ არ უნდა მეთქვაა, :wink:
Image

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
სვანეთი - LIVE 23.08 - 03.09

Post by lama » 04 სექ 2007, 13:02

სხვაგან ატვირთეთ ვერ ვხედავ :(
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
სვანეთი - LIVE 23.08 - 03.09

Post by lama » 04 სექ 2007, 13:10

სანამ წავიდოდით წინა ღამეს შევაგროვე კარვები და საძილეები ავედი პაატასთან მერე გელაც მოვიდა ვიქეიფეთ დავლიეთ ღვინო და ლუდი და მეორე დღეს დილის 5 საათზე ავდექით 6 ის ნახევრამდე გავემზადეთ და სუპერმარკეტ ზემ,ელში სიმღერის მერე დავიძარით გმირთა მოედნისკენ :)

და გმირთა მოედნიდან კი ............. დავიძარით სოფელ ბეჩოსკენ


"ჩემი ბავშვობის აჩრდილი
ორთავ ხელს მავლებს ქეჩოში
და თვალში ცრემლებ გაჩრილი
მთხოვს დაბრუნდიო ბეჩოში"
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
GOGONA
იეტი
Posts: 2693
Joined: 10 მარ 2007, 01:21
სვანეთი - LIVE 23.08 - 03.09

Post by GOGONA » 04 სექ 2007, 13:10

ბეჩო სისხამ დილით
Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
სვანეთი - LIVE 23.08 - 03.09

Post by ARCHILI » 04 სექ 2007, 13:12

2. ბალალაიკა სტრუნებით და სტრუნების გარეშე

ჰო.. ვისაც გელა დაიაური გაგონებული მაინც გვქონდა, პირველ რიგში მანქანასა შინა ბალალაიკაი მოვიკითხეთ, იქვე სევდიანად ავღნიშნეთ გვალვას, ფიცხელაურის, ზურა ენ-ის, გობეს, ჭუნას, ტომას, კოტეტბელის და რა მოგთვლით, ყველას, თქვენი არ ყოფნა..

აღმოჩნდა, რომ ბალალაიკას ერთი სტრუნა (იგივე სიმი) აკლდა, ერთიო ადვილი სათქმელია, და სამიდან ერთის არ ქონა კი სერიოზული ამბავია.. მოკლედ, ქუთაისისა და ზუგდიდის რკინეულობის მაღაზიების იმედები გამოვთქვით..

ყველაფერი ყველაფერი, მაგრამ გელას თუ ორ სიმზეც ასევე წარმატებულად შეეძლო დაკვრა, ეს არ გვეგონა, ამ კარგმა ხევსურმა კაცმა, ჩვენ რომ დანაკლისი არ გვეგრძნო, ორ სიმზეც კი მოახერხა ჩვენთვის დილის მთისებური განწყობა შეექმნა..

მე ჩემი სარეცხი ამოვიღე და სკამთა ზურგებზე გაფენის ნება ვითხოვე.. დილა იყო მაინც, გრილოდა და სავარაუდო უარები მივიღე, აქვე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ნათიას, რომელმაც ჩემი "საროჩკისა" (იგივე პერანგის) და შარვლის გაშრობაში ლომის წვლილი შეიტანა და დამეხმარა..

გზა სიმღერ-სიცილით გავიარეთ.. მგონი ჩვენი შემხედვარე მარშუტკაც ცეკვავდა და გზაც.. ჩავედით ქუთაისსა შინააა!!! ვიყიდეთ "სიმ-სტრუნები", არ მკითხოთ ახლა რა სახის სიმებზე უკრავს დაიაურიო, ეს საკითხი აღმოჩენა გახდა ჩემთვისაც..

ვიყიდეთ საყიდელი, გავშალეთ ხელი-ფეხი.. მე ახალ გამშრალი შარვალი ჩავიცვი სიგრილის მიზნით, გავაგრძელეთ გზა ზუგდიდამდე, შევიარეთ დადიანებთან.. მოვიკითხეთ.. მუზეუმშიც გვსურდა შესვლა, მაგრამ ბილეთის ფასი რომ გავიგეთ, თავი გავიგიჯეთ, რავა გეკადრებათ ბატონო, სხვა დროს მოვალთ პირადად, ახლა მხოლოდ მოსაკითხად შემოგიარეთო და ტაძარში შევედით..

მერე იყო ენგური, ეს უზარმაზარი ეშმა-კაშხალი და ნაღმი ჩვენი ქვეყნისა... აქ საჭიროა ახლა დავუმატოთ ფრაზა, ცოტა ვიარეთ თუ ბევრიო.. მაგრამ პირდაპირ გეტყვით, რომ ეს გამოთქმა არ ეხება იმჟამინდელს, ვიარეთ ბევრი, ბევრი და მოჭარბებული ხალისით, სამივე სიმითა და შესაბამისი სიმღერებით, სიცილ-ხარხარითა და ანეკდოტებით სვანებზე.. საკუთარი უსაფრთხოების მიზნით, გადავწვიტეთ სვანების შესახებ ანეკდოტებით მხოლოდ სვანეთამდე შემოვფარგლულიყავით და ნელ-ნელა მივესალმეთ სვანეთის მთებს.. სვანურ ჯაყჯაყ-გზებს, მჟავე წყლებსა და კლდეებზე გადმომხტარ წყაროებს.. სვანურ ხეობებსა და გაგიჟებულ ენგურს.. სვანეთში შევედით და სვანეთმაც დაიწყო შემოსვლა ჩვენში..

:!: :!: :!: :arrow: :arrow: :arrow:
Image

User avatar
KINALOKO
იეტი
Posts: 2266
Joined: 25 აპრ 2007, 13:41
Location: "океан вливающегося в каплю"
სვანეთი - LIVE 23.08 - 03.09

Post by KINALOKO » 04 სექ 2007, 13:18

დუუუი დუუუი
აბალდუი
:D
земля -- это ангел,
несущий меня по небу.
Мир состоит из глаголов, а не из существительных.
Ищите себя в самих себе, и вы найдете все.

auf

User avatar
KINALOKO
იეტი
Posts: 2266
Joined: 25 აპრ 2007, 13:41
Location: "океан вливающегося в каплю"
სვანეთი - LIVE 23.08 - 03.09

Post by KINALOKO » 04 სექ 2007, 13:24

:shock:
მდააააა... :roll:
Last edited by KINALOKO on 05 იან 2008, 03:33, edited 1 time in total.
земля -- это ангел,
несущий меня по небу.
Мир состоит из глаголов, а не из существительных.
Ищите себя в самих себе, и вы найдете все.

auf

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
სვანეთი - LIVE 23.08 - 03.09

Post by Gvalva » 04 სექ 2007, 13:30

აუ, ასე ნუ ყვებით რააა...

ისევ ისე მოყევით, პაატა რომ რეკავდა ხოლმე - სულ არ გვწყდებოდა გული რომ თქვენ იქ იყავით და ჩევნ ცხელ თბილისში დღედაღამეს ვასწორებდით...

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
სვანეთი - LIVE 23.08 - 03.09

Post by guruli » 04 სექ 2007, 13:31

abaldui
მარჯვენა მუხლი ნაპრალში მქონდა
მე მეგონა, დარჩენილს წერდი, ისეთი პათოსი იყო. :lol: :lol: და რამ გაგორავა იმ კლდეებში, ან რას გორავდი, გავალებდა ვინმე? :lol:
დილაბნელზე ცირკტან გავიარე.. ჰო.. ახლა ცუდი რაღაცეების გაფიქრება არ დაიწყოთ,
მოდი და ნუ იფიქრებ. :roll: :roll: :roll:

lama
"ჩემი ბავშვობის აჩრდილი
ორთავ ხელს მავლებს ქეჩოში
და თვალში ცრემლებ გაჩრილი
მთხოვს დაბრუნდიო ბეჩოში"
ჩაქრი და არ გაქრი, ლამა!!! :D
ისა და სურათებს სუნთქვაშეკრული ვუყურებ. უშბა ასე ახლოდან, ასე ერთი ხელის გაწვდენაზე?! :roll: :roll: კარგი იქნება, ფოტოებს ცოტა ჩქარი ტემპით თუ დადებთ.

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
სვანეთი - LIVE 23.08 - 03.09

Post by ARCHILI » 04 სექ 2007, 13:31

3. სვანეთი - ჭეშმარიტი საქართველოს საამაყო ქართველობა

ჩვენ, ერმენტო კვიციანის ბადიშებმა კი ვიცით როგორ ვიაროთ სვანეთში.. თუმცა არც სხვებს გაუჭირდებათ.. სვანებმა, ისევე როგორც სვანეთმა ზოგადად, ჩვენს ყველა მოლოდინს გადააჭარბა.. ახაროს უფალმა და ადღეგრძელოს ყველა მათგანი.. ეს ნამდვილი ქართველობა, სულისა და სისხლის ფასად რომ იცავს ჩვენს განძეულობასა და ქართველობას, სწორედ რომ საამაყოა, ყველანაირი ანგარების გარეშე, როგორც კურთხეულ ვალდებულებას, ისე უფრთხილდება ყველაფერს, რაც ჩვენია და ქართულია.. და არც სხვა ქართველებისავით წუწუნში ატარებს დროსა და არც აქეთ გამორბიან დაბლობში შეშინებული სხვა ქართველებივით..

არსად ალბათ მთელ საქართველოში ასე არ უფრთხილდებიან საკუთარ საუნჯეს, ბევრი მინახავს სხვა მთებში მიტოვებული ჩვენი საუნჯეები, არც პატრონი რომ არ ჰყავს და არც არავინ ივალდებულებს თავისთავზე მათ მოფრთხილებას.. სვანების ყოველდღიურობა კი სწორედ რომ მაგალითია ყოველი ჩვენგანისათვის.. სვანეთში არ არსებობს არც ერთი მიტოვებული სალოცავი, არც ერთი მიტოვებული ტაძარი, ყველა მათგანს ვიღაც უვლის და უფრთხილდება და რომ განახათ, რა სიამაყით უდგება ამას თითოეული მათგანი..

მართალი გითხრათ, ჩვენ ყველანი გაოგნებული დავრჩით, აღარც მეგოპნა თუ ასეთი ქართველობა კიდევ არსებობდა.. ალბათ ამაზე კიდევ ბევრს ვიტყვი მეც და სხვებიც.. მთელი მოგზაურობა ჩვენთვის აღმოჩენები იყო სავსე არა მხოლოდ სვანეთის, არამედ ყოველი სვანის შეხვედრისას, ერთ-ერთი პირველი ასეთი ოჯახი კი ის ოჯახი აღმოჩნდა, სადაც ჩვენ პირველად დავბანაკდით, ეს გახლავთ ოჯახი, რომლის სამივე თაობა მთელს სვანეთში განსაკუთრებული სიყვარულითა და ავტორიტეტით სარგებლობს, ბაბუა - ერმენტო კვიციანი, მამა - ნოდარი კვიციანი, რომელნის სამწუხაროდ დღეს აღარ არიან ცოცხლები და ოჯახის ამჟამინდელი თავი მანუცარ კვიციანი..

მე და ლამამ ამავე ოჯახში ფრიად სასიხარულო ჩვენი სანათესაო კავშირიც აღმოვაჩინეთ, ამას შემდეგ პოსტში გეტყვით..

:!: :!: :!: :arrow: :arrow: :arrow:
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]