Page 1 of 2

სონჩოს ხეობა

Posted: 03 სექ 2007, 14:45
by qvevri
სონჩოს ხეობა ჩემი აზრით არის ერთერთი საინტერესო ხეობა(ისე როგორც დანარჩენი ხეობები) სოფელ ქვეშეთში არის ერთი კარგი სასტუმრო "ქვეშეთი" რომელიც ეხლახანს გაიხსნა. საქმეები მქობდა და არ მეცალა სასიარულოდ მარა ერთი დღე მაინც მოვახერხე და გავედი სონჩოს ხეობაში, რომელიც იქვეა, არაგვის გაღმაა ხადას ხეობამდე არ მისული. ამ ხეობას მოუყვება ძალიან ლამაზი და გემრიელი მდინარე (სახელი აღარ მახსოვს). ამ წყალის დალევა შეიძლება. ხეობის შესასვლელთან დაახლოვებით 200-300 მეტრში მოსახლეობა წყდება . წყდება ასევე ბილიკიც მარა გზა ძალიან იოლია და ბილიკი არცაა საჭირო. ერთ ორ კილომეტრში მთაზე დაინახავთ რაღაც სოფელივითმაგვარს, რომელიც სავარაუდოდ მწყემსებისაა. ძალიან დამაინტერესა და ავედი თუმცა ცოტა დავიკარგე :wink: მერე იყო და ერთი მწყემსის სახლს მივადექი დაკინაღამ ძაღლებმა შემჭამეს, ბეწვზე ვარ გადარჩენილი.... :shock: მარტო წასვლა მაინცდამაინც ჯანმრთელი იდეა ვერ იყო მარა .... :)

სონჩოს ხეობა

Posted: 03 სექ 2007, 14:47
by qvevri
ხეობის შესასვლელი
Image

სონჩოს ხეობა

Posted: 03 სექ 2007, 14:48
by qvevri
Image
გზაში ერთი ლამაზი ეკლესია შემხვდა რომლის ეზოშიც ეს ქვაჯვარი იყო. შეგეწიოთ.... :D

სონჩოს ხეობა

Posted: 03 სექ 2007, 15:03
by qvevri
Image
ზევით მარცხნივ ის სოფლისმაგვარი დასახლებაა, მწყემსების.

სონჩოს ხეობა

Posted: 03 სექ 2007, 15:05
by qvevri
Image
ამ დასახლების გადასწვრივ მთაზე უეცრად ცხვარი გამოჩნდა

სონჩოს ხეობა

Posted: 03 სექ 2007, 15:07
by qvevri
Image
კიდევ ერთი ხედი ზევიდან. დაახლოვებით ოთხ-ხუთ საათში დავბრუნდი სასტუმროში.

სონჩოს ხეობა

Posted: 05 სექ 2007, 00:58
by Toma
qvevri
რატომ გარისკე, იმ მეცხვარის ძაღლს რომ ძალიან შიებოდა რას შვებოდი მერე?

და რატომ გადაიფიქრა ძაღლმა შენი ჩიჩიას მირთმევა არ მოგვიყვები?

სონჩოს ხეობა

Posted: 05 სექ 2007, 10:27
by qvevri
გარისკვით კი მართლაც გავრისკე. ისე მეცხვარის ძაღლებს მართლაც ძალიან შიოდათ მარა ხომ გაგიგონიათ გველსა ხვრელით ამოიყვანსო... ხოდა რა არ შევპირდი, რით არ დავემუქრე, რა არ ვეძახე შენ გენაცვალე შენი ჭირიმე მეთქი და შედეგმაც არ დააყოვნა და "მოლბნენ" ამით ვისარგებლე და ტყეში შევასწარი.

სონჩოს ხეობა

Posted: 05 სექ 2007, 21:09
by Makena
საინტერესო ხეობა ჩანს, ბოლომდე ახვედი თუ იმ ძაღლებთან შეხვედრის მერე გადაიფიქრე :D ისე მთაში მარტო სიარულს თავისი მუღამი აქვს, გააჩნია რა განწყობაზე ხარ კაცი.

სონჩოს ხეობა

Posted: 06 სექ 2007, 10:49
by qvevri
მთლად ბოლომდე არ ავსულვარ, თანაც ვიფოქრე ძაღლები რამე ნადირმა არ ჩაანაცვლოს მეთქი და.... :wink: რაც შეეხება მარტო წასვლას, მართალი ხარ იმაში რომ მართლა იმ განწყომაზე ვიყავი, რომ მარტო მინდოდა წასვლა. ისე ჩემი სატევარი რომ მქონოდა უფრო იმედიანად ვიქნებოდი და ბოლომდე ავიდოდი. :!:

სონჩოს ხეობა

Posted: 06 სექ 2007, 11:40
by qvevri
Makena wrote:საინტერესო ხეობა ჩანს, ბოლომდე ახვედი თუ იმ ძაღლებთან შეხვედრის მერე გადაიფიქრე :D ისე მთაში მარტო სიარულს თავისი მუღამი აქვს, გააჩნია რა განწყობაზე ხარ კაცი.



სნოს ხეობის სურატებს რატომ აგვიანებ? თანაც კაი სურატები გაქვს გადაღებული... :P

სონჩოს ხეობა

Posted: 06 სექ 2007, 19:02
by Makena
qvevri wrote:მთლად ბოლომდე არ ავსულვარ, თანაც ვიფოქრე ძაღლები რამე ნადირმა არ ჩაანაცვლოს მეთქი და.... :wink: რაც შეეხება მარტო წასვლას, მართალი ხარ იმაში რომ მართლა იმ განწყომაზე ვიყავი, რომ მარტო მინდოდა წასვლა. ისე ჩემი სატევარი რომ მქონოდა უფრო იმედიანად ვიქნებოდი და ბოლომდე ავიდოდი. :!:
qvevri
ხეობის ბოლოსკენ ასვლა მართლა საინტერესო უნდა იყოს, ხეობაში ჩამომავალი მდინარე საკმაოდ მოზრდილი ჩანს, ალბათ კალმახიც ეყოლება, ზემოთ შეიძლება ჩანჩქერსაც აკეთებდეს სადმე. :)

სონჩოს ხეობა

Posted: 06 სექ 2007, 19:05
by qvevri
როგორც მითხრეს კალმახიანი მდინარეა. რაც შეეხება ჩანჩქერს ჩემი აზრით რა თქმა უნდა იქნება სადმე... :?

სონჩოს ხეობა

Posted: 07 სექ 2007, 11:10
by Giorgi Bagrationi
"სოფლისმაგვარი დასახლება" სოფელი ჟოჟონია, ერთი 15 წლისწინ 3 კომლი ცხოვრობდა. იქვეა პატარა ეკლესია რომელსაც დიდი ქვის ჯვარი ადგას კეხზე. ამ სოფლიდან 2-3 კილომეტრში კი სოფელი სონჩოა, აქ მე როცა ვიყავი 2 მოსახლე იყო, საიდანაც ფოტოები გაქვს გადაღებული მარჯვნივ ლაკათხევის ხეობა შედის სადაც ერთკომლიანი სოფელი ლაკათხევია დიდი ზურგიანი კოშკით.

სონჩოს ხეობა

Posted: 12 ივნ 2010, 03:44
by GAMARJOBA SAKARTVELO
Giorgi Bagrationi wrote:"სოფლისმაგვარი დასახლება" სოფელი ჟოჟონია, ერთი 15 წლისწინ 3 კომლი ცხოვრობდა. იქვეა პატარა ეკლესია რომელსაც დიდი ქვის ჯვარი ადგას კეხზე. ამ სოფლიდან 2-3 კილომეტრში კი სოფელი სონჩოა, აქ მე როცა ვიყავი 2 მოსახლე იყო, საიდანაც ფოტოები გაქვს გადაღებული მარჯვნივ ლაკათხევის ხეობა შედის სადაც ერთკომლიანი სოფელი ლაკათხევია დიდი ზურგიანი კოშკით.
საინტერესო სანახავია სონჩოც და ლაკათხევის კოშკიც