აჩხოტი - ჯუთა - ჭაუხები - ? - საძელიღელე - როშკა - კორშა
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
- Int3lig3nt
- იეტი
- Posts: 3524
- Joined: 01 ივლ 2005, 11:31
- Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
- Contact:
- Int3lig3nt
- იეტი
- Posts: 3524
- Joined: 01 ივლ 2005, 11:31
- Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
- Contact:
აჩხოტი - ჯუთა - ჭაუხები - ? - საძელიღელე - როშკა - კორშა
ყველის ყიდვის ამბავი:
თბილისში ყველი არ გვიყიდია, გადავწყვიტეთ, ადგილობრივებისგან გვეყიდა და ასეც მოვიქეცით.
ჯუთაში რომ ავედით, მაშინვე ალპინისტების ბანაკისკენ გზა და ყველის ყიდვის ამბავი ვიკითხეთ.
ერთ ოჯახში მივედი და 4 კილოიანი თავები გვაქვს, ვერ გაგიჭრითო, მეორეში არავინ გამოიხედა, არც მესამეში. თან ძაღლებისა გვეშინოდა .
მე და ალექსა დავდიოდით ყველზე.
მეოთხე სახლში ეს ბებო იყურებოდა აივნიდან.
მივედით და ყველი ვთხოვეთ. 4 კილოზე ნაკლებს ვერ მოგცემთო.
მერე დაფიქრდა და კარგი, დამელოდეთო.
გამოიტანა ნახევარი ყველი, აი ეს წაიღეთო.
საკმაოდ დიდი ყველი იყო, მაგდენი ნამდვილად არ გვჭირდებოდა.
თან არ მომეწონა ”ვიდზე”, თოვლივით თეთრი იყო, ეტყობოდა რომ ყოველგვარი ცხიმი გამოწურული ჰქონდა (მერე რომ გავსინჯეთ, მართლაც არ ვარგოდა. ხაჭოს გემო ჰქონდა. ბოლოს ნახევარზე მეტი გადავაგდეთ).
მაგრამ სხვა გზა არ გვქონდა, სხვაგან ვიშოვიდით კი?
ვუთხარი, მოვაჭრით ნაწილს და წავიღებთო.
წყალი გადაავლო, ჩადო ტაშტში და დანა მოგვცა.
ალექსას ვუთხარი, მესამედი ჩამოაჭერი და ორი-მესამედი წავიღოთ-თქო.
ბებოს ვუთხარი, ამ ყველში რამდენი უნდა მოგცე-მეთქი.
რა ვიცი აბა, რამდენს მომცემთო.
აბა მე სულ არ ვიცი, რაც ღირს, მითხარი და მოგცემ-თქო.
აბა აგე ისინი 5 ლარში ყიდიანო, ისინი 4 ლარშიო.
ჰოდა 5 ლარს მოგცემ-მეთქი და მივეცი.
ალექსამ აიღო ყველი ხელში და არა, ბიჭო ცოტა არისო.
მე: რა არის ცოტა?
ბებომ იფიქრა, ყველზე ამბობს ცოტააო და დაფიქრდა, რამდენი ლარი დავუბრუნო უკანო.
ალექსა: ფულია ცოტა. 3 ლარიც დაუმატეო .
მე: რატო უნდა დავუმატო?
ალექსა: ეს ყველი კილოზე მეტი იქნება.
მე: არ იქნება.
ალექსა: იქნება.
შეიძლება მართლა მეტი იყო, მაგრამ არ მინდოდა მეტის გადახდა, არ ღირდა ნამდვილად 5 ლარი ის ყველი .
ასე ვიკამათეთ ოცდაათიოდე წამი.
ეს ბებო ჩუმად დგას და გვიყურებს .
ალბათ იფიქრა, ახლა ამათმა არ იჩხუბონო და მითხრა, გინდათ სასწორს გამოვიტანო.
გამოიტანე-მეთქი.
შევიდა.
ამასობაში ალექსას დავუწყე თვალების ბრიალი და ახსნა, რომ 5 ლარად მთაში ღალაუყარ (ცხიმმოუხდელ) ყველს ყიდიან-თქო.
ცოდოა ბებო, კაი ქალი ჩანსო.
ქალი კი კარგი იყო მართლა, მაგარი კილოთი საუბრობდა, მაგრამ უვარგის ყველში ვერ მივცემდი 8 ლარს .
გამოვიდა ბებო, ავწონეთ და კილო ორასი გამოვიდა.
ლარი დავუმატე და წამოვედით.
ალექსა საერთოდ ძალიან ჩუმი ბიჭია, თითქმის არასდროს არ ლაპარაკობს, მაგრამ ასეთ მომენტებში იცის ხოლმე თავის გამოდება .

ყველის ძებნაში საკმაოდ ბევრი დრო დაგვეხარჯა და დაღამებამდე ვერ მივაღწიეთ ალპინისტების ბანაკამდე.
დაბნელდა და სადაც მოგვიხერხდა, იქ გავშალეთ კარვები.
სამწუხაროდ საქონლის ფუნებით იყო მოფენილი ის პატარა მინდორი და რამდენჯერმე მოგვიწია ფეხსაცმლის ამოგანგვლა .
კარვის ძირიც მოგვესვარა.
ასეთ პირობებში ვშლიდით კარავს.
თან უცებ აცივდა გვიჭირდა მოქმედება.
დაბნელდა და სადაც მოგვიხერხდა, იქ გავშალეთ კარვები.
სამწუხაროდ საქონლის ფუნებით იყო მოფენილი ის პატარა მინდორი და რამდენჯერმე მოგვიწია ფეხსაცმლის ამოგანგვლა .
კარვის ძირიც მოგვესვარა.
ასეთ პირობებში ვშლიდით კარავს.
თან უცებ აცივდა გვიჭირდა მოქმედება.
- Int3lig3nt
- იეტი
- Posts: 3524
- Joined: 01 ივლ 2005, 11:31
- Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
- Contact:
აჩხოტი - ჯუთა - ჭაუხები - ? - საძელიღელე - როშკა - კორშა
ერთი ცუდი ამბავიც მოხდა:
წივწივას ნათხოვარ ”პრიმუსში” ბალონი ჩავდეთ, მოვუჭირეთ, დავატრიალეთ გამოსაშვები და არ გამოვიდა გაზი.
თან ბალონის გახვრეტის ხმა არ გაგვიგია და ვიფიქრეთ, არ გაიხვრიტაო.
გადავწყვიტეთ ახლიდან მოგვეშვა და მოგვეჭირა.
მოვუშვიტ და გამოასხა გაზმა.
თითზე მომესხა და ისედაც გათოშილი, სულ გამიყინა.
ვეცადეთ მოჭერა, მაგრამ ვეღარ შევძელით.
დავრჩით ცხელი სუპების და ჩაი-ყავა-ცხელი შოკოლადის გარეშე .
მერე ვიფიქრეთ, რომ დაჟანგებული რადგან იყო, მაგიტომ არ გამოუშვა მილში გაზიო.
თუმცა დღეს ალექსამ დამიმესიჯა, რაღაც ჭანჭიკი ყოფილა მოსაშვები და იმიტომ არ გამოვიდაო.
არადა წივწივას არ უთქვამს არაფერი იმ ჭანჭიკზე...

დიდ კარავში (ორივე კარავი ორ კაციანი იყო, მარა ერთი შედარებით დიდი) გავშალეთ ”სუფრა” და ხუთივე ძლივს შევეტიეთ .
ჭამის დროს თეკლა, ალექსა და გიორგი გეგმებს აწყობდნენ, ჯოკერი უნდა ეთამაშათ სამში.
თუმცა დაღლილობამ თავისი ქნა და ჭამა დავასრულეთ თუ არა, ყველანი ტომრებში შევძვერით.
დილით ასე გამოიყურეოდა ჩვენი ”ბანაკი”
ჭამის დროს თეკლა, ალექსა და გიორგი გეგმებს აწყობდნენ, ჯოკერი უნდა ეთამაშათ სამში.
თუმცა დაღლილობამ თავისი ქნა და ჭამა დავასრულეთ თუ არა, ყველანი ტომრებში შევძვერით.
დილით ასე გამოიყურეოდა ჩვენი ”ბანაკი”
- Int3lig3nt
- იეტი
- Posts: 3524
- Joined: 01 ივლ 2005, 11:31
- Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
- Contact:
აჩხოტი - ჯუთა - ჭაუხები - ? - საძელიღელე - როშკა - კორშა
დილით დავიძარით თუ არა, ნახევარ საათში ალპინისტების ბანაკი გამოჩნდა.
უი, მანამდე კიდე ორი უცხოელი შემოგვხვდა გზაში.
ახალგაზრდა ქალ-ვაჟი.
მე არ შემიმჩნევია, მაგრამ პერწკლიმ მითხრა, ზურგზე პატარა ბავშვი ჰყავდა იმ ქალს სპეციალურ ჩანთაშიო.
აი ალპინისტების ბანაკი.
ცხელი ყავა შემოგვთავაზეს, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდით კიდევ 3 დღე ვერ ვეღირსებოდით ცხელ სასმელს, მაინც გმირულად მოვითმინეთ და უარი ვუთხარით .

იმ ”სირთულის” მერე დაიკარგა ბილიკი.
მაგის მერე ჩავედი მენახირის საძებნელად.
მოკლედ აღარ ვიცოდით სად წავსულიყავით.
გავიხედ გამოვიხედეთ და ეს ასასვლელი ჩავთვალეთ ყველაზე ადვილად.
თან რამდენიმე ნაკვალევიც შევნიშნეთ.
ახლა ვნანობ, რომ მთელი ის ხედი არ გადავიღე, რომ ახლა მაინც გეთქვათ, სად უნდა ავსულიყავით.

მთაში ყველი სამი ლარი ღირს ჰა ჰა 3.50
lenchiamal
- Int3lig3nt
- იეტი
- Posts: 3524
- Joined: 01 ივლ 2005, 11:31
- Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
- Contact:
აჩხოტი - ჯუთა - ჭაუხები - ? - საძელიღელე - როშკა - კორშა
popins
უბრალოდ ტურისტები რომ დადიან, სარგებლობენ ამით და ძვირს აფასებენ .
ღმერთმა შეარგოთ, მარა ხაჭოსებრ ყველში არ უნდა მოითხოვონ ამხელა თანხა .
ჰო, ეგ მეც ვიცოდი და ვუთხარი კიდეც ალექსას, მარა რა .მთაში ყველი სამი ლარი ღირს ჰა ჰა 3.50
უბრალოდ ტურისტები რომ დადიან, სარგებლობენ ამით და ძვირს აფასებენ .
ღმერთმა შეარგოთ, მარა ხაჭოსებრ ყველში არ უნდა მოითხოვონ ამხელა თანხა .
აჩხოტი - ჯუთა - ჭაუხები - ? - საძელიღელე - როშკა - კორშა
ეგეთი გველი მეც დავიჭირე სწორედ მანდ ორი კვირის წინ მარა არ მომიკლია, ან კი რატომ უნდა მომეკლა საერთოდ არ მიყვარს ქვეწარმავლების დახოცვა, რაც მე ეგენი დამიჭერია ყველა რო დამეხოცა.....
თუ ვინმეს ძალა ერჩის ჯობია სხვა რამეში დახარჯოს თავისი მოჭარბებული ენერგია ვიდრე მასეთ რამეებში.