Page 1 of 4

აჩხოტი - ჯუთა - ჭაუხები - ? - საძელიღელე - როშკა - კორშა

Posted: 28 აგვ 2007, 17:09
by Int3lig3nt
როგორც სხვა ძველ ჩემს ლაშქრობებს, არც ამ ლაშქრობას ჩაუვლია დაკარგვის გარეშე :D.
სწორედ ამის გამო აბუდელაურის ტბები ვერ ვნახეთ, არადა ტბების ნახვა იყო ძირითადი მიზანი :(.

ახლა მოკლედ მოვყვები ჩვენ მარშრუტს და რუკასაც დავდებ, შემდეგ კი, საღამოს დავყრი ფოტოებს კომენტარებითურთ.
გუშინ 3 საათი მეძინა მხოლოდ და მკვდარივით ვარ.

ე.ი. ვიყავით ხუთნი. მე, თეკლა, თეკლას პლუსი გიორგი, ფორუმ.გელი პერწკლი და ჩემი პლუსი ალექსი.
”მარშუტკით” ავედით სნოს გადასახვევამდე (მგონი აჩხოტი ქვია იმ სოფელს) და დავიძარით ფეხით (აჩხოტიდან გზა პირველ დაბანაკების ადგილამდე ლურჯი ზოლით აღვნიშნე. უბრალოდ არ ჩანს რუკაზე დასაწყისი).
11 საათიდან (საათები შეიძლება ამერიოს, კარგად არ მახსოვს, თუ რამეა, თეკლა შემისწორებს) წავედით სნოსკენ, ვნახეთ სნოს ციხე. გავაგრძელეთ გზა ჯუთასკენ და კიდევ 2 სოფელი გავიარეთ მგონი.
გზად სასაფლაოებზე შევიპარეთ და ერთ-ერთი საფლავის მაგიდის გამოყენებით წავიხემსეთ :).
ამის მერე აღარც გავჩერებულვართ. პატარ-პატარა შესვენებებს ვაკეთებდით და დაახლოებით 7 საათისთვის ავაღწიეთ ჯუთას.
იქ ვიღაც ბაბოსგან ყველი შევიძინეთ (კურიოზული სიტუაცია იყო და მოვყვები საღამოს) და წავედით ალპინისტების ბანაკისკენ, რათა დავბანაკებულიყავით.
დაგვიღამდა და რაღაც პატარა ადგილი მოვნახეთ მდინარის პირას, დასაბანაკებლად.
სიბნელეში გაჭირვებით დავბანაკდით. აღმოჩნდა რომ ის პატარა ადგილი, ძროხის ფუნებით (თუ ფუნეებით?) იყო მოფენილი.
შედეგად ყველას ფეხსაცმელი და კარვის მცირე ადგილები გაგვიფუნეანდა :D.
დილით 8-ზე გავიღვიძეთ (მწვანე ზოლი), მაგრამ 10 საათამდე ვერ ავიბარგეთ (გამოუცდელი ხალხი ვართ და ვზოზინობდით).
წავედით ალპინისტების ბანაკებისკენ, იქ რამდენიმე ლურჯი კარავი იყო გაშლილი და ერთი მეთვალყურე დაეტოვებინათ.
მანდვე ერთი ცხენოსანიც დაგვხვდა და გზა გვასწავლა ჭაუხის უღელტეხილისკენ, მარა ვაი ამ სწავლებას :D.
გავყევით ბილიკს, თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა. ავედით ჭაუხების ძირში და გაქრა ბილიკი. აღარ ვიცოდით სად წავსულიყავით.
ქვემოდან რომ ამოვდიოდით, ჩვენგან ალბათ ერთ კილომეტრში ნახირი ძოვდა, მენახირეც იქვე იჯდა.
ჰოდა გზა რომ აღარ გვქონდა, დავეშვი ისევ დაბლა, იქნებ მენახირემ გვასწავლოსო.
ჩავედი და სადღაა შენი მენახირე. ალბათ სადმე მიწოლილი იყო და ეძინა.
ვიძახე, ვიყვირე, მარა არაფერი.
თან მეშინოდა, სულ ბუღები და ხარები იყვნენ ნახირში :D.
რაღას ვიზავდი, ავედი ისევ ზემოთ.
მოვათვალიერეთ არემარე და სადაც კი ყველაზე კარგი ასასვლელი დავინახეთ, იქით ავედით.
ავედით და მოსწორებულ ზეგანზე აღმოვჩნდით, საიდანაც სხვადასხვა მხარეს შეიძლებოდა წასვლა.
გავიქეც-გამოვიქეცი, დავზვერე სიტუაცია და საუკეთესო გამოსავლად ჩვენი გამოვლილი ხეობის პარალელური ხეობა მომეჩვენა.
შევთანხმდით და დავეშვით ქვემოთ.
საკმაოდ რთული დასაშვები იყო, ხან ხევზე ვიხტუნავეთ, ხან რთული დაღმართები იყო, ხან დეკებზე ვიხოხიალეთ.
მოკლედ დაბნელებამდე ძლივს ჩავედით.
იქვე, სადაც მოგვიხდა, ბანაკი გავშალეთ.
საკმაოდ დაქანებული იყო, მაგრამ სხვა ”პრასვეტი” არ გვქონდა.
გვეძინა თავდაღმართში :D.
მესამე დილით (სტაფილოსფერი ზოლი, რომელიც კორშამდე გრძელდება, რუკაზე არ ჩანს) ჩავედით ხეობაში ბოლომდე და ვნახეთ მოლაშქრეთა გუნდი (გერმანელები იყვნენ და ქართველი მეგზური ახლდათ).
მეგზურს ვკითხე, სად ვართ-თქო და მთაშიო :D.
უფრო კონკრეტულად ჯუთას ხართო, მარცხნივ რომ წახვიდეთ, 2 საათში ჯუთაში აღმოჩნდებითო.
მარჯვნივ თუ წახვალთ, ერთი გზა არხოტისკენ მიდის, მეორე როშკასკენო, რომელსაც თურმე 5 საათი სჭირდებოდა.
გადავწყვიტეთ რომ როშკასკენ წავსულიყავით და დავადექით გზას.
საკმაოდ რთული იყო საძელიღელის უღელტეხილის გადალახვა, მაგრამ მე ვფიქრობ, მაინც კარგი ტემპით გადავლახეთ.
საღამოს 6 საათზე უკვე როშკაში ვიყავით.
იქ გვითხრეს, რომ დილით ადრე (8:30) გადიოდა ავტობუსი თბილისისკენ და იძულებულები გავხდით, გზა გაგვეგრძელებინა კორშამდე.
მოგეხსენებათ, 7-ის მერე უკვე დაბნელებას იწყებს მთაში და 8 საათზე თითქმის ბნელა. თან შავი ღრუბლები იყო ცაზე და წარამარა დაუშვებდა ხოლმე.
ჩვენც, დაღლილ-დაქანცულები ამ პირობებში მივაბიჯებდით კორშასკენ.
გზა საშინლად გაიწელა, ზურგები აგვტკივდა, ფეხები ძლივს გვემორჩილებოდნენ.
მოკლედ 8-ის მერე სრულიად სიბნელეში, წვიმაში 10 საათამდე მივაბიჯებდით. მივაბიჯებდით კი არა, მივლასლასებდით :D.
10 საათზე გადასახვევზე შუქები გამოჩნდა. მე და ალექსა გავიქეცით და აღმოჩნდა რომ სამხედრო ნაწილი იყო და გადასახვევიდან 1 კილომეტრში უკვე კორშა გველოდა :).
ჩვენ აღარ წავედით კორშასკენ, იქვე დავბანაკდით, ბეტონის ძირიან რაღაც დაუსრულებელ ნაგებობაში.
დილით ავტობუსმა ამოიარა, მერე ისევ ჩამოიარა და გამოვყევით თბილისამდე.

მოკლედ სულ ეს არის.
რა თქმა უნდა ყველაფერს ამ ”მოკლე” მონაყოლში ვერ ჩავატევდი, იმ ჩვენს მსჯელობებს, სახალისო სიტუაციებს, ნერვების მოშლებს და ა.შ.

პრინციპში ჩვენთვის მე მგონი ეს მაინც კარგი შედეგია, მიუხედავად იმისა, რომ ტბები ვერ ვნახეთ.
არცერთი ჩვენგანი ასეთ რთულ გზებზე ნავალი არ იყო.
თან ბოლო დღეს განსაკუთრებით. დილის 11 საათიდან ღამის 10 საათამდე (მხოლოდ ერთხელ შევისვენეთ ნახევარი საათი) ჯუთას ხეობიდან საძელიღელის უღელტეხილი გადავლახეთ, ჩავედით როშკამდე, მერე კორშამდე. ანუ ალბათ მინიმუმ 25 კილომეტრს გავივლიდით.
პრინციპში კომპასი რომ გვქონოდა, არ არგვერეოდა გზა და ამხელა წრეს ტყუილად არ დავარტყამდით.
მთელი მეორე დღე დავხარჯეთ ჯუთას ხეობისკენ ჩასვლაზე.

მგონი სულ ეს არის, რაც დამავიწყდა, თეკლა დაამატებს.

ჩვენ ყველანი ძალიან გახარებულები ვართ, ასეთი ლაშქრობა რომ გამოგვივიდა :).

საღამოს სურათებს დავყრი და თქვენც ნახავთ :).

გმადლობთ დახმარებისთვის.

Image

აჩხოტი - ჯუთა - ჭაუხები - ? - საძელიღელე - როშკა - კორშა

Posted: 28 აგვ 2007, 19:17
by Gvalva
კაია, მარგები ხართ!! შთამბეჭდავი მარყუჟი გაგიკეთებიათ :)

სხვა არ ვიცი და ზურა ნ. მაგრად გაახარეთ !! :) :) სულ უნდოდა ვინმე საძელეთი გადმოსულიყო :)

აბუდელაურის ტბები რომ ვერ ნახეთ ცოტა ჩვენი ბრალიც არის, გარკვევით უნდა გვეთქვა, ჭაუხების გვერდზე უნდა გაიაროთ, რაც შეიძლება ახლოსო... რომ შეხედავდით რომ შორდებით კლდეებს მიხვდებოდით რომ ახალი თავგადასავალი იწყება :)

აჩხოტი - ჯუთა - ჭაუხები - ? - საძელიღელე - როშკა - კორშა

Posted: 28 აგვ 2007, 20:46
by popins
მაგარი იყო ძალიან. :D

ექსტრიმ 8)


მაგარია :D :D :D

აჩხოტი - ჯუთა - ჭაუხები - ? - საძელიღელე - როშკა - კორშა

Posted: 28 აგვ 2007, 21:01
by Int3lig3nt
ჩვენ :)

Image

აჩხოტი - ჯუთა - ჭაუხები - ? - საძელიღელე - როშკა - კორშა

Posted: 28 აგვ 2007, 21:09
by popins
ძალიან ყოჩაღები ხართ.მაგრებო,ჯიგრებოოოოოოოოოო 8)

აჩხოტი - ჯუთა - ჭაუხები - ? - საძელიღელე - როშკა - კორშა

Posted: 28 აგვ 2007, 21:13
by Int3lig3nt
სნოს ციხეზე ასასვლელი...

Image

ვინმემ იცით ამ ციხეზე რამე?
შესასვლელი კარი საიდან აქვს?
ალბათ გვირაბი გადის საიდანმე.

აჩხოტი - ჯუთა - ჭაუხები - ? - საძელიღელე - როშკა - კორშა

Posted: 28 აგვ 2007, 21:23
by Int3lig3nt
სნოს ციხე

Image

აჩხოტი - ჯუთა - ჭაუხები - ? - საძელიღელე - როშკა - კორშა

Posted: 28 აგვ 2007, 21:31
by Int3lig3nt
ზედა სოფლიდან ეს ყოჩაღი გოგო ჩამოჭენდა და ცხენზე დაჯდომა შემოგვთავაზა :)

Image

აჩხოტი - ჯუთა - ჭაუხები - ? - საძელიღელე - როშკა - კორშა

Posted: 28 აგვ 2007, 21:35
by Int3lig3nt
პერწკლი პირველად ზის ცხენზე და რა ბედნიერი სახე აქვს :)...

Image

აჩხოტი - ჯუთა - ჭაუხები - ? - საძელიღელე - როშკა - კორშა

Posted: 28 აგვ 2007, 21:37
by Int3lig3nt
გიორგის ცხენზე შეჯდომის მესამე მცდელობა :D.

Image

აჩხოტი - ჯუთა - ჭაუხები - ? - საძელიღელე - როშკა - კორშა

Posted: 28 აგვ 2007, 21:42
by Int3lig3nt
ერთ-ერთი სოფლის (სამწუხაროდ სახელები ვერ დავიმახსოვრე :() ახალი აშენებული ეკლესია და სიმპატიური ჭა :).

Image

აჩხოტი - ჯუთა - ჭაუხები - ? - საძელიღელე - როშკა - კორშა

Posted: 28 აგვ 2007, 21:44
by Int3lig3nt
სიცხისან შეწუხებულები სასაფლაოზე ავედით და იქ 25 წლის ყმაწვილკაცის საფლავთან წავიხემსეთ.

Image

აჩხოტი - ჯუთა - ჭაუხები - ? - საძელიღელე - როშკა - კორშა

Posted: 28 აგვ 2007, 21:49
by Int3lig3nt
თერძი ბესოს ტრადიციების ღირსეული გამგრძელებელი :D.

Image

აჩხოტი - ჯუთა - ჭაუხები - ? - საძელიღელე - როშკა - კორშა

Posted: 28 აგვ 2007, 21:53
by gobe
Int3lig3nt,
დიდი მადლობა ინფორმაციისათვის. გაიხარეთ. სასიამოვნოა, რომ ისიამოვნეთ! მიხარია, რომ გიხარიათ!

ველით ფოტოებს.

აჩხოტი - ჯუთა - ჭაუხები - ? - საძელიღელე - როშკა - კორშა

Posted: 28 აგვ 2007, 21:56
by Naia
Int3lig3nt
ძალიან მაგრები ხართ! ეს რა დღეში ჩავარდნილხართ...