აჩხოტი - ჯუთა - ჭაუხები - ? - საძელიღელე - როშკა - კორშა

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
აჩხოტი - ჯუთა - ჭაუხები - ? - საძელიღელე - როშკა - კორშა

Post by Int3lig3nt » 29 აგვ 2007, 21:19

თეკლამ ბილაინის რეკლამის გაკეთება შემომთავაზა.
გადავწექი და ხერხემალმაც დაისვენა.
მადლობა თეკლას :D.

Image

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
აჩხოტი - ჯუთა - ჭაუხები - ? - საძელიღელე - როშკა - კორშა

Post by Int3lig3nt » 29 აგვ 2007, 21:40

ყველის ყიდვის ამბავი:

თბილისში ყველი არ გვიყიდია, გადავწყვიტეთ, ადგილობრივებისგან გვეყიდა და ასეც მოვიქეცით.

ჯუთაში რომ ავედით, მაშინვე ალპინისტების ბანაკისკენ გზა და ყველის ყიდვის ამბავი ვიკითხეთ.
ერთ ოჯახში მივედი და 4 კილოიანი თავები გვაქვს, ვერ გაგიჭრითო, მეორეში არავინ გამოიხედა, არც მესამეში. თან ძაღლებისა გვეშინოდა :).
მე და ალექსა დავდიოდით ყველზე.
მეოთხე სახლში ეს ბებო იყურებოდა აივნიდან.

Image

მივედით და ყველი ვთხოვეთ. 4 კილოზე ნაკლებს ვერ მოგცემთო.
მერე დაფიქრდა და კარგი, დამელოდეთო.
გამოიტანა ნახევარი ყველი, აი ეს წაიღეთო.
საკმაოდ დიდი ყველი იყო, მაგდენი ნამდვილად არ გვჭირდებოდა.
თან არ მომეწონა ”ვიდზე”, თოვლივით თეთრი იყო, ეტყობოდა რომ ყოველგვარი ცხიმი გამოწურული ჰქონდა (მერე რომ გავსინჯეთ, მართლაც არ ვარგოდა. ხაჭოს გემო ჰქონდა. ბოლოს ნახევარზე მეტი გადავაგდეთ).
მაგრამ სხვა გზა არ გვქონდა, სხვაგან ვიშოვიდით კი?

ვუთხარი, მოვაჭრით ნაწილს და წავიღებთო.
წყალი გადაავლო, ჩადო ტაშტში და დანა მოგვცა.
ალექსას ვუთხარი, მესამედი ჩამოაჭერი და ორი-მესამედი წავიღოთ-თქო.

Image

ბებოს ვუთხარი, ამ ყველში რამდენი უნდა მოგცე-მეთქი.
რა ვიცი აბა, რამდენს მომცემთო.
აბა მე სულ არ ვიცი, რაც ღირს, მითხარი და მოგცემ-თქო.
აბა აგე ისინი 5 ლარში ყიდიანო, ისინი 4 ლარშიო.
ჰოდა 5 ლარს მოგცემ-მეთქი და მივეცი.
ალექსამ აიღო ყველი ხელში და არა, ბიჭო ცოტა არისო.
მე: რა არის ცოტა?
ბებომ იფიქრა, ყველზე ამბობს ცოტააო და დაფიქრდა, რამდენი ლარი დავუბრუნო უკანო.
ალექსა: ფულია ცოტა. 3 ლარიც დაუმატეო :D.
მე: რატო უნდა დავუმატო?
ალექსა: ეს ყველი კილოზე მეტი იქნება.
მე: არ იქნება.
ალექსა: იქნება.
შეიძლება მართლა მეტი იყო, მაგრამ არ მინდოდა მეტის გადახდა, არ ღირდა ნამდვილად 5 ლარი ის ყველი .
ასე ვიკამათეთ ოცდაათიოდე წამი.
ეს ბებო ჩუმად დგას და გვიყურებს :D.
ალბათ იფიქრა, ახლა ამათმა არ იჩხუბონო და მითხრა, გინდათ სასწორს გამოვიტანო.
გამოიტანე-მეთქი.
შევიდა.
ამასობაში ალექსას დავუწყე თვალების ბრიალი და ახსნა, რომ 5 ლარად მთაში ღალაუყარ (ცხიმმოუხდელ) ყველს ყიდიან-თქო.
ცოდოა ბებო, კაი ქალი ჩანსო.
ქალი კი კარგი იყო მართლა, მაგარი კილოთი საუბრობდა, მაგრამ უვარგის ყველში ვერ მივცემდი 8 ლარს :).
გამოვიდა ბებო, ავწონეთ და კილო ორასი გამოვიდა.
ლარი დავუმატე და წამოვედით.

ალექსა საერთოდ ძალიან ჩუმი ბიჭია, თითქმის არასდროს არ ლაპარაკობს, მაგრამ ასეთ მომენტებში იცის ხოლმე თავის გამოდება :D.

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
აჩხოტი - ჯუთა - ჭაუხები - ? - საძელიღელე - როშკა - კორშა

Post by Int3lig3nt » 29 აგვ 2007, 21:45

ყველის ძებნაში საკმაოდ ბევრი დრო დაგვეხარჯა და დაღამებამდე ვერ მივაღწიეთ ალპინისტების ბანაკამდე.
დაბნელდა და სადაც მოგვიხერხდა, იქ გავშალეთ კარვები.
სამწუხაროდ საქონლის ფუნებით იყო მოფენილი ის პატარა მინდორი და რამდენჯერმე მოგვიწია ფეხსაცმლის ამოგანგვლა :D.
კარვის ძირიც მოგვესვარა.

ასეთ პირობებში ვშლიდით კარავს.
თან უცებ აცივდა გვიჭირდა მოქმედება.

Image

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
აჩხოტი - ჯუთა - ჭაუხები - ? - საძელიღელე - როშკა - კორშა

Post by Int3lig3nt » 29 აგვ 2007, 21:49

ერთი ცუდი ამბავიც მოხდა:
წივწივას ნათხოვარ ”პრიმუსში” ბალონი ჩავდეთ, მოვუჭირეთ, დავატრიალეთ გამოსაშვები და არ გამოვიდა გაზი.
თან ბალონის გახვრეტის ხმა არ გაგვიგია და ვიფიქრეთ, არ გაიხვრიტაო.
გადავწყვიტეთ ახლიდან მოგვეშვა და მოგვეჭირა.
მოვუშვიტ და გამოასხა გაზმა.
თითზე მომესხა და ისედაც გათოშილი, სულ გამიყინა.
ვეცადეთ მოჭერა, მაგრამ ვეღარ შევძელით.
დავრჩით ცხელი სუპების და ჩაი-ყავა-ცხელი შოკოლადის გარეშე :(.
მერე ვიფიქრეთ, რომ დაჟანგებული რადგან იყო, მაგიტომ არ გამოუშვა მილში გაზიო.
თუმცა დღეს ალექსამ დამიმესიჯა, რაღაც ჭანჭიკი ყოფილა მოსაშვები და იმიტომ არ გამოვიდაო.
არადა წივწივას არ უთქვამს არაფერი იმ ჭანჭიკზე...

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
აჩხოტი - ჯუთა - ჭაუხები - ? - საძელიღელე - როშკა - კორშა

Post by Int3lig3nt » 29 აგვ 2007, 21:57

დიდ კარავში (ორივე კარავი ორ კაციანი იყო, მარა ერთი შედარებით დიდი) გავშალეთ ”სუფრა” და ხუთივე ძლივს შევეტიეთ :).
ჭამის დროს თეკლა, ალექსა და გიორგი გეგმებს აწყობდნენ, ჯოკერი უნდა ეთამაშათ სამში.
თუმცა დაღლილობამ თავისი ქნა და ჭამა დავასრულეთ თუ არა, ყველანი ტომრებში შევძვერით.

დილით ასე გამოიყურეოდა ჩვენი ”ბანაკი”

Image
Image

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
აჩხოტი - ჯუთა - ჭაუხები - ? - საძელიღელე - როშკა - კორშა

Post by Int3lig3nt » 29 აგვ 2007, 22:05

დილით დავიძარით თუ არა, ნახევარ საათში ალპინისტების ბანაკი გამოჩნდა.
უი, მანამდე კიდე ორი უცხოელი შემოგვხვდა გზაში.
ახალგაზრდა ქალ-ვაჟი.
მე არ შემიმჩნევია, მაგრამ პერწკლიმ მითხრა, ზურგზე პატარა ბავშვი ჰყავდა იმ ქალს სპეციალურ ჩანთაშიო.

აი ალპინისტების ბანაკი.
ცხელი ყავა შემოგვთავაზეს, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდით კიდევ 3 დღე ვერ ვეღირსებოდით ცხელ სასმელს, მაინც გმირულად მოვითმინეთ და უარი ვუთხარით :).

Image

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
აჩხოტი - ჯუთა - ჭაუხები - ? - საძელიღელე - როშკა - კორშა

Post by Int3lig3nt » 29 აგვ 2007, 22:10

ბედნიერი მე :).

Image

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
აჩხოტი - ჯუთა - ჭაუხები - ? - საძელიღელე - როშკა - კორშა

Post by Int3lig3nt » 29 აგვ 2007, 22:23

პირველი ”სირთულე”

Image

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
აჩხოტი - ჯუთა - ჭაუხები - ? - საძელიღელე - როშკა - კორშა

Post by Int3lig3nt » 29 აგვ 2007, 22:40

თოვლი გვიხარია ბავშვებივით :).

Image

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
აჩხოტი - ჯუთა - ჭაუხები - ? - საძელიღელე - როშკა - კორშა

Post by Int3lig3nt » 29 აგვ 2007, 22:54

იმ ”სირთულის” მერე დაიკარგა ბილიკი.
მაგის მერე ჩავედი მენახირის საძებნელად.
მოკლედ აღარ ვიცოდით სად წავსულიყავით.

გავიხედ გამოვიხედეთ და ეს ასასვლელი ჩავთვალეთ ყველაზე ადვილად.
თან რამდენიმე ნაკვალევიც შევნიშნეთ.

ახლა ვნანობ, რომ მთელი ის ხედი არ გადავიღე, რომ ახლა მაინც გეთქვათ, სად უნდა ავსულიყავით.

Image
Image

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
აჩხოტი - ჯუთა - ჭაუხები - ? - საძელიღელე - როშკა - კორშა

Post by Int3lig3nt » 29 აგვ 2007, 23:04

ზემოთ სულ სიპებიანი ნაშალი იყო.
არც ბილიკი ჩანდა და არც სხვა რაიმე ნიშანი.

აი ამ ხეობაში გადავწყვიტეთ ჩასვლა.

Image

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
აჩხოტი - ჯუთა - ჭაუხები - ? - საძელიღელე - როშკა - კორშა

Post by popins » 30 აგვ 2007, 07:20

მთაში ყველი სამი ლარი ღირს ჰა ჰა 3.50 :roll:
lenchiamal

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
აჩხოტი - ჯუთა - ჭაუხები - ? - საძელიღელე - როშკა - კორშა

Post by Int3lig3nt » 30 აგვ 2007, 11:16

popins
მთაში ყველი სამი ლარი ღირს ჰა ჰა 3.50
ჰო, ეგ მეც ვიცოდი და ვუთხარი კიდეც ალექსას, მარა რა :D.
უბრალოდ ტურისტები რომ დადიან, სარგებლობენ ამით და ძვირს აფასებენ :).
ღმერთმა შეარგოთ, მარა ხაჭოსებრ ყველში არ უნდა მოითხოვონ ამხელა თანხა :).

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
აჩხოტი - ჯუთა - ჭაუხები - ? - საძელიღელე - როშკა - კორშა

Post by qvevri » 30 აგვ 2007, 15:12

Int3lig3nt wrote:ერთ-ერთი სოფლის (სამწუხაროდ სახელები ვერ დავიმახსოვრე :() ახალი აშენებული ეკლესია და სიმპატიური ჭა :).

Image
მე მგონი მაგ სოფელს კარკუჭა უნდა ერქვას :?

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
აჩხოტი - ჯუთა - ჭაუხები - ? - საძელიღელე - როშკა - კორშა

Post by qvevri » 03 სექ 2007, 16:24

ეგეთი გველი მეც დავიჭირე სწორედ მანდ ორი კვირის წინ მარა არ მომიკლია, ან კი რატომ უნდა მომეკლა :?: საერთოდ არ მიყვარს ქვეწარმავლების დახოცვა, რაც მე ეგენი დამიჭერია ყველა რო დამეხოცა..... :cry:
თუ ვინმეს ძალა ერჩის ჯობია სხვა რამეში დახარჯოს თავისი მოჭარბებული ენერგია ვიდრე მასეთ რამეებში.
Image
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]