ფიტარეთი... აგვისტო.. 2007 წელი
Posted: 22 აგვ 2007, 22:28
როგორც იქნა ავიხდინე ჩემი დიდი ხნის ნატვრა და ვნახე ფიტარეთის ულამაზესი ტაძარი... ვიყავი ჩემს პატარებთან ერთად, სამწუხაროდ ადგილის შესაბამისი ფოტო კამერა თან არ მქონდა, ამიტომ სურათები, მაღალი ხარისხით არ გამოირჩევიან.. მონასტერი მდებარეობს თეთრი-წყაროსა და ბოლნისის რაიონების საზღვარზე..ტყეში, ჩვენ თეთრი-წყაროს მხრიდან მივედით, რამდენიმე სოფელს გავცდით და ბოლოს ალეექსევკის ბოლოში აღმოვჩნდით, ადგილობრივ მაცხოვრებლებს დავეკითხეთ გზას და ფიტარეთის ნახვის იმედი თითქმის გადაგვეწურა, რადგან მათი თქმით ტყეში დაკარგული ეს საგანძური მართლაც ძნელი მისაგნები იყო, (რა თქმა უნდა თუ თეთრი-წყაროს მხრიდან გსურთ მასთან მისვლა).. ბოლოს ჩვენდა ბედად ერთი ნამდვილი ქართველი, სულითა და გულით საქართველოს შვილი, ბატონი ხვიჩა ჩარკვიანი დაგვემგზავრა, გაგვიძღვა და ტყეში, უგზოობის პირობებში გასავლელი 12 კილომეტრი (სადაც უთუოდ დავიკარგებოდით) ისე გაგვატარა, რომ ვერც კი ვიგრძენით, რომ 30 წლის წინ გაკვალულ და მას მერე დიდი ხნით მიტოვებულ გზას ხელახლა ვკვალავდით....
ადგილზე მისულებს ფიტარეთში საკმაოდ ბევრი ადამინი დაგვხვდა.. თურმე ბოლო რამდენიმე თვეა ბერებს კვლავ დაუწყიათ აქ სამონასტრო ცხოვრება.. მიმდინარეობს ძეგლის რესტავრაციაზე მუშაობაც, თბილისიდან მივლინებული ქვის ოსტატები მთავარი ტაძრისათვის კანკელს ამზადებდნენ... იქ დაგვხდა ბოლნელი ეპისკოპოსი, მეუფე ეფრემი, რომელიც მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოების სანახავად იყო ბოლნისიდან ჩამოსული, თურმე ღვთსმშობლის სახელობის ამ დიდებულ ტაძარში საეკლესიო ცხოვრება მალე აღდგება, მარიამობის დღესასწაულზე აქ მრავალი საუკუნის შემდეგ პირველად აღევლინება წირვა.. ჩვენდა სამწუხაროდ ტაძრის ინტერიერის დათვალიერება ვერ შევძელით, შორტების ამარა წასულებს მეუფემ ტაძარში შევლის უფლება არ მოგვცა.. კარგია მშვენიერი საბაბია იმისათვის, რომ კიდევ ვნახო ეს სილამაზე...
ძეგლი უმნიშვნელოვანესია ჩუქურთმების სიმრავლითა და მრავალფეროვნებით, განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს გუმბათის ბარაბნის შემკულობა, კვეთის სიღრმე და მაღალი ოსტატობით შესრულებული ორიგინალური ორნამენტები შუქ-ჩრდილების განუმეორებელ ეფექტებს ქმნის.. ისევ და ისევ მობილურის კამერით გადარებული სურათების გამო ძნელია ამ შთაბეჭდილების გადმოცემა და აღქმა..