Page 1 of 10

შოვი 2007

Posted: 18 აგვ 2007, 10:53
by ლეონტი
ივლისის ბოლოს გეზი ავიღე შოვისკენ მაგრამ იმერეთში , გზა რა კარგია რო, ამერია , და ვნახე ჩხარის წმ. გიორგის ეკლესიის სამრეკლო:

Image

Image


Image

ეს ბოლო , ხედია სამრეკლოდან იმერეთზე , თერჯოლისკენ.

შოვი 2007

Posted: 18 აგვ 2007, 11:03
by ლეონტი
Image


Image

Image

შოვი 2007

Posted: 18 აგვ 2007, 11:35
by ლეონტი
Image

შოვი 2007

Posted: 19 აგვ 2007, 19:10
by ლეონტი
ეკლესია ახალი აშენებულია, გარედან უინტერესო.
შემორჩენილია 10 ე 11 ე საუკუნის გალავანი, რომელ პერიოდსაც სამრეკლო მიეკუთვნება.

Image

იქვე ღვთისმშობლის ტაძარია დანგრეულიო მითხრეს:

Image

შოვი 2007

Posted: 19 აგვ 2007, 22:09
by ლეონტი
იქვე ყოფილი ადმინისტრაციული შენობის კედელშისაფლავის ქვა ჩაუტანებიათ:

Image
რომელზეც წერია:

ათას რვას ოთხმოცდა ერთსა
წელსა მარტის ოცდახუთსა,
ლოდსა ამას ქვეშე მდებარეობს გვამი
მიცვალებულისა მხევალი მღვთისა უსნია,
ტერ ჟარსუღ პეტრზოის ასული დარჩიაუ...
ავლოიშვილის მეუღლე და აღვესრულე
ოცდახუთისა წლისა მეწია უწყალო
და ულმობელი სიკვდილი უეცრად დავშორდი
ამას სოფელსა , ჩემს ქმარ შვილსა
და დავშტი ვითარცა ყვავილი ველისა და
... ვეღირსებოდი განსვენებასა წიაღთა აბრაამისათა.
მშვიდობით ჩემო საყვარელო დანო და ძმანო,
სიკვდილით თქვენგან განშორებული
მხევალი მღვთისა უსნია.
აღმომკითხველნო გთხოვთ ნუ მომაკლებთ
შენდობასა , რათა დამიკვიდროს ღმერთმა,
საუკუნო სასუფეველი.
ამინ.

აქვე იმერული თხა ება და სცხელოდა.

Image

იქვე მეზობელ ეზოში ვიხილე აგურით აშენებული საწნახელი.

Image

დაბოლოს ავედი ნიკორწმინდაში. აქედან შოვამდე 70 ამდე კილომეტრი უნდა იყოს.

Image

Image

რაშუკეები.

Image

ეს ნიკორწმინდელი ღორუკა და გოჭუნა ჯერ კიდევ ებრზვიან ვირუსს.

Image

შოვი 2007

Posted: 20 აგვ 2007, 22:26
by ლეონტი
ეს ფოტო გადაღებულია ნიკორწმიდის ტაძრის ეზოდან.
შორს რო მოჩანს ეეე მანდაა შოვი.
ესე რომ ჯერ ნუ ვიჩქარებთ.
გვაცალეთ ბატონო.

Image

გრიშუკა შინ არ დამხვდა.

Image

ბარაკონს ჩავუქროლეთ.

Image

მერე ონიც გავიარეთ და მივუახლოვდით ბუმბერაზებს.
როგორც ერთი კარაველი აღნიშნავს:
"დზუარ დზერჟი ბარზონდ".


Image

ესაა ხედი ჩვენი კოტეჯიდან დღვიერას ხეობისკენ, ტურბაზაში.

Image

ეს ტურბაზა კოტეჯების მხრიდან.

Image

მეზობლად დიდი ბანაკი იყო , ამერიკელები ეკოლოგიას ასწავლიდნენ ქართველ მოზარდებს.

Image

შოვი 2007

Posted: 21 აგვ 2007, 20:48
by ლეონტი
ნეტავი ეს რა ჩიტია?

Image

ამას კალციუმის წყალს ეძახიან.

Image

ეს კი ხედი მყინვარისკენ.წინა დღეს დათოვლა.

Image

ნეტა ეს რა პეპელაა ანწლის ყვავილზე?

Image

ნეტა ეს რა სოკოა?

Image

ნეტა ეს რა მცენარე ბალახია?

Image

მოდი ამ პატარა სასმისით და სავსე გულით, ჩვენ ლამაზ ქვეყანას გაუმარჯოს.
ფოტოსერიალიდან: "მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა".

Image

შოვი 2007

Posted: 22 აგვ 2007, 21:09
by ლეონტი
მოჩქეფს დალოცვილი.

Image

კიდე გრილოები.

Image

ტურბაზა ზეიდან.

Image

ეს არის რაჭის ჭიუხი ანუ რაჭაუხი-აბადელაური.

Image

ბატონი კარლო მეტრეველი, უწერიდან, ხალხური საკრავების უბადლო ოსტატი. ფანდური ულაპარაკოდ შევიძინე და კედელს ამშვენებს.

Image

ცივწყარო.

Image

ესენი ახალდაქორწინებული ცოლ ქმარი, ფრანგი პალინა და ჩეხი ფრანტა.
რამ შემოახეტიალა შოვში საფრანგეთიდან ვერ გეტყვით ამ თაფლობის თვეში, მაგრამ მიმნდობი ხასიათი შევატყვე თუ არა, მეორე დილას მამისონისკენ გავუყენე ფეხით.

Image

ესეც მამისონის გზაზე.

Image

შოვი 2007

Posted: 22 აგვ 2007, 21:34
by paata_
აუ
მაგარია
მომავალ წელ მაინც წავალ, წელს ვერ შევძელი :(

შოვი 2007

Posted: 23 აგვ 2007, 20:57
by ლეონტი
Image

გზაზე დავისვენეთ,ფრანტას ჩაიხანა აქვს საფრანგეთში და სულ ჩაიზე საუბრობდა, გააძრო ჩინური ატრიბუტები და სახელდახელოდ მწვანე არომატული ცივი ჩაი დაამზადა.მე კი მერჩივნა 1 ჭიქა კახური, მაგრამ სად იყო.

Image

Image

უღელტეხილამდე 25 კილომეტრია, დავიღალეთ, მოიღრუბლა ავად,
ბავშვს დაღლილობისგან ჩაეძინა.

Image

და ესე 7 კილომეტრი არ მისული სამახსოვრო ფოტოც გადავიღეთ და უკან დავეშვით.

Image

მეორე დღეს დღვიერა მოდიდდა და ეს ლოდები ჩამოიტანა.

Image

ილო იქვე გაჩნდა და ბოლობდე შუა ხიდზე იდგა.

Image

მე უთხარი როგორ იყო ფორუმელს რომ დანას ჩუქნიდი თქო.
ორივე ჯიბიდან დანები ამოიღო, სულ 2 დამაქვს, ერთი იქნებ ვინმეს დაჭირდეს, მთაში კაცი უდანოდ როგორ დავტოვოო.

Image

შოვი 2007

Posted: 23 აგვ 2007, 21:47
by GOGONA
ლეონტი
მაგრად ვისიამონე, მადლობა, :o
ილოს დანახვაც გამეხარდა, ორი წლის წინანდელთან შედარებით ცოტა მობერებული ჩანს.
რამდენი ხნით იყავი?

შოვი 2007

Posted: 23 აგვ 2007, 21:53
by GOGONA
Image

შოვი 2007

Posted: 23 აგვ 2007, 22:02
by ლეონტი
GOGONA wrote:ლეონტი
ორი წლის წინანდელთან შედარებით ცოტა მობერებული ჩანს.
რამდენი ხნით იყავი?
ეგრეა , მალე აბერებს კაცს მკაცრი მთის პირობები და ვაშლის არაყი.
2 კვირით ვიყავი და არ მეყო.
აქ რო ჩამოვედი მეგონა კარცერში ჩამაყუდეს.

მეორე ასვლაზე დიდი მანქანით წავედით, მამა ლაზარე გვახლდა, არქიმანდრიტი, მღვდელ-მონაზონი.

Image

მამა ლაზარემ მამისონზე პარაკლისი გადაიხადა. შემდეგ უღელტეხილის მხარეს დიდი ჯვარი გადასახა და ესე შეკრა: "ყველა ვინც მიწით ვერ ძღება, ცოცხლად შეჭამოს მიწამო". შემდეგ იქადაგა, და აღნიშნა რომ დღევანდელი კაცობრიობა ეგოიზმის მძაფრ სინდრომს განიცდის და რომ განთავისუფლდე ამ უბედურებისგან, მთელი ცხოვრება , მუდმივი მუშაობაა საჭირო საკუთარ თავზე. ერთი ხელის დაკვრით ეს არ გამოდის.
მე დავამატებდი რომ ჯერ უნდა მიხვდე კაცი რომ ეგოისტი ხარ, თუ გაგიმართლა და მიხვდი, მერე უნდა მოგინდეს რომ აღარ იყო ეგოისტი და ნაბიჯები გადადგა.
დანარჩენი ღმერთს უნდა მიანდო.

Image

პარაკლისის მერე ზეთი გვაცხო, მაცხოვრის საფლავიდან წამოღებული.

Image

Image

Image

Image

Image[/img]

შოვი 2007

Posted: 24 აგვ 2007, 21:38
by ლეონტი
Image

Image

Image

უკან გზაზე გაწვიმდა და დაგვასველა.

Image

გზაც ჩამოშალა.

Image

შოვი 2007

Posted: 24 აგვ 2007, 21:45
by GOGONA
ამ თოვლიან მთას რა ქვია?