Page 1 of 5

ხულუტი-ფიტარეთი 28-30 მაისი

Posted: 30 მაი 2005, 22:26
by Gvalva
როცა გამოვიძინებ, აქ დავწერ ლაშრობის სრულ აღწერას, ეხლა მარტო ფოტოებს დავალაგებ, მერე შემოდით და წაიკითხეთ

ხულუტი-ფიტარეთი 28-30 მაისი

Posted: 30 მაი 2005, 22:29
by Gvalva
ტრადიციულად პირველი ფოტო ავტობუსიდანაა.
ასე ეყარა ჩვენი ზურგჩანთები, ზოგიერთი უცვლელი წევრის არყოფნის გამო, ზევიდან არავინ იწვა :)

ხულუტი-ფიტარეთი 28-30 მაისი

Posted: 30 მაი 2005, 22:34
by Gvalva
ხრამზე როგორც გვაფრთხილებდნენ, ხიდი წაგებული იყო და მდინარე გავტოპეთ

ხულუტი-ფიტარეთი 28-30 მაისი

Posted: 30 მაი 2005, 22:38
by Gvalva
გადავედით თუ არა იქვე დაგვხვდა ხულუტის ციხე

პირდაპი ზირიდანაა გადაღებული და ცოტა ცუდად ჩანს

ხულუტი-ფიტარეთი 28-30 მაისი

Posted: 30 მაი 2005, 22:42
by Gvalva
ციხეში მთელს სიმაღლეზე ადის საიდუმლო გვირაბი, რომელიც ბევრი ვეცადე მარა კარგად ვერ გადავიღე

ხულუტი-ფიტარეთი 28-30 მაისი

Posted: 30 მაი 2005, 22:49
by Gvalva
თავად ციხის ზედა კოშკი ძლიერ შთამბეჭდავი სანახავია

ხულუტი-ფიტარეთი 28-30 მაისი

Posted: 30 მაი 2005, 23:06
by Gvalva
ხულუტის ციხიდან ახლოს დავბანაკდით, გზად ისეთი რამ შეგვხვდა რაც არც ისტორიულ და არც გეოგრაფიულ ღირებულებას არ წარმოადგენს მარა ემოციური თვალსაზრით არა ნაკლები იყო

ხულუტი-ფიტარეთი 28-30 მაისი

Posted: 30 მაი 2005, 23:32
by Gvalva
მეორე დღეს წავედით ფიტარეთში.

ეკლესია თვითონ აღმოჩნდა ულამაზესი, მაგრამ სრულიად უყურადღებოდ მიტოვებული.

ხულუტი-ფიტარეთი 28-30 მაისი

Posted: 30 მაი 2005, 23:40
by Gvalva
ჩვენ რა თქმა უნდა სადაც შეიძლებოდა ყველგან ავძვერით და სურათებიც მრავალი კუთხიდან გადავიღეთ.

ხოდა როცა დაბეჭდავთ სურათების აქ განთავსება არ დაგავიწყდეთ რაა...

ხულუტი-ფიტარეთი 28-30 მაისი

Posted: 31 მაი 2005, 00:28
by Gvalva
ჩვენი ლაშქრობის ერთ-ერთმა წევრმა თქვა რომ მე 28 წლის წინ ფიტარეთში რომ ვიყავი ეკლესია სოფელში იდგაო. ძალიან აინტერესებდა სად გაქრა სოფელი მარა ვერაფერი გაარკვია.

ხულუტი-ფიტარეთი 28-30 მაისი

Posted: 31 მაი 2005, 00:34
by Gvalva
ეკლესია თვითონაც განადგურების პირას არის. კედლებზე მცენარეებია ამოსული, საძირკველში ჩრდილოეთის მხრიდან წყალი ჩადის. ერთ-ერთ ჩვენს მეგობარს გულმა არ გაუძლო და რომელ მცენარეებსაც მისწვდა მოაცალა. მანანა ეს რა კარგი რამე ქენიო, სხვებიც აყვნენ და ასე სტიქიურად რაც შევძელით გავაკეთეთ.

ხულუტი-ფიტარეთი 28-30 მაისი

Posted: 31 მაი 2005, 00:41
by Gvalva
ხო მართლა, მე ეკლესიის ეზოში სამალავი გავაკეთე :)

ხულუტი-ფიტარეთი 28-30 მაისი

Posted: 31 მაი 2005, 00:57
by Gvalva
გაგრძელება იქნება :)

ისე, თქვენც შეგიძლიათ გააგრძელოთ :)

ხულუტი-ფიტარეთი 28-30 მაისი

Posted: 31 მაი 2005, 09:45
by nunuka sharvashidZe
ღმერთო რამდენი კარგი რამე გამახსენდა ფიტარეთის სურათების დათვალიერებისას. ძალიან მაგარი და კარგი სურათებია. გვირილებიც ჩვენ რომ ვიყავით ერთერთ წასვლაზე ჩვენც დაგვხვდა და ასე გვირილებში ბევრი სურათი გადავიღეთ. ხო ხიდი რომ წაუღია ეგ არც ვიცოდი და ისიც წარმოვიდგინე რომ მდინარეში გატოპვა რა ამბავს გამოიწვევდა ))))))))
ღმერთო რაკარგია რომ ასეთი კარგი და საინტერესო გასვლა გქონდათ.
ხო ხულუტის ციხეზე არგაგიწირდათ ასვლა სურათში ისე ჩანს თითქოს განიერიაო არადა ძვლივს ავა გამხდარი ადამიანი.

ხულუტი-ფიტარეთი 28-30 მაისი

Posted: 31 მაი 2005, 09:47
by nunuka sharvashidZe
სამალავი გალავნის შიგნით არის ???
რაცშეეხება ბალახით გაწმენდაც ეგ მართლა კეთილი საქმე გაგიკეთებიათ.