ხულუტი-ფიტარეთი 28-30 მაისი

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
ilia
Indoors Manager
Posts: 4263
Joined: 28 მაი 2005, 23:42
Location: tbilisi
ხულუტი-ფიტარეთი 28-30 მაისი

Post by ilia » 07 ივნ 2005, 22:58

მართალი ხართ ხალხო, ტურიზმის განვითარება რომ გვინა, იმ უცხოელს ისტორიული ძეგლების ნახვა უნდა თორემ თანამედროვე ცათამბჯენები არც თავისთან აკლია. სავალალო მდგომარეობაშია უამრავი ისტორიული ძეგლი და თუ ჩვენ რამის გაკეთებას შევძლებთ მათ გადასარჩენად, ნამდვილად დიდი საქმე იქნება.

თქვენთან მიგულეთ!

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ხულუტი-ფიტარეთი 28-30 მაისი

Post by Gvalva » 08 ივნ 2005, 00:03

რა ტექსტები წავიდა, თავი რადიოში მგონია!!

თუ რამის გაკეთება გინდათ გააკეთეთ, რად უნდა ამას ლაპარაკი?

User avatar
ilia
Indoors Manager
Posts: 4263
Joined: 28 მაი 2005, 23:42
Location: tbilisi
ხულუტი-ფიტარეთი 28-30 მაისი

Post by ilia » 08 ივნ 2005, 07:37

ჩემო Gvalva, წინამძღოლი გვჭირდება და ჩვენც მის უკან დავილაშქრებით.
............................
ისევ ლაშქრობაზე მივედით.

User avatar
mika
იეტი
Posts: 1449
Joined: 26 მაი 2005, 20:50
ხულუტი-ფიტარეთი 28-30 მაისი

Post by mika » 08 ივნ 2005, 15:32

მე ყველაფრით დაგეხმარებით რითაც შემიძლია
ოღონდ მე ვერ ჩავუდგების სათავეში ყველაფერ ამას. . . . . . . .
medical student

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
ხულუტი-ფიტარეთი 28-30 მაისი

Post by Kakha » 13 ივნ 2005, 10:43

მოგესალმებით ყველას!

შემთხვევით გადავაწყდი თქვენს ფორუმს და ძალიან მომეწონა.

ახლა ფიტარეთზე - მე იქ ვიყავი პირველ კურსზე, ანუ 1978 წელს (ბებერი ვარ არა?) და სოფელი მართლაც იყო. უფრო სწორედ სამი თუ ოთხი ოჯახი ცხოვრობდა.

რაც შეეხება ფიტარეთზე ჩატარებულ სარესტავრაციო სამუშაოებს ისინი დაფინანსებული იყო ამერიკული ორგანიზაცია Wold Monumnets Fund-ის მიერ. ამ ორგანიზაციამ ასევე გამოყო გრანტები კედევ რამდენიმე ქართული ძეგლისთვის.
Georgia, Church of St. Nicholas of Kintsvisi, Timotesubani,
Georgia, Ikorta Church, Zemo Artsevi Village
Georgia, Pitareti Monastic Complex, Tetritskaro District
Georgia, Tbilisi Historical District, Tbilisi
Georgia, Tbilisi Synagogue
Georgia, Timotesubani
ეს ჩამონათვალი მათი საიტიდანაა. არ გეგონოთ, რომ გრანტები გულისხმობს მთლიანად ძეგელბის რესტავრაციას. უმეტესად მხოლოდ რაიმე ეტაპის დაფინანსებაა ხოლმე.

ფიტარეთს რომ დავუბრუნდეთ, იქ მუშაობდა რესტავრატორთა ჯგუფი მერაბ ბოჭოიძის ხელმძღვანელობით.

კიდევ ერთი - თუ ძეგლის დასუფთავებას გადაწყვეტთ ფრთხილად იყავით. ვგულისხმობ იმას, რომ ხანდახან ძეგლზე ამოსული ხის მოჭრა მაშინვე სათანადო გამაგრებითი სამუშაოების ჩატარების გარეშე უფრო დააზიანებს ძეგლს ვიდრე მისი დატოვება. როგორც ვნახე ფიტარეთი გაგისუფთავებიათ, მაგრამ ბალახზე უფრო სერიოზული არაფერი ამოგიღიათ, რაც კარგია (უკაცრავად მენტორული ტონისთვის, მაგრამ იმედი მაქვს მეპატიება, როგორც ყოფილ არქიტექტორ-რესტავრატორს).

და ბოლოს (თუ ამდენ ხანს გამიძელით) ნახეთ საიტი http://www.osgf.ge/suntni/ გამართულად არ მუშაობს, მაგრამ მაინც გირჩევთ შესვალს. ბოლომდე გამართულია ხევი-ხევსრუეთის მარშრუტი, ასევე ძეგვი-მცხეთის, მანგლისი-წინარეხის რუკა კი მხოლოდ ინგლისურ ვერსიაში მუშაობს, თუმცა ტექსურ ნაწილში ლინკი გარბის ძეგვი-მცხეთის ფაილებზე.

და ნამდვილად ბოლოს - სუნტნის საიტის შემქმენელები ამუშავებენ აღმოსავლეთ საქართელოს ძეგლების ელექტრონულ გზამკვევს რომელიც მზად იქნება, როგორც გვპირდებიან, აგვისტოში. CD-ზე იქნება ძეგლების მოკლე ისტორია, ფოტოები, და რაც მთავარია GPS-ით აღებული კოორდინატები, რითაც მათი მიგნება გაადვილდება. თანაც ეს გზამკვლევი უფასო იქნება, რადგანაც ესეც ამერიკული ფულითაა გაკეთებეული და თავიდანვე პირობა ასეთი იყო მათი მხრიდან, რომ უფასოდ უნდა გავრცელებული.

დღეისთვის და პირველი შემოსვლისთვის მგონი საკმარისზე მეტია.

საუკეთესო სურვილებით

კახა

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ხულუტი-ფიტარეთი 28-30 მაისი

Post by Gvalva » 13 ივნ 2005, 11:31

Kakha

საინტერესო იყო თქვენი შემოსვლა და ინფორმაცია, თუ ამ ლაშქრობის მასალის გადათვალიერების დრო გქონდათ ალბატ ნახავდით რომ თქვენზე "ბებრებიც" იყვნენ იქ, სხვათა-შორის ისინიც არქიტექტორები არიან, ვინც ამ სოფლის ამბავი გვითხრა. ასე უცებ შენობები გამქრალიყოს ჩემთვის პირადად ძალიან გასაკვირი და საინტერესოა.

ვებ გვერდი რომელიც მიგვითითეთ ბევრ ისეთ მასალას შეიცავს რაც უდაოდ საინტერესო იქნება ჩვენი კარავის წევრებისთვისაც. დიდი მადლობა ამ დახმარებისთვის.

იმედია როცა დრო გექნებათ შემოიხედავთ და კვლავაც გაგვიზიარებთ თქვენს ცოდნას :)

Tabuk
ბოდიალა
Posts: 119
Joined: 10 ივნ 2005, 14:11
Location: Tbilisi
Contact:
ხულუტი-ფიტარეთი 28-30 მაისი

Post by Tabuk » 13 ივნ 2005, 11:37

Kakha
sainteresoa
didi madloba mbulistvis es saiti karg masalas sheicavs ukve gamichnda survili achxoti-korsha davlashqro, tan marshrutic kargadaa axcerili, madlobt kargs izavt tu aset masalebs kide mogvacvdit :roll:
ზღარბი დინჯი ფრინველია, სანამ პანღურს არ ამოარტყავ არ გაფრინდება

User avatar
Druides
იეტი
Posts: 1934
Joined: 23 აპრ 2004, 13:54
Location: Galia
Contact:
ხულუტი-ფიტარეთი 28-30 მაისი

Post by Druides » 13 ივნ 2005, 11:55

Gvalva
ეგ სახლები ფიტარეთში თავისით კი არა და სამწუხაროდ სვანებმა დაუნგრიეს.

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
ხულუტი-ფიტარეთი 28-30 მაისი

Post by Nika » 13 ივნ 2005, 12:42

Kakha
ძაან დავინტერესედი ამ გზამკვლევით. დიდი მადლობა ასეთი ამომწურავი ინფორმაციისათვის.
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
ხულუტი-ფიტარეთი 28-30 მაისი

Post by Kakha » 13 ივნ 2005, 14:35

ძვირფასო კარველებო, გვალვა,

რა თქმა უნდა კიდევ შემოვალ ხოლმე თქვენს საიტზე და შეიძლება ლაშქრობაშიც წამოვიდე.

რაც შეეხება ელექტრონულ გზამკველს, როცა მზად იქნება აუცილებლად შეგატყობინებთ და იმასაც გეტყვით სად შეიძლება მისი შოვნა. აი რაა ამ პროექტის შესახებ ევრაზიის ფონდის ვებ-გვერის ინფორმაცია, ხვდებით რომ პროექტი მათი დაფინანსებულია: Suntni Union
Tourism Resources Information System $32,595
To promote local tourism through the creation of an inventory of architectural sites incorporated into the Geographic Information System database (GIS). The project will collect information on the exact location, urban and natural environment, nearest roads and paths as well as the cultural and historical significance of around 2000 monuments of Eastern Georgia. The information will be integrated into a multi-layer electronic map and placed on CDs and a website. A promotional version of the map will also be published as a brochure. The CDs will be distributed to local travel companies, foreign embassies and schools and will be advertised in the media. The project will increase the number and types of tours offered by local travel companies and simultaneously support individual tourism.

სანამ ზემოთ მოტანილ ინფორმაციას ვეძებდი, აღმოვაჩინე, რომ ევრაზიის ფონდი აგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას და კიდევ ერთი პრეოქტი დაუფინანხებიათ, ამჯერად დასავლეთ და ჩრდოლოეთ (?) საქართველო. აი რას წერენ: Center for Tourism and Recreational Development
Information System for Tourism and Recreation $37,120

To promote tourism development in Georgia through the creation of an inventory of tourism and recreational resources incorporated into the Geographic Information System database (GIS). The project will collect and analyze information on recreational, cultural, architectural, archeological and ecological sites in Northern and Western Georgia. The information will be integrated into a multi-layer electronic map and placed on CDs and a website. The CDs will be distributed to local travel companies, embassies, tourism faculties and government agencies. The project will help increase tourism revenues by increasing the services tour agencies provide and increasing the number of local and international tourists.

მომავალ შეხვედრამდე

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
ხულუტი-ფიტარეთი 28-30 მაისი

Post by Wanderer » 13 ივნ 2005, 15:53

Kakha
ძალიან დიდი მადლობა. :) ძალიან მიხარია, რომ ასეთი წევრი შეემატა ჩვენს კარავს. კარგი იქნება, თუ ჩვენთან ერთად წამოხვალთ სადმე.

რაც შეეხება ასაკს: ჩვენთან არანაირი ასაკობრივი დიფერენციაცია არ არსებობს ! მეტიც, ჩვენ უფროსებსა და გამოცდილებს უფრო მეტად ვაფასებთ და პატივს ვცემთ. :)
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

David
მაწანწალა
Posts: 382
Joined: 17 ივნ 2005, 19:08
Location: Tbilisi
ხულუტი-ფიტარეთი 28-30 მაისი

Post by David » 21 ივნ 2005, 14:04

KAKHA WROTE:

"ესეც ამერიკული ფულითაა გაკეთებეული და თავიდანვე პირობა ასეთი იყო მათი მხრიდან, რომ უფასად უნდა გავრცელებული."

აუ ნახეთ ხალხო რას გვიშვებიან ეს ამერიკელები? ნაღდად ჩვენი გადაშენება უნდათ! :D რას გვერჩიან ვერ გავიგე :D :D :D :D :D
"Ã￾‘Ã￾µÑ€Ã￾µÃ￾³Ã￾¸Ñ‚Ã￾µ Ã￾ŸÑ€Ã￾¸Ñ€Ã￾¾Ã￾´Ñƒ - Ã￾Å“Ã￾°Ñ‚ÑŒ Ã￾’Ã￾°ÑˆÑƒ!!!"

KOLYA
Posts: 2
Joined: 14 სექ 2006, 13:34
ხულუტი-ფიტარეთი 28-30 მაისი

Post by KOLYA » 04 მარ 2007, 20:39

მე რომ ვიყავი მაშინ ხიდი დანგრეული, მაგრამ გადასვლადი იყო. ახლა საერთოდ აღარ არის?
Last edited by KOLYA on 05 მარ 2007, 15:55, edited 1 time in total.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]