ლაშქრობა სამცხეში 5-13 აგვისტო 2007

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ლაშქრობა სამცხეში 5-13 აგვისტო 2007

Post by Archil » 16 აგვ 2007, 16:34

იქნება სურათები, გადმოვტვირთე უკვე და...
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ლაშქრობა სამცხეში 5-13 აგვისტო 2007

Post by Naia » 16 აგვ 2007, 20:05

უმაგრესი სურათებია :)

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ლაშქრობა სამცხეში 5-13 აგვისტო 2007

Post by lama » 17 აგვ 2007, 12:45

აწი ჩვენი არჩილი დადებს კარგ ფოტოებს :)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ლაშქრობა სამცხეში 5-13 აგვისტო 2007

Post by Archil » 17 აგვ 2007, 15:39

კაი დავიწყოთ თავიდან.

შევიკრიბეთ დიდუბის ავტოსადგურში, როგორც წესი თავის დროზე მხოლოდ რამოდენიმე მოვიდა. 11-ის ნახევრისთვის უკვე ავტობუსიც და თითქმის ყველა მონაწილეც მოსული იყო

Image

აი, ასეთი სიურპრიზი გველოდა - მიდი ეხლა და არჩიე, რომელია მერი და რომელი მარი :)
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ლაშქრობა სამცხეში 5-13 აგვისტო 2007

Post by Archil » 17 აგვ 2007, 16:01

ბარგის ჩალაგება, გამცილებლებთან დამშვიდობება, მარშუტის დაზუსტება და ჩვენ უკვე გზაში ვიყავით. ავტობუსში კონდიციონირება საკმარისად ვერ აგრილებდა და კარებში ბოთლის ჩაყოლების პრაქტიკამ გადაგვარჩინა. სულ უკანა სავარძელზე საწოლი ნომრებიც გაიჩითა და ასე ვმგზავრობდით. ბორჯომის ხეობაში შესვლამ საგრძნობლად გამოასწორა მდგომარეობა, აგრილდა, აწყურის ციხეც გამოჩნდა. ასე ნელ-ნელა მივუახლოვდით ახალციხეს. გადავიარეთ ხიდი და ასპინძისაკენ გავეშურეთ.

ასპინძაში წყლის დასალევად შევჩერდით.

Image

ასპინძა "ქართული" სოფელია, . გაუტეხელები და ძლიერი ქართველებით დასახლებული. ჩვენ რომ ვიყავით, გზას აკეთებდნენ, მალე იქნებაო, იმედიანად გვითხრეს, იმედით შესცქეროდნენ ამ გზას.

ამ მიდამოებში 2000 წელს ვიყავი, რაღაცას ეკონომიკის დარგში ვკითხულობდი სემინარებზე ამ მხარეში. ეხლა შეცვლილად მეჩვენა, სულ სხვა დამოკიდებულება და თვალებში სხვა გამოხედვა ჰქონდათ იქაურებს, უფრო ძლიერი და იმედიანი. უფრო მეტი სიძლიერე იგრძნობოდა მათ საუბარში და სიმტკიცე. რამოდენიმე წლის წინაც გაუტეხელნი იყვნენ, მაგრამ მაშინ დაჩაგრულის მდგომარეობა იგრძნობოდა მათ ხმაში, მხარში დგომა სჭირდებოდათ, ეხლა კი გამიხარდა მათი იმედიანი მზერა.

Image

წყალი გემრიელი იყო, გაგვახალისა, დაგვანაყრა, გერმანელ სტუმრებს დარიგებები მივეცით: აქ ბატონო საკუთარ თავს უნდა მიხედოთ, თორემ დარჩებით ისე თქო და ცივი წყალი დავალევინეთ - პირდაპირი მნიშვნელობით :lol: :lol:
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ლაშქრობა სამცხეში 5-13 აგვისტო 2007

Post by Archil » 17 აგვ 2007, 17:44

სულ დამავიწყდა მეთქვა, კარლოს მისი გერმანელი მეგობრის ქალიშვილი კალმეა და მისი დაქალი იანთეა ჰყავდა წამოყვანილი. კალმეა ეხლა ხდება 20 წლის. სასიამოვნო გოგონები იყვნენ, მალე ქართულად მადლობა, დილა მშვიდობისა და სხვა სიტყვები აითვისეს :)

Image
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
ლაშქრობა სამცხეში 5-13 აგვისტო 2007

Post by gobe » 17 აგვ 2007, 17:48

ჩემი ფირმა ჩართულია ასპინძის წყალმომარაგების პროექტში ;)

უკაცრავად დაუკაკუნებლად შემოჭრისათვის.


გავიჭერი.

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ლაშქრობა სამცხეში 5-13 აგვისტო 2007

Post by Archil » 17 აგვ 2007, 17:54

ასპინძIდან ცოტა გზის გავლის შემდეგ ხერთვისის ციხეც გამოჩნდა. ჩემი ფოტოაპარატით მოძრავი ავვობუსიდან გდაღება ცოტა არ იყოს რთულია, მაგრამ მაინც მოვახერხე ამ დიდებული და ძლიერი ციხის გადაღება.

Image

აქ გზა ორად იყოფა, მარცხნივ წახვალ, ახალქალაქში, ნინოწმინდაში მოხვდები, მარჯვნივ წახვალ, ვარძიაში მოხვდები. ამ სურათIდანაც ჩანს, რომ ჩვენ მარჯვნივ გავუხვიეთ.
Last edited by Archil on 17 აგვ 2007, 18:09, edited 1 time in total.
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
ლაშქრობა სამცხეში 5-13 აგვისტო 2007

Post by gobe » 17 აგვ 2007, 18:00

Archil,
შეცდომაა (ამ შემთხვევაში): ხორნაბუჯის ციხე
სწორია: ხერთვისის ციხე


:wink:

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ლაშქრობა სამცხეში 5-13 აგვისტო 2007

Post by Archil » 17 აგვ 2007, 18:10

gobe
ხომ იცი მაგენი ჩემთვის მოსული პონტია ;) გმადლობ, შევასწორე. შორს არ წახვიდე, კიდევ დამჭირდები :oops:
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ლაშქრობა სამცხეში 5-13 აგვისტო 2007

Post by Archil » 17 აგვ 2007, 18:31

გზაზე წინაპრების მიერ გაშენებული ტერასები გამოჩნდა. ამ მთიან მხარეში ვენახის და ხორბლის მოსაყვანად ტერასებს აგებდნენ და ზედ თესავდნენ და რგავდნენ. ტერასაზე წყლის შეკავებაც უფრო ადვილად ხდება, ნარგავის გაჩერებაც. ერთი სიტყვით წინგადადგმული ნაბიჯი იყო ეს მეთოდი სოფლის მეურნეობაში

Image
Shot with COACH 1.0 at 2007-08-17

ასეთი ტერასები ბევრგან შეგვხვდა ვარძიის მიდამოებში სიარულისას
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ლაშქრობა სამცხეში 5-13 აგვისტო 2007

Post by Archil » 17 აგვ 2007, 20:04

ცოტა ხანში გზის მარჯვენა მხარეს თმოგვის ციხე გამოჩნდა

Image
Shot with COACH 1.0 at 2007-08-17
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ლაშქრობა სამცხეში 5-13 აგვისტო 2007

Post by Archil » 17 აგვ 2007, 22:13

ქვემოთ მოჩანს თმოგვის ციხიდან წყალზე ჩასასვლელი გზა, მიუდგომელი მტრისათვის

Image
Shot with Canon PowerShot S3 IS at 2007-08-17

Image
Shot with Canon PowerShot S3 IS at 2007-08-17
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ლაშქრობა სამცხეში 5-13 აგვისტო 2007

Post by Archil » 17 აგვ 2007, 23:02

ცოტაოდენის გავლის შემდეგ მარცხენა მხარეს ვანის ქვაბები გამოჩნდა, შემდეგ უკვე ვარძიის ქვაბულები.

ჩამოვედით ავტობუსიდან, ჩამოვიღეთ ტვირთი. სიცხისგან და გზისაგან დაქანცულებს უპირველეს ყოვლისა დანაყრება გვჭირდებოდა. ვარძიის ფონზე, სუფთა ჰაერზე...

სახელდახელოდ გაშლილი სუფრას შემოკრებილთ ადგილობრივებმა ჩაგვიარეს, მივიპატიჟე, იქაური სასტუმროს მფლობელი გოჩა მაისურაძე აღმოჩნდა. დაგვლოცა, დავლოცეთ. ქართველი კაცის მასპინძლობა გაგვიხარდა, რატომღაც სომხებს ველოდი და ქართული სიტყვა გვეამა. ჩვენი ამბავი ვუთხარით, დაგვაკვალიანა, მიგვასწავლა საკარვე - დასაბანაკებელი ადგილები. სად რა გზა მიდიოდა, გვითხრა. უხაროდა ქართველი ადამიანის გამოჩენა თავის მხარეში.

სასტუმროს შესახებაც ვკითხე. ქართველისთვის 10 ლარი, უცხოელისათვის 10 დოლარიო დღეში. მასთან მობილურით დაკავშირებაცაა შესაძლებელი - 898 169915 სასტუმროს დაჯავშნისათვის ან სხვა რამისათვის.

აქვე გავიგეთ, რომ არაბებს შეუძენიათ ეს სასტუმრო

Image
Shot at 2007-08-17

მე გული დამწყდა, უცხოური ინვესტიცია კარგია, მაგრამ იქ, სადაც ადგილობრივს არ შეუძლია რამე გაკეთოს, აქ კი ადგილობრივს შეეძლო მოევლო, მეტი შემოსავალი მიეღო და ამ დროს ფულის მისაღებად ვიღაც გადამთიელს მიყიდეს... ამაზე მერე ვარძიაზე ასვლისას ვიკამათეთ კიდევაც...
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ლაშქრობა სამცხეში 5-13 აგვისტო 2007

Post by lama » 18 აგვ 2007, 11:55

მართლაც დაუვიწყარი იყო ეს მოგზაურობა


მიდი არჩილ განაგრძე :)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]