Page 1 of 8

თუშეთი. 11-14 აგვისტო 2007

Posted: 14 აგვ 2007, 19:17
by Nika
დაიწყო ყველაფერი იმითო რომ გავმაზე კარვის ლაშქრობა სამსახურის გამო. უკვე გული მისკდებოდა როცა მოულოდნელად ჩემმა მეზობელმა გიორგიმ მითხრა რომ აპირებდა წასვლას თუშეთში და თუ მინდოდა მეც შემეძლო წაყოლა. თავდაპირველად 6-ნი უნდა წავსულვიყავით მისი გაზ-69-ით (ვინც არ იცის რა მანქანაა ეგ ფოტოებს რო დავდებ მიხვდება). ჯერ იდეაში იყო 9-12 აგვისტო მარა 2 დღით გადადება მოგვიწია. ამის გამო ორი კაცი ამოვარდა. ბოლო მომენტში მანქანის პრობლემებიც დაემატა ამას და უკვე ჩემი სამურაით ვაპირებდით წასვლას მარა საბედნიეროდ მაინც მოხერხდა გაზ-69-ით წასვლა. კიდე კაი მარტო 4 ვიჯექით მაქნანაში.

ამით შესავალი დამთავრდა.

შაბათს დილით ყველაფერი იმით დაიწყო რომ ეზოში 6 საათზე ჩასულს იქ არავინ დამხვდა. თურმე მაღვიძარამ არ იმუშავა და საბოლოოდ მარტო 7-ზე მოვახერხეთ გასვლა. წავედით მე, გიორგი, მამამისი ვაჟა და გიორგის ბიძაშვილი გოგა. ვინაიდან ტრასაზე მანქანა 70-ზე სწრაფად ვერ მიდიოდა თელავში გომბორით გადავედით რითაც მინიმუმ ნახევარი საათი მოვიგეთ. თუმცა თელავში დავკარგეთ ბლომად დრო ბაზარში რაღაცეების ყიდვაზე და საწვავის ჩასხმაზე. საწვავი ჩვენი მთავარი პრობლემა იყ. გაზ-69 მაინც ლამის ომისდროინდელი მანქანაა და ცუდ გზებზე 2-ჯერ მეტ საწვავს მიირთმევს. ფაქტიურად ძლივს გვეყო 70 ლირტი ბნზინი თელავი-თუშეთი-ალვანი გავლაზე. აქვე დავამატებ რომ თუშეთში უნდა მოხვდეთ სოფელი ფშაველიდან თვითონ ფშაველში გადასახვევი ჯობია იკითხოთ. ჩვენ გზის მაჩვენებელს გავყევით და ასე 5 კილომეტრამდე უაზროდ ვიარეთ სხვა ხეობის მიმართულებით.

მაშ ასე. თუ მიდიხართ ბაკურზიხის მხრიდან და თელავში არაფერი გესაქმებათ გადაუხვევთ ეგრევე ყვარლის მიმართულებით და ალაზანზე გადასვლისთანავე ეგრევე წახვალთ მარცხნივ ახმეტისკენ. გაივლით ნაფარეულს, სანიორეს და მერე ფშაველია. ეს მარშუტი ყველაზე მოკლეა. ოღონდ ვიმეორებ ფშაველში რომ შეხვალთ ომალოს მაჩვენებელისკენ არ გაყვეთ. გაუხვიეთ ახმეტისკენ და მერე ცოტა ხანში გადაუხვიეთ მარჯვნივ (ანდა იკითხეთ).
გომბორზე გადასულებს შეგიძლიათ ვარდისუბნიდან ალავედისკენ გაუყვეთ გზას (თუმცა ცოტა წრე გამოდის ასე) მე მაინც თელავის გავლით გირჩევთ გავლას.

გომბორზე გზა მაინც ცუდ დღეშია. თუმცა მოძრაობა აღდგა თუ ტრასაზე 90-100 შეგიძლიათ სიარული ბაკურციხეზე ჯობია გაიაროთ. ბაკურციხის გავლით თელავამდე 150 კიოომეტრია. გომბორიდან 100.

ბოლო ბოლო გავედით ფშაველიდან და გავიყევით მდ. სტორი (ან სთორი) ხეობას.

გაგრძელება იქნება.


მანამდე დავწერ რა მოვინახულეთ.

1 დღეს ომალო. და დავბანაკდით დართლოს ძირში ალაზნის პირას.
2 დღეს კვავლო და დართლო. მერე ჭეშო ფარსმანთა და გირევი (შორიდან რადგან ალაზანზე მანქაით გადასვლა აღარ გვინდოდა). შემდეგ დავბრუნდით ომალოში და გადავედით შენაქო დიკლოში. მარა დიკლოს ციხეს ვერ ვასწრებდით უკვე და წამოვედით უკან. დავბანაკდით ხისოსთან.
3 დღე დილით თევზაობის შემდეგ წავედით ტბაზე (სახელ არ მახსოვს)
4 დღეს დავბრუნდით უკან და გზად თავისუფალი დროის არესებობის გამო ვნახეთ კვეტერა.

ჩემი პირადი აზრით კვავლო-დართლო აუცილებლად სანახავია თუ ვინმე იქ წახვალთ. ასევე მაგარია ჭეშოს კირქვით ნაშენები კოშკები. თუმა თუ დიდი ხნით ხართ მაშინ ბოლოსკენ მოიტოვეთ რომ სხვა სოფლების სანახაობა არ დაიჩრდილოს.

თუშეთი. 11-14 აგვისტო 2007

Posted: 14 აგვ 2007, 19:20
by Nika
მაგრამ რაც ყველაზე შთამბეჭდავი იყო ჩემთვის ესაა თუშეთში მინდინარე მშენებლობების მაშტაბები. არ ვიცი თბილისის გარდა მე საქართველოში სხვა კითხე არ მინახავს სადაც ასეთი მაშტაბებით მიდიოდეს მშენებლობები (აჭარა და ურეკი არ მაქ ნანახი :D ). ფაქტიურად ყველა სოფელში სადაც გავიარეთ რაღაცას აშენებდნენ. ამან ყველაფერმა ძალიან კარგ განწყობაზე დაგვაყენა. მანქანების რაოდენობამ რომლებიც ჯერ დართლოში და მერე ხისოსთან, ჩვენ ბანაკთან დადიოდნენ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა.

თუშეთი. 11-14 აგვისტო 2007

Posted: 14 აგვ 2007, 20:31
by guruli
Nika
აქვე დავამატებ რომ თუშეთში უნდა მოხვდეთ სოფელი ფშაველიდან თვითონ ფშაველში გადასახვევი ჯობია იკითხოთ. ჩვენ გზის მაჩვენებელს გავყევით და ასე 5 კილომეტრამდე უაზროდ ვიარეთ სხვა ხეობის მიმართულებით.
ერთს დავამატებ - ფშაველში უნდა იკითხოთ ლეჩურის გადასახვევი. ისე, ჩვენც გამოგვეპარა ეგ გადასახვევი და 5 კილომეტრი კი არა, კარგა ბევრად მეტი გავიკატავეთ გავაზის ველზე. :lol:
3 დღე დილით თევზაობის შემდეგ წავედით ტბაზე (სახელ არ მახსოვს)
ნუ, რაკი ხისოსტან დაბანაკებილხართ, მაშინ, ეგ უძიროს, იგივე ორეთის ტბა უნდა იყოს. სხვა ტბა მაგ მიდამოებში არაა. :roll: :roll:
მაგრამ რაც ყველაზე შთამბეჭდავი იყო ჩემთვის ესაა თუშეთში მინდინარე მშენებლობების მაშტაბები. არ ვიცი თბილისის გარდა მე საქართველოში სხვა კითხე არ მინახავს სადაც ასეთი მაშტაბებით მიდიოდეს მშენებლობები (აჭარა და ურეკი არ მაქ ნანახი ). ფაქტიურად ყველა სოფელში სადაც გავიარეთ რაღაცას აშენებდნენ.
მაგან ჩვენც სასიამოვნოდ გაგვაოცა. და მანქანებს რაც შეეხება, პირველად რომ ამოვედი, ცოტა არ იყოს და ომალოზე (მე სახვა სოფელში ვისვენებდი - ხისოს გაღმა, მაგრამ მაქედან ვერ დაინახავდით) ცოტა ირონიით ვლაპარაკოვბდი, როგორც თუშეთიოს დედაქალაქზე, მაგრამ როცა იქ ღამე დავრჩი და შუაღამის 2 საათზეც არ წყდებოდა მანქანების ხმაური, მერე კი ვიკადრე და სევწყვიტე ქილიკი. :lol:
როგორც ვატყობ. თქვენ გომეწრის ხეობა არ გინახავთ.

თუშეთი. 11-14 აგვისტო 2007

Posted: 14 აგვ 2007, 20:36
by Nika
იმის თქმა დამავიწყდა რომ გომბორიდანვე გამოჩნდა რა ცუდი ამინდი გველოდა წინ. უღელტეხილზე ასვლა არ გვქონდა დაწყებული და უკვე ნისლები დაიწყო. მალე გაწვიმდა კიდევაც.
Image

ხეობა უკან აი ასე მოჩანდა
Image

ამის მერე ფოტოები ფაქტიურად არც კი გადამიღია. შორტებში და მაისურში ვიჯექი მანქანაში და ვკანკალებდი. ჩემი თთბილი ტანისამოსი კი ზურგჩანთაში მანქანის საბარგულის ძირში იყო. მანქანა ჯიუტად ადიოდა აღმართებზე სერპანტინზე. უკვე 10 მეტრში არაფერი ჩანდა. ნელ-ნელა ცა უფრო და უფრო ნათდებოდა და იმედი მოგვეცა რომ ეგებ ზევით ღრუბლებს მაღლა აღმოვჩნდებოდით და მზეს დავინახავდით. მაგრამ ამაოდ. უღელტეხილზე GPS-მა მაქსიმალური სიმაღლე 2850 მეტრი ანახა. მერე დაიწყო დაშვება.
ეს უკვე ხედი ქვევიდან. კომუნისტების დროს აქ მაღალი ძაბვის ხაზები გადიოდა.
Image

წინ კიდევ საიმედოდ კარგი ამინდი ჩანდა
Image

აქ უკვე ხისოს ალაზნის ხეობაში ვართ (მგონი) და პატარა ჩანჩქერუკაცაა.
Image

აი პირველი სოფლებიც. ქვევით ჭალა. ახალი დასახლებაა. ზევით კიდე ხისო.
Image

გავაგრძელეთ გზა და აი მივუახლოვდით ომალოს რომელიც სადღაც იქ ზევით გვემალება
Image

ქვევით კიდევ ალაზანი მიედინება (თუშეთის ალაზანი).
Image

ეს ძროხები ომალოში ვნახეთ
Image

კოშკები გამოჩნდა შორიდან
Image

აქ ქართული დროშა ფრიალებს!!!

Image

ხედი დართლო-ბოჭორმას გზისკენ
Image

აქ უკვე მივხვდით რომ პირვანდელ გეგმიდან, შენაქო დიკლოს მონახულება, უნდა გადავეხვია. საქმე იმაშია რომ მანქანა უზომოდ მიირთმევდა საწვავს. ხოლო შენაქოსკენ ისევ ქვევით უნდა წავსულვიყავით. ამიტომაც გზა დართლოსკენ გავაგრძელეთ. დართლო-ბოჭორმა გზის გასაყარზე ჩეხი ტურისტები შეგვხვდნენ. ისინიც ჩვენსავით ფიქრობდნენ საით წასულიყვნენ. საბედნიეროდ ამ დროს მანქანამ ჩაიარა და დართლოს გზა მიგვასწავლა. საერთოდ მანქანები ძაან ბევრი დადის. საკმაოდ ლამაზი უღელტეხილის გადავლის შემდეგ ჩავედით დართლოში.

ესეც ხედი. ქვევით დართლო. ზევით კიდევ კვავლო ჩანს. მარა ეს კვავლოს 1% თუ იქნება. დანარჩენი აქედან არ მოჩანს.
Image

პირიქითის ალაზნის ხეობა და დართლოს ახლად გაშენებული ნაწილი
Image

ისევ დართლო და კვავლო (საერთოდ ამ ადგილას ალბათ 100 ფოტო გადავიღე ისეთი სილამაზე იყო).
Image

ესეც ჩვენი ბანაკი
Image

ალაზნის ხეობა მზის ჩასვლისას
Image

ჩეხი ტურისტები ივანა და ტომასი. მიდიოდნენ ხევსურეთისკენ. მათი ინფორმაციით შატილამდე 35 კილომეტრი იყო. უკვე მეორე დღეს რუკაზე რო დავხედე მივხვდი რომ 35 კილომეტრი მარტო აწუნთამდე იყო. მოკლედ ძაან კარგად ვისაუბრეთ იმ საღამოს. ვარძია ჰქონდათ ნანახი და კიდევ რამეს ნახვა უნდოდათ. ან სვანეთი ან სტეფანწმინდა. გააჩნია რას მოასწრებდნენ.
Image

ასე დამთავრდა პირველი დღე.

თუშეთი. 11-14 აგვისტო 2007

Posted: 14 აგვ 2007, 20:44
by guruli
Nika
საკმაოდ ლამაზი უღელტეხილის გადავლის შემდეგ ჩავედით დართლოში.
აი, მაგ უღელტეხილზე ყოფილა თუსეთის პარლამენტი, სადაც თურმე თუსეთოს ოთხივე ხეობის 3-3 წარმომადგენელი იკრიბებოდა სათათბიროდ და ერთხელ ერეკლე მეფეც კი დასწრებია.
ისე, გომეწრისა და პირიქითის გამყოფ გორაზე თავისუფლად შეიძლება საფეხოსნო მარშრუტის მოწყობა - ორივე ხეობას ნახავ. თან, ნაყაიჩოზე უპრობლემოდ ახვალ.

თუშეთი. 11-14 აგვისტო 2007

Posted: 14 აგვ 2007, 20:51
by popins
იფ იფ დავეცი :D ამაყენეთ რა :D

მაგარია

თუშეთი. 11-14 აგვისტო 2007

Posted: 14 აგვ 2007, 22:31
by Rivium
Nika
აუ ნიკა ძაან მაგარ ფოტოებს იღებ რაა :cry: მეც მინდა მასე გადაღება

თუშეთი. 11-14 აგვისტო 2007

Posted: 14 აგვ 2007, 22:50
by David
+1

თუშეთი. 11-14 აგვისტო 2007

Posted: 14 აგვ 2007, 22:57
by paata_
გაიხარე ნიკა მაგარია



ხო, მშენებლობების შესახებ მეც დავწერე - ძალიან გამიხარდა რომ თუშეთში ცხოვრება დუღს :)

თუშეთი. 11-14 აგვისტო 2007

Posted: 14 აგვ 2007, 23:21
by tushi
guruli wrote:Nika
საკმაოდ ლამაზი უღელტეხილის გადავლის შემდეგ ჩავედით დართლოში.
აი, მაგ უღელტეხილზე ყოფილა თუსეთის პარლამენტი, სადაც თურმე თუსეთოს ოთხივე ხეობის 3-3 წარმომადგენელი იკრიბებოდა სათათბიროდ და ერთხელ ერეკლე მეფეც კი დასწრებია.
ისე, გომეწრისა და პირიქითის გამყოფ გორაზე თავისუფლად შეიძლება საფეხოსნო მარშრუტის მოწყობა - ორივე ხეობას ნახავ. თან, ნაყაიჩოზე უპრობლემოდ ახვალ.
მაგ ადგილს ღელეს ეძახან. მაგრამ არ გეგონონოტ ნაკადული ცამოდიოდეს მოტიტვლებული ალპური გორაკია ალპურ ვაკეებში. ეხლაც ეტყობა ზედ გორაკზე ოდნავ ცაღრმავებული ადგილი სადაც თუშთა საჭირბოროტო საქმეები წყდებოდა.

თუშეთი. 11-14 აგვისტო 2007

Posted: 15 აგვ 2007, 09:54
by nusa
ულამაზესი ადგილია და ფოტოებიც რაღა თქმა უნდა.... :lol:


მგონია მასეთ სამოთხის მოსანახულებლად 4 დღე ნამეტენი ცოტაა...

თუშეთი. 11-14 აგვისტო 2007

Posted: 15 აგვ 2007, 10:36
by Jnosy
Nika
ძალიან ჯიგარი ხარ :)
ფოტოები .....

მაგარი ფოტოებია
ოცნებად მაქვს მანდეთ წასვლა და ავისრულებ კაცო
აბა რაის ვიზამ?!

თუშეთი. 11-14 აგვისტო 2007

Posted: 15 აგვ 2007, 11:11
by Trouter
მოხიბლული ვარ ფოტოებით!
ხედები დიდი გემოვნებითაა შერჩეული.
კიდევ ბევრი გემოგზაუროს და ბევრზე ბევრი კარგი სურათი დაგედოს ჩვენი ფორუმის გვერდებზე. :)

თუშეთი. 11-14 აგვისტო 2007

Posted: 15 აგვ 2007, 11:23
by Nika
გავნაგრძობ.

დღე მეორე. დილით გავიღვიძეთ არც ისე ადრე და არც ისე გვიან. ნუ მზე ხეობაში არ აპირებდა შემოხედვას ასე 8.30 იქნებოდა მარშუტზე გასასვლელად რო ვიყავით მზად. გადავწყვიტეთ გირევამდე ფეხით ასვლა (ბენზინის ეკონომიის მიზნით და ასევე სამანქანე გზის არსებობის გაურკვევლობის გამო), ხოლო უკან მოსულები კვავლოს დავათვალიერებდით და იქიდან ჩამოვიდოდით დართლოში. მარა თავიდანვე ყველაფერი არასწორად გამოგვივიდა. 200-ოდე მეტრში გზა ორად გაიყო და ჩვენ უფრო ნავალი გზით გავგრძელეთ სიარული. მალევე ცხადი გახდა რომ ეს გზა სოფელ დანოში ადიოდა, მერე კიდევ სავარაუდოდ აღარ გრძელდებოდა გირევისკენ.

დართლოს ხედი ზედა გზიდან. ქვედა გზა ჩანს მარჯვნივ.
Image

საბედნიეროდ მალევე გაირკვა რომ ეს გზა კვავლოსკენაც გრძელბოდა. გადავწყვიტეთ შეგვეცვალა გეგმა და ჯერ კვავლო გვენახა. შემდეგ უკან დანოსკენ მოვსულიყავით და აქედან დავშვებულიყავით ქვედა გზაზე გირევისკენ წასასვლელად.

ხედი სოფელ დანოზე
Image

წინ კვავლოს კოშკები გამონდა.
Image

ამინდმა ხელი შეგვიწყო. ფაქტიურად მთელი ასვლის პროცესში (1800-დან 2200 მეტრამდე) მოღრუბლულობა იყო და უკვე კვავლოში მისულებს დაგვხვდა ადგილზე მზე და უღრუბლო ცა.

ქვევით დართლო მოჩანს
Image

ნელ ნელა "ახალი კვავლო"-ს გამოჩნდა (ეს სახელი მე შევარქვი). სოფლის ნაწილი ახლადაა აშენებული მთის მეორე ფერდობზე სადაც სამანქანე გზა მიდის.
Image

ისევ დართლო
Image

თივის ზვინები. უკან კვავლოს კოშკები მოჩანს.
Image

ზევით კი აი ასეთი ნისლებია
Image

კვავლოში ზამთარში ერთადერთი ბერიკაცი რჩება რომლის სახლზე აი ასეთი ნახატია.
Image

ადგილობრივებთან გასაუბრების შემდეგ გაირკვა რომ გირევამდე საკმაოდ კარგი სამანქანე გზა მიდის. ამიტომაც გეგმას კიდევ ერთხელ ვცვლით. აქედან გადავდივართ კვავლოში. შემდეგ დავეშვებით დართლოში სათიბებით, მერე მანქანით წავალთ გირევისკენ. შემდეგ უკან დავბრუნდებით და შენაქო დიკლოს ვნახავთ. გომეწარში კიდევ ან ფეხით წავალთ მესამე დღეს ან საერთოდ ამჯერად გამოვტოვებთ თუ ტბაზე ასვლას ვამჯობინებთ. მაგრამ ამაზე მერე მოვიფიქრებთ.

"ახალი კვავლო"
Image

კვავლო
Image

აი ეს ხევი ყოფს ორ კვავლოს
Image

ასეთი ლამაზი ბილიკით გადავდივართ მეორე ფერდობზე
Image

კარველებისთვის უკვე ნაცნობი თვითმფრინავი
Image

კვავლოს კოშკი.
Image

კიდევ კვავლოს ხედი უკვე ზევიდან. ჩანს რომ კოშკს დიდი ბზარი აქვს გაჩენილი.
Image

ცოტა სხვა რაკურსით
Image

აი ეს ქვევრი ვნახეთ სოფელში
Image

Image

იქაური ბოვშები
Image

დართლოსკენ პირდაპირ სათიბებით დავეშვით. გზაზე ყველა მიმართულებით მოსიარულე უცხოელი ტურისტები შეგვხვდნენ. და ძალიან ლამაზი ყვავილნარი იყო.
Image

აი ასეთი სველი წერტილი ვნახეთ დართოში ერთ ერთ სახლში
Image

საშხაპე
Image

კოშკი იქვე
Image

ამ გადახურვებზე გონება გადამეკეტა.
Image

ეს კიდე ცივილიზაციის ნიშანი
Image

ამით დამთავრდა მეორე დღის პირველი ნაწილი. კიდევ ორი ნაწილი იქნება
გირევის მხარე და შენაქო-დიკლო.

თუშეთი. 11-14 აგვისტო 2007

Posted: 15 აგვ 2007, 11:26
by meko
Nika
აუუუუ გავგიჟდიი.....უუულამაზესი ადგილებიაა.... და მაგარი ფოტოები..

გაიხარეეე!!! :)