თუშეთი. 11-14 აგვისტო 2007

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თუშეთი. 11-14 აგვისტო 2007

Post by guruli » 15 აგვ 2007, 21:54

Nika
ხო რუკები დიდი პრობლემაა. განსაკუთრებით თუშეთში მივხვდი რომ სერიოზულადაა მოძველებული რუსული გენშტაბის ტოპორუკები. სოფლები კი მეტნაკლებად ზუსტადაა დატანილი მაგრამ გზები გაურკვევლადაა. ერთადერთი ტბის ბილიკი იყო საკმაოდ ზუსტად. სამანქანე გზები ისევ ბილიკების სახითაა. თუმცა რაღა რუკებზე ვლაპარაკობ. ფშაველში ომალოსკენ გზის მაჩვენებელიც არასწორადაა.
იმედია, მაგ პრობლემას მოევლება. მტავარია, თავად თუშეთი მიდის სწორი გზით - იქ ცხოვრება დუღს და იქაურობას გაუკაცრიელება არ ემუქრება, რაც ძალზე მახარებს.
ნიკა, სულ პირველი ფოტო რომ დევს - პირველ გვერდზე (შენს ფოტოებს მე არ მიხსნის. ამიტომ სხვის კომპზე ვხსნი და გვიან ვნახულობ), ქვის მაღალი ლოდი, ძეგლივით აწოწილი, მაგის დაბლა რომ ხიდია (ოღონდ ეგ ფოტოზე არ ჩანს), ეგაა აბანოს ხიდი. ადრე თურმე მაქამდე მოდიოდა სამანქანე გზა, მერე კი აკიდებდნენ თუშები ბავშვებს ხურჯინით ცხენებს და მაქედან ფეხით მიუყვებოდნენ გზას მამა-პაპათა ნაფუძარისკენ. თქვენ ვინ დაგანახებდათ და ჩემებს კი დავანახე ის ბილიკი, რომლითაც ცერზე გადადიოდნენ თუშები.

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
თუშეთი. 11-14 აგვისტო 2007

Post by Gvalva » 15 აგვ 2007, 23:03

ნიკა, ძაააან მაგარია!!

ყველას რომ სხვადასხვანაირად აქვს დანახული თუშეთი ეგაა კაი...

გირევის ფოტოები არ მეყო! :(

შენაქოს ნაძვი გამეხარდა :)

ვირივით რომ მიყავს ნივა იმაზე ვიცინე :D :D

თუშეთი მართლაც ჩქეფს!! ხევსურეთის ნასახლარების და ჭინჭრების შემდეგ შესაშურია :(

User avatar
GOGONA
იეტი
Posts: 2693
Joined: 10 მარ 2007, 01:21
თუშეთი. 11-14 აგვისტო 2007

Post by GOGONA » 15 აგვ 2007, 23:27

ნიკა, დიდი მადლობა სურათებისთვის, დიდი სიამოვნებაა :wink: :P :P

User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
თუშეთი. 11-14 აგვისტო 2007

Post by paata_ » 16 აგვ 2007, 00:29

მართლა ძალიან ვისიამოვნე

მადლობა ნიკა

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
თუშეთი. 11-14 აგვისტო 2007

Post by Nika » 16 აგვ 2007, 00:35

guruli
ზუსტად მაგ ხიდი ავირჩიეთ ვირტუალური გვირაბის დასაწყისად რომელიც თუშეთში გავიდოდა.

Gvalva
რას იზავ არ გადამიყვანეს მანქანით და ფეხით იქ მე ვერ გავტოპავდი.

პ.ს.

ფოტოები კიდევ იქნება. ბოლო დღე. და ცხადია პანორამები მოგვიანებით.
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
თუშეთი. 11-14 აგვისტო 2007

Post by Nika » 16 აგვ 2007, 00:35

tushi
კალმახი მოვხარშეთ.
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

User avatar
nusa
იეტი
Posts: 2183
Joined: 08 ივნ 2007, 09:46
Location: Tbilisi
Contact:
თუშეთი. 11-14 აგვისტო 2007

Post by nusa » 16 აგვ 2007, 09:26

გაგრძელება ლოდინად ღირდა....


შესანიშნავი რეპორტაჟია თავისი ფოტოებით,

გრძნობა ისეთი მაქვს თითქოს ეხლა ჩამოვედი თუშეთიდან...

მადლობა ნიკა

User avatar
Ninukala
იეტი
Posts: 4473
Joined: 14 მაი 2007, 10:53
Location: წყნეთი
Contact:
თუშეთი. 11-14 აგვისტო 2007

Post by Ninukala » 16 აგვ 2007, 10:15

Nika
მგონი აქ უფრო კარგ სურათებს დებ ვიდრე ბოკეზე ;)
ძაან მაგარია მადლობა.... :)
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
თუშეთი. 11-14 აგვისტო 2007

Post by Nika » 16 აგვ 2007, 11:13

დღე მეოთხე. მსვიდობით თუშეთო!

დილით ადრე გავიღვიძეთ. ასე 7 საათზე უკვე ფეხზე ვიყავი მაგრამ ამ დროს წვიმა წამოვიდა. სერიოზულად გატეხილში ვიყავით. ნუთუ პერევალს დღესაც ვერ ვნახავდით. წვიმამ მალევე გადაიღო მაგრამ თევზაობის დრო არ იყო. ალაზნის მეორე ნაპირზე ვიყავით და რომ ადიდებულიყო შეიძლება კაი ხნით გავჭედილიყავით. უცებ ვჭამეთ ჩავლაგდით მანქანაში და დავიძარით უღელტეხილისკენ. გზაში ამინდი ნელ-ნელა უმჯობესდებოდა. მალე მზემაც გამოანათა ღრუბლებიდან. უღელტეხილზე ასულებს საოცარი ხედები დაგვხვდა. მართალია მყინვარი არ ჩანდა ღრუბლებს ამოფარებული მაგრამ მაინც ლამაზი იყო

ჯერ ერთმ მხარეს გავიქეცი ანძებისკენ და იქიდან გადავიღე
Image

Image

ეს პანორამის ერთი კადრია
Image

აქეთ უკვე ამიერკავკასიაში ვართ.
Image

სტორის ხეობა (ან სთორის შემისწორეთ თუ მეშლება)
Image

სანამ მე ანძებთან ავდიოდი გიორგი და გოგა მოპირდაპირე მხარეს ავიდნენ
Image

მალე მეც წამოვეწიე. ძალიან ციოდა და ქარი უბერავდა
Image

მე და გოგა
Image

გოგა და გიორგი
Image

დანარჩენი სულ პანორამებია და მოგვიანებით იქნება. დავეშვით ქვევით. აი მაშინ დავინახე რა გზა ყოფილა აქეთ მხარეს. დაახლოებით 1 კილომეტრიანი ხევები და ა.შ. ბოლოს ჩამოვედით მდინარესთან. აქ გიორგი და გოგა კალმახის დაჭერის პერსპექტივაზე საუბრობენ.
Image

ზევის ასვლისას ეს ნიშნები ვერ შევნიშნეთ.
Image

26 კმ ფშაველამდე, 46 ომალომდე. 1600 სავარაუდოდ სიმაღლეს უნდა ნიშნავდეს თუმცა GPS ამ დროს საბოლოოდ მკვდარი იყო (ელემენტები დაჯდა), მაგრამ მაინც შეცდომაა. უღელტეხილის დასაწყისთან რომ ხიდია ისაა 1550 მეტრზე და ეს ადგილი უფრო დაბლაა. ასეთი აზომვებით უღელტეხილი 3000-ზე მეტი გამოდის (2825-2850 არის სინამდვილეში).
Image

ერთ ადგილას ვაჟა ბიძიამ რაღაც საინტერესო ქანები დაინახა და სინჯები აიღო. ვაჟა გეოლოგია და ბევრი საინტერესო რამეც მოგვიყვა მთელი ამ 4 დღის განმავლობაში იმის შესახებ თუ როგორ უნდოდათ რიონის აღმოსავლეთ საქართველოში გადმოშვება კასპიის ზღვის ასავსებად და ალაზნის ირანში გაშვებას. ალაზანი წელიწადში 2 მლნ კუბომეტრი წყალი ყოფილა. ირანში კიდევ 12 მილიონის გატანა უნდოდათ. ხვდებით რომ კახეთი მაგ შემთხვევაში საჰარას დაემსგავსებოდა. ასევე სევანის ტბის უბედური ბედის შესახებ რომელიც ელექტროსადგურების მშენებლობას შეეწირა. ტბაში წყლის დონის აღსადგენად მდინარე გადმოუშვეს, ჰესები დაკეტეს მაგრამ პირვანდელი დონე ვერ აღადგინეს. სწორედ ამას, და არა სიგას, შეეწირა სევანის კალმახი - იშხანი. ასეთი ისტორია უამრავი იყო.
Image

ეს ჩანჩქერი ზევით მიმავლებმა გამოვტოვეთ იმიტო რო წვიმდა და გვეჩქარებოდა დროზე გადასვლა.
Image

ძაან ლამაზი ადგილია.
Image

ამის შემდეგ გავედით ფშაველამდე და ახმეტის გავლით ავედით კვეტერაზე. კვეტერას ფოტოებს არ დავდებ ყველამ იცის როგორია. იქიდან კიდევ ისევ გომბორის გავლით ჩამოვედით თბილისში.

იმედია არ მოგაწყინეთ ასეთი გრძელი მონაყოლით.

ახლა გადავხედე და 20-ზე მეტი პანორამა ელოდება როდის დავამუშავებ. ასე რომ წინ კიდევ გელით საინტერესო ფოტოები (მეც მელის მეც ხომ არ მაქვს ეგენი ნანახი ერთად :D ).
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

User avatar
uma
მაწანწალა
Posts: 372
Joined: 12 ივლ 2007, 11:59
Location: Tbilisi
Contact:
თუშეთი. 11-14 აგვისტო 2007

Post by uma » 16 აგვ 2007, 11:46

Nika

რას ამბობ, მოგვაწყინე კი არა და მეგონა ფილმს ვუყურებდი თუშეთზე:)
ისე დეტალურად, თანმიმდევრობით და ლამაზად გაქვს ყველაფერი აღწერილი

დიდი მადლობა ნიკა გაიხარე :)

kob_m
ასფალტზე მოარული
Posts: 17
Joined: 03 ივლ 2007, 17:42
თუშეთი. 11-14 აგვისტო 2007

Post by kob_m » 16 აგვ 2007, 12:00

Nika
RESPECT-დიახაც რომ დიდი ასოებით-RESPECT
ასე სრულად აღწერილი ლაშქრობა დიდი ხანია არ მინახავს, ის დროა ბუნებაში სურათების გადაღების MasterClas-ი ჩაატარო კარავში.

ლეჩური-ომალოს გზაზე, უღელტეხილამდე, იყო გოგირდის თბილი წყლის აბანო, "თორღვას აბანოს" ეძახიან. ეხლა რა ხდება იქ ხომ არ გაგიგია შემთხვევით?

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
თუშეთი. 11-14 აგვისტო 2007

Post by Nika » 16 აგვ 2007, 12:27

kob_m
შევიარეთ მაგრამ ვიღაც მუსლიმები ცხოვრობდნენ. ვერ გავიგე მანდ მაგათ რა უნდათ.
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თუშეთი. 11-14 აგვისტო 2007

Post by guruli » 16 აგვ 2007, 13:59

Nika - მაგ არყის ტყეზე მე კი არა, ომალოში სტუმრად მყოფი ლონდონელი ტურისტებიც აკეთებდნენ აქცენტს. აქამდე კახას რეპორტაჟს ველოდი და იმ თემაში მე არ დავწერე - მინდოდა, მას მოეთხრო, როგორც პირველწყაროს, რომელიც თავად ესაუბრა ბრიტანელებს, მაგრამ რაკი კახა აგვიანებს, ბარემ მოვყვები. კახას ფეხი აწუხებდა და თითქოს არ აპირებდა უძიროზე წამოსვლას - ვნახოთ, ქუმელაურტაში ცხენებს თუ დაგვახვედრებენო, მაგრამ ომალოდან წასვლისას იმ ლონდონელმა უთხრა, ეგ ტბა იმდენად ლამაზია, გირჩევ, გამაყუჩებლები დალიო და მაინც წახვიდეო. თანო, დაამატა, გზაში ულამაზეს არყის ტყეს ნახავო.
როგორია - ბრიტანელი გვასწავლიდა გზებს თუშეთში და გვირჩევდა იქ წასვლას. :lol: თურმე თვითონ ერთი ღამე კარვებში გაეთია მაგ ტბასტან, სეტყვაშიც მოყოლილა, მაგრამ მა ყველაფერს მეტად რომანტიულად იგონებდა.
ნიკა, ძაღლები აქ ჩამოგვშორდნენო, რომ წერ, მაგ მდელოზე ვაჯირითეთ ცხენები მე, დათომ და ელისომ (მგონი, ელისომაც გააჭენა, ხომ? :roll: :roll: დამავიწყდასავით).
ჯერ ერთმ მხარეს გავიქეცი ანძებისკენ და იქიდან გადავიღე
მაგ ადგილს საცივი ჰქვია, რადგან ძაან ცივი ადგილია. თუშები ერიდებიან მაგ ადგილის ავდარში გადავლას. ჩემი პირველი ასვლისას მძღოლი გვიყვებოდა, მაისის ბოლოს, მწყემსების მერე მომიწია გადმოვლა და აქაურობა დახოცილი ძროხებით იყო სავსეო. მანდ იმდენად მსხვილი სეტყვა სცოდნია, თურმე ძროხას იოლად უზიანებს ხერხემალს და თავის ქალას. თქვენ მანდ ისედაც ავდარში წამოსულხართ, ჩვენ კი დარში გადმოვიარეთ, მაგრამ მაინც ისე ციოდა... :D
სტორის ხეობა (ან სთორის შემისწორეთ თუ მეშლება)
რუქაზეც "სტორი" წერია.
ძაან ლამაზი ადგილია.
ეგ კერეს ხევის ჩანჩქერია. ნეტავ, გზის დაბლა რაცაა მაგისი გაგრძელება, ისიც გადაგეღო, ერთ მთლიანად.
kob_m
იყო გოგირდის თბილი წყლის აბანო, "თორღვას აბანოს" ეძახიან. ეხლა რა ხდება იქ ხომ არ გაგიგია
ეგ მოქმედი აბანოა, სადაც ყოველთვის დადიოდა ხალხი. აი, მუსულმანები კი, შეიძლება, დამსვენებლები იყვნენ. ან, ეგე - მომვლელებიც, რას გაიგებ.
მოკლედ, ნიკა, კარგი რეპორტაჟია. მეც კი სიამოვნებით ვათვალიერებ სურათებს იმის მიუხედავად, რომ თითქმის ყველაფერი ნაცნობია. ცნობისათვის - წინა ასვლებზე ჟველურთაში ვისვენებდი ხოლმე.

User avatar
Fisher
ბოდიალა
Posts: 132
Joined: 07 ნოე 2006, 10:13
Location: Tbilisi
თუშეთი. 11-14 აგვისტო 2007

Post by Fisher » 17 აგვ 2007, 09:09

Shesanishnavi adgilebia.. shesanishnavi otchetia :!: ... ertad erti rac ar momecona - bolo kalmaxi am suratze :( Image
Дни, проведенные на рыбалке, в срок жизни Богом не засчитываются

User avatar
Trouter
მაწანწალა
Posts: 676
Joined: 17 ოქტ 2006, 13:06
Location: Tbilisi
თუშეთი. 11-14 აგვისტო 2007

Post by Trouter » 17 აგვ 2007, 11:23

Fisher
მკაცრად ნუ განსჯი. შემდეგ ჩასვლაზე ეგეთ პატარებს გაუშვებენ .

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]