თუშეთი. 11-14 აგვისტო 2007

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
tushi
ბილიკზე მოარული
Posts: 56
Joined: 27 ოქტ 2006, 14:48
თუშეთი. 11-14 აგვისტო 2007

Post by tushi » 15 აგვ 2007, 20:12

Nika
ძაან მაგარი სურათებია.




იმდენს იზამთ ამ შაბათკვირას გამაბედინებთ თუშეთსი ასვლას. წელს არ ვყოფილვარ

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
თუშეთი. 11-14 აგვისტო 2007

Post by Nika » 15 აგვ 2007, 20:20

tushi
ჯერ სად ხარ. ტბის ფოტოები გზაშია უკვე.
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თუშეთი. 11-14 აგვისტო 2007

Post by guruli » 15 აგვ 2007, 20:28

tushi
თუშეთსი წელს არ ვყოფილვარ
გრცხვენოდეს!!! :evil: :evil: :evil:
Nika
ჯერ სად ხარ. ტბის ფოტოები გზაშია უკვე.
აბა, აბა - ველოდებით.

shom
Posts: 4
Joined: 21 მარ 2006, 12:21
თუშეთი. 11-14 აგვისტო 2007

Post by shom » 15 აგვ 2007, 20:39

მალადეც ნიკოლოზ მაგარი ფოტოებია და მაგრად გივლიათ.
სალამი ყველას ვინც დიდი ხანია არ მინახია, მე დავბრუნდი :))))

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
თუშეთი. 11-14 აგვისტო 2007

Post by Nika » 15 აგვ 2007, 20:47

დღე მესამე, ნაწილი პირველი - ასვლა "ტბა"-ზე.

სახელს არ ვწერ იმიტო რო ვერ მივხვდი რა ქვია ტბას და ყველას უბრალოდ ვეკითხებოდოთ ტბაზე როგორ ავიდეთ. გაკვირვებასაც არავინ გამხატავდა.


ამ დღეს გიორგი და გოგა ადრე ადგნენ. 6 საათიც არ იქნებოდა უკვე თევზაობა დაიწყეს. მაგრამ მდინარე ძაან ცივი იყო და ასე 7.30-ზე მომესმა მათი ხმა. ადექიო. მოვრჩით თევზაობას. დროზე ვჭამოთ და ავიდეთ ტბაზეო. გამოვედი კარვიდან და აი ეს თევზები დავინახე.
Image

ხისოს მხარეს უკვე მზე ანათებდა
Image

მდინარეზე მანქანით გადავედით და გავუდექით გზას. ჭალაში გვითხრეს რომ ჯერ ხისოში უნდა ახვიდეთო და იქ კიდევ იკითხეთო გზაო. აქვე გაირკვა რომ ბოთლი მარტო მე მქონდა ასე რომ წყლის პრობლემა შეიძლება ყოფილიყო. აღმართი ძაან ციცაბო იყო. ძაან მალე აი ეს ხედები დაიწყო. ქვევით სოფელი ჭალაა უკან კიდე სოფელი ჩანს მგონი ჩიგლაურთა.
Image

ცოტა მარცხნივ კი ზევით სოფელი შტროლთაა.
Image

ხისოში გზა ვიკითხეთ და ისევ იგივე გვითხრეს. წადით ზევით იქ მწყემსები იქნებაო და ისინი მიგასწავლიანო. მეტი გზა არ გვიკითხია. GPS მაინც იგივე გვანახებდა.

მთლიანი ხედი. ქვევით ხისო, უკან მარჯვნივ შრტოლთა, მარცხნივ ჟველურთა, ამ უკანასკნელის ქვევით კიდევ ერთი სოფელია - ნაციხარი
Image

მალე აღმართი ისეთი ციცაქბო გახდა ძლივს ავდიოდით. თან მზეც საშინლად აცხუნებდა. საბედნიეროდ ალაგ ალაგ ხეები იყო და მათ ჩრდილში ვისვენებდით. საბოლოოს ავედით თხემზე. მთლიანობაში 2 კმ გავლის შემდეგ 450 მეტრი სიმაღლე ავკრიფეთ და ეს ყველაფერი სულ რაღაც საათნახევარში. წინ კიდევ 4-5 კმ გზა და სულ რაღაც 400 მეტრი ავლა გველოდა. თან გზა უკვე ტყეში მიდიოდა
Image

Image

სადღაც აქ შემოგვიერთდა კუმელაურთადან მომავალი ბილიკი.
Image

მაგარი ხეები იყო. გამხმარი და ლამაზი.
Image

შემდეგ მოგვესმა ძაღლების ყეფა და ჩვენსკენ რამდენიმე გიგანტური ცუგა გამოექანა. ცოტა არასასიამოვნო იყო თუმცა მწყემსი გვარწმუნებდა რომ ისინი "არ იკბინებიან". გვერდი ავუარეთ ფერმას და ავედით ზევით მდელოზე.
Image

ისევ დაცემული ხეები
Image

Image

მორიგი მდელო
Image

არყის ხეების სილამაზე ვერ შევაფასე. არა და გურული სულ მაგაზე აკეთებდა აქცენტს. საქმე იმაშია რომ ერთ ერთი ცუგრუმელა უკან გამოგვყვა ჩუმად. და როცა არყის ხეების როშას მივუახლოვდით სიგნალი მისცა ზევით კიდევ 3 ძაღლს. მთელი არყის ხეების გავლის განმავლობაში ყველა მხრიდან ყეფა ისმოდა. მხოლოდ აქ მოხვედრის შემდეგ ჩამოგვრჩნენ ცუგები.
Image

არ ვიცი რა დავარქვა. ულამაზესია? რბილადაა აშკარად ნათქვამი.
Image

უკანა პლანზე ნელ-ნელა მთელი კავკასიონი გამოჩნდა თავისი სიდიადით. თან მთების თავზე უკვე პაწა ღრუბლებიც შეიქმნა
Image

Image

ბოლოს როგორც იქნა ავედით ტბაზე. ტბამდე არ მისული პატარა ღელე იყო და იქ შევავსეთ როგორც იქნა წყლის მარაგები.
Image

ტბამ ცოტა იმედგაცრუება გამოიწვია. ლაგოდეხში თამარის ტბისა და რაჭაში უძირო ტბის შემდეგ რაღაც მაგარს ველოდი მაგრამ ამაოდ. მიზეზი მარტივია. ზემოთხსენებული ადგილებისსგან განსხვავებით ეს ტბა გამდინარე არაა. მას ერთი პაწა ნაკადული უერთდება და მერე მთელი წყალი ეტყობა უბრალოდ ორთქლდება. ამიტომაც არაა ასეთი კამკამა. გარდა ამისა როგორც ჩანს ამ ნაკადულზე ცხვრის ფარამ გადაიარა ზევით და აამღვრიეს.
Image

თქვენი მონა მორჩილი ტბასთან
Image

Image

ზევიდან ტბა გიგანტურ თავკომბალას ან სკაროსს მომაგონებს
Image

გაგრძელება იქნება.
Last edited by Nika on 15 აგვ 2007, 21:30, edited 1 time in total.
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
თუშეთი. 11-14 აგვისტო 2007

Post by popins » 15 აგვ 2007, 20:57

ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი და თანაც ისიც რომ ერთ უზარმაზარ პოსტში ეტევა .მე იმის შიშით არიქა კარავი არ გაითიშოს მეთქი ამდენს ვერ მოვითმენდი :roll:
ულამაზესი ბილიკებით გივლიათ და ულამაზესი ხედებით დამტკბარხართ და აგე ჩვენც კი შეგვახვედრეთ,სპს :D :D :D :D
Last edited by popins on 15 აგვ 2007, 21:13, edited 1 time in total.
lenchiamal

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
თუშეთი. 11-14 აგვისტო 2007

Post by Nika » 15 აგვ 2007, 21:07

დღე მესამე, ნაწილი მეორე - "ტბიდან" დაშვება.

ტბასთან შესვენებას თავი ავარიდეთ. ისევ ღელესკენ დავეშვით და იქ მოვაწყეთ მცირედი პიკნიკი. აქვე საშინელი რამე აღმოვაჩინე.
ლაშქრობაში პირველად მქონდა წამოღებული Shom-ის მიერ ნათხოვარი 4 გიგაბაიტიანი კარტა. ასევე ჩემი 2 GB მქონდა და კიდევ პოკეტ პისიში რუკებისთვის 256 მეგაბაიტი. მოკლედ მეხსეიერების პრობლემას არ ვუჩიოდი. ჩემი 2 GB წინა ორ დღეში გავავსე. ტბასტან ამოსულმა Shom-ის 4 GB-დან 1 შევავსე და მოულოდნელად ფოტოაპარატმა გაჭედა. არც ახალ ფოტოებს წერდა ბარათზე და არც ძველებს მანახებდა. ჯერ გააზრებული არაფერი მქონდა მაგრამ გამოდიოდა რომ მეტი ფოტოებს ვერ გადავიუღებდი. არა და ხვალ უღელტეხილზე კარგი ამინდი რომ იყოს რა ვქნა. პიკნიკზე ეგრევე მივაშალე რუკები (მეტი აღარ დაგვჭირდებოდა მაინც) და 256 მეგაბაიტი ხელთ ვიგდე. ფოტოები აწი უკვე JPEG-ში რო გადამეღო 100 ცალი გამომივიდოდა კიდევ. ცოტა ამოვისუნთქე. მერე ნელ-ნელა დავიწყე პოკეტ პისის გამოყენებით 2 გიგაბაიტიანიდა 4-იანზე სურათების გადატანა. ძაან ნელი პრიცესი იყო მაგრამ შესვენების განმავლობაში კიდევ 150 MB გამოვინთავისუფლე. ამასობაში უკან დაშვების დროს მოვიდა. გადავწყვიტეთ გრძელი შესვენება სიცხის თავის არიდების მიზნით სადმე ტყეში გაგვეკეთებინა.
Image

აი ამ ხეობუკაში იყო ღელე სადაც შევისვენეთ
Image

გიორგის ცხელა
Image

წავედით ქვევით. ეს დეკაა. მისი სუნი ამ მონაკვეთში ძაან არომატულია
Image

წინ ჩანს ჩვენი გასავლელი გზა მდელოებზე
Image

ვუახლოვდებით ძაღლების მეორე კონტაქტის ადგილს. საბედნიეროდ ამჯერად ზედა ძაღლები არავინ გააფრთხილა და ავცდით.
Image

განათება სხვანაირი იყო. ყველა ხე ისევ თავისებურად და უნიკალურად ლამაზი იყო
Image

მდელოები
Image

Image

Image

კიდევ ხეები
Image

ქვევით ფერმასტან 2 ცუგაღა იყო დარჩენილი და ისევ გვიყეფეს მაგრამ უკვე ნაკლებად. ბოლოს მივედით ხისოს თავზე მთის თხემამდე და იქ შევისვენეთ კაი ხანი. მე ამასობაში გამწარებული გადამქონდა ფოტოები ერეთი ბარათიდან მეორეზე. მერე მაინც ყოველი შემტხვევისთვის შევამოწმე ეგებ ამ მეროე ბარათზეც არ გადაიღებდა. გადაიღო. მერე ისევ ის გაფუჭებული ჩავდე როლემზეც უკვე მომატებული მქონდა ფოტოები. და ოი საოცრებავ. ამაზეც გადაიღო უპრობლემოდ. მოკლედ ეს ანომალია მე ვერ ამოვხსენი. მაგრამ საბედნიეროდ ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა.

ცოტა რომ აგრილდა დავეშვით ხისოსკენ. ამჯერად ეტყობა ცოტა სხვა გზით ჩავედით და აი ეს ვნახეთ
Image

ხოლო ჭალასტან კიდევ უფრო უნიკალური რამე ხდებოდა. პირველი შეხედვით უბრალოდ ბავშვები ბანაობდნენ ალაზანში
Image

მაგრამ ახლოს რო მივედით აღმოჩნდა რომ აქ პენორაფტინგი მიდიოდა
Image

მდინარეზე გიორგი თვითონ გადავიდა მაგრამ მე რო ვნახე კაი ღრმა იყო. გადავიდოდი მაგრამ ვაი ფეხი დამიცდეს და ფოტოაპარატი წყალში აღმოჩნდეს. ვაჟა ბიძიამ მანქანა დაქოქა და გადამიყვანა მეორე ნაპირზე
Image

Image

საჭმელი ვჭამეთ და მალევე გავითიშეთ. ხვალ დილიდან ისევ თევზაობა და უკანა გზა გველოდა წინ.
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
თუშეთი. 11-14 აგვისტო 2007

Post by popins » 15 აგვ 2007, 21:12

პენორაფტინგი :D :D :D :D :D :D

პენორაფტინგისტი მინდა გავხდე :D


და საქვაბეში ბინძური აზრებითო :lol: :lol: :lol: :lol: მაგარი იყო რა 8)
lenchiamal

tushi
ბილიკზე მოარული
Posts: 56
Joined: 27 ოქტ 2006, 14:48
თუშეთი. 11-14 აგვისტო 2007

Post by tushi » 15 აგვ 2007, 21:18

მაგარი ფოტოებია უმაგრესი კომენტარებიძთ ;)

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თუშეთი. 11-14 აგვისტო 2007

Post by guruli » 15 აგვ 2007, 21:21

Nika
უკან კიდე სოფელი ჩანს მგონი ჭიღლაურთა.
ჩიგლაურთა.

tushi
ბილიკზე მოარული
Posts: 56
Joined: 27 ოქტ 2006, 14:48
თუშეთი. 11-14 აგვისტო 2007

Post by tushi » 15 აგვ 2007, 21:23

guruli
არაუსავს, მკაცრად ნუ განსჯი, ესეთი შეცდომებ ვაპატიოთ. წერანაც ჩიღოზე ჭიღO დაწერა მაგრამ არაუშავს. ;) :)

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
თუშეთი. 11-14 აგვისტო 2007

Post by Nika » 15 აგვ 2007, 21:23

guruli
რა საინტერესოა ძაან ბევრი სოფლის სახელი რუსულად რომ წერია გეგონება დამახინჯებულიაო. იგივე კვავლო კაცმა შეიძლება ყვავლო იფიქროს.
არა და თურმე ისევე ჟღერს.
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თუშეთი. 11-14 აგვისტო 2007

Post by guruli » 15 აგვ 2007, 21:31

tushi
არაუსავს, მკაცრად ნუ განსჯი, ესეთი შეცდომებ ვაპატიოთ. წერანაც ჩიღოზე ჭიღO დაწერა მაგრამ არაუშავს.
სულაც არა ვსჯი - არც მკაცრად და არც - რბილად. უბრალოდ, მინდა, რომ სახელები ყველამ სწორად დაიმახსოვროს და არა დამახინჯებულად. Nika
რა საინტერესოა ძაან ბევრი სოფლის სახელი რუსულად რომ წერია გეგონება დამახინჯებულიაო. იგივე კვავლო კაცმა შეიძლება ყვავლო იფიქროს.
არა და თურმე ისევე ჯღერს.
ახლა რომ ტურისტული რუკები გამოვიდა ცალკეული პარკებისა და ნაკრძალების, ბევრი სახელი იქაც დამახინჯებულადაა დაწერილი.
და ბერმ აქვე ერთსაც ვიტყვი - ეჰ-დათო "იმ" თემაში წერს - "კესალო", მაგრამ სწორია "კესელო". ასევე, თუშის სოფელს ორი სახელი აქვს - ბოჭორმასაც ამბობენ და ბოჭორნასაც.

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
თუშეთი. 11-14 აგვისტო 2007

Post by Nika » 15 აგვ 2007, 21:35

guruli
ხო რუკები დიდი პრობლემაა. განსაკუთრებით თუშეთში მივხვდი რომ სერიოზულადაა მოძველებული რუსული გენშტაბის ტოპორუკები. სოფლები კი მეტნაკლებად ზუსტადაა დატანილი მაგრამ გზები გაურკვევლადაა. ერთადერთი ტბის ბილიკი იყო საკმაოდ ზუსტად. სამანქანე გზები ისევ ბილიკების სახითაა. თუმცა რაღა რუკებზე ვლაპარაკობ. ფშაველში ომალოსკენ გზის მაჩვენებელიც არასწორადაა.

პ.ს. ეს შეცდომები შევასწორე და სადმე კიდევ თუ გამეპარა რამე მითხარით.
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

tushi
ბილიკზე მოარული
Posts: 56
Joined: 27 ოქტ 2006, 14:48
თუშეთი. 11-14 აგვისტო 2007

Post by tushi » 15 აგვ 2007, 21:39

მაგარი ფოტოებია..... კალმახი არ შეწვით?:):P

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]