თუშეთი. 11-14 აგვისტო 2007

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Ninukala
იეტი
Posts: 4473
Joined: 14 მაი 2007, 10:53
Location: წყნეთი
Contact:
თუშეთი. 11-14 აგვისტო 2007

Post by Ninukala » 15 აგვ 2007, 11:48

ნიკა მადლობა.... ულამაზესი სურათებია.... :)
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
თუშეთი. 11-14 აგვისტო 2007

Post by popins » 15 აგვ 2007, 11:50

და ისა ის ქვევრი რკინისააა? :roll:
lenchiamal

Varvara
იეტი
Posts: 1279
Joined: 08 სექ 2006, 09:53
Location: თბილისი
თუშეთი. 11-14 აგვისტო 2007

Post by Varvara » 15 აგვ 2007, 11:50

ნიკა,

ეგ ,,ქვევრი'' ლუდის მოსახარში ჭურჭელი ხომ არაა?

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
თუშეთი. 11-14 აგვისტო 2007

Post by Nika » 15 აგვ 2007, 11:54

მაგდენი არ ვიცი. ქვევრი სავარაუდოდ სპილენძის იყო.

ხო ისე იმათ საყურადღებოდ ვინც "გაგიჟდა" ამ ფოტოებზე. გიორგი ფსიქიატრია :lol: :lol: :lol: :lol: :lol:

შუთქა. :roll:
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

User avatar
nusa
იეტი
Posts: 2183
Joined: 08 ივნ 2007, 09:46
Location: Tbilisi
Contact:
თუშეთი. 11-14 აგვისტო 2007

Post by nusa » 15 აგვ 2007, 11:59

არ გვინდა ფსიქიატრი, თუშეთში გვინდააააააა.........

User avatar
meko
მაწანწალა
Posts: 681
Joined: 25 სექ 2006, 23:57
Location: Georgia
Contact:
თუშეთი. 11-14 აგვისტო 2007

Post by meko » 15 აგვ 2007, 12:03

Nika wrote:მაგდენი არ ვიცი. ქვევრი სავარაუდოდ სპილენძის იყო.

ხო ისე იმათ საყურადღებოდ ვინც "გაგიჟდა" ამ ფოტოებზე. გიორგი ფსიქიატრია :lol: :lol: :lol: :lol: :lol:

შუთქა. :roll:
ერთი ზუსტად მითხარი მაგ გიორგის კორდინატები, თუ თუშეთში ვერ წავალ იქნებ მაგან მიშველოს :roll: :lol:

tushi
ბილიკზე მოარული
Posts: 56
Joined: 27 ოქტ 2006, 14:48
თუშეთი. 11-14 აგვისტო 2007

Post by tushi » 15 აგვ 2007, 12:18

Nika wrote: აი ეს ქვევრი ვნახეთ სოფელში
Image

Image

.


ხახაააა მაგა ვიცინე ამ გაშიფრვაზე. არავის კითხეთ რა იყო?? ე არის რვალის(სპილენძის) ქვაბი თუშები მაგაში ხარშავენ ლუდს.


ისე ულამაზესი სურათებია მაგრა მომეწონა. ნელნელა მწამლავენ ტუშეთში წასვლაზე :)

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
თუშეთი. 11-14 აგვისტო 2007

Post by Nika » 15 აგვ 2007, 12:41

tushi
ზევით მარტო ერთი ქალი იყო და ისიც მანამდე შეგვხვდა ვიდრე ამ ქვაბს ვნახავდით :). დართლოში კიდევ უკვე არ მახსოვდა ამის არსებობის შესახებ. იმდენი სხვა ღირსშესანიშნაობა იყო.
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
თუშეთი. 11-14 აგვისტო 2007

Post by gobe » 15 აგვ 2007, 13:10

Nika,
გაიხარე! დიდი მადლობა! ძალიან საინტერესოა ყველაფერი. ველით გაგრძელებას :)

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
თუშეთი. 11-14 აგვისტო 2007

Post by Archil » 15 აგვ 2007, 13:24

Nika
მაგარია, სამცხეში რომ არ ვყოფილიყავი, მეც წამოვიდოდი
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
nusa
იეტი
Posts: 2183
Joined: 08 ივნ 2007, 09:46
Location: Tbilisi
Contact:
თუშეთი. 11-14 აგვისტო 2007

Post by nusa » 15 აგვ 2007, 16:49

ხო და, გაგრძელება არ იქნება?.... :?

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
თუშეთი. 11-14 აგვისტო 2007

Post by Nika » 15 აგვ 2007, 17:18

nusa
საღამოს იქნება. მეორე დღე ნაწილი II და იმედია ნაწილი III-ც მოესწრება.
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

User avatar
nusa
იეტი
Posts: 2183
Joined: 08 ივნ 2007, 09:46
Location: Tbilisi
Contact:
თუშეთი. 11-14 აგვისტო 2007

Post by nusa » 15 აგვ 2007, 17:36

Nika მაშ კარგი....

მოთმინებითა ჩემითა...... :lol:

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
თუშეთი. 11-14 აგვისტო 2007

Post by Nika » 15 აგვ 2007, 19:01

მაშ გავნაგრძობ.

დღე მეორე. ნაწილი მეორე (ჭეშო, ფარსმა, გირევი).

მალევე დავშალეთ ბანაკი და ჩავლაგდით მანქანაში. გეზი გირევისკენ ავიღეთ.
საკმაოდ ვიწრო გზა მიუყვებოდა მდინარეს. ცოტა ხანში პირველი სოფელიც გამოჩნდა ჭეშო. ეს ჭეშოსთან მთებია
Image

ეს კი იქვე მდელოზე მონავარდე ცხენები. უკანა პლანზე ჩანს ჭეშოს კირქვით ნაშენები კოშკი. სამწუხაროდ ახლოდან არ გადამიღია გარკვეული მიზეზების გამო :(
Image

აქვე გავიგეთ რომ გზა გირევამდეა მარა ორგან ალაზანზე უნდა გადავსულიყავით მანქანით. ერთგან გზა ორად გაიყო და ალაზნის მეორე ნაპირსაც მიუყვებოდა. დიდი დრო დავკარგეთ დაზვერვაზე და ბოლოს მაინც ისევ იგივე ნაპირს გავყევით. მალე სოფელ ფარსმამდეც მივედით.

Image

ფარსმას შემდეგ გზა მალევე გადადის ალაზანზე. ფეხით გირევში მისასვლელად შესაძლებელია გაუყვე ვიწრო ბილიკს. სამანქანე გზით კიდევ ...
Image

ეს ნივა ეტყობა დიდი სიჩქარით შევარდა წყალში და გაიჭედა. ჩვენ ამოვიყვანეთ
Image

ცხენებს ეგ პტობლემა არა აქვთ
Image

აი ასეთი მდელოა გირევის წინ
Image

ეს თვითონ გირევი
Image

აქეთ რაღაც ლამაზი მთაა
Image

როგორც აღმოჩნდა იმ დღეს გირევის დღეობა იყო და უამრავი ხალხი მოიწევდა იქით
Image

აი აქედან მოვედით
Image

აი ეს ჯგუფი ფეხით მოდიოდა ჭეშოდან. გზად ერთი გოგო ცუდად გამხდარა და ჩვენ წავიყვანეთ დართლოში. ამის გამო მეტი ფოტო დართლომდე არ გადამიღია
Image

როგორც ჩანს გირევში დოღი უნდა გამართულიყო. აფსუს დრო არ გვქონდა სანახავად.
Image

ხედი ფარსმას ზევით.
Image

დავიძარით ომალოსკენ. მეორე მხარეს კი აი ეს სოფელი ჩანდა. სავარაუდოდ ჩიღო.
Image

ეს კი ჩანჩქერუკაა იმავე გზაზე
Image

ამის შემდეგ ჩავედით ომალოში.

გაგრძელება იქნება
Last edited by Nika on 15 აგვ 2007, 21:31, edited 2 times in total.
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
თუშეთი. 11-14 აგვისტო 2007

Post by Nika » 15 აგვ 2007, 19:47

დღე მეორე ნაწილი მესამე (შენაქო, დიკლო)

ომალომდე არ მისულებს უნდა გადაგვეწყვიტა რა გვექნა. საბოლოოდ გეგმა ასე გადაწყდა და უკვე აღარ გადაგვიხვევია: მივდიოდით ომალოში და მერე შენაქო დიკლოს ვნახავდით. დრო იმდენი გვქონდა რომ მერე ვასწრებდით ხისომდე ასვლას და სადმე იქ დაბანაკებას. მესამე დღეს კი დილიდან ხისოდან ტბაზე ავიდოდით. ბოლო დღე მთლიანად უკანა გზას დავუთმეთ და დრო თუ დაგვრჩებოდა კვეტერასაც ვნახავდით.

საკმაოდ მალე გავიარეთ ომალო. ვიკითხეთ შენაქოს გზა. ძალიან ციცაბო დაღმართ-აღმართის შემდეგ ამოვედით შენაქოსთან და დავინახეთ ბოსლები. თუმცა გაუჩერებლად ეგრევე ეკლესიისკენ წავედით.
Image

ძალიან ლამაზია
Image

აი კიდევ სხვა მხრიდან
Image

ბოსლები
Image

ხედი სხვა მხრიდან
Image

გზა დიკლოსკენ
Image

ძაან ლამაზი ნაძვია
Image

ბესლები აქედან ასე ჩანდა
Image

შენაქოს ვიწრო ქუჩები
Image

ორი კიბე ხის და ქვის
Image

სახლები
Image

ხედი დიკლოსკენ
Image

ისევ სახლები
Image

Image

Image

Image


შემდეგ წავედით დიკლოში მაგრამ აქ ციხის ნახვას ვეღარ ვასწრებდით და მარტო სოფლით შემოვიფარგლეთ.
Image

სახლი დიკლოში
Image

დიკლოს ხედი იქვე მდებარე ბორცვიდან
Image

ეჰ დათომ ახსენა ჩვენს გამყოლს სულ რაციით ეძახდნენო ფეხბურთზე. აი ისიც
ფეხბურთი დიკლოში
Image

მაშტაბები რო დაინახოთ
Image

გამოვეშურეთ ისევ ომალოსკენ. განათება სხვანაირი იყო და ვერ მოვითმინე რამდენიმე ფოტო რომ კიდევ არ გადამეღო
Image

Image

Image


ჩავედით "ბარში" (ასე ეძახიან მგონი ომალოში მდინარის ხეობასთან მდებარე სოფლებს). გავუყევით გზას ხისოსკენ. გურულის რჩევით ტბაზე მანდედან ასვლა ვარჩიეთ. თან ხისოსკენ სასროლი ბადით სათევზაოდ უკეთესი ადგილები უნდა ყოფილიყო. ძალიან გაგვიჭირდა საკარვე ადგილის მონახვა. ერთ ადგილი ვნახეთ მაგრამ ხისოდან შორი იყო. ბოლოს მდინარის მეორე ნაპირზე გადამავალი გზა დავინახეთ და იქ დავბანაკდით საკმაოდ კარგ ადგილას. სასმელი წყალი არ იყო მარა ალაზნის წყალზე გავაკეთეთ ჩაი. ხოლო დასალევად საკმაო წყალი ხისოს ძირში მდებარე სოფელ ჭალაში მოვიმარაგეთ.

აი ჩვენი ბანაკის ადგილი შემდეგი ორი ღამე.
Image
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]