იქ, სადაც ალაზანი ბობოქრობს თავნება; თუშეთი-2007
Posted: 10 აგვ 2007, 11:07
თუშეთში წასვლა როგორ იგემებოდა, ამაზე სიტყვას არ გავაგრძელებ, რადგან შესაბამისი თემა არსებობს. არც რეპორტაჟს გთავაზობთ, რადგან ამას მოგვიანებით ფოტოების თანხლებით დათო შემოგთავაზებთ - ასე უფრო ეფექტურია. ამჯერად მცირე ექსკურსს გავაკეთებ ჩემეული შთაბეჭდილებებით - 5 დღე 5-მა კარაველმა დაუვიწყარ თუშურ ზღაპარში ვიცხოვრეთ! ჩემთვისაც კი უამრავი რამ აღმოჩნდა ახალი და ზღაპრული და დანარჩენი კარაველებისთვის მით უფრო დიდი ეფექტი იქნებოდა, რადგან ყველანი პირველდ იყვნენ. ეჰ-დათომ მეორე დღეს ასეთი რამ თქვა - ჯერ მხოლოდ მეორე დღეა, აქ ვარ, მაგრამ რაც ვნახე, იმითაც კი უკვე გავხდი თუშეთის ფანიო.
...მიკვირს, დიკლო-შენაქოსა და ომალო-დართლოს გვერდით რატომ არავინ ახსენებს დოჭუს...
ეს სოფელი რამდენჯერმე შორიდან - შუამთის გორიდან დამითვალიერებია; მის სილამაზეზე ბევრი რამეც გამეგონა, მაგრამ ახლოდან ნანახი სულ სხვაა, დროში გადმოტანილი და რეალურ ცხოვრებაში განივთებული თუშური ლეგენდა თავისი პირველყოფილ-არქაული იერით, სიპით ნაგებ-ნახური სახლებით თუ მათ შორის გამავალი ვიწრო ბილიკებით. სოფელი საკმაოდ მაღალი მთის წვერზე, იმდენად ვიწრო ადგილზეა გაშენებული, სიარულისას ფეხს ძლივს უქცევ ერთმანეთს. სამაგიეროდ, ულამაზესია...
არანაკლებ ლამაზია და მომხიბლავი კვავლო, სოფელ-მუზეუმად გამოცხადებული დართლოს თავზე, მთის კალთაზე გადაფენილი ვეება ნასოფლარი. ერთ ხაზზე განლაგებული დართლოსა და კვავლოს კოშკები ერთ მთლიან კომპლექსს ქმნის. სამწუხაროდ, კვავლოში სახლების უმეტესობა დანგრეულია, მაგრამ "ნაშთი ძველი დიდებისა" დღესაც აშკარად ეტყობა. ცხადია, ულამაზესია კვავლოს განთქმული კოშკი, რომელიც დღეს დაზიანებულია, მაგრამ დრო-ჟამის მსახვრალ ხელთან საბრძოლველად დართლოში არქიტექტორები დაგვხვდნენ, მათ შორის ერთი კახას მეგობარი იყო, მეორე - ჩვენი გოგი-გობე-ვან გოგის და. ისინი დართლოსა და კვავლოში კოშკებისა და სახლების აზომვით სამუშაოებს იწყებენ - სახელმწიფოს ამ სოფლების რესტავრაცია განუზრახავს. ნეტამც!!! ეს პროცესი დროშიც გაიწელება, თანხებიც ბევრი დასჭირდება, მაგრამ ნამდვილად ღირს! მათი აღდგენის შემდეგ ისტორია დღევანდელ რეალობაში გაცოცხლდება.
4 აგვისტოს, დილის 7 საათზე კახას მანქანით მე, ეჰ-დათო, კახა, მისი მეუღლე - ელისო და ნატალია გავემგზავრეთ
"იქ, სადაც გაზაფხული ივნისში იწყებს,
იქ,სადაც საჯიხვეს თოვლი არ სცილდება,
იქ, სადაც ალაზანი ბობოქრობს თავნება,
იქ, სადაც თუში კაცის წარსული იწყება".
ცოტა ძნელია იმის განსაზღვრა, რამდენი ხანი სჭირდება თბილისიდან ომალოში ასვლას, რადგან გზაში ბევრგან შევჩერდით სურათების გადასაღებად. თანაც, წინა ღამის წვიმას გზებიც ჩამოეშალა, ძირითადად აბანოს უღელტეხილის მიდამოებში, და ბევრგან მანქანიდან გადმოვდიოდით. საღამოს 5 საათისთვის ომალოში ვიყავით და იმავე ღამეს კესელოს ციხეებიც მოვინახულეთ.
მთლიანობაში რა ვნახეთ...
1). ჩაღმა თუშეთში - ჭალა, ომალო თავის კესელოებით და მუზეუმით, დიკლო, შენაქო, ქუმელაურთა, უძიროს ტბა. გზიდან შევათვალიერეთ ხისო, შტროლთა, ჩიგლაურთა, ხახაბო, ჟველურთა. ცოკალთა.
2). გომეწარში - თუშის სოფელი ბოჭორნა (თუშები ბოჭორმასაც ეძახიან), დოჭუ, ბეღელა, ალისგორი, ჯვარბოსელი, ვერხოვანი... გზიდან დავინახეთ გოგრულთა, ბუხურთა, ილიურთა, კოკლათა, ვეძისხევი და ნაყაიჩოს მთა.
3). პირიქითში - დართლო, დანო - ლელა და ეთერ თათარაიძეების სოფელი, კვავლო.
P.S. გაგრძელება ცოტა ხანში.