Page 2 of 12

იქ, სადაც ალაზანი ბობოქრობს თავნება; თუშეთი-2007

Posted: 11 აგვ 2007, 14:53
by Eh_Dato
დაბინავებით დავბინავდით ძველ ომალოში, კესელოს კოშკების პირდაპირ.
აქ აღმოვაჩინეთ, რომ ექსპედიციის ზოგიერთ წევრს (გვარს არ დავასახელებ) :wink: ფრიად და ფრიად უცნაური ნივთები წამოეღო. :lol:

Image

P.S. გამოვტყდები და ამ სკამში ზოგჯერ მეც ვჯდებოდი ხოლმე უჩუმრად. :oops:

იქ, სადაც ალაზანი ბობოქრობს თავნება; თუშეთი-2007

Posted: 11 აგვ 2007, 14:55
by Eh_Dato
დაღლილები კი ვიკავით. თან უკვე ბინდდებოდა.
მაგრამ კესალოს კოშკებზე მაინც ავედით, საიდანაც ასეთი ხედი ჩანდა.

Image

იქიდან ჩამოსულებმა მსუბუქად ვივახშმეთ და დავიძინეთ.
რა ვიცოდით თუ მეორე დღე ასეთი გათენდებოდა.

Image

იქ, სადაც ალაზანი ბობოქრობს თავნება; თუშეთი-2007

Posted: 11 აგვ 2007, 16:43
by guruli
თუშეთში წამსვლელებისთვის ერთ განმარტებას გავაკეთებ გზასთან დაკავშირებით. ნუ, თელავში ჩადიხართ ყველა ვარიანტში - ვერანაირად ვერ გადაახტებით, მაგრამ იქიდან ქვემო ალვანში მიდიხართ არა ახმეტის, არამედ ალავერდის გზით - ასე უფრო მოკლეა. ალაზანზე ხიდს გადახვალთ და სწორი ქუჩით შედიხართ ალვანში, რომელიც პირდაპირ სოფლის ცენტრში გაგიყვანთ. იქ უხვევთ მარჯვნივ და მიდიხართ ლალისყურში, რომელსაც მოსდევს სოფელი ფშაველი. აი, მაგ ფშაველში უნდა იკითხოთ ლეჩურის გადასახვევი, თორემ ჩვენსავით თუ შეგეშალათ, გავაზის ველზე გაისეირნებთ. :lol: ფშაველიდან ლეჩურამდე 7 კილომეტრია და ეგაა ომალოს გზაზე ბოლო სოფელი.

იქ, სადაც ალაზანი ბობოქრობს თავნება; თუშეთი-2007

Posted: 11 აგვ 2007, 17:43
by Eh_Dato
მეორე დღე

დავბანაკდით ძველ ომალოში, კესალოს კოშკები თავზე დაგვყურებდა.
ღამე დაგვაწვიმა.
დიდხანს არ მოდიოდა, მაგრამ თავსხმა იყო.
მე რამდენჯერმე გამეღვიძა და 3 საათზე კარვიდანაც გამოვძვერი, მაგრამ ისეთი ნისლი იყო, გვერდით მდგომი კარვებიც კი კი არ ჩანდა, თუმცა მთვარე კაშკაშებდა და ნათელი იდგა.
ამ დღიდან ჩემი ორგანიზმი გადავიდა ბუნებრივი ძილ-ღვიძილის მდგომარეობაში - 6 საათზე უკვე გამოვძვერით კარვიდან და მახლობელ სერზე ავედით.
გარშემო ნისლები დადიოდა და პეიზაჟი ყოველწუთს იცვლებოდა.

Image

Image

დაახლოებით 9 საათზე ნისლი გაიფანტა და კესალოს კოშკებიც ასე გამოჩნდა.

Image

იქ, სადაც ალაზანი ბობოქრობს თავნება; თუშეთი-2007

Posted: 11 აგვ 2007, 17:55
by paata_
აუ რა სილამაზეა

იქ, სადაც ალაზანი ბობოქრობს თავნება; თუშეთი-2007

Posted: 11 აგვ 2007, 19:00
by bellge
სიტყვები არ მყოფნოს.....

იქ, სადაც ალაზანი ბობოქრობს თავნება; თუშეთი-2007

Posted: 11 აგვ 2007, 21:53
by doroTea
ულამაზესი ხედებია...
კესალოს კოშკები და მისი მიდამოები ზღაპარია :)

ნატალიააა! გმირი გოგო ხარ, რომ წახვედი!!! :rolleyes:

გურულო, მადლობა მოგზაურობის დეტალური აღწერისთვის :)

იქ, სადაც ალაზანი ბობოქრობს თავნება; თუშეთი-2007

Posted: 11 აგვ 2007, 22:10
by natalia
doroTea
ეს ადმინის საჩუქარია რომ მე იქ მოვხვდი.:)

იქ, სადაც ალაზანი ბობოქრობს თავნება; თუშეთი-2007

Posted: 11 აგვ 2007, 22:17
by tama
ზღაპარი ადგილებია.
კეთილი შურით მშურს :twisted:

იქ, სადაც ალაზანი ბობოქრობს თავნება; თუშეთი-2007

Posted: 11 აგვ 2007, 23:00
by Mrs. Robinson
თუშეთი - ოცნება!!!
ულამაზესია!!!

იქ, სადაც ალაზანი ბობოქრობს თავნება; თუშეთი-2007

Posted: 13 აგვ 2007, 15:44
by Eh_Dato
პირველი დღე დიკლო-შენაქოს მივუძღვენით.
შენაქო ომალოდან შორსა არაა, მაგრამ სამანქანო გზა ატრაქციონ "ამერიკული მთის" ნაირსახეობაა.
ჯერ ქვემოთ-ქვემოთ ჩადიხარ ხევში, მერე - ისევ ზემოთ ამოდიხარ.
ხევიდან ამოსულებმა რამდენიმე ტყიან ფერდობს შემოვუარეთ და შენაქოს ბოსლები გამოჩნდა. სიტყვა "ბოსლები" არანაირად არ შეეფერება იმ სილამაზეს, რაც ჩვენ დავინახეთ.

Image

კიდევ 50 მეტრი და უკვე შენაქოც დავინახეთ.

Image

იქ, სადაც ალაზანი ბობოქრობს თავნება; თუშეთი-2007

Posted: 13 აგვ 2007, 15:52
by Eh_Dato
შენაქოშია ცნობილი ეკლესია, რომელსაც ახლახანს ჩაუტარდა რესტავრაცია.

Image

Image

იქ, სადაც ალაზანი ბობოქრობს თავნება; თუშეთი-2007

Posted: 13 აგვ 2007, 16:11
by Eh_Dato
დიკლოში გვქონდა პირველი უშუალო ურთიერთობა თუშებთან და ის სითბო და მოწიწება სტუმრისადმი, რაც მაშინ ვიგრძენით, მთელი ჩვენი იქ ყიფნის მანძილზე არათუ გამინელდა, არამედ გაიზარდა და გაიზარდა.
სიტყვით არ უთქამთ, მაგრამ თავისი ულამაზესი სამშობლო ხომ უყვართ და ეამაყებათ. ისიც სიამოვნებთ, სტუმარი კაცი - განურჩევლად იმისა ქართველია თუ არაქართველი, ამოდენა მძიმე გზას რომ გამოივლის და მათთან ამოვა ამ მშვენების სანახავად.
რა თქმა უნდა, იქაც ხდება ხოლმე წვრილმანი უსიამოვნებები, მაგრამ ხაზგასმით ვიტყვი - თუში უმრავლეს შემთხვევაში არა თუშის, არამედ მართალის მხარეზე დადგება, ყოველთვის გამოჩნდებიან ქალები ან ხნიერი ხალხი, რომლებიც შუაში ჩადგებიან და მოსულს გაარიდებენ იქაურობას.
შეიძლება ვინმე შემედავოს - სვანებმაც და მოხევეებმაც იციან სტუმრისადმი დახვედრა, მაგრამ თავისებურად.
მე დავათანხმები.
:wink:
ეს ფოტოები შენაქოში გადავიღე.

Image

Image

Image

Image

იქ, სადაც ალაზანი ბობოქრობს თავნება; თუშეთი-2007

Posted: 13 აგვ 2007, 16:14
by Eh_Dato
ესეც შენაქოშია გადაღებული.

Image
ეს კი დიკლოში.

Image

იქ, სადაც ალაზანი ბობოქრობს თავნება; თუშეთი-2007

Posted: 13 აგვ 2007, 16:26
by Druides
aba bicho colis gadamkide mag adgilebis naxva rodis shemedzleba :D


ara es ise xumrobit torem me da chemi colic kaco yovel sagamos karavze vart :)))) mara mtlad yvelafers ver gadautargmni da ver mouyvebi am situacias :)))))))))