იქ, სადაც ალაზანი ბობოქრობს თავნება; თუშეთი-2007
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
იქ, სადაც ალაზანი ბობოქრობს თავნება; თუშეთი-2007
შენაქოს მერე დიკლოა, სადაც სახელგანთქმული ციხის ნანგრევებია და საიდანაც უკვე დაღესტნის საზღვარი იწყება.
გზიდან შენაქო ასე დავინახეთ.
მალე დავინახეთ ციხე და ზედ აღმართული ქართული დროშა.
ციხეზე კი გულიანი მესაზღვრე ირალი აგვიძღვა. ბოლომდე ჩვენთან იყო, თუმცა კი რაციით განუცყვეტლივ ატყობინებდნენ, რომ ფეხბურთის სათამაშოდ ელოდნენ დიკლოში.
ესეც სოფელი დიკლოა, ციხიდან დანახული.

Last edited by Eh_Dato on 13 აგვ 2007, 18:34, edited 2 times in total.
იქ, სადაც ალაზანი ბობოქრობს თავნება; თუშეთი-2007
ჰო, კაცო, სულ დამავიწყდა.
ჩვენც იქ ვიყავით...
ეს ფოტო ჩვენი მასპინძლის ყანპეტას სასტუმრის ეზოში გადავიღეთ ქრთული წარმოშობის ფრანგ სტუმრებთან ერთად, რომლებმაც წინა დღეს დართლო მოინახულეს. მარცხნივ ქალბატონი ირინე გედევანიშვილია.
ეს კი დიკლოს ციხეზე ავდივვართ.
ზემოთ, სულ პირველი ნატალიაა.
ბენდენიანი, ელისოს რომ ეხმარება, მესაზღვრე ირაკლია.

Last edited by Eh_Dato on 13 აგვ 2007, 18:23, edited 3 times in total.
იქ, სადაც ალაზანი ბობოქრობს თავნება; თუშეთი-2007
დიიიიდი მადლობაა... ძალიან მაგარიააა :)
იქ, სადაც ალაზანი ბობოქრობს თავნება; თუშეთი-2007
Eh_Dato
უუუფ, გაიხარე!

ესენი კი ბედნირი კალიფორნიელი ვიეტნამელები არიან. დიკლოს ციხეზე მიდიოდნენ ორ უჟმურ ებრაელთან ერთად, რომლებიც არ გადავიღე. ისე ტურისტების განწყობაზე ზოგადად ისიც მეტყველებდა, რომ ყველა ვიღიმოდით, აპარატებს ვაწკაპუნებდით და ხელს ვუქნევდით ერთმანეთს.
ეს ნიშები კი დიკლოც ციხის სიახლოვეს ვნახეთ. 17 და 18 წლის ლეკი ახალგაზრდებისაა. მითხრეს - მეხი დაეცათ და დაიღუპნენო. თუმცა 1992 წელს, იმ არეულობის პერიოდში, როგორ ან რატომ მოხვდნენ აქ, ვერავინ მითხრა.
(გაგრძელება იქნება)
ეს ნიშები კი დიკლოც ციხის სიახლოვეს ვნახეთ. 17 და 18 წლის ლეკი ახალგაზრდებისაა. მითხრეს - მეხი დაეცათ და დაიღუპნენო. თუმცა 1992 წელს, იმ არეულობის პერიოდში, როგორ ან რატომ მოხვდნენ აქ, ვერავინ მითხრა.
(გაგრძელება იქნება)
იქ, სადაც ალაზანი ბობოქრობს თავნება; თუშეთი-2007
Eh_Dato
გაიხარე!! ძალიან კარგი ფოტოებია!!
ამ სურათის ნახვა გამეხარდა განსაკუთრებით!!!
შენაქოს პირდაპირ 3 სახლი რომ დგას, იქ ნაძვნარში ვცხოვრობდით კარვებში, ის 3 სახლი არ იყო. შენაქოს ეკლესიის შემდეგ აქეთ მარცხნივ რომ ნაძვი დგას ბორცვზე, ეგ ნაძვი მიყვარს!! დიკლოს გზიდან ძალიან ლამაზად ჩანს. მაინტერესებდა კიდევ იყო თუ არა. ჭა გზის ქვემოთ ორ თვალიანი სახლი რომ დგას, დაახლოებით იმასთან იყო, ძალიან ცივი წყალი იყო

მართლაც რომ ზღაპარში...
Eh_Dato,
გაიხარე!
დიდი მადლობა.
Eh_Dato,
გაიხარე!
დიდი მადლობა.
იქ, სადაც ალაზანი ბობოქრობს თავნება; თუშეთი-2007
მესამე დღე
მეორე ღამეს ყანპეტას სასტუმროს უკან გავშალეთ კარავი.
გვეძინა კარგად, რადგან წვიმას აღარ შევუწუხებივართ.
ეს დღე გომეწრის ხეობას მივუძღვენით.
თავიდან კინაღამ გზა დაგვებნა, მაგრამ ინტუიციით სწორად წავედით.
მაგრამ რომ დაგვბნეოდა კიდეც - არაფერი - დართლოში ჩავიდოდით.
კემოთ კესალოს კოშკები ასე მოჩანდა.

გომეწრის ხეობაში პირველი სოფელი ბოჭორმა შეგვხვდა, სადაც ჩვენი საიტის წევრი თუში ცხოვრობს. ზემოთ მარცხნიდან მეორე სახლი ლამაზი აივნებით მისია.
იქ, სადაც ალაზანი ბობოქრობს თავნება; თუშეთი-2007
შემდეგ კი იყო სრული მოულოდნელობა და თუშეტის ერთ-ერთი დიდი შთაბეჭდილება დოჭუ.
დოჭუ ჩემდა სამარცხვინოდ საერთოდ არც მქონდა გაგებული.
გზიდან ქვემოთ დავინახეთ ნახევარკუნძულივით ბორცვზე შეფენილი.
სოფლის ერთადერთი პატარა ქუჩა ამ ბორცვის ტხემზე გადის.

Last edited by Eh_Dato on 14 აგვ 2007, 15:34, edited 2 times in total.
იქ, სადაც ალაზანი ბობოქრობს თავნება; თუშეთი-2007
ესეც დოჭუა.
იქ, სადაც ალაზანი ბობოქრობს თავნება; თუშეთი-2007
აქ კიდევ ერთ პატარა გადახვევას გავაკეთებ.
თუშების საცხოვრისი ოდითგან კოშკები იყო, როგორც სვანებისა და ხევსურებისთვის.
მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან, როცა შამილი დაამარცხეს და ლეკთა გამანადგურებელი თარეშიც შეწყდა, თუშებმა დროის შესაბამისად ახალი საცხოვრისების შენება დაიწყეს.
კოშკებიც დაიტოვეს, მაგრამ უმრავლესობამ ხის აივნიანი ფიქლის სახლი აიშენა.
ახლაც ნელ-ნელა იცვლება თუშეთის ყოფა - მთელი თუშეთი დაცულ ტერიტორიად გამოცხადდა და სასტუმროების ბუმი დაიწყო.
შორიდან მოტანილი ფიქლით აშენებენ ახალ სახლებს და ბარიდან ამოტანილი ხით უკეთებენ აივნებს.
სწავლობენ ტურიზმის ანა-ბანასაც.
ცდილობენ დროის დინებასაც აუწყონ ფეხი, მაგრამ არც თავისი ცხოვრების წესი დაკარგონ.
ძალიან ძნელია აქ ოქროს შუალედი მოძებნო.
მაგრამ აქ მთავარი მაინც არდათმობის, არგაჩერების, ძიების და შრომის პროცესი მგონია.
ესენი კი თუშებს არ აკლიათ.
ჩვენ როცა ვესაუბრებოდით ამ თემაზე, დიდი ყურადღებით გვისმენდნენ და არც თავიანთ შეხედულებებს გვზარდებოდნენ.
აქ როგორ გინდა, რომ მიხეილ ჯავახიშვილის "თეთრი საყელო" არ გაიხსენო.
ეს სურათიც ერთ-ერთი აღდგენილ-მშენებარე სასტუმროს აივანზეა გადაღებული.

ზვიო მოხიბლულია!