
თრუსო რომ ლამაზი იყო გაგონილი მქონდა მაგრამ ნანახმა ყველანაერ მოლოდინს გადააჭარბა, თრუსოს ხეობა ნამდვილად ერთერთი უმშვენიერესთაგანია საქართველოში არსებულ ხეობათა შორის.
მისასვლელად ადვილია, რომ გადაივლით ჯვრის უღელტეხილზე კობის მონაკვეთს მარცხნივ არის გადასახვევი, შეუყვებით ამ გადასხვევს და შემდეგ მარცხნივ აუხვევთ (ახალი გზაა), ძველი გზა გაუქმებულია, გადაივლით მთას და დაიწყებთ დაშვებას, თქვენს წინაშე უმშვენიერესი ხედი გადაიშლება, შემდეგ კი შეუყვებით ხეობას, გზა ბოლომდე მიდის თერგზე ხიდები აღდგენილია, მხოლოდ 2 ხიდიანით უნდა წახვიდეთ, მთლიანობაში გზა რთული არ არის, თუმცა არის რამდენიმე მონაკვეთი სადაც გამოუცდელ მძღოლს გაუჭირდება გადასვლა. გადასახვევიდან ხეობის ბოლომდე 15 კმ-ია.
რამდენიმე მშვენიერი ფოტოთი დავიწყებ და მერე დანარჩენი.