Page 1 of 1

მანავის მწვანე კიარადა ციხე

Posted: 01 აგვ 2007, 16:52
by qvevri
ბატონებო გუშინ ვიყავი მანავის ციხეში. აქამდე ნამყოფი არ ვიყავი და ძალიან მაინტერესებდა. ავედი ნივით, მარა ისეთი გზა იყო მოსაბრუნებელი რომ მენახა მოვბრუნდებოდი. მოკლეთ ძლივს ავედი და... რას ვხედავ: მიდის არქეოლოგიური სამუშაოები თანაც ქვემოდან თითქოს მარტო ნანგრევები მოსჩანს მაგრამ გარწმუნებთ (ვინც ჯერ არ ყოფილა) ბევრი რამეა სანახავი, მაგალითად თავად გათხრები, სამი ეკლესია ციხის ეზოში და რა თქმა უნდა ციხიდან გადმოსახედი, რომელიც დაჰყურებს პირდაპირ მანავის ზვრებს. გირჩევთ ახვიდეთ ან ფეხით ან ფეხებით ან კიდებ რაიმე ჯიპისმაგვარით. კარველები რა თქმა უნდა ნამყოფები იქნებით მარა რა იცი რა ხდება.......
ისე მანავის ციხე ხომ ძალიან მომეწონა, მაგრამ მანავის მწვანეც ძალიან მომწონს. განსაკუთრებით თუ ღვინო მეორე წელშია. :wink: ეხლა კი ორიოდე სურათი. Image

მანავის მწვანე კიარადა ციხე

Posted: 01 აგვ 2007, 16:58
by Kakha
qvevri
მაგ ციხეს სულ გზიდან ვუყურებ, მაგრამ ყოველთვის მეჩქარება და ვერაფრით მოვახერხე ასვლა. ისე ნივას თუ გაუჭირდა ასლვლა რა იყო ამისთანა - ნამეტანი დაკიდებული აღმათი თუ დახევებული იყო გზა?

და კიდევ გათხრები მიდის თუ გათხრებს აწარმოებენ როგორც მოსამზადებელ სამუშაოს ციხის გამაგრება რესტავრაციისათვის?

მანავის მწვანე კიარადა ციხე

Posted: 01 აგვ 2007, 17:14
by qvevri
გათხრები. აღმოჩენილია ქვევრები და თონეები
Image

მანავის მწვანე კიარადა ციხე

Posted: 01 აგვ 2007, 17:17
by qvevri
Kakha wrote:qvevri
მაგ ციხეს სულ გზიდან ვუყურებ, მაგრამ ყოველთვის მეჩქარება და ვერაფრით მოვახერხე ასვლა. ისე ნივას თუ გაუჭირდა ასლვლა რა იყო ამისთანა - ნამეტანი დაკიდებული აღმათი თუ დახევებული იყო გზა?

და კიდევ გათხრები მიდის თუ გათხრებს აწარმოებენ როგორც მოსამზადებელ სამუშაოს ციხის გამაგრება რესტავრაციისათვის?
არის სამი ასასვლელი, მე რატომღაც ყველაზე რთულით ავედი(ფაქტიურად ძროხების ბილიკი იყო) რაც შეეხება გათხრებს მე მგონო უფრო აღდგენითი სამუშაოების წინა სამუშაო გათხრებია ანუ ცოტა ხანში დაიწყება აღდგენა.

მანავის მწვანე კიარადა ციხე

Posted: 02 აგვ 2007, 11:59
by qvevri
Image
ციხეში არსებული ეკლესიები. მარჯვენს აქვს ქვედა სართულივით მსგავსი რაღაც, რაც როგორც მითხრეს წყლის რეზერვუარი ყოფილა. ჩაეტევა დაახლ. 15-20 ტონა წყალი.

მანავის მწვანე კიარადა ციხე

Posted: 02 აგვ 2007, 12:05
by qvevri
Image
ხედი ქვემოდან.

მანავის მწვანე კიარადა ციხე

Posted: 02 აგვ 2007, 12:26
by GOGONA
qvevri wrote:
Kakha wrote:qvevri

]
არის სამი ასასვლელი, მე რატომღაც ყველაზე რთულით ავედი(ფაქტიურად ძროხების ბილიკი იყო) რაც შეეხება გათხრებს მე მგონო უფრო აღდგენითი სამუშაოების წინა სამუშაო გათხრებია ანუ ცოტა ხანში დაიწყება აღდგენა.

მაგარია :wink:
...და დანარჩენ ორ ასასვლელზე რა იცი? :roll:

მანავის მწვანე კიარადა ციხე

Posted: 02 აგვ 2007, 12:27
by GOGONA
არქეოლოგები ალბათ უფრო ლაითი გზით ადიან, არააა??? :roll:

მანავის მწვანე კიარადა ციხე

Posted: 02 აგვ 2007, 12:50
by qvevri
GOGONA wrote:არქეოლოგები ალბათ უფრო ლაითი გზით ადიან, არააა??? :roll:
მეორე ასასვლელი იქვეა რომელიც გადის შუა სოფელზე, ხოლო მესამე შემოვლითია და ციხეს უკნიდან უვლის, ადგილობრივები მიგასწავლიან, მაგრამ ახალგაზრდობას მაინცდამაინც ნუ ენდობით.

მანავის მწვანე კიარადა ციხე

Posted: 02 აგვ 2007, 12:54
by qvevri
Image
ამგვარი ქვებითაა აშენებული ციხის ერთერთი ტაძარი

მანავის მწვანე კიარადა ციხე

Posted: 02 აგვ 2007, 13:47
by Makena
qvevri

ხედები როგორია ზემოდან? ეკლესიებში ფრესკები ხომ არ არის შემორჩენილი?

მანავის მწვანე კიარადა ციხე

Posted: 02 აგვ 2007, 16:09
by qvevri
Makena wrote:qvevri

ხედები როგორია ზემოდან? ეკლესიებში ფრესკები ხომ არ არის შემორჩენილი?
ხედები ძალიან მაგარია, სამწუხაროდ ეკლესიებში ფრესკები აღარ არის შემორჩენილი. მაგრამ მაინც ბევრი რამეა სანახავი.
Image

მანავის მწვანე კიარადა ციხე

Posted: 02 აგვ 2007, 16:42
by guruli
qvevri - ყველაფერი კარგია და დიდი მადლობა ფოტო-თხრობა რეპორტაჟისთვის, მაგრამ რომ ჩამოხვალ და მერე გვეუბნები, ვიყავიო, ერთი წასვლამდეც გვითხარი, მივდივარ და ხომ არ წამოხვალთო. :lol: ცხადია, თუ მივლინებებით და სამსახურეობრივი მოვალეობებით არ დადიხარ.
Makena - ვერ მოდიხარ თუშეთში?

მანავის მწვანე კიარადა ციხე

Posted: 02 აგვ 2007, 22:06
by Makena
guruli wrote:qvevri - ყველაფერი კარგია და დიდი მადლობა ფოტო-თხრობა რეპორტაჟისთვის, მაგრამ რომ ჩამოხვალ და მერე გვეუბნები, ვიყავიო, ერთი წასვლამდეც გვითხარი, მივდივარ და ხომ არ წამოხვალთო. :lol: ცხადია, თუ მივლინებებით და სამსახურეობრივი მოვალეობებით არ დადიხარ.
Makena - ვერ მოდიხარ თუშეთში?
guruli
თუშეთში ვერ მოვდივარ, მაგრამ გურიაში მივდივარ და შეიძლება ბახმაროშიც მომიწიოს ასვლა :D