Page 1 of 8

არხოტოო, სამშობლოო!!! 23.07 - 31.07.2007

Posted: 01 აგვ 2007, 16:21
by Gvalva
გუშინ ჩამოვედით, დაახლოებით 7-8 საათზე...

ვიცი რომ ელოდებით მარა როგორ მოვყვე, რით დავიწყო არ ვიცი...

ზურა ნ., არხოტი, არხოტიონები!!! ძალიან მაგარი იყო ყველაფერი!! დაუვიწყარი!!!

ფოტოები ბევრი არ არის, ვერც გადავიღებდი, ყველაფერი ისეთი დიადი იყო და ისე ახლოს იყო, როგორ უნდა გადამეღო არც ვიცოდი... პირველ დღესვე, როშკაში, აკუმულატორების დასამუხტი (გობესი :oops: ) გადაიწვა ეტყობა და იმის შემდეგ აკუმულატორებს მზეზე ვაფიცხებდით და ისე ვიღებდით თითო-თითო კადრს, ბევრი მსჯელობის შემდეგ, ეს გადაგვეღო თუ არა...

არხოტოო, სამშობლოო!!! 23.07 - 31.07.2007

Posted: 01 აგვ 2007, 16:22
by lama
Gvalva
ხევსურეთში იყავით :(

არხოტოო, სამშობლოო!!! 23.07 - 31.07.2007

Posted: 01 აგვ 2007, 16:27
by Ninukala
Gvalva
რა მაგარია.... ერთი სული მაქვს ვნახო სურათები.... :)

არხოტოო, სამშობლოო!!! 23.07 - 31.07.2007

Posted: 01 აგვ 2007, 17:02
by zura N.
აბა როგორ ხართ კარაველებო? :)
ჩამოვედით,
ყველაფერი ულამაზესი და უმშვენიერესი იყო! მე ასეთი ადგილები ჯერ არ მინახია.. არა არხოტი კი მქონდა ნანახი, მაგრამ საზღვრისკენ დაბლა არა...არა ის რაც წელს ვნახე საერთოდ უმაგრესი იყო, გვალავას ასეთი თვალები და სახე ჯერ არ მინახია, სულ იქეთ აქეთ ვიყურებოდით. გარშემო იმ სიმაღლე მთები იყო რომ წვერები რომ დაგენახა თავდაყირა უნდა დამდგარიყო კაცი.. უმაგრესი იყოოო!!! ცოტა ხანში სურათებიც იქნება :) :wink:

არხოტოო, სამშობლოო!!! 23.07 - 31.07.2007

Posted: 01 აგვ 2007, 17:05
by Gvalva
კაი, მივყვები სქემის მიხედვით, იქნებ ამან მიშველოს:

23 ივლისს გავედით და 31 ივლისს ჩამოვედით.

კორშამდე მივედით ჩემი მანქანით, მე, ზურა ნ. და გაბო(არხოტიონი, ზურა ნ.-ის დად-ნაფიცის ძმა), მერე ბილიკით ავედით როშკაში, უკვე დაღამებული იყო გაბოს ახლობლების ოჯახს რომ მივადექით, მასპინძელს ეძინა რადგან იმ დღეს ათენგენობა იყო სოფელში, საკლავი დაეკლა, ლუდი მოეხარშა და უკვე ისვენებდა... გავაღვიძეთ, ისევ სუფრას მივუსხედით... ხევსურული დიალექტი არც ისე ძნელი გასაგებია, 2-3 საათის შემდეგ ყველაფერს ვიგებდი :)

ხევსურული ლუდის, არყის, ადათ-წესების და ისტორიების გარდა, ჩვენთვის, კარაველებისთვის საინტერესო კიდევ ის გამოდგა რომ მასპინძელმა თვითონ ახსენა "რაღაცა, პოეზიის საღამო იყო თუ რა იყო ვერ გავიგეო..." ყურები ვცქვიტეთ მე და ზურამ, მართლაც 26-ის საღამოზე ლაპარაკობდა, ძალიან კარგი იყოო, მარა, რა ოყი და რისთვის იყო ვერ გავიგეო... მომავალი წლისთვის რაღაც იდეები თქვა და კიდევ შეგეხმიანებითო...

გაგრძელება იქნება

არხოტოო, სამშობლოო!!! 23.07 - 31.07.2007

Posted: 02 აგვ 2007, 12:32
by GOGONA
Gvalva
zura N.
კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება მაგრებოოოოოო :P :P :P Image

აბა მოჰყეთ ეხლა, ჰეე... Image

არხოტოო, სამშობლოო!!! 23.07 - 31.07.2007

Posted: 02 აგვ 2007, 13:50
by guruli
არხოტიონნო, სულ ეს იყო? :cry: :cry:
zura N. - წლეულს რაღა, მარა გაისად წამიყვან მაგ ულამაზესა ადგილებში. მაგრამ რამდენი რამე მინდა გაისად - ტაო-კლარჯეთი; სვანეთი; მწვანე ტბა აჭარაში; ტობავორჩხილი სამეგრელოში; სუმელას მონასტერი ტაბზონში... ეჰ. :cry: :cry:
P.S. ზურა, შენი ტელეფონი დამი-PM-ე რა! რაღაც მაინტერესებს იქაურობაზე.

არხოტოო, სამშობლოო!!! 23.07 - 31.07.2007

Posted: 02 აგვ 2007, 15:53
by Mrs. Robinson
Gvalva
zura N.
მაგრებო!
ზუსტად მაშინ, რომ ბრუნდებოდით, არხოტიონის ყმებთან აღმოვჩნდი! გაიხარეს თქვენი იქ წასვლის შესახებ რომ ვთქვი, გამომკითხეს, არადა არ ვიცოდი სად იყავით, ვისთან და როგორ.......
აბა ვის რა გული მოუთმენდა, ეგრევე თქვენი სადღეგრძელო დაილია არხოტიდან ჩამოტანილი ულამაზესი არჩვის ყანწებით! (მედ დავლიე მასეთი ყანწიდან პირველად! :D )

გაიხარეთ!
ღმერთიმც შეგეწევით სუყოველგან!

არხოტოო, სამშობლოო!!! 23.07 - 31.07.2007

Posted: 04 აგვ 2007, 01:21
by zura N.
Mrs. Robinson wrote:Gvalva
zura N.
მაგრებო!
ზუსტად მაშინ, რომ ბრუნდებოდით, არხოტიონის ყმებთან აღმოვჩნდი! გაიხარეს თქვენი იქ წასვლის შესახებ რომ ვთქვი, გამომკითხეს, არადა არ ვიცოდი სად იყავით, ვისთან და როგორ.......
აბა ვის რა გული მოუთმენდა, ეგრევე თქვენი სადღეგრძელო დაილია არხოტიდან ჩამოტანილი ულამაზესი არჩვის ყანწებით! (მედ დავლიე მასეთი ყანწიდან პირველად! :D )

გაიხარეთ!
ღმერთიმც შეგეწევით სუყოველგან!
გაიხარე! ვინ ნახე ვისთან იყავი არ გვეტყვი? ვინ იყვნენ ის არხოტივნები? :roll: :wink:

არხოტოო, სამშობლოო!!! 23.07 - 31.07.2007

Posted: 04 აგვ 2007, 01:26
by zura N.
ხო ეხლა საქმეს შევუდგეთ, ესეც რუკა
Image
Shot at 2007-08-03

Image
Shot at 2007-08-03
გზის ის მონაკვეთი რომელიც ვერ გავიარეთ რთული აღმოჩნდა მდინარის ადიდების გამო :( , ხოლო რაც შეეხება როშკა-არხოტის გზას ძალიან კარგი ბილიკი მიდის, თუმცა მანძილი საკმაოდ დიდია არხოტამდე.

არხოტოო, სამშობლოო!!! 23.07 - 31.07.2007

Posted: 04 აგვ 2007, 01:39
by zura N.
მაშ ასე, როგორც ლელამ თქვა 23 ღამე როშკაში გავათიეთ. ესეც ჩვენი მასპინძლები: ბადა და ოთარი წიკლაურები. სანთლის გაკეთება :)
Image
Shot with hp photosmart 735 at 2007-08-03

და ძროხების წველის პროცესი.
Image
Shot with hp photosmart 735 at 2007-08-03

არხოტოო, სამშობლოო!!! 23.07 - 31.07.2007

Posted: 04 აგვ 2007, 01:48
by zura N.
ესეც პატარა გუშაგი :)
Image
Shot with hp photosmart 735 at 2007-08-03

არხოტოო, სამშობლოო!!! 23.07 - 31.07.2007

Posted: 04 აგვ 2007, 07:45
by gobe
გაიხარეთ, გაიხარეთ!
აბა ველით დანარჩენ ინფორმაციასაც.



P.S. ნეტა რატომ არის ასე საშიში ის მონაკვეთი?
(არადა იმ საღამოს რაღაც უცნაური რამ მესიზმრა: ადამიანი, ადიდებული მდინარე, ყვირილის ხმა... :roll: )

არხოტოო, სამშობლოო!!! 23.07 - 31.07.2007

Posted: 04 აგვ 2007, 10:42
by caucasica
zura N.
:) ბადა=ბარადაგოგია?

არხოტოო, სამშობლოო!!! 23.07 - 31.07.2007

Posted: 04 აგვ 2007, 11:33
by Gvalva
gobe

:D :D

ყვირილის ხმა ნამდვილად დაგსიზმრებია ;)