არხოტოო, სამშობლოო!!! 23.07 - 31.07.2007

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
zura N.
იეტი
Posts: 2483
Joined: 16 მარ 2006, 02:17
Location: არხოტი
არხოტოო, სამშობლოო!!! 23.07 - 31.07.2007

Post by zura N. » 18 აგვ 2007, 00:05

ninia wrote:Gvalva
zura N

ეხლახანს მოვრჩი თქვენი ამბების კითხვას და ჯერაც შოკში ვარ. ნამდვილი გმირები ხართ, არარეალური რეალობად აქციეთ.
დიდება უფალს, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სასწაულები ნამდვილად არსებობს.
დიდი მადლობა ნინია მხარდაჭრეისთვის :)
Gvalva
მადლობა ღმერთს რომ უვნებელად გადარჩი, რამხელა ძალა შეგმატა.
ორივე საოცრად ძლიერები ყოფილხარ.
:lol:

Gvalva
ეს რომელი ეტაპია ლელა? :lol: :lol: :lol:
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...

User avatar
zura N.
იეტი
Posts: 2483
Joined: 16 მარ 2006, 02:17
Location: არხოტი
არხოტოო, სამშობლოო!!! 23.07 - 31.07.2007

Post by zura N. » 03 სექ 2007, 01:03

2 პანორამა ასას ხეობიდან :) :wink:

Image

Image
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...

User avatar
zura N.
იეტი
Posts: 2483
Joined: 16 მარ 2006, 02:17
Location: არხოტი
არხოტოო, სამშობლოო!!! 23.07 - 31.07.2007

Post by zura N. » 04 სექ 2007, 00:32

აბა უყურეთ და დატკბით არხოტის სილამაზით არხოტის მოყვარულებო! :!: :D :wink:

არხოტოოო!!! სიმღერა და სურათები ერთად! :!: :D :D :wink:

http://bin.ge/file/61882/arxoto.wmv.html
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
არხოტოო, სამშობლოო!!! 23.07 - 31.07.2007

Post by guruli » 04 სექ 2007, 12:18

zura N. - დიდი მადლობა, ზურა. უკვე გადავწერე და ვისიამოვნე. :D

User avatar
ninia
მაწანწალა
Posts: 326
Joined: 10 ივლ 2007, 02:18
არხოტოო, სამშობლოო!!! 23.07 - 31.07.2007

Post by ninia » 07 სექ 2007, 02:17

zura n
ყოჩაღ, კარგია, გუშინ ვუყურ-ვუსმინე და მომეწონა.

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
არხოტოო, სამშობლოო!!! 23.07 - 31.07.2007

Post by Archil » 27 ნოე 2007, 02:31

გვალვას ჩემთვის მოყოლილი ჰქონდა ეს ისტორია, და აღარ წამიკითხია, როდესაც ეს თემა იდებოდა, ინტერნეტისგან შორს ვიყავი და...

მარა ეხლა როდესაც ყველაზე ექსტრემალური მოლაშქრის შესარჩევ თემაში ბმულს გავყევი, მივხვდი რომ გვალვას ენით ნათქვამი და მის მიერ დაპოსტილი განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან.

არაგვის მიერ წაღებული მინახავს და დავდევნებივართ, გამოუთრევიათ (მაშინ პატარა ვიყავი) ბადეებით და ვიცი მაგი რას ნიშნავს. ცხოვრების ბოლომდე ემახსოვრება პატარა, მაგრამ გიჟმაჟი მდინარის ძალა და გემო გვალვას.

ამაზე ერთი გამახსენდა....

ცურვას ვსწავლობდი... პირველი გასვლა იყო გაშლილ ზღვაში...

აზვირთებული ზღვიდან ნაპირს მივადექი და ტალღა ნაპირთან არ მიშვებდა... ისედაც დაღლილმა, გამოუცდელმა ტალღა სწორედ ვერ შევარჩიე და...

კიდევ კარგი ნაპირთან ახლოს არ ვიყავი..... მაშინ უნდა გენახათ ცხვირით ქვიშის თხრა და ცოცხლად ჩაფლობ-ჩამარხვა... თუმცა ტალღამაც კარგა ხანი ჰაერზე არ ამომიშვა.... მაშინ ვნახე თუ რაა წყლის წყვდიადში ყოფნა, რაა სიცოცხლე და სიკვდილი, რა მცირედია და რა უაზროა ყველაფერი...

ტალღას ჩახვეული, უჩინარ სიღრმეში ჩაკარგული, ხელ-ფეხ მოფრთხიალე ისევ ზედაპირზე ამომაგდო ზღვამ....
ამ ქვეყანაზე წეროს კი არ მოვუყვანივარ, არამედ დელფინებმა მომიყვანეს.... ალბათ მაგიტომ ზღვის სტიქიის შვილი საქვესკნელოდ ვერ გაიმეტა ზღვამ...

წყლის ზედაპირზე ამოსულს უკვე ძალა გამოლეული მქონდა.. ზღვის სიღრმეში ჩემთან ერთად წამოსული, ხანში შესული, მაგრამ გამოცდილი მოცურავე უხმოდ მიყურებდა.. დაისვენეო.... რამოდენიმე დარიგება მომცა, როგორ გავსულიყავით, თვითონაც დამელოდა...

სულის მოთქმის, ძალ-ღონის მოკრების შემდეგ ისევ ნაპირისკენ დავიძარით. სხვა გზა არ იყო, ზღვაში რამდენ ხანს გაჩერდებოდი, დახმარებითაც არავინ შემოვიდოდა... ტალღაზე შეჯდომა, ხელფეხის მოსმა, ტალღის გაყოლა, ნაპირზე გასულს უკანმოუხედავი სირბილი აქოჩრებული ტალღების წინააღმდეგ და ბოლოს აქოშინებულის ნაპირზე დაგდება...

ერთი კი შევძელი და გადმოვბრუნდი, ზღვას გავხედე... თითქოს და არაფერი მომხდარიყოს და ისე განაგრძობდა ჩემს ფეხებთან ტალღების რახუნს..

იმის შემდეგ მე და შავ ზღვას ძმობა გვაქვს ნათქვამი
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
არხოტოო, სამშობლოო!!! 23.07 - 31.07.2007

Post by Bernar » 06 დეკ 2007, 20:04

Gvalva და Zura N, კარგად და გემრიელად მოგივლიათ და დაგითვალიერებიათ არხოტი, მაგრამ, ჩემი აზრით, ერთი უგემრიელესი ლუკმა მაინც არ გიგემიათ! :D :D :D
ეს უგემრიელესი ლუკმა კი ჭიმღაა!!!
(მე ერთერთი იმათგანი ვარ უკან დაბრუნდებისას ღელისვაკის ქვემოთ რომ შეხვდით 12 კაციან ჯგუფს. (სხვათა შორის იმ ჯგუფში Gvalva-მ ნაცნობიც აღმოაჩინა)).
ჩვენ თქვენსავით ტერღაზეც ვიყავით, ასას ხეობის ზედა ნაწილიც კარგად დავათვალიერეთ და კალოთანიდანაც გადავხედეთ პირაქეთა ხევსურეთს, მაგრამ ჭიმღამ მაინც წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა!
ჭიმღაში ერთადერთი კაცი, გიგლა ოჩიაური, ცხოვრობს. მისი სახლიდან კი ისეთი ლამაზი ხედი გადაიშალა რაც ალბათ ვერასოდეს ვერ დაიხატებოდა ჩემს წარმოვიდგენებში!
ეს არის კლდეების უზარმაზარი მასივი, რომელიც არხოტისთავისღელის უღელტეხილიდან იწყება, ასას და ჭიმღისწყლის შესართავამდე ჩამოდის და მერე ჭიმღისწყლის ხეობაში შებუღელეს უღელტახილამდე მიდის.
გიგლას სახლიდან ეს კლდეები ისე ჩანს გეგონება რომ ერთი ნახტომით იქ აღმოჩნდები! იმ კლდეების დამნახველს დავდრომილსაც მოუნდება თოფის აღება და იქ ჯიხვების დევნა!
ასე რომ ყველას მეგობრულად გირჩევთ, რომ არხოტში ჩასულები უკან ჭიმღის უნახავად ნუ დაბრუნდებით!

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
არხოტოო, სამშობლოო!!! 23.07 - 31.07.2007

Post by Gvalva » 06 დეკ 2007, 21:30

Bernar

როგორ გამეხარდა თქვენი ჯგუფის ამბის გაგება!!

იმ ჩემს ნაცნობს არ დაურეკავს, არადა როგორ ველოდებოდი, მაინტერესებდა როგორ მოიარეთ?

გახსენით ახალი თემა და თქვენი ნანახი არხოტი დაგვანახეთ რაა...

ჭიმღაზე მეც ძალიან გული მწყდებოდა, ახიელში რომ ვიყავით სულ იქეთ ვიყურებოდი, გასვლა-მოსვლას ვერ მოვასწრებ მეთქი ნეტავ, მარა დღეობა იყო და არ მოუხდება აქედან წასვლაო ...

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
არხოტოო, სამშობლოო!!! 23.07 - 31.07.2007

Post by Bernar » 06 დეკ 2007, 23:18

Gvalva, ახლო მომავალში აუცილებლად მოგიყვებით ჩვენი ლაშქრობის შესახებ. :)
ხოლო განწყობას რაც შეეხება თქვენსავით უზომოდ კმაყოფილები ჩამოვედით, მიუხედავად იმისა, რომ ორჯერ სეტყვაში მოვყევით და მეორე ჯერზე სულ ბოლომდე გავილუმპეთ და გავიყინეთ არხოტის ცივი წვიმით!
დაწვრილებით მალე იქნება! :)

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]