კაი, მივყვები სქემის მიხედვით, იქნებ ამან მიშველოს:
23 ივლისს გავედით და 31 ივლისს ჩამოვედით.
კორშამდე მივედით ჩემი მანქანით, მე, ზურა ნ. და გაბო(არხოტიონი, ზურა ნ.-ის დად-ნაფიცის ძმა), მერე ბილიკით ავედით როშკაში, უკვე დაღამებული იყო გაბოს ახლობლების ოჯახს რომ მივადექით, მასპინძელს ეძინა რადგან იმ დღეს ათენგენობა იყო სოფელში, საკლავი დაეკლა, ლუდი მოეხარშა და უკვე ისვენებდა... გავაღვიძეთ, ისევ სუფრას მივუსხედით... ხევსურული დიალექტი არც ისე ძნელი გასაგებია, 2-3 საათის შემდეგ ყველაფერს ვიგებდი
ხევსურული ლუდის, არყის, ადათ-წესების და ისტორიების გარდა, ჩვენთვის, კარაველებისთვის საინტერესო კიდევ ის გამოდგა რომ მასპინძელმა თვითონ ახსენა "რაღაცა, პოეზიის საღამო იყო თუ რა იყო ვერ გავიგეო..." ყურები ვცქვიტეთ მე და ზურამ, მართლაც 26-ის საღამოზე ლაპარაკობდა, ძალიან კარგი იყოო, მარა, რა ოყი და რისთვის იყო ვერ გავიგეო... მომავალი წლისთვის რაღაც იდეები თქვა და კიდევ შეგეხმიანებითო...
გაგრძელება იქნება