საქველმოქმედო აქცია ხევსურეთისთვის 14.07.07-15.07.07

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ფორუმი დახურულია
თემა დახურულია
Varvara
იეტი
Posts: 1279
Joined: 08 სექ 2006, 09:53
Location: თბილისი
საქველმოქმედო აქცია ხევსურეთისთვის 14.07.07-15.07.07

Post by Varvara » 16 ივლ 2007, 10:25

ძალიან გვაინტერესებს რეპორტაჟი. ძალიან გულშემატკივრობდით.

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
საქველმოქმედო აქცია ხევსურეთისთვის 14.07.07-15.07.07

Post by Gvalva » 16 ივლ 2007, 10:52

ყველაფერი ისე გამოვიდა, როგორც წასვლამდე ვგეგმავდით:

დილის 6-ზე შევიკრიბეთ სამთო ქიმიასთან, ყველა 6-ზე ვერ მოვიდა, ჭუნამ გაგვაცილა, გადასაცემი ტვირთი მოგვიტანა და სული და გულიც თან გაგვატანა :).
2 მარშუტკა ხალხი სანამ ჩავლაგდით... სანამ ჩავალაგეთ, თუ არ მეშლება 6.45 გავედით, ნავთის და ლუდის ძებანში ცოტა დრო დაგვეკარგა, ნავთი ჩვენთვის ლუდი სხვისთვის... არა, არა, პირიქით :)

თორმეტ საათზე დათვიჯვარზე ვიყავით... გეგმის მიხედვით, ორ ნაწილად უნდა გავოფილიყავით, ვინც ხევსურეთს პირველად იყო მარშუტკით კისტანში ავიდოდა, შატილს ნახავდა და მოცოს ძირას დაბანაკდებოდა... ვისაც ეს ყველაფერი ბოლო ხანებში ბევრჯერ ქონდა ნანახი ისინი ჭანჭახით ხახაბო-არდოტის გავლით ჩავიდოდნენ მუცოში...

გიორგი ბაგრატიონის CD-დან რუქას კავკასიკამ დაამატა ჩვენთვის საჭირო რამე-რუმეები
Image

უღელტეხილზე ნისლი და უარყოფით/პესიმისტური პროგნოზები იყო, არ წახვიდეთ, ნისლია, წვიმაა, შორია, ეხლა გვიანია და სხვა... თუ არა ზურა ნ. ჩვენც მარშუტკით წავიდოდით... ისიც უნდა ითქვას caucasica-მ ბევრი არ გვახვეწნინა, მისმა +-მა გიომ, თუ ვინმე წავა, მეც წამოვალო, სხვებს პროგნოზების და ჩვენი კონცენტრირებული სახის გამომეტყველების გამო წამოსვლის სურვილი აღარ გამოუთქვამთ...

წავედით ფეხით, caucasuca, Zura N., კავკასიკას + გიო, ზურა N. + ლალი, ზურა ნ. + ნინო, ჩემი + ნინო, პაატა და მე. სულ 8 ადამიანი.

ნისლი უღელტეხილზევე გაიფანტა და მას შემდეგ აღარ გვინახავს, ვიარეთ ფანტასტიურ ადგილებში, ფანტასტიურ ამინდში, კავკასიკასთან ერთად სიარული ძააააალიან კარგი ყოფილა!! თავიდან აღმართზე გამიჭირდა რადგან გაციებული ვიყავი და თითქოს ნახევარი ფილტვებით სუნთქავსო, სულს ვერ ვითქვამდი, მაგრამ ამან ჩვენი 10 საათიანი მოგზაურობის პირველი 15 წუთი გასტანა. კავკასიკამ მართლა მაგრად გამამხნევა!! და მალე მეც მეშველა.

უღEლტეხილზე ასვლა არც ისე რთული აღმოჩნდა, ზურა ნ.-მა მოირბინა რაც კი ახლო-მახლო მწვერვალ-ბორცვები იყო... ჩასასვლელიც განსაკუთრებული რთული არ იყო... უბრალოდ გაგვიმართლა რომ არ წვიმდა, ნამიანი იყო, მარა ფეხი არ სრიალებდა...

მერე იყო უამრავჯერ მდინარის გატოპვა, ჯერ სათუთად ვიხდიდით ფეხზე, გასვლისას ვიმშრალებდით, ვიცვამდით და მივდიოდით... მერე აღარ ვიმშრალებდით... მერე აღარც ვიხდიდით...

მერე მივედით ძველ ხახაბოში, მერე ახალში... ორივეგან გვითხრეს არდოტამდე ნივები მოდიანო...

არდოტში რომ ჩავედით, ორ სხვადასხვაფერის მარშუტკას ველოდებოდით... არ იყო...

უნდა ითქვას რომ ჯგუფი ძალიან კარგი გამოდგა, სურათების გადაღების გამო თუ ჩამორჩებოდა ხოლმე ვინმე, ისე კარგი ტემპით ვიარეთ...

არდოტში ნიკოსთან ავედით, ძალიან გაეხარდა ჩვენი ნახვა, ერთი 8 ადამიანი სტუმარი სხვა ყავდა... გვიმასპინძლა... ... საკმაოდ მაგარი წვიმა დაიწყო... ნიკოს ახალი ლექსები მოვისმინეთ, ჩაი, ყავა და ღვინო ერთად დავლიეთ :)... კარგად დავისვენეთ, წვიმამაც გადაიღო და ასე 22.30 წავედით მუცოსკენ ფარნებით და საწვიმარებით აღჭურვილები...

სამანქანე გზაზე სიარული სასიამოვნოც კი აღმოჩნდა, მთელს მარშუტში კარგი ის იყო რომ ორმა გიორგიმ ზეპირად იცოდნენ რის შემდეგ როგორი ღელე იქნებოდა და როგორი ქვა ეგდებოდა...

ჩვენები ვიცოდით რომ ნერვიულობდნენ და სულ ჩვენს ლოდინში იქნებოდნენ, მარა ფარნებით სიბნელეში მისალმება მაინც განსაკუთრებით დაუვიწყარი იყო!! განსაკუთრებით ორი ფანარი, რომელიც ჩვენსკენ მორბოდა - გობე და გურული... :), მერე სიმღერა და ორი ჯგუფის შეკრება, ყველა რომ კარვებიდან ისევ გამოძვრა...

გაირკვა რომ მარშუტკების ჯგუფს კისტანის მონახულებისას წვიმამ მოუსწრო და ორმაგად ნერვიულობდნენ ჩვენზე, ისინი როგორ დასველდებოდნენო...არადა ჩვენთან წვიმა არ ყოფილა...

მეორე დღეს ვნახეთ მუცო, შატილში კიდევ ცოტა ხანს გავჩერდით... უღელტეხილზე ვისეირნეთ და მივაწექით მარშუტკას არაერთხელ და მშვიდობით დავბრუნდით სახლებში სადღაც 22.30 მგონი... ბოლო ათიოდე შატილის მგზაურობიდან ეს ყველაზე ადრე ჩამოსვლაა :)
Last edited by Gvalva on 16 ივლ 2007, 11:33, edited 1 time in total.

User avatar
Kavtaradze
იეტი
Posts: 1151
Joined: 27 მაი 2007, 23:34
Location: კოსმოს
საქველმოქმედო აქცია ხევსურეთისთვის 14.07.07-15.07.07

Post by Kavtaradze » 16 ივლ 2007, 11:22

ნუ გილოცავთ ბედნიერად დაბრუნებას, ძალიან მაგრა მიყვარხართ,
მაგრა ცუდ პონტში ვარ... მარა რავი გილოცავთ ყველაფრის წარმატებით დასრულებას...

User avatar
Kavtaradze
იეტი
Posts: 1151
Joined: 27 მაი 2007, 23:34
Location: კოსმოს
საქველმოქმედო აქცია ხევსურეთისთვის 14.07.07-15.07.07

Post by Kavtaradze » 16 ივლ 2007, 11:25

მეტი რა მეთქმის ... :oops:

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
საქველმოქმედო აქცია ხევსურეთისთვის 14.07.07-15.07.07

Post by ARCHILI » 16 ივლ 2007, 12:54

ხევსურ-სერიალი
===========

ნაწილი I გამგზავრება

ხევსურეთიო და ხევსურეთიო... კეთილი და პატიოსანი.. ვტაცე ხელი მთელს ჩემს სამოგზაურო ავლა-დიდებას (ზურგჩანთა ტანსაცმლით და პარკი საჭმელით) და დილითვე გავქანდი გაჩერებაზე.. I ტაქსის მძღოლს ჩავაფრინდი და აბა, მე ვუთხარი.. დროზე და სწრაფ-სწრაფად დიდუბეში მიმიყვანე, თორემ ხევსურეთს შენივე ხარჯებით მოგატარებ-თქო (.. ნუ ეს ბოლო წინადადება არ მითქვამს, მაგრამ კარგად ჩაჯდა)...

ჰოდა.. 05:55 სამთი ქიმიის წინ, სწორედ ნაგვისსაყრელ თანამედროვე-ევროპულ კონტეინერთან გაიღო ჩემი კარი..

ასე გამოწკეპილ-გამომზეურებულები დილის ტრადიციული ოხუნჯობებით ვირთობდით თავს..

უცებ..

ცაზე მზემ ამოანათა, ჩიტებმა ჟღურტული შეწყვიტეს და ცის ცისარტყელა მიწად დაეშვა, ოსკარის წითელი ხალიჩასავით გზის ერთ მონაკვეთში დაეფინა და მიდამოც გაირინდა..

-- რა ხდება?.. რა ამბავიაო?... -- იკითხეს მერცხლებმა...
-- ვიღაც დიდებული ხომ არ მოსულაო?.. -- კითხვა-კითხვით თავისი ვერსია გამოთქვა დილის ნიავმა..
-- რაღაც განსაკუთრებული ამბავიაო.. -- ჩაიჩურჩულა დახალიჩებულმა ცისარტყელამ და თავისი ფერები კიდევ უფრო მიმზიდველი გახადა..

კარაველებმა სიცილი შეწყვიტეს, თვალები აგვიბრწყინდა კიდევ მეტად.. ლოყები აგვიფაკლდა.. თითოეული კარაველის მზერა ერთ ადგილას ფოკუსირდა.. დრო გაიყინა..

"შეჩერდი წამო.. რა დიდებული ხარ"- თქო, გავიფიქრე მეც, სხვა კარაველებთან ერთად ცისარტყელას ირგვლივ მუხლი მოვიდრიკე და მისი სალმობის მოლოდინში მეც გავირინდე..

"ის" გამოჩნდა... და ყველა კარაველმა თავი დახარა, რომ მის ბრწყინვალებას არ დავებრმავებინეთ, ნელ-ნელა შევეცადეთ შევჩვეოდით მის მზიურ ნათებასა და ბრწყინვალებას.. მერე.. მერე მეც თავი ოდნავ ავწიე.. თვალი ციურ ნათებას შევაჩვიე და შევხედე..

"ის" მოდიოდა.. თითქოს ჩვეულებრივ ადამიანსაც ჰგავდა, მაგრამ.. ეტყობოდა რომ ისე ჩვენსავით რიგითი და უბრალო კი არა.. რაღაც აღმატებული, განსაკუთრებული, არა მიწიერი იყო.. "ის".. "ის"...

ახლაც კი თვალები მენამება ამის გახსენებაზე.. ხევსურეთი გვიხმობდა!!! კარაველები ვიკრიბებოდით.. ვემზადებოდით.. "ის".. "ის".. "ის" კი ჩვენ გვესალმებოდა, ჩვეულებრივი ადამიანივით გვიღიმოდა, ჩვეულებრივი ადამიანივით გვესაუბრებოდა... მისი აღმატებულება კი ჩვენზე გადმოდიოდა.. ჩვენ მისივე ბრძანებით სამარშუტო ტაქსებში მოვათავსეთ ჩვენი ნივთები.. და მანაც სადგურიდან გასვლის წინ კიდევ ერთხელ გადმოგვავლო თავისი ზეციური და მოწყალე თვალები და..

და..

და.. "ის".. "ის".. (ამის გახსენებაზე მგონი ახლაც სული შემიგუბდება) .. "ის" იმავე სამარშუტო ტაქსში (მარშუტკაში) ჩაჯდა-დაბრძანდა... რომელშიც მეც ვიჯექი...

სული შემეკრა.. აღელვებისაგან კი ლამის ტირილი დავიწყე.. სასწრაფოდ მალულად მოვიწმინდე ცრემლები და ... და.. კიდევ ერთხელ გადავხედე "მას"...

"ის" ხომ" ... "ის" ხომ...

===================== გაგრძელება იქნება :wink: :arrow:

აბალდუი
Image

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
საქველმოქმედო აქცია ხევსურეთისთვის 14.07.07-15.07.07

Post by Naia » 16 ივლ 2007, 13:48

სურათებს არ დადებთ?

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
საქველმოქმედო აქცია ხევსურეთისთვის 14.07.07-15.07.07

Post by popins » 16 ივლ 2007, 13:53

Image
lenchiamal

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
საქველმოქმედო აქცია ხევსურეთისთვის 14.07.07-15.07.07

Post by popins » 16 ივლ 2007, 13:56

Image
lenchiamal

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
საქველმოქმედო აქცია ხევსურეთისთვის 14.07.07-15.07.07

Post by ლეონტი » 16 ივლ 2007, 13:58

კარგია.
კონკრეტულად სა ვართ?

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
საქველმოქმედო აქცია ხევსურეთისთვის 14.07.07-15.07.07

Post by guruli » 16 ივლ 2007, 14:00

ეჰ, თქვენ არ იცით, როგორ მენატრება კოტეს ფიტოხლართი, რომელიც მუცოში სულ სხვანაირი იყო. :lol: :lol:
ხუმრობა იქით იყოს და ძალიან კარგი ლაშქრობა გამოვიდა თავისი სირთულეებით და მოულოდნელობებით. ყველაფერი ძაან მაგარი იყო - კისტანის ციხეებიც და შატილის კოშკებიც, მუცოს გრანდიოზულ-შთამბეჭდავი ნაციხარიც და მის ძირში გაშლილი "კარვების ქალაქიც", ღამით კარავში ძილიც და შუაღამისას "დაკარგულებთან" ფანრებით შეხვედრაც... ახლა იმასაც სიცილით ვიგონებ, ჩვენი მარშუტკის გადამკიდემ ლამის ნახევარი დათვიჯვარი ფეხთ რომ ამოვიარეთ - თითქოს ესეც აუცილებელი იყო, ხევსურეთი კარგად რომ დაგვმახსოვრებოდა.
მე ერთგვარი რეკორდი დავამყარე - ნახევარ "სუტკაში" 2-ჯერ ავედი მუცოზე. ფეხოსნების რაზმში მეც ძაან მინდოდა, მაგრამ... დათვიჯვარზე 12 საათამდე ვერ ავედით და ცოტა მეგვიანა... პრინციპში, იმათაც დააგვიანდათ. როცა კარავში თავგამოყოფილი ტომა მთებში გაჭრილთა ბედზე გობეს ებაასებოდა და აღმოსავლეთით ფანრები შენიშნა, 15 ივლისი 15 წუთის დამდგარი იყო... მოკლედ, მანქანას გავყევი და იმათზე მეტი კი ვნახე - ლებაისკარი, კისტანი, შატილი, ანატორი, მაგრამ არდოტ-ანდაქში აუსვლელობა მაინც ხინჯად ჩამრჩა გულში. შაბათს 19 საათზე ვიყავით მუცოში, არდოტის ასახვევ ხიდთან და კი მინდოდა წასვლა, მაგრამ ლამის ყველამ დამიჩემა, ახლა გვიანიაო; იმათ რომ აცდე გზაშიო; ხვალ დილით ჩვენც წამოვალთო; კარვებია გასაშლელიო... მოკლედ, დავრჩი... სამაგიეროდ, იმავე საღამოს ავირბინე მუცოზე. ვიფიქრე, აქ მოვედი და ახლა გათენებას ვუცადო იქ ასავლელად-მეთქი. გზაში ორ თანამოაზრეს გადავაწყდი - ნატალიას და მის +-ს, რომლებიც ასევე მუცოზე მიდიოდნენ. ისინი შუა ციხიდან დაბრუნდნენ, მე კი ზევით გავუყევი, მაგრამ ბოლომდე ვერ ავედი - იმ საღამოს უნახავი სულ ბოლო კოშკი, თორღვას საცხოვრებელი სახლი და ხატი ვერ ვნახე. თუმცა იმ ღამეს ასე დაწვრილებით არ ვიცოდი მათი სახელები, რაც მეორე დღეს კაუკასიკამ ამიხსნა. იმ კლდის ძირში კი მივედი, რომელზედაც ეს ყველაფერია დაშენებული, მაგრამ უკვე, პრაქტიკულად, ბნელოდა და ვერ შევნიშნე ბალახზე მკრთალად გათელილი ბილიკი. თან, უკანაც ხომ უნდა დავბრუნებულიყავი. არადა, ისეთ ციცაბო ბილიკებზე და ისეთი უფსკრულის თავზე უნდა გამევლო... ეს დაშვება ერთ-ერთი ყველაზე ექსტრემალური განცდა იყო - მობობღავ თავქვე, მარტო, სიბნელეში ამხელა ხრამების თავზე და გზარავს იმის ფიქრი, რომ ერთი ფეხის დაცურებით სად აღმოჩნდები... თან, მეორე დღეს, ხალხთან ერთად იქიდან დაშვება უკვე იმდენად შემზარავი არ მეჩვენა, როგორც მარტოდმარტოს. მეორე დილით თავიდან არ გავყევი ხალხს, მაგრამ კავკასიკამ ამაგდო - თორღვას სახლს გაჩვენებო და წავედი... კავკასიკამ ქისტების საფლავებიც დაგვანახა, სადაც არაბული წარწერები ყოფილა, თავად მუცოელთა სასაფლაოც და სულ მაღლა, თვალუწვდენელი მთის წვერზე მუცოს ძველი ციხეებიც, რომელიც ამ ნაციხარზე ბევრად ადრინდელი ყოფილა.
ციხიდან რომ ვეშვებოდით, კავკასიკას ვუთხარი, წუხელ აქ სადრაც სართელიდან სართულზე ამავალი ქვის კიბეც ვნახე-მეთქი. ცოტა უკან აბრუნდი და ნახავო... მე ვუთხარი, თუ კაცი ხარ, ახალ წინ წასვლა დამაძალე, ისედაც მეყოფა, რამდენიმე საათიანი ინტერვალით 2-ჯერ ამოვედი-მეთქი. :lol: :lol: :lol:
ჰოდა, ფიტოხლართი მაინც მენატრება. :wink: :wink: :wink:

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
საქველმოქმედო აქცია ხევსურეთისთვის 14.07.07-15.07.07

Post by popins » 16 ივლ 2007, 14:07

Image

დათვიჯვრის უღელტეხილი .
აქ მთავრდება პირაქეთა ხევსურეთი და იწყება პირიქითა.ანუ უკვე ჩრდილოეთ კავკასიაში ვართ.
lenchiamal

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
საქველმოქმედო აქცია ხევსურეთისთვის 14.07.07-15.07.07

Post by popins » 16 ივლ 2007, 14:13

Image
lenchiamal

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
საქველმოქმედო აქცია ხევსურეთისთვის 14.07.07-15.07.07

Post by popins » 16 ივლ 2007, 14:16

Image

დათო-ეჰ ფოტკებს იღებს.

დათვიჯვრის უღელტეხილი.
lenchiamal

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
საქველმოქმედო აქცია ხევსურეთისთვის 14.07.07-15.07.07

Post by popins » 16 ივლ 2007, 14:17

Image
lenchiamal

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
საქველმოქმედო აქცია ხევსურეთისთვის 14.07.07-15.07.07

Post by popins » 16 ივლ 2007, 14:20

Image

ბელჯი :D
სიხარული და სიყვარული და ჩახუტება,აი ეს არის ბელჯი :D :D :D
lenchiamal

ფორუმი დახურულია
თემა დახურულია

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]