მას შემდეგ რაც კახამ გაგვაფრთხილა აქვე მეორე ლურჯი ტაბა არის მცირე ბორცვის იქით ადა არ დაგეზაროთ ნახეთო, დავცილდით და ტბის მონახულების მერე რატომრაც მეგონა რომ მეორე ტბა ხელ მარცხნივ იქნებოდა.
ამიტომ წავედი დიდ აღმართზე და მივადექი რა ჭაუხის უღელტეხილს, რომელიც 1 ხელის გაწვდენაზე იყო, დავბრუნდი უკან, ამასობაში ოჯახობა რომელიც ქვევით დავტოვე , ავიდა იმ მცირე ფერდზე და მიაგნო შაბიამნისფერ მეორე ტბას.
მე არ ვჩქარობდი ,ტბებს ჭაუხის კლდიდან დაუარე და ზევიდან სურათებს ვიღებდი.
მოულოდნელად ჭაუხზე ნისლმა ძლიერ დაიწია ქვემოთ და ზევიდან კი კუპრივით ღრუბელი გადმოვიდა.
მივხვდი რაც მალე მოხდებოდა , მაგრამ გვიან იყო.
ნელ ნელა დაუშვა, მე ბავშვი პატარა, 25 კილომდე ავიყვანე და სირბილით დავეშვით.
ამ დროს წვიმამ ძლიერ დაუშვა, მაგრამ ეს არაფერი იყო რაც მერე დაიწყო.
ზურგს უკან სულ ახლოს გაიელვა საზიზღარი სითეთრით და ჭაუხმა ისეთი ბანი მისცა, მეგონა კლდე ჩამოწვა.
მოვრბოდით თავსხმაში და მეხმა გვერდიდან , მერე კი წინიდან დაგვიარა.
ეს იყო მომენტი როცა ელოდები, რომ ეხკლა შენ იქნები, თანაც ზედა მონაკვეთი თითქმის ზეგანია და ამოწვეტილი ხარ სამიზნედ.
ბავშვები ბოლომდე დასველდნენ.ჩვენ მით უმეტეს.
დავიდაბლეთ, მეხის საშიშროებამ იკლო, მაგრამ წვიმამ თავი გაიგიჟა, 2 მეტრში ბილიკს ვეღარ ვხედავდი.
გაიზარდა 2 ე საFრთხე, ბავშვების გადაციება, რადგან წვიმა ყინულივით იყო, სეტყვაც ერია.
საშინელი ტანჯვით და ძალისხმევით , რომ სველ კლდეზე სირბილში არ დავლეწილიყავით მივაღწიეთ სოფელს.
აქ კი სანამ მანქანაში გათბობა ჩავრთე და აკანკალებული ბავშვები გავათბე, მდინარე ისე მოდიდდა რომ , შესვლისას ძრავს გადაუარა და ისეთი ორთქლი აუშვა მეგონა მორჩა მანქანის საქმე მეთქი.
მადლობა ღმერთს გამოვაღწიეთ.
კაი იყო რა მოკლედ.
