Page 1 of 10

აბუდელაურის ტბები 6-8 ივლისი 2007 ანუ დამსეტყვე ცაო დამსეტყვ

Posted: 08 ივლ 2007, 18:05
by Archil
ვიყავით, მაგარი იყო, სამივე ტბა -მწვანე, ლურჯი და თეთრი ტბა.

მივყვები ლაშქრობის აღწერის წესებს, მიუხედავად იმისა, რომ ემოციები საკმარისზე მეტია.

სანამ დავიწყებდით, მინდა გითხრათ, რომ ყველანი კარგად ვართ და ძალიან კმაყოფილები ამ ლაშქრობით. 6-ში გასულები ყველანი უკვე თბილისში ვართ

1. რეგიონი: - ხევსურეთი - პირაქეთა ხევსურეთი - როშკა - აბუდელაურის ტბები
2. მარშუტის დასახელება: აბუდელაურის ტბები - აბუდელაურის მწვანე, ლურჯი და თეთრი ტბები
3. ხანგრძლივობა: მზეჭაბუკასგან გავედით 6-ში 4 საათზე და 8-ში 6 საათზე უკვე ყველა სახლშია - 3 დღე
4. სირთულე: თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ უცნობ ტყეში ღამით ფარნებით 10 კმ ვიარეთ, აბუდელაურის ტბებამდე 3 საათი მინიმუმ, იქიდან სეტყვაში იგივე მანძილის სიარულს და ნატალიას დაბალპასატკიანი მანქანით ხევსურეთში სიარულს, რთული შAეიძლება ვუწოდოთ, ექსტრიმი საკმარისზე მეტი იყო.
5. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი: როშკა, კორშა, ბარისახო.
6. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით: თბილისიდან კორშამდე, როშკიდან 14 კმ კორშამდე, შემდეგ მცხეთა და თბილისი
7. ფეხით გავლილი მანძილი: კორშიდან როშკამდე 5-კმ გზით, 10 კმ ღამით როშკისკენ მიმავალი ბილიკი ცნობილი ჩანჩქერიდან (სადაც ლეილა აბაშიძე ბანაობდა), 3-5 საათი როშკიდან აბუდელაურის ტბების მოვლა, 3 საათი სწრაფად უკან დაბრუნება სეტყვისა და მეხცვენის თანდასწრებით.
8. სანახავი და ყურადღება მისაქცევი ობიექტები: კორშაში მუზეუმი, ბილიკის დასაწყისში ცნობილი ჩანჩქერი, ტბებთან ჭიუხები თავისი სიდიადით
9. საბანაკე ადგილები: როშკის განაპირას დავბანაკდით, მდინარეს ზემოთ რომ აუყვებით, უზარმაზარი ლოდი აგდია, მის წინ ფაუნას თავის დროზე კარვის დასადგმელად მიწის სამუშაოებიც ჩაუტარებია. ლოდი ქარისგან იცავს და კარგია.
10. სასმელი წყალი მარშრუტზე: არაგვი ჩამოიდის. გზის გასწვრივ კორშამდე საკმარისადაა. შემდეგ უკვე ნაკლებად. არაგვი კი ჩამოდის, მაგრამ ხევში ჩასვლაა საჭირო და კი ისმება, მაგრამ მღვიე მაინც მოყვება. როშკაში ხიდთან წყარო მოდის და გემრიელია. ტბებიდან წამოსულ წყალი უნდა ისმებოდეს, ვსვავდით და ჯერჯერობით არაფერი დავმართვია.
11. საჭირო აღჭურვილობა, რეკომენდაციები: ცივი ტბებია, ასე რომ ბანაობაც რთულია და ადამიანი თუ არაა მიჩვეული ცივ წყალს, არც ჩავა საბანაოდ. სხვა მხრივ ჩვეულებრივი სასიარულო მთებია, ლოდ-ქვები საძრომიალოდ საკმაოდაა, განსაკუთრებით თეთრი ტბისაკენ და ფეხზე კარგი ფეხსაცმელი გასიამოვნებთ. შეშა ტბებთან საერთოდ არაა, რადგან ალური ზონაა, ხოლო სოფელში რთული მოსაპოვებელია. ჩვენ ცეცხლი არ დაგვინთია (ნაწილობრივ წვიმისა და ღამით მისვლის გამო).
12. სასარგებლო საკონტაქტო ინფო: შოთა არაბული კორშაში - მუზეუმის გვერით ცხოვრობს. უყვარს კარაველები. მანქანა დაიტოვა, უკან დაბრუნებულ დასველებულებს გვიმასპინძლა. როშკაში წიკლაურები არიან, სოფლის ზედა ნაპირას მცხოვრებმა თავისი მანქანოით კორშამდე ჩამოგვიყვანა (გარკვეული გასამრჯელოს ფასად)
13. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც შეიძლება ინახოს ამ გასვლის ფარგლებში, დროის გახანგრძლივების შემთხვევაში: ჭიუხები იქვეა, ტბები ფაქტიურად ჭიუხების ძირშია, ასე რომ მასზე აძრომაც შეიძლება, თუმცა რთული უნდა იყოს, შესაბამისი მთასვლელთა აღჭურვილობის გარეშე შეუძლებელია.
14. რუქა: ვნახავ და დავდებ :)

აბუდელაურის ტბები 6-8 ივლისი 2007 ანუ დამსეტყვე ცაო დამსეტყვ

Posted: 08 ივლ 2007, 18:38
by guruli
Archil - უკვე ჩამოდით?

აბუდელაურის ტბები 6-8 ივლისი 2007 ანუ დამსეტყვე ცაო დამსეტყვ

Posted: 08 ივლ 2007, 18:51
by Archil
guruli
ჩამოვედით :) მაგარი იყო, მაგრად ვისიამოვნეთ. ლამა "დამსეტყვე ცაო, დამსეტყვე" ისე თამამად ვეღარ იტყვის, იმისთანა სეტყვაში მოვყევით :)

ვინ ვიყავით:

1. მე -არჩილი
2. ნატალია
3. ლობო
4. ფაუნა
5. ლამა

ჩვენს გასაცილებლად სოფო მოვიდა, რომელიც, სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ავიღე და მანქანაში ჩავდე. მისთვის საძილე შოთა არაბულს გამოვართვით კორშაში - კაი კაცია.

ასე რომ

6. სოფო :)

აბუდელაურის ტბები 6-8 ივლისი 2007 ანუ დამსეტყვე ცაო დამსეტყვ

Posted: 08 ივლ 2007, 19:09
by guruli
Archil
ჩვენს გასაცილებლად სოფო მოვიდა, რომელიც, სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ავიღე და მანქანაში ჩავდე.
გამცილებლებს თუ ეგრე დებთ მანქანაში, იმიტომაც არავინ მოვა აწი თქვენს გასაცილებლად. :lol: :lol:
გააგრძელე ფოტო-თხრობა რეპორტაჟი... მოუთმენლად ველოდები.

აბუდელაურის ტბები 6-8 ივლისი 2007 ანუ დამსეტყვე ცაო დამსეტყვ

Posted: 08 ივლ 2007, 19:10
by Archil
აღსანიშნავია, რომ აბუდელაურის ტბებზე გასვლა კარაველების რამოდენიმე ჯგუფის მიერ განხორციელდა ასე რომ არ დაიბნეთ.

1. ჩვენი გუნდი: არჩილი, ნატალია, ლობო, ფაუნა, ლამა, სოფო.

2. თავისი ბავშვების წასაყვანად კახა და ლეონტი აპირებდნენ ამოსვლას. ლეონტის მონათხრობი შეიძლება უკვე ნახოთ. იმედია აქაც დაამატებს პოსტებს. ტბებისკენ გასულებმა ჩვენს უკან მოპმავლები დავინახეთ, სასტვენით ლამა უსტვენდა, მე ვუკვიროდი, დავინახეთ ერთმანეთი, მაგრამ ვეღარ დაგვეწივნენ.

3. კორშასკენ მიმავლებს გზაში შემოგვხვდნენ გოგონას მანქანით მიმავლები: გვალვა, გოგონა, ბექა ფიცხელაური, პაატა და ერთი ახალგაზრდა მანდილოსანი ვაჟიშვილით.

პირველი ორი გუნდი უკვე დაბრუნდა თბილისში, მეასმე ჯგუფს დღეს ველოდებით. გვიან დაბრუნდებიან ალბათ.

ამ გასვლამ კიდევ ერთხელ დაადასტურა გვალვას უნიკალური ფენომენი - თავსხმა სეტყვის შემდგომ დღეს გვალვას მოსვლამ ისე შეცვალა ამინდი, რომ ვერც მიხვდებოდით თუ ქვეყანა იქცეოდა წინა დღეს - ყველაფერი კეთილსინდისიერად იყო გამშრალი.

აბუდელაურის ტბები 6-8 ივლისი 2007 ანუ დამსეტყვე ცაო დამსეტყვ

Posted: 08 ივლ 2007, 19:12
by Archil
guruli wrote:Archil
ჩვენს გასაცილებლად სოფო მოვიდა, რომელიც, სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ავიღე და მანქანაში ჩავდე.
გამცილებლებს თუ ეგრე დებთ მანქანაში, იმიტომასც არ მოვა არავინ თქვენს გასაცილებლად. :lol: :lol:
გააგრძელე ფოტო-თხრობა რეპორტაჟი... მოუთმენლად ველოდები.
მე მგონი გაცილებით მეტი მოვა, იმისთანა შთაბეჭდილებებით დაბრუნდა. იმერეთიდან ორი საათის ჩამოსული იყო, გულის სიღრმეში კი უნდოდა წამოსვლა, მაგრამ მოუმზადებელი იყო და რაღაცა საქმეებიც ჰქონდა, ფიქრობდა ვერ მოვასწრებო. ასე რომ დავეხმარეთ გადაწყვეტილების მიღებაში. ისე ნამდვილად არ წამოვიდოდა... შენც რომ გაგეცილებინეთ, ეხლა იმისთანა ბედნიერი იქნებოდი....

აბუდელაურის ტბები 6-8 ივლისი 2007 ანუ დამსეტყვე ცაო დამსეტყვ

Posted: 08 ივლ 2007, 19:13
by natalia
კაი არჩილ რა:) დეტალებზე ხომ ილაპარაკე, ეხლა ემოციები მოყევი,

ჩემი თვალებიდან არ გამოდის ის სილამაზე სადაც ვიყავით. სურათების ნახვა არ მინდა ჯერ, ის ეფექტი დანახულისა მინდა დიდხანს გამყვეს.

აუწერელი სილამაზეა საოცრება. მიდიხარ ამ ალპურ ზონაში ზევით და ზევით, ყვავილები მოფენილა ირგვლივ, ათასნაირი, დეკას ყვავილობაც კი ვანხეთ.

მე დილით ადრე გავიღვიძე, ვიფიქრე სანამ ძინავთ გავისეირნებ ცოტა ზემოთ თქო. რაც უფრო ვცილდებოდი ჩვენს საბანაკო ადგილს მით უფრო სილამაზე იშლებოდა და უკან დაბრუნება არ მინოდა, რადგან დილა იყო მწვერვალები ჩანდა კარგად. საოცრება იყო. ბუმბერაზი მთები დაგვყურებნდენ ზემოდან. როშკა ძალიან ლამაზია, შატილზე ზალიან მომეწონა.

გზადა გზა ეყარა უშველებელი ლოდები რომელიც მყინვარ ჩამოეტანა, უზარმაზარნი, ზოგი შუაზე იყო გადახლეჩილი, ზედ უზრდებოდნე ულამაზესი ყვავილები. ეს აუწრელი სილამაზეა.

უკან გამოვბრინდი ჩვენს ბანაკში. ყველა გაღვიძებული დამხვდა ვისაუზმეთ და გზას გავუყევით.

საბანაკე ადგილიდან მარცხნივ მდინარე გადავლახეთ და მთის ფერდობს შევუდექით.

ის მწვერვალები რომელიც დილით ვნახე უკვე ნისლში იყო დამალული, და გუილი მწყდებოდა რომ ამათ ვერ დაინახეს.

მიყვები ბილიკსდა უცაბედა იშლება შენს თვალწინ ბუმბერაზი მყინვარწვერები, ჭაოხები, ნისლი ფარავდა დილით და ღმერთს ვევედრებოდი რომ ნისლი გადასულიყო და გამოჩენილიყო მწვერვალი.

საოცრება იყო რაა ნისლიო ნელ ნელა გადადიოდა და ჯერ ერთი მწვერველი გამოჩნდებოდა მერე მეორე და ბოლოს საღამოსკენ უკვე მთლიანდა გადაიხსნა ნისლი და მთლიანად დავინახეთ ჭიუხები.

ტბებმა ხომ წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვეს რა, თვიანთ სახელს ამართლბენ, ბილიკი პირდაპირ მიგიყვანს მწვანე ტბასთან, მართლა მწვანეა ტბა. ცივზე ცივი, ზოგერთებმა სცადეს ბანაობა მაგრამ ცივი იყო ვერ გაბედეს ბოლომდე.

ჩემი თვალებიდან არ ამოდის ლურჯი ტბა საოცრებაა, ეს უნდა ნახო ვერ გადმოვცემ სიტყვებით, მართლა ლურჯი ფერისაა ლოდებს შორის მოქცეული.
შეგნებულად არ ავღწერე ლურჯი ტბა, ეს უნდა ნახოთ ულამაზესია.

თეთრი ტბის ძებნიტ ცოტა კი დავიღალეთ მაგრამ ნანახმა გადააჭარბა მოლოდინს, ტბა ივსებოდა მყინვარწვერებიდან ჩამოსული თოვლით და წყლით. ზედ მყნვარწვერის ძირშია ეს ტბა.

ულამაზესია, გაოგნებული ვარ სილამაზით, ვერ ვივიწყებ და ვერც ვერასოდეს დავივიწყებ.

აბუდელაურის ტბები 6-8 ივლისი 2007 ანუ დამსეტყვე ცაო დამსეტყვ

Posted: 08 ივლ 2007, 19:15
by natalia
არაჩვეულებრივი ჯგუფი შევიკარით, არაჩეულებრივი გიდი გვყავდა პაუნს სახით. ძალიან კარგი დრო ვატარეთ.

დანარჩენი მერე, ცოტა რომ დავისვენებ.

აბუდელაურის ტბები 6-8 ივლისი 2007 ანუ დამსეტყვე ცაო დამსეტყვ

Posted: 08 ივლ 2007, 19:15
by Archil
natalia
მოხვედი უკვე აქ? აბა მე ცოტახანი მოგშორდებით, ხვდები რატომაც :)

დადე სურათები და გამოხატე შენი ემოციები.

დიდი მადლობა სურვილისათვის, მონდომებისათვის და იმისათვის, რომ ეს ყველაფერი მოხდა.

აბუდელაურის ტბები 6-8 ივლისი 2007 ანუ დამსეტყვე ცაო დამსეტყვ

Posted: 08 ივლ 2007, 20:13
by Archil
როგორ იგეგმებოდა

ჩარგალში არტგენზე ყოფნისას მე და ლობომ, რომელიც თავის მეგობრებთან ერთად იქ დაგვხვდა, გამოვთქვით სურვილი შევერთებოდით climber-ს და ავსულიყავით ტბებზე.
სამწუხარო climber მობილურზე არ გვპასუხობდა ზუსტად არ ვიცოდით წავიდოდა თუ არა. წინა ღამეს ფორუმ.გე-ს წევრების შემოერთებამ და საძიელეების, პარალონების და კარვების გაზიარებამ ნორმალური ძილის გარეშე დაგვტოვა, თანაც ლობოსთვის ეს უკვე მე-3 დღე იყო, ჩემთვის მე-2, ასე რომ ბევრი ჭოჭმან-ყოყმანის შემდეგ უარი ვთქვით აბუდელაურის ტბებზე იქიდან წასვლაზე გადავწყვიტეთ რომ ერთი კვირის ვადაში ჩვენ წავსულიყავით.

მომავალ გეგმებში დავპოსტეთ. ლობოს მობილი მქონდა (რომელიც შეცდომით მქონია ჩაწერილი). ნატალიამ გამოთქვა სურვილი. მე და შენც რომ წავიდეთ მაინც წავიდეთო. ლობოს მობილით ვერ ვუკავშირდებოდით. ბოლოს რომ დაპოსტა, მაშინ შევეხმიანეთ და მოვდივარო, ძველებური შემართებით მითხრა.

ლამამ რაღაცა პრობლემაო... მისი ჩათრევა ლაშქრობაში არც თუ ისე რთულია. დედაბერაც რომ გავიხსენოთ ისიც კმარა. უცებ დავიყოლიეთ

ფაუნამ მხოლოდ პარასკევს თუ გავალთო, მაშინ შემიძლიაო, ასე რომ გადაწდა პარასკევს მზეჭაბუკასთან 4-ის ნახევარზე. ფაუნა ნამყოფი იყო აბუდელაურზე, 14 დღე გაუტარებია იქ და ზეპირად იცოდა. ასეთი მეგზური რა თქმა უნდა სასურველია.

ტრანსპორტი ნატალიას მინი ვენი იყო. მზეჭაბუკასთან შევიკრიბეთ. ბოლოს გასაცილებლად სოფო მოვიდა, ლობოს +. იმერეთიდან იყო ახალ ჩამოსული და სამსახურში აპირებდა გასვლას ფულის ასაღებად.

ბევრი არც ვიკითხია, ავიყვანე ხელში და ნატალიას მინი ვანში ჩავაჯინეთ. გოოგ გაოცებული გვიყურებდა, ვერ იჯერებდა, ასე თ შეიძლებოდა ლაშქრობაში წასვლა. ლამა თავის გამოცდილებას იხსენებდა და გულიანად იღიმებოდა.

აბუდელაურის ტბები 6-8 ივლისი 2007 ანუ დამსეტყვე ცაო დამსეტყვ

Posted: 08 ივლ 2007, 22:05
by Toma
Archil wrote:guruli
ჩვენს გასაცილებლად სოფო მოვიდა, რომელიც, სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ავიღე და მანქანაში ჩავდე.
რა გულით მინდოდა თქვენი გაცილება და რა კარგი ვქენი რომ არ გაგაცილეთ თორემ ხომ ჩამდებდით მანქანაში ბარგივით :D

აბუდელაურის ტბები 6-8 ივლისი 2007 ანუ დამსეტყვე ცაო დამსეტყვ

Posted: 08 ივლ 2007, 22:25
by Archil
ბევრი ვიარეთ თუ ცოტა, მივადექით ბარისახოს. ბევრმა თქვენთაგანმა უკეთესად იცის რამდენია სასიარულო. ვიკითხეთ შოთა არაბული. ბარისახოში არ აღმოჩნდა, დავეშვით ქვემოთ და გავეშურეთ კორშისკენ. ეს ბოლო წერტილი იყო, საიდანაც მობილურით შეგვეძლო დავკავშირებოდით. დავურეკეთ კახას, მეორე დღეს დილით აპირებდა ასვლას როშკაში, შვილები ყავდა იქ და უნდა წამოეყვანა... ვკითხეთ თუ აიტანდა ჩვენ ტვირთს მეორე დღეს როშკაში, სიამოვნებით დაგვთანხმდა.

კორშაში ვნახეთ შოთა არაბული, ვთხოვეთ მანქანის დატოვება. სოფოსთვის საძილე სთხოვა ლამამ, გამოგვიძებნა, ზურგჩანთა - ტომარაც მოგვცა რომელშიც საძილე და ჩემი ზურგჩანთაც ჩაეტია. გზა ვკითხეთ - მანქანის გზით 15 კმ -იაო, ბილიკებით 5 კმ-ით ნაკლებიო.

დავემშვიდობეთ და გავუყევით გზას.

აბუდელაურის ტბები 6-8 ივლისი 2007 ანუ დამსეტყვე ცაო დამსეტყვ

Posted: 08 ივლ 2007, 22:28
by Archil
Toma wrote:
Archil wrote:guruli
ჩვენს გასაცილებლად სოფო მოვიდა, რომელიც, სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ავიღე და მანქანაში ჩავდე.
რა გულით მინდოდა თქვენი გაცილება და რა კარგი ვქენი რომ არ გაგაცილეთ თორემ ხომ ჩამდებდით მანქანაში ბარგივით :D
ერთი სოფოს ჰკითხე, როგორი კმაყოფილია. რომ იცოდე რა გამაზე, აწი ყოველთვის მოხვიდოდი გასაცილებად :)

აბუდელაურის ტბები 6-8 ივლისი 2007 ანუ დამსეტყვე ცაო დამსეტყვ

Posted: 08 ივლ 2007, 22:33
by guruli
Archil
ნატალიამ გამოთქვა სურვილი. მე და შენც რომ წავიდეთ მაინც წავიდეთო.
ყოჩაღ ნატალიას, როგორ გაგულადებულა. :lol: :lol: :lol:

აბუდელაურის ტბები 6-8 ივლისი 2007 ანუ დამსეტყვე ცაო დამსეტყვ

Posted: 08 ივლ 2007, 22:35
by ლეონტი
შაბათს ესე 7 ის 20 წუთზე როშკადან რომ გამოვედით აღმა მომავალი ბუხანკა და ისუზუს ჯიპი შეგვხვდა, ეგენი ვიღა იყვნენ?