აბუდელაურის ტბები 6-8 ივლისი 2007 ანუ დამსეტყვე ცაო დამსეტყვ

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
აბუდელაურის ტბები 6-8 ივლისი 2007 ანუ დამსეტყვე ცაო დამსეტყვ

Post by Kakha » 08 ივლ 2007, 23:31

ეს ბოლო ფოტოა ჩემგან - როშკაში ისევ მარცხენა ნაპირით დავბრუნდით და აი ეს ვნახეთ - პატარა ადგილობრივი ჰესი რომელიც ადგილობივებს დენს აძლევს
Image

ჰო, მართლა, როშკაში ასულებს თვალში მოგხვდებათ სატელიტური ანტენები...

User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
აბუდელაურის ტბები 6-8 ივლისი 2007 ანუ დამსეტყვე ცაო დამსეტყვ

Post by paata_ » 08 ივლ 2007, 23:33

ჩამოვედით

რეპორტაჟი მოგვიანებით :)

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
აბუდელაურის ტბები 6-8 ივლისი 2007 ანუ დამსეტყვე ცაო დამსეტყვ

Post by Kakha » 08 ივლ 2007, 23:40

ხალო, თავად დავრწმუნდი, რომ თუ ორხიდიანი მაქანა გყავთ და დილას ადრიანად წხვალთ თავისულად მოასწრებთ როშკა - აბუდელაურის ტებიბის ერთ დღეში ნახვას. ეს ისე თუ დროის სიმცირე გაწუხებთ, როგორც მე მქონდა, თორემ მაგ მიდამოებში დაბანაკებას და ღამის გათევას რა სჯობს. ლუკა გადარეული იყო როშკის ღამის ცაზე.

მოკლედ თუ მხოლოდ ერთი დღე გაქვს მაინც წადით - ისიამოვნებთ წარმოუდგენლად. ჭაუხიცა და ტბებიც რაღაც მისტიკურს მიეკუთვენება. შეიძლება ამიტომაცაა, რომ ლუკამ რამდენჯერმე მოგივყვა იახსარისა და კოპალას ამბავს, გადმოცემებს მათ დევებთან ბორძლოაზე, ტბის მითს, იახსარის ლოდის ამბავს და მრავალ სხვა რამეს. იმასაც მიაქცია ყურადღება, რომ სკოლაში რაც მასწავლეს კოპალაზე როშკაში იმ ამბებს უფრო იახსარზე ჰყვებოდნენო.... მოკლედ ლუკამ იქაური სულის რაღაცა ნაწილი მიიღო. მგონია გამოდგება ცხოვრებაში...

kob_m
ასფალტზე მოარული
Posts: 17
Joined: 03 ივლ 2007, 17:42
აბუდელაურის ტბები 6-8 ივლისი 2007 ანუ დამსეტყვე ცაო დამსეტყვ

Post by kob_m » 09 ივლ 2007, 11:59

ყველას გილოცავთ მშვიდობით დაბრუნებას, მშურს თქვენი თეთრი შურით.
ARCHIL-ს RESPECTI მშვენიერი აღწერისთვის, კარგი იქნება თუ დაწერ სად არის მარშრუტზე მობილური კავშირი

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
აბუდელაურის ტბები 6-8 ივლისი 2007 ანუ დამსეტყვე ცაო დამსეტყვ

Post by Archil » 09 ივლ 2007, 12:03

kob_m wrote:ყველას გილოცავთ მშვიდობით დაბრუნებას, მშურს თქვენი თეთრი შურით.
ARCHIL-ს RESPECTI მშვენიერი აღწერისთვის, კარგი იქნება თუ დაწერ სად არის მარშრუტზე მობილური კავშირი
Archil wrote:ბევრი ვიარეთ თუ ცოტა, მივადექით ბარისახოს. ბევრმა თქვენთაგანმა უკეთესად იცის რამდენია სასიარულო. ვიკითხეთ შოთა არაბული. ბარისახოში არ აღმოჩნდა, დავეშვით ქვემოთ და გავეშურეთ კორშისკენ. ეს ბოლო წერტილი იყო, საიდანაც მობილურით შეგვეძლო დავკავშირებოდით.
კორშას იქით მობილურები ფოტოაპარატის, ფარანის, კალენდარის, მაღვიძარას ფუნქციებს ასრულებენ ძირითადად. ლაპარაკი კი შეიძლება, მაგრამ არავინ პასუხობს, მაგთისა და ჯეოსელის ავტომოპასუხებიც კი დუმან.
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

kob_m
ასფალტზე მოარული
Posts: 17
Joined: 03 ივლ 2007, 17:42
აბუდელაურის ტბები 6-8 ივლისი 2007 ანუ დამსეტყვე ცაო დამსეტყვ

Post by kob_m » 09 ივლ 2007, 13:37

Archil

უკაცრავად ვერ შევამჩნიე

natalia
იეტი
Posts: 1276
Joined: 25 ოქტ 2006, 22:14
Location: tbilisi
აბუდელაურის ტბები 6-8 ივლისი 2007 ანუ დამსეტყვე ცაო დამსეტყვ

Post by natalia » 09 ივლ 2007, 13:48

ნელ ნელა დავდებ მეც ჩემს სურათებს.

natalia
იეტი
Posts: 1276
Joined: 25 ოქტ 2006, 22:14
Location: tbilisi
აბუდელაურის ტბები 6-8 ივლისი 2007 ანუ დამსეტყვე ცაო დამსეტყვ

Post by natalia » 09 ივლ 2007, 13:54

კორსაში ანქანა რომ დავტოვეთ, ფეხით გავუდექით გზას. ავტობუსი ჩამოვიდა მაგ დროს და ვთხოვეთ ცოტათი მაინც ავეყვანეთ და არაო. დარჩითო და ხვალ უაზი ჩამოვა და აგიყვანთო. ჩვენ უარი ვთქვითდა გზას დავადექით.

Image

natalia
იეტი
Posts: 1276
Joined: 25 ოქტ 2006, 22:14
Location: tbilisi
აბუდელაურის ტბები 6-8 ივლისი 2007 ანუ დამსეტყვე ცაო დამსეტყვ

Post by natalia » 09 ივლ 2007, 13:59

ბატონმა შოთამ მოკლე გზა გვასწავლა. იქ სადაც ლაილა აბაშიძე ბანაობსო მარცხნივ აუყევით ბილიკსო, მისდიეთ მასე და და სულ მარცხნივ იარეთო. თანდათან დაბნელდა და ჩვენ გზას ფარნებით ვანათებდით. პაუნას არაჩვეულაბრივი ორიენტაციის უნარი აქვს, გზას იკვლევდა უშეცდომოდ და ჩვენც მივყვებოდით.

თანდათან ვარსკვალვები გამოჩნდა ცაზე, ემდენი ვარსკვლავი ერთად არ მენახა, ცა იყო გადაჭედილი, ვიჯექით და ვაკვირდებოდით, ზოგმა ისიც ინატრა ნეტა გოგონა ჩვენთან იყოს გვეტყოდა რომელი რა ვარსკვლავიაო:)

გაოცებულნი შევყურებდით ცას.

ბილიკს ვერ ვხედავდით სად მივდიოდით მაგრამ ვგრზნობდით რომ არაცვეულებრივი სილამაზე იყო გარშემო, და სიამოვნებით გავივლიდი კიდევ იმ ბილიკს დღის სინათლეზე.

natalia
იეტი
Posts: 1276
Joined: 25 ოქტ 2006, 22:14
Location: tbilisi
აბუდელაურის ტბები 6-8 ივლისი 2007 ანუ დამსეტყვე ცაო დამსეტყვ

Post by natalia » 09 ივლ 2007, 14:05

ჯერ მაღლა მაღლა მივიწევდით და თითქოს დასასრული არ უჩანდა ამ მაღლა სიარულს, ერთ ადგილას შევისვენეთ და ძალიან შემაშინეს მგელიაო.

მერე სერზე გავედით და სორიდან მბჟუტავი სინათელეები დავინახეთ ჩვენს სიხარულს საძღვარი არ ჰქონდა რადგან ეს როშკა იყო.

გავუყევით ამ სინათლეებს, და სოფელს მივადექით, იქ ძაღლები ახმაურდნენ, ყეფით შემოგვეგებნენ, ზოგიერთებს შიშისგან უკან დაბრუნებაც კი მოგვინდა, მაგრამ ჩვენმა გულადმა გიდმა მშვიდად შეგვიყვანა სოფელში.

natalia
იეტი
Posts: 1276
Joined: 25 ოქტ 2006, 22:14
Location: tbilisi
აბუდელაურის ტბები 6-8 ივლისი 2007 ანუ დამსეტყვე ცაო დამსეტყვ

Post by natalia » 09 ივლ 2007, 14:11

სოფელში შესულებმა დავიწყეთ საკარვე ადგილებს ძებნა, პაუნა უკვე ნაყოფი იყო და ვეძებდით იმ ადგილს სადაც ადრე გაეშალა კარავი.

არჩილამ ვეღარ გაუძლო მშიაო და დაჯდა აღარ მოდიოდა, სანამ არ შავჭამ არ წამოვალო.

ჩვენ გზა გავაგრძელეთ და ვიპოვეთ ის ადგილი და დავიწყეთ კარვების გაშლა.

ღამე მოსვლას თავისი ეფექტი ჰქონდა, არ ვიცოდით სად მოვედით და რა დაგვხვდებოდა დილით.

რომ გავიღვიძე და კარავიდან გამოვძვერი გავოცდი სილამაზისგან , ეს სად მოვსულვარ მეთქი.

ბანაკელები იბანდნენ პირს იქვე წყარო მოდიოდა, მომესალმნენ და მივესალმე, ავედი წყაროსათან და გამოველაპარაკე.


natalia
იეტი
Posts: 1276
Joined: 25 ოქტ 2006, 22:14
Location: tbilisi
აბუდელაურის ტბები 6-8 ივლისი 2007 ანუ დამსეტყვე ცაო დამსეტყვ

Post by natalia » 09 ივლ 2007, 14:16

საღამოს გვქონდა მოლაპარაკებული რომ 10 სკენ წავიდოდით ტბებისკენ, ვიფიქრე ჯერ 7 საათია და მოდი გავისეირნებ ახლო მახლო და დავათვალიერებთქო და მართლაც გავუყევი ზევით გზას.

ირგვლივ მყინვარის ჩამოტანილი ლოდები ეყარა, კაპადოკია გამახსენა. რაც უფრო ზევით მივდიოდი მით უფრო ჩანდა მყინვარები, ნისლი ნელ ნელა ეფინებოდა ზედ მაგრამ მოვასწარი გადაღება.



ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]