
ულუმბოს მონასტერში ვაპირებდით გასვლას თუმცა იმის გამო რომ სამაჩაბლოს საზღვრებთან დაძაბულობაა, გადავიფიქრეთ და ალტერნატივის ძებნას შევუდეგით, რამდენიმეჯერ გვალვას დავურეკეთ რჩევისთვის, შემდეგ ლამას შევეხმიანეთ, წამოსვლის სურვილი ლამამაც გამოთქვა და წავედით კიდეც ლამა, ტომა, ქვევრი და მე, 4 კარველი

მარშრუტი: გორიჯვარი, რომელიც დასავლეთში მიმავალი ტრასიდან ხელმარცხნივ მოსჩანს მომცრო მთაზე გორთან, ქვახვრელი რომელიც უფლისციხის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს და ნადარბაზევის მშვენიერი ტბა, რომელიც საკმაოდ ადვილი მისაგნებია, გორამდე არმისული როდესაც გასცდებით სოფელ ორჭოსანს და შეხვდებით შემდეგი სოფლის აბრას უნდა გადაუხვიოთ მარცხნივ და გზას გაუყვეთ ზემოთ, 15-20 წუთში ტბასთან იქნებით.
მშვენიერი გასვლა გამოგვივიდა, ფოტოაპარატი ერთი გვქონდა ამიტომ ყველა ამ აპარატით ვიღებდით, თუმცა ლამამ ყველაზე მეტი გადაიღო, ვგონებ საკმაოდ საინტერესო ფოტოები გამოვიდა
