კვარიათი, აფსაროსი, ზღვა, მზე და ჩანჩქერი

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Mao
იეტი
Posts: 1644
Joined: 24 მაი 2005, 20:36
კვარიათი, აფსაროსი, ზღვა, მზე და ჩანჩქერი

Post by Mao » 04 ივლ 2007, 10:04

Toma
ragatsa xdeba aaq?? :D :D :D
ex vitsi damibarebs admini :( :( :(
magram tsnobismoyvareoba upro dzlieria :D :D :D :D
together on the top!!

User avatar
Toma
იეტი
Posts: 2655
Joined: 27 ივლ 2005, 21:50
Location: Tbilisi
კვარიათი, აფსაროსი, ზღვა, მზე და ჩანჩქერი

Post by Toma » 04 ივლ 2007, 10:20

ადმინი მეც დამიბარებს და მეტყვის შენი .. ტუუუუუუუუუუუუუუუუუუუუ...........................
და ისე დამბანსს...............ოოოოოო ადმინ Imageმივდივარ და კუთხეში ვდგები ჩემი საკუთარი ფეხუჩებით
Image

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
კვარიათი, აფსაროსი, ზღვა, მზე და ჩანჩქერი

Post by Makena » 08 ივლ 2007, 15:58

ხუმრობა იქეთ იყოს და მინდა გითხრათ რომ მთიანი აჭარა საოცრად ლამაზია, განსაკუთრებით სასიამოვნო სანახავია სოფლები რომლებიც მწვანეშია ჩაფლული და სახლების უმეტესი ნაწილი ტრადიციულად, ხის მსხვილი ფიცრებითაა აშენებული, გოდერძის უღელტეხილზე გზა საკმაოდ ნორმალურ მდგომარეობაშია (ორხიდიანი მანქანებისთვის) და თუ აჭარაში წასვლას დააპირებთ გირჩევთ ამ მშვენიერი უღელტეხილით გადახვიდეთ.
Last edited by Makena on 08 ივლ 2007, 16:00, edited 1 time in total.

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
კვარიათი, აფსაროსი, ზღვა, მზე და ჩანჩქერი

Post by Makena » 08 ივლ 2007, 15:59

სოფელი აჭარის მთებში
Image

User avatar
gio giorgi
მაწანწალა
Posts: 339
Joined: 25 მაი 2007, 12:38
Contact:
კვარიათი, აფსაროსი, ზღვა, მზე და ჩანჩქერი

Post by gio giorgi » 18 აგვ 2007, 18:25

ქვევრი ჩანჩქერის ფონზე, საკმაოდ დიდი ჩანჩქერია, ნამდვილად ღირს ნახვა/////////////

da qedashi konkretulad sad aris es chanchqeri??????...didi siamownebit awidoda kaci, qobuletis oromtrialidan, cota dasasweneblad,,,,,,,,

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
კვარიათი, აფსაროსი, ზღვა, მზე და ჩანჩქერი

Post by Makena » 05 სექ 2007, 20:49

gio giorgi wrote:ქვევრი ჩანჩქერის ფონზე, საკმაოდ დიდი ჩანჩქერია, ნამდვილად ღირს ნახვა/////////////

da qedashi konkretulad sad aris es chanchqeri??????...didi siamownebit awidoda kaci, qobuletis oromtrialidan, cota dasasweneblad,,,,,,,,
gio giorgi
გზაზე ნიშნულია რომელზეც ხატია და წერია კიდეც რომ იქვე მარცხნივ შესახვევში ჩანჩქერია, ხოლო გზის მარჯვენა მხარეს მდინარეზე თამარის ხიდია.

User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
კვარიათი, აფსაროსი, ზღვა, მზე და ჩანჩქერი

Post by tiko_r » 06 სექ 2007, 10:02

Archil wrote:ამ ტალღის ქვეშ შეცურვა მომინდა...
Makena wrote:ტალღა
Image
მე შემთხვევით შევცურე... თვითონ მოვიდა... მე ჩემთვის ნაპირზე ვჭყუმპალაობდი..
ძალიან ცუდად მახსოვს ის დღე... :?
სულ თავით Mახოხიალა ქვებში...

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
კვარიათი, აფსაროსი, ზღვა, მზე და ჩანჩქერი

Post by Makena » 08 სექ 2007, 18:14

tiko_r wrote:
Archil wrote:ამ ტალღის ქვეშ შეცურვა მომინდა...
Makena wrote:ტალღა
Image
მე შემთხვევით შევცურე... თვითონ მოვიდა... მე ჩემთვის ნაპირზე ვჭყუმპალაობდი..
ძალიან ცუდად მახსოვს ის დღე... :?
სულ თავით Mახოხიალა ქვებში...
tiko_r
ასეთი ტალღები საკმაოდ საშიშია, კარგად გადარჩენილხარ :shock: ვინმე მოგეხმარა თუ შენით გამოხვედი ზღვიდან? ცურვა იცი? ისე კი მშვენიერი სანახავია ასეთი ტალღები, ცურვაც შეიძლება ოღონდ კარგი მოცურავე უნდა იყო :wink: :D

User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
კვარიათი, აფსაროსი, ზღვა, მზე და ჩანჩქერი

Post by tiko_r » 08 სექ 2007, 21:33

Makena
ცურვა თითქმის :lol: არ ვიცი... ... წყნარ წყალში თავს გადავირჩენ ... მაგრამ მაშინ ნაპირთან ვიყავი.. ჩავედი თუ არა.. ეგრევე (რიგით რომელი იყო არ ვიცი ეგეთი დიდი) წამიღო და მეორე თავზე დამეცა... ქვემოდან ვხედავდი როგორ მეცემოდა :shock: და მერე ... შშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშ.............. :shock:

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
კვარიათი, აფსაროსი, ზღვა, მზე და ჩანჩქერი

Post by Archil » 09 სექ 2007, 21:51

tiko_r
მაგი მიყვარს, ტალღა რომ გატრიალებს, გახოხიალებს, პატარა ნაფოტოივით რომ ხარ და სტიქიის ნაწილად გრძნობ თავს. შიში გიჭამიათ როგორც ვხედავ, ასეთ ტალღებში შესვლასაც და გამოსვლასაც თავისი წესი აქვს.

შესვლა...

ელოდები ტალღას, ან უნდა შეუცურდე ძირში, ისე რომ გადაგიაროს და შემდეგ როცა ამოყოფ თავს, მაშინათვე მეორე ტალღის და მის ქვეშ შეძრომის მზადყოფნაში უნდა იყო. როდესაც ნაპირს ცოტათი მოშორდები, იქ უკვე საშიში ნაკლებადაა, აგიტანს და ჩამოგიტანს მხოლოდ. რა თქმა უნდა ტალღის სიმაღლეს გააჩნია. 10 მეტრის სიმაღლეზე მეტი ტალღის დროს შეცურვა არ ღირს, საფრთხე უკვე რეალური ხდება და დასახმარებლადაც არავინ შემოვა.


გამოსვლა

ნაპირს მიახლოება იმდენად რთული არაა, როგორც ნაპირზე ამოსვლა. ნაპირს ცურვით უახლოვდები, ენერგიას არ ხარჯავ ნაპირთან მიახლოებაზე, იყენებ ტალღებს, ანუ უნდა "შეაჯდე" ტალღას, მის კიჩოზე მოექცე და გამოყვე ნაპირისკენ, ამ დროს შეიძლება მოუსვათ ხელებიც, რომ ეფექტი მეტი იყოს. უკან დაბრუნებისას ტალღას არ ეჭიდავებით, უბრალოდ ცდილობთ რომ ნაკლებად წაგიღოთ უკან და წინსვლის ეფექტი მეტი იყოს, ვიდრე უკან წაღების. ამგვარად იუახლოვდებით ნაპირს.

ნაპირზე გამოსვლა ყველაზე საფრთხილო მომენტია ზემოჩამოთვლილიდან. ტაქტი თუ ვერ შეურჩიეთ სწორედ, უკეთეს შემთხვევაში ქვებზე რახანრუხუნი, ხოლო უარეს შემთხვევაში ფსკერზე ცოცხლად დამარხვის საფრთხე გემუქრებათ.

ტალღებს ახასიათებს ზრდისა და შემცირების ტენდეცია. ანუ, ჯერ მოდის "პატარა" ტალღა, მერე უფრო დიდი, შემდეგ კიდევ უფრო დიდი, შემდეგ მცირდება, შემდეგ უფრო მცირე , მცირე და შემდეგ შეიძლება ისევ ზრდაზე წავიდეს.

ნაპირიზე გამოსვლისთვის საჭიროა რომ შემდეგი ტალღა უფრო ნაკლები ძალის იყოს, ვიდრე ის ტალღა, რომელსაც მოვყვებით ნაპირზე. ამიტომ როდესაც ნაპირთან ტალღებზე ვდრეიფობთ, როდესაც მოვა ყველაზე ძლიერი ტალღა, და ვხედავთ რომ მისი შემდეგი უფრო ნაკლები ძალისაა, მოსალოდნელია რომ შემდეგი კიდევ უფრო ნაკლებიც იყოს. მიყვები ან ტალღას ნაპირამდე და როდესაც ფეხს შეახებთ ნაპირს, მაშინათვე გადადიხართ სირბილზე ნაპირისაკენ, რადგანაც ტალღა ცდილობს და შეიძლება უკან შეგითრიოთ, რაც ყველაზე საშიშია. თუ ამჩევთ, რომ ტალღას ვერ სძლევთ და ნაპირზე თავს ვერ შეიკავებთ, სჯობია გაყვეთ ტალღას უკან, თორემ თუ წაგაქციათ, ნაპირზე ქვებში დაგატრიალებთ და მგონი რამდენად სასიამოვნოა მაგი, უკევ გასინჯული გაქვთ. ამდენად წაყევით ტალღას ამ შემთხვევაში და შეარჩიეთ ისეთი ტალღა, რომლის შემდგომი ტალღა უფრო ნაკლები იქნება და წინა ტალღის მიერ ნაპირისკენ გასროლილს უკან ვეღარ შეგათრევთ.

ნაპირთან დრეიფის დრო ენერგიას არ ხარჯავთ და ენერგიას იკრებთ იმისთვის, რომ ტალღაზე შეჯდომისას რაც შეიძლება უფრო მიუახლოვდეთ ნაპირს და შემდეგ წელამდე წყალში შეძლოთ უკან დამაბრუნებელი ტალღისათვის წინააღმდეგობის გაწევა.
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
კვარიათი, აფსაროსი, ზღვა, მზე და ჩანჩქერი

Post by tiko_r » 10 სექ 2007, 12:47

Archil
საინტერესო რჩევებია.. მაგრამ ეგ ყველაფერი რომ შეასრულო კარგად უნდა ცურავდე... რომ მერე შესვლა გამოსვლის წესებზე იფიქრო და ტალღები ითვალო
მე კიდევ ეგ რომ დამემართა მხოლოდ შეჭყუმპალავება მინდოდა....მარილიან წყალში..
ეხლა კარგად მახსენდება :D

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
კვარიათი, აფსაროსი, ზღვა, მზე და ჩანჩქერი

Post by Makena » 16 სექ 2007, 14:42

tiko_r wrote:Archil
საინტერესო რჩევებია.. მაგრამ ეგ ყველაფერი რომ შეასრულო კარგად უნდა ცურავდე... რომ მერე შესვლა გამოსვლის წესებზე იფიქრო და ტალღები ითვალო
მე კიდევ ეგ რომ დამემართა მხოლოდ შეჭყუმპალავება მინდოდა....მარილიან წყალში..
ეხლა კარგად მახსენდება :D
tiko_r

მე უბრალოდ გირჩევ რომ როცა ზღვა ღელავს ნუ შეხვალ, აბობოქრებულ ზღვას არ უყვარს როცა აწუხებენ 8) უბრალოდ შორიდან ყურებითაც შეიძლება ისისმოვნო :D
აბობოქრებული ზღვის რამდენიმე ფოტოს კიდევ დავდებ ქვემოთ :D




ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]