Page 1 of 5

ბირთვისები-ფარცხისი, 8 მაისი, 2005 წელი

Posted: 08 მაი 2005, 22:39
by Gvalva
ლაშქრობა ბირთვისებში ფორუმზე არ არ გამოცხადებულა, იდეის ავტორებს სურდათ "ვიწრო წრეში" წასულიყვნენ (შედეგი იხ. თანდართულ ფოტოზე :))

მოგზაურობა ასეთი იყო: გავედით თეთრიწყაროს მიმართულებით, ასურეთის შემდეგ არის სოფელი ფარცხისი, ვნახეთ ფარცხისის ციხე, საიდანაც უკვე ჩანდა ბირთვისების ხედი, ავედით ბირთვისებში და ჩამოვედით სოფ. ტბისთან.

ფარცხისიდან ბირთვისებში მიმავლებს, უკვე რომ ტყეში შევედით, უკანიდან ჯგუფის წევრებმა დაგვიძახეს, მაინთ ნუ მიდიხართ გზა აქეთ არის, დაბრუნდითო. უკან არავინ გზის მცოდნე არ გვეგულებოდა და დიდხანს ვფიქობდით რომ ეს ხუმრობა იყო. გამოირკვა რომ ადგილობრივი მცხოვრები ძროხებს აძოვებდა და რომ დაინახა სხვა მხარეს მივდიოდით ამოვიდა ბილიკზე და დაგვიძახა. რომ დავბრუნდით გვითხრა რომ ტბისიდან ყველაზე კარგი ასასვლელიაო და დეტალურად აგვიხსნა როგორ უნდა გვევლო. ჩვენ ვუთხარით რომ ფარცხისის ციხე ვნახეთ და ტბისით უკან დაბრუნებას ვაპირებდით.

თვითონ ბირთვისებში რა ვნახეთ და როგორი სილამაზე იყო ამის მოყოლა ძნელია, უბრალოდ, კიდევ ერთხელ დავრწნდით რომ რა სეზონიც არ უნდა იყოს ბირთვისებში აუცილებლად იწვიმებს! :)

საინტერესო ის იყო რომ, როცა უკვე წვიმაში უკან ვბრუნდებოდით და ერთმანეთს მივყვებოდით ლაპარაკ-ლაპარკით ისევ გავონეთ ძახილი, მაინთ ნუ მიდიხართ, გზა აქეთ არისო. დავბრუნდით და ვნახეთ ბილიკი რომელიც სულ სხვა ქედზე ჩამოდიოდა, თუ იმ ქედს ჩავყვებოდით, სრულიად სხვა ადგილას ვხვდებოდით, ჩვენ იმ დღეს ისეთ ადგილებში ვიყავით ნავალი რომ შეიძლება ძალიან გვიან გაგვეპროტესტებინა, ეს სად მივდივართო. გახარებულებს ერთი სული გვქონდა გაგვეგო ჩვენი ჯგუფის რომელ წევრს გავახსენდით, გამოგვხედა უკან და გადაგვარჩინა. გამოირკვა რომ ეს ისევ ის ადგილობრივი მწყემსი იყო, რომელიც ჩვენ ჯერ ერთი ფარცხისში დავტოვეთ და მეორეც უკვე გადავიწყებული გვყავდა. მოკლედ ამ კაცმა იმ დღეს სრულიად თავისი ნებით გვიპარტონა. ვერაფერი ვერც ვკითხეთ და ვერც ვერაფრით გადავუხადეთ მადლობა. ასეთი ადამიანები უბრალოდ დიდხანს გამახსოვრდება.

მეგობრებო, მზადდება სურათები განსათავსებლად
ცოტაც მოითმინეთ :)

ბირთვისები-ფარცხისი, 8 მაისი, 2005 წელი

Posted: 08 მაი 2005, 22:59
by Gvalva
თავიდან ვნახეთ ფარცხისის ციხე, სადაც, ყველა სხვადასხვა გზით აძვრა

ბირთვისები-ფარცხისი, 8 მაისი, 2005 წელი

Posted: 08 მაი 2005, 23:00
by Gvalva
ცხადია სურათებიც გადავიღეთ

ბირთვისები-ფარცხისი, 8 მაისი, 2005 წელი

Posted: 08 მაი 2005, 23:02
by Gvalva
გზაში კუც შეგვხვდა

ბირთვისები-ფარცხისი, 8 მაისი, 2005 წელი

Posted: 08 მაი 2005, 23:03
by Gvalva
მივედით "ხურმიან ჭალაში", თუ სწორად დავიმახსოვრე ჩვენი მხსნელის ნათქვამი

ბირთვისები-ფარცხისი, 8 მაისი, 2005 წელი

Posted: 08 მაი 2005, 23:04
by Gvalva
მერე დაიწყო ვიწრო გასავლელები

ბირთვისები-ფარცხისი, 8 მაისი, 2005 წელი

Posted: 08 მაი 2005, 23:06
by Gvalva
და ამ გასასვლელებში ერთი "კენჭი" გაჭედილიყო

ბირთვისები-ფარცხისი, 8 მაისი, 2005 წელი

Posted: 08 მაი 2005, 23:07
by Gvalva
დედა ციხეზე ასასვლელი საკმაოდ რთული იყო

ბირთვისები-ფარცხისი, 8 მაისი, 2005 წელი

Posted: 08 მაი 2005, 23:09
by Gvalva
როგორც იქნა ავედით

ბირთვისები-ფარცხისი, 8 მაისი, 2005 წელი

Posted: 08 მაი 2005, 23:10
by Gvalva
მაღლა ყველამ სხვადასხვანაირად მოილხინა
ნაწილი მღეროდა

ბირთვისები-ფარცხისი, 8 მაისი, 2005 წელი

Posted: 08 მაი 2005, 23:11
by Gvalva
ნაწილი ცეკვავდა

ბირთვისები-ფარცხისი, 8 მაისი, 2005 წელი

Posted: 08 მაი 2005, 23:13
by Gvalva
ნაწილი სალამურზე დაკვრას სწავლობდა

ბირთვისები-ფარცხისი, 8 მაისი, 2005 წელი

Posted: 08 მაი 2005, 23:14
by Gvalva
ნაწილი ჩანახატებს აკეთებდა

ბირთვისები-ფარცხისი, 8 მაისი, 2005 წელი

Posted: 08 მაი 2005, 23:17
by Gvalva
ნაწილი სამალავს ეძებდა, მარა ამაზე სხვა თემაში :)

ბირთვისები-ფარცხისი, 8 მაისი, 2005 წელი

Posted: 08 მაი 2005, 23:18
by Gvalva
მერე დავიწყეთ დაშვება