ხადას ხეობა, იუხო 23 ივნისი 2007
Posted: 24 ივნ 2007, 12:24
შაბათ დღეს დავგეგმეთ და ნატალას მინი ვანით გავემგზავრეთ ხადას ხეობისაკენ
ამ გასეირნებაში (ლაშქრობად რომ მოვიხსენიო, ცოტა არ იყოს გადამეტებად გამომივა, მიუხედავად იმისა, რომ ფეხითაც საკმაოდ ვიარეთ აღმართ დაღმართებზე) მონაწილეობდნენ"
ნატალია - თავისი მინი ვანით
ვოვა, ნატალიას +
ლამა
თინათინი - ლამას +
ჯაბა - თინათინის +, ანუ ლამას ++
მეც ვიყავი მგონია
ასევე მოგვიანებით შემოგვიერთდა გოგონა თავისი მეგობრებით (სულ 4 ქალბატონი, თუ საქალბატონე, ეხლა მაგაზე ნუ გამწეწავთ
)
ხადას ხეობა ერთ-ერთი ულამაზესი ხეობაა თეთრი არაგვის ხეობებში. მისგან მშვენივრად მოჩანს ლომისის ეკლესია და გუდაურის სათხილამურო ტრასამდე სულ რაღაც 2 საათის სავალია მთა-მთა. ადგილობრივების (ანუ თინათინის ბიძის - ბ-ნ ტარიელის) თქმით ხეობაში შემორჩენილია 20-მდე კოშკი, მაშინ როდესაც კომუნისტებამდე მათი რაოდენობა 60-ს აჭარბებდა. კოშკებისა და ეკლესიის ქვებს კომუნისტები კანტორებისა და სხვა ნაგებობების ასაშენებლად იყენებდნენ თურმე. მანამდე, ნიკოლოზის დროინდელი რუსეთისც ხელს არ აკლებდა კოშკებს. ეტყობა ეს კოშკები ქართველებისათვის თავდაცვის საშუალება იყო და მათი წინააღმდეგობის გასატეხად დაშლილი კოშკი უფრო ერჩივნა რუსეთის იმპერიას, ვიდრე გამართული
ხეობიდან ულამაზესი ხედები იშლება, ძირითადად ალპური ზონაა, ხე ნაკლებად შეგხვდებათ. პირველი რაც შეგხვდებათ, ელგუჯას გამოქვაბულია, შემდეგ მჟავე წყალის, რომელიც რკინის სიმრავლით წითლად ღებავს იქაურობას. ალაგ-ალაგ ჩანჩქერერებსა და კლდიდან გამომავალ და ისევ კლდეში ჩაკარგულ ნაკადულებს შეხვდებით. უფრო დეტალურად სურათების დადებისას. ალაგ-ალაგ ამ მშვენიერ სურათებს გაზის მილისა და ელექრტოაგდამცემი ხაზები აუშნოებს, თუმცა ამჟამად გაზი გამორთული აქვს მოსახლეობას, მიუხედავად იმისა, რომ მრიცხველები სახლში უყენიათ.