Page 1 of 11

ხადას ხეობა, იუხო 23 ივნისი 2007

Posted: 24 ივნ 2007, 12:24
by Archil
შაბათ დღეს დავგეგმეთ და ნატალას მინი ვანით გავემგზავრეთ ხადას ხეობისაკენ

ამ გასეირნებაში (ლაშქრობად რომ მოვიხსენიო, ცოტა არ იყოს გადამეტებად გამომივა, მიუხედავად იმისა, რომ ფეხითაც საკმაოდ ვიარეთ აღმართ დაღმართებზე) მონაწილეობდნენ"

ნატალია - თავისი მინი ვანით
ვოვა, ნატალიას +
ლამა
თინათინი - ლამას +
ჯაბა - თინათინის +, ანუ ლამას ++
მეც ვიყავი მგონია

ასევე მოგვიანებით შემოგვიერთდა გოგონა თავისი მეგობრებით (სულ 4 ქალბატონი, თუ საქალბატონე, ეხლა მაგაზე ნუ გამწეწავთ :) )

ხადას ხეობა ერთ-ერთი ულამაზესი ხეობაა თეთრი არაგვის ხეობებში. მისგან მშვენივრად მოჩანს ლომისის ეკლესია და გუდაურის სათხილამურო ტრასამდე სულ რაღაც 2 საათის სავალია მთა-მთა. ადგილობრივების (ანუ თინათინის ბიძის - ბ-ნ ტარიელის) თქმით ხეობაში შემორჩენილია 20-მდე კოშკი, მაშინ როდესაც კომუნისტებამდე მათი რაოდენობა 60-ს აჭარბებდა. კოშკებისა და ეკლესიის ქვებს კომუნისტები კანტორებისა და სხვა ნაგებობების ასაშენებლად იყენებდნენ თურმე. მანამდე, ნიკოლოზის დროინდელი რუსეთისც ხელს არ აკლებდა კოშკებს. ეტყობა ეს კოშკები ქართველებისათვის თავდაცვის საშუალება იყო და მათი წინააღმდეგობის გასატეხად დაშლილი კოშკი უფრო ერჩივნა რუსეთის იმპერიას, ვიდრე გამართული

ხეობიდან ულამაზესი ხედები იშლება, ძირითადად ალპური ზონაა, ხე ნაკლებად შეგხვდებათ. პირველი რაც შეგხვდებათ, ელგუჯას გამოქვაბულია, შემდეგ მჟავე წყალის, რომელიც რკინის სიმრავლით წითლად ღებავს იქაურობას. ალაგ-ალაგ ჩანჩქერერებსა და კლდიდან გამომავალ და ისევ კლდეში ჩაკარგულ ნაკადულებს შეხვდებით. უფრო დეტალურად სურათების დადებისას. ალაგ-ალაგ ამ მშვენიერ სურათებს გაზის მილისა და ელექრტოაგდამცემი ხაზები აუშნოებს, თუმცა ამჟამად გაზი გამორთული აქვს მოსახლეობას, მიუხედავად იმისა, რომ მრიცხველები სახლში უყენიათ.

ხადას ხეობა, იუხო 23 ივნისი 2007

Posted: 24 ივნ 2007, 12:40
by Archil
ფოტოკამერები ჰქონდათ:

ნატალიას, (ციფრული, სამოყვარულო)
თინათინს (ფირის, პროფესიონალური, ლამა იღებდა და ფოტოების განტავსება მასზეა დამოკიდებული)
გოგონას (მობილურით იღებდა იქაურობას)

ველით თქვენან ფოტოებს :)

ხადოს ხეობა იწყება (უფრო მართალი ვიქნებით თუ ვიტყვით მთავრდება) სოფელ ქვეშეთთან, სადაც ეს მდინარე თეთრ არაგვს უერთდება.

Image

ხადას ხეობა, იუხო 23 ივნისი 2007

Posted: 24 ივნ 2007, 14:35
by GOGONA
ამ ჩანჩქერამდე გოგირდოვანი წყალი და ელგუჯას "ხრუშჩოვკა შეგვხვდა"
:P Image

ხადას ხეობა, იუხო 23 ივნისი 2007

Posted: 24 ივნ 2007, 14:36
by Toma
:P წყალი მართლაც არაჩვეულებრივი იყო, ძალიან გემრიელი მინერალური წყალია ოდნავ გაზირებული, აუცილებლად დალიეთ :D

აი ელგუჯას ხრუშოვკას რაც შეეხება მართლაც ძალზედ საინტერესო ნაგებობაა.

ბუნებრივ კლდეზე რომელსაც საოცრად ლამაზი რელიეფი ჰქონდა მიშენებული იყო დიდი ნაგებობა, როგორც ბატონმა ლამამს ტელეფონით გასაუბრების შემდეგ გვითხრა "ჭეშმარიტ გზას ადგახართ" ეგ ელგუჯას ციხეა და ჩვენც გავიარეთო, ელგუჯა აღმოჩნდა ყაზბეგის "ელგუჯა" :D

ხადას ხეობა, იუხო 23 ივნისი 2007

Posted: 24 ივნ 2007, 14:37
by GOGONA
ხარისხიზა ბოდიში :oops:
მობილურითაა გადაღებული

ხადას ხეობა, იუხო 23 ივნისი 2007

Posted: 24 ივნ 2007, 14:41
by GOGONA
Image

ხადას ხეობა, იუხო 23 ივნისი 2007

Posted: 24 ივნ 2007, 14:44
by Toma
რას ერჩი გოგონი მაგ სურათებს მშვენიერი ხარისხია :D

ხადას ხეობა, იუხო 23 ივნისი 2007

Posted: 24 ივნ 2007, 14:48
by GOGONA
ზოგზოგიერთებმა კანიონინგიც სცადეს

ხადას ხეობა, იუხო 23 ივნისი 2007

Posted: 24 ივნ 2007, 14:49
by paata_
GOGONA

მაგარია


როგრო ხარ? სად დაიკარგე?

ხადას ხეობა, იუხო 23 ივნისი 2007

Posted: 24 ივნ 2007, 14:54
by Archil
Toma
GOGONA
თქვენ გაიხარეთ,
მშვენიერი სურათებია, რას ერჩი მართლაც. ელგუჯას გამოქვაბულისადა წყლის სურათებს იმედია ნატალია დადებს. მაგენი რომ ნამდვილად გადაღებულია, დარწმუნებული ვარ, წყლისგან შექმნილი წითელი ლანდშაფტი მე თვითონ გადავიღე, საუცხოოა ნამდვილად.

ისე, თქვენი დატოვება იცით როგორ მენანებოდა, ერთი კი ვიფიქრე გოგონებთან დავრჩები თქო, მაგრამ თინათინთან გველოდებოდნენ და უხერხული იყო.

ისე, იმ დიდი ჩანჩქერის დარდი წამომყვა, არადა ღრმა კი არ ყოფილა. ასე რომ მცოდნოდა, აუცილებლად გადავბობღდებოდი იქაც.

ხადას ხეობა, იუხო 23 ივნისი 2007

Posted: 24 ივნ 2007, 14:58
by GOGONA
paata_
სალამიიიი :P :lol: :oops: :P

ხადას ხეობა, იუხო 23 ივნისი 2007

Posted: 24 ივნ 2007, 15:07
by GOGONA
Image

ხადას ხეობა, იუხო 23 ივნისი 2007

Posted: 24 ივნ 2007, 15:10
by Archil
განვაგრძობ თხრობას.

სოფელ ქვიშხეთში თინათინის ახლობლებთან დავტოვეთ მანქანა და ფეხით გავუყევით გზას ხადოს ხეობაში. თინათინის ახლობლები მშრომელი ხალხი აღმოჩნდა, დილიდანვე უკვე დაოფლიანებული იყვნენ საქმისგან. მსიამოვნებს საქართველოშI მშრომელი ხალხის ნახვა, ისევ მაგათ იმედზე თუ ვიქნებით, თორემ....

ხადოს ხეობაში გზა ქვიანია, 06-თაც გავა ადმინი, მაგრამ ნივით ან ჯიპით უეჭველად ჯობია. ნატალის ნისანი ნამდვილად მუცელგამოფატრული დაბრუნდებოდა იქიდან, ასე რომ ფეხით ვამჯობინეთ გასეირნება. თინათინის სოფლამდე - უიხომდე 7 კმ-ია სასიარულო. თუმცა გზა ძირითადად აღმართია და ნება-ნება მოსიარულენი 2 საათშიც ვერ ჩავეტიეთ.

პირველი ღირშესანიშნაობა ელგუჯას გამოქვაბულია. ესაა კლდის შეღრმავებაში აშენებული სიმაგრე, თავისი სათოფურებით. მტერი ან გზით შედიოდა ხეობაში და თავდაცვით ნაგებობები აუცილებელი და საკმარისზე მეტი ყოფილა აქ ძველად.

კლდეების ფაქტურამ მოგვხიბლა, შუქრჩრდილების, წყლის გადმონაჟონის ფონზე ძალიან ლამაზად მოჩანდა.

შემდეგი გაჩერება მჟავე წყალთან იყო. შორიდანვე აწითლებული აქვს წყაროს იქაურობა, რკინა გამოაქვს გაზირებულ წყალს და ჟანგისფერად ფერავს იქაურობას.

დავლიეთ მჟავე წყალი, ბიჭებმა ტანზე გავიხადეთ და წყალში შევტოპეთ. დილის მთის ნაკადი ცივი იყო და მასში შესვლა არც თუ ისე ადვილი აღმოჩნდა.
ნატალიას საგზალს დავესიეთ, ჯერ მოშიებული არ ვიყავოთ, მაგრამ მაინც..

გაუყევით გზას... აწი სულ აღმართები იწყებოდა

ხადას ხეობა, იუხო 23 ივნისი 2007

Posted: 24 ივნ 2007, 15:14
by GOGONA
Image

ხადას ხეობა, იუხო 23 ივნისი 2007

Posted: 24 ივნ 2007, 15:18
by Archil
ცოტა ხანში იმ ჩანჩქერს მივადექით, რომლებზეც გოოგები არიან გადაღებულები, კანიონობანა ჩვენ არ გვიცდია..... გაზის მილი აფუჭებდა ჩანჩწერის ხედს.

თინათინი და ჯაბა სულ გვრჩებოდნენ, არადა მთის ხალხი მაგენი არიან და თავიდან მეგონა ვერც დავეწეოდით. ეტყობა გაქალაქდნენ ან სხვა რამ მიზეზი იყო მათი ნელი სიარულისა...

ერთ ადგილას კლდიდან გამოსული და ისევ კლდეში შესული ნაკადული დაგვხვდა. ვიღაცა ღვთისნიერს ქვებით აეშენებინა ეს წყარო და კონსერვის ქილაც დაეტოვებინა წყლის დასალევად. გემრიელი წყალი იცის ხოდას ხეობაში. ჩემს მათარას ნაკლებად ვხმარობდი, წყლებით სავსე ხეობაში