Page 1 of 2

პანკისის ხეობა

Posted: 21 ივნ 2007, 18:42
by ლობო
ცოტა დაკარგული კი ვიყავი მაგრამ ისევ გამოვჩნდი და ლაშქრობიდან ჩამოვიტანე ფოტოები:)

ჰოდა გუშინ დავბრუნდი პანკისის ხეობიდან.. როგორც მოველოდი ულამაზესი ადგილი აღმოჩნდა. სამწუხაროა რომ ასეთი ადგილის სახელი კრიმინალთან ასოცირდება და ცოტა ძნელია მონახულება..

მოკლედ ხეობა თუ არ ვცდები 34 კილომეტრზეა გაშლილი და ტორმეტი თუ 7 სოფელია სულ ვერ გავარკვიე :oops: დუისი, ჯოყოლო, ბირკიანი, ქვემო ომალო და კიდევ რაღაცეები.. ძირითადი მოსახლეობა ქისტები და ოსები იყვნენ მაგრამ მეორე ჩეჩნური ომის და ლტოლვილების შემოსვლის შემდეგ ოსებმა ხეობა დატოვეს (ვერ ეწყობიან ერთმანეთს :roll: ).. ეხლა ხეობაში 1300ზე მეტი ჩეჩენი ლტოლვილია ნუ არალტოლვილი ჩეჩნებიც ცხოვრობენ ისე.. ხეობის დასაწყისში ქარტველების სოფელიცაა და ფშავლები ცხოვრობენ.. მოკლედ ხეობაში ძირითდად ჩეჩნური და ზოგჯერ რუსული ლაპარაკი ისმის..
ხო სოციალური მდგომარეობა საკმაოდ ცუდია და როგორც მითხრეს განსაკუთრებით ბოლო პერიოდში მძიმდებაო.. ფოტოებსაც დავდებ მაგრამ ყველაზე კარგი ტიპაჯების გადაღება ვერ მოვახერხე გასაგები მიზეზით ძალიან არ უყვართ ჩეჩნებს კამერები.. ისე კი მართლა მოხიბლული ვარ მაგათით მაგარი ხალხია.. და როგორც ხშირად წარმოუდგენიათ იმის საწინააღმდეგო ტიპაჟები არიან.. ანუ ქერა ცისფერთვალება საშუალოზე მაღალი და ჯეჯგვებივით კაცები.. ორი გოგო გვახლდა იქ და ძლივს წამოვიყვანეთ უკან ჩეჩნებით მოხიბლულები :lol: :lol: ხოდა ქალებიც ასევე ღია ფერებში არიან და სუსტი აღნაგობის და მგონი არცერთი ღიპიანი ჩეჩენი არ მინახავს:)

ხო კიდევ დუისში ახლად აშენებული საკმაოვ დიდი ვაჰაბიტური მეჩეთი ვნახე და მხოლოდ გარედან გადავიღე შიგნით შესვლა არ შეიძლებოდა.. ჩეჩნების შემოსვლამდე ქისტები ისე იყვნენ რომ უკვე სანთლებს ანთებდნენო და ეხლა ეს სიტუაცია ძალიან შეცვლილიაო..

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი.. ფშაველების და ქისტების სოფლები ერთმანეთზე ისეა გადაბმული შუაში გზაც კი არ ყოფთ.. მიუხედავად ამისა ფშავლების ღორებს რაღაც სასწაული ამოზრავებთ და სოფელში მოსეირნე ღორებს ქისტების ნაწილზე შეესეირნოს ჯერ არ მომხდარაო :lol: :lol:

კიდევ ბევრი რამე იყო საინტერესო მაგრამ ეხლა ვერ ვასწრებ მოყოლას და თანდათანობით მოგიყვებით:)

ხო კიდევ ჩეჩნებიოს ხასიათს რაც შეეხება ძაან იშვიატია მაგათგან ხუმრობაო..

Image

ხო ძAან ღრუბლები იყო საღამოს ამაღლებულ ადგილზე რომ ავედი ხეობის მთლანად გადასაღებად და მთების სიდიდე და ხეობ მთლიანად სამწუხაროდ ვერ გადავიღე კარგად..

Image

Image

Image
აი ამ ღრუბლების უკან უზარმაზარი მთები ჩანს ხოლმე და ხეობა შედის შიგნით
Image[/img]

პანკისის ხეობა

Posted: 21 ივნ 2007, 19:45
by guruli
ლობო
დუისი, ჯოყოლო, ბირკიანი, ქვემო ომალო და კიდევ რაღაცეები..
ხალაწანი, წყალ-რაღაცა... მეტი არ მახსოვს. :cry: :cry:
ხეობის დასაწყისში ქარტველების სოფელიცაა და ფშავლები ცხოვრობენ..
მგონი, მატანზეა ლაპარაკი, რომელიც ხეობის შესასვლელშია და არა მხოლოდ პანკისის, საქართველოს მასშტაბითაც დიდი სოფლების რიცხვში შედის... :roll: :roll: :roll:

პანკისის ხეობა

Posted: 23 ივნ 2007, 11:41
by paata_
ლობო

მაგარია,

რამდენიმე წლის წინათ დავდიოდი პანკისში და ხან ჩეჩენებთან და ხან ქისტებთან ვცხოვრობდი - მაგარი ხალხია, იციან სტუმრის პატივისცემა

პანკისის ხეობა

Posted: 25 ივნ 2007, 17:11
by GOGONA
სალამი ლობო :P

გამეხარდა შენი გამოჩენა :P

სურათები დადე რაა :?: :!:

პანკისის ხეობა

Posted: 25 ივნ 2007, 17:19
by lama
ძალიან კაი იქნება საღამოზე პანკისელებიც ჩამოდიან :)

პანკისის ხეობა

Posted: 25 ივნ 2007, 21:40
by guruli
lama
ძალიან კაი იქნება საღამოზე პანკისელებიც ჩამოდიან
დღეს ვუსმინეთ პანკისელებს. მართლა დაგლიჯეს... იმათგან ერთი ნაღდად იქნება მაგ საღამოზე და სხვებისა რა გითხრათ...
ისე, როგორ დაგვავიწყდა, მექა ხანგოშვილისთვის გადაგვეცა მოსაწვევი. :cry: მართალია, ქისტია და არა ხევსური, მაგრამ მაგათ მტრობაზე მეტი ოდითგან მეზობლობა ჰქონდათ და ვფიქრობ, სიამოვნებით მიიღებდა მოწვევას. თან, თავისიანებში ცნობილი ქალია... მაგრამ ამ ლაფსუსს ახლა არაფერი ეშველება.

პანკისის ხეობა

Posted: 25 თებ 2008, 17:54
by Mrs. Robinson
პანკისს ვუკირკიტებ რა ხანია და საძიებოში "პანკისი.. ფორუმი კარავი" რომ ამოაგდო, ეგრევე მივხვდი ვინ იბოდიელებდა მანდ! 8)

ლობო შე მაგარო!!!!!
მოყევი რა კიდევ რამე! და ეს ნახე (ნახეთ!) რააა!

http://www.pankisi.org/cgi-bin/blosxom. ... routes_geo

მართლა მასეა? არავითარი კრიმინალი და რამე??
გამოდის სერიოზულად აწვებიან ტურიზმს!
უკვე ყველა მარშრუტი "გავიარე"!
ძაან ვარ მოწამლული! ლამაზია!

პანკისის ხეობა

Posted: 25 თებ 2008, 18:05
by paata_
პანკისში წავიდეთ ამ ზაფხულში

სულთან ბორჩასვილი გვეპატიჟება

პანკისის ხეობა

Posted: 25 თებ 2008, 18:42
by ლობო
paata_
ideebiskidobanshi tu gahsni tavidanvesiashivar :D

პანკისის ხეობა

Posted: 25 თებ 2008, 18:43
by Mrs. Robinson
ეგ ვინაა? :oops:

წამო :ც

პანკისის ხეობა

Posted: 25 თებ 2008, 19:25
by paata_
ლობო wrote:paata_
ideebiskidobanshi tu gahsni tavidanvesiashivar :D
ხო იცი არა ვხსნი თემებს

PM დაგიკავშირდები

პანკისის ხეობა

Posted: 25 თებ 2008, 19:52
by guruli
paata_
პანკისში წავიდეთ ამ ზაფხულში

სულთან ბორჩასვილი გვეპატიჟება
მოვდივარ!!! სიაში ვარ. ადგილები არაა, არ მივდივართ და ამგვარები არ ვიცი მე - უსიკვდილოდ მოვდივარ. აქაც ხომ დავწერე ერთხელ, შემოდგომაზე პანკისში ჭავიდეთ-მეთქი, იქით ახმეტელების ფორუმზე ვაქტიურობ მაგ კუთხით, მარა რაღაი აქიდან მიხვალთ, ბარემ თქვენ დეგემგზავრებით. :P :P
უჩემოდ ფეხი არ გაადგათ, თვარა პანკისის შესასვლელში ჩემი ცოდვა წამოგეწევათ!!! :twisted: :twisted: :twisted: :twisted:

პანკისის ხეობა

Posted: 25 თებ 2008, 19:55
by paata_
პანკისი ზაფხულშია ლამაზი

პანკისის ხეობა

Posted: 25 თებ 2008, 20:09
by ლობო
paata_
Image

Mrs. Robinson
savedit Image

:lol:

hevsurul sagamoze agmovashine me da saocradkargi momgeralia : )

ufrometi paatamicis : )

პანკისის ხეობა

Posted: 25 თებ 2008, 20:13
by paata_
ჩემი ძმაა