Page 1 of 2
კეიპტაუნი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ივნისი, 2007
Posted: 15 ივნ 2007, 17:33
by Varvara
გრძელი გზა უკან დარჩა... თვითმფრინავი კეიპტაუნში დაფრენის წინ ქალაქს ზემოდან წრეს უვლის. საოცარი განცდაა, ცნობილი table mountain - ,,მაგიდა მთა'' იმაზე უფრო გრანდიოზული და დიდია, ვიდრე სურათებში ჩანს. ზემოდან მას მართლაც მაგიდის ფორმა აქვს, ან მარტივად რომ აგიხსნათ, გადაჭრილი მთის.
table mountain-ის სიმაღლე 1087 მეტრია. შეიძლება ითქვას, რომ იგი მთელ ქალაქშია გადაჭიმული.
შემდეგი ცნობილი მთა - ,,ლომის თავია'' (სიმაღლე 669 მეტრი). მისი წვერიდან ატლანტის ოკეანის შესანიშნავი ხედები იშლება. ეს კეიპტაუნი მის ფონზე:
ესეც იგივე მთა კლიფტონის პლაჟის მხრიდან:

კეიპტაუნი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ივნისი, 2007
Posted: 15 ივნ 2007, 17:44
by Toma
აუუ რა მაგარია
ვარვარა ბოლო ფოტოზე პალმებზე მოყვითალო-მოყავისფრო რა არის? ბანანს არ ჰგავს
კეიპტაუნი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ივნისი, 2007
Posted: 15 ივნ 2007, 17:52
by Varvara
კეიპტაუნი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ივნისი, 2007
Posted: 15 ივნ 2007, 18:17
by Varvara
კეიპტაუნი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ივნისი, 2007
Posted: 15 ივნ 2007, 18:18
by Varvara
Toma
პალმის ნაყოფია, მომრგვალო ფორმის
კეიპტაუნი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ივნისი, 2007
Posted: 15 ივნ 2007, 18:19
by Varvara
დანარჩენებს მერე დავდებ - ნელა ქაჩავს სურათებს ძალიან.
კეიპტაუნი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ივნისი, 2007
Posted: 15 ივნ 2007, 19:05
by gobe
ვაჰ, ვარვარა გუშინ სპორტის სასახლესთან კი ვნახე, მაგრამ იქიდან ადმინთან რომ მივედით და იქ კი აღარ დამხვდა, კი ვიფიქრე, ნეტა სად გაქრა მეთქი.
თურმე სულ არ ყოფილა შორს კეიპტაუნი.
კეიპტაუნი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ივნისი, 2007
Posted: 15 ივნ 2007, 19:12
by Toma
gobe wrote:ვაჰ, ვარვარა გუშინ სპორტის სასახლესთან კი ვნახე, მაგრამ იქიდან ადმინთან რომ მივედით და იქ კი აღარ დამხვდა, კი ვიფიქრე, ნეტა სად გაქრა მეთქი.
თურმე სულ არ ყოფილა შორს კეიპტაუნი.
კი ამბობდა მეჩქარება სახლში უნდა დამირეკონო და თუ ტელეფონის ხაზიდანაც შეიძლებოდა კეიპტაუნში მოხვედრა ჩვენც გავყვებოდით რავიცი რავიცი გადაგრევს ეს ხალხი.........

კეიპტაუნი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ივნისი, 2007
Posted: 15 ივნ 2007, 19:40
by Makena
Varvara
კარგი სურათები გადაგიღია.
კეიპტაუნში ნამყოფი არ ვარ ასერომ ნამდვილად ვისიამოვნე
საინტერესოა თუ არსებობს ლეგენდა ან მეცნიერული ახსნა რატომ აქვს ,,მაგიდა მთას" ასეთი ფორმა

კეიპტაუნი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ივნისი, 2007
Posted: 15 ივნ 2007, 19:46
by gobe
ალბათ www.karavi.ge-ს გასაშლელად

კეიპტაუნი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ივნისი, 2007
Posted: 15 ივნ 2007, 19:50
by Toma
ისე კი დავეტევით ყველა მოარული კარველი

კეიპტაუნი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ივნისი, 2007
Posted: 15 ივნ 2007, 20:21
by Makena
ეუფ, რას გავიშლებოდით ისე, და მწვადებსაც რომ ავაშიშხინებდით, მთელი კეიპტაუნი იქ ამოგვადგებოდა

კეიპტაუნი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ივნისი, 2007
Posted: 16 ივნ 2007, 15:37
by Toma
Makena
კეიპტაუნში კარველების კარავი
კეიპტაუნში კარველების კოცონი
კარველებთან ჩახუტებული კეიპტაუნებლები

კეიპტაუნი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ივნისი, 2007
Posted: 18 ივნ 2007, 10:49
by Varvara
Makena wrote:Varvara
საინტერესოა თუ არსებობს ლეგენდა ან მეცნიერული ახსნა რატომ აქვს ,,მაგიდა მთას" ასეთი ფორმა

მისი ,,მაგიდის'' ფორმა განპირობებულია ქვიშაქვის ჰორიზონტალური ფენების ეროზიით (წყლის და ძლიერი ქარების ზემოქმედებით).
ისე, table mountain range ერთ ერთ უძველეს მთათა სისტემად ითვლება - დაახლოებით 100 მილიონი წლის ასაკის უნდა იყოს (შეადარეთ კავკასიონის ასაკს, რომელიც ახალგზარდა მთათა სისტემას ეკუთვნის).
გარდა ამისა, პირველ (უძველეს) აფრიკელს სამხრეთ აფრიკის ტერიტორიაზე უცხოვრია.
კეიპტაუნი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ივნისი, 2007
Posted: 18 ივნ 2007, 11:34
by Varvara
ვაგრძელებ სურათების დადებას.
ყურეში აი ამ ადგილას
ერთ დღეს ზღვის ლომები შევნიშნე (ოკეანის სანაპიროზე ადრე დილით თურმე ისინი დიდი რაოდენობით იკრიბებიან):
დაღამდა და უნდა გენახათ, რამდენი მოვიდნენ - ყველა ამოსასვლელთან ჯგუფ-ფგუფად იწვენენ დიდები და პატარები. ეს, ერთ-ერთი მათგანია:
