Page 1 of 2

კეიპტაუნი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ივნისი, 2007

Posted: 15 ივნ 2007, 17:33
by Varvara
გრძელი გზა უკან დარჩა... თვითმფრინავი კეიპტაუნში დაფრენის წინ ქალაქს ზემოდან წრეს უვლის. საოცარი განცდაა, ცნობილი table mountain - ,,მაგიდა მთა'' იმაზე უფრო გრანდიოზული და დიდია, ვიდრე სურათებში ჩანს. ზემოდან მას მართლაც მაგიდის ფორმა აქვს, ან მარტივად რომ აგიხსნათ, გადაჭრილი მთის.

table mountain-ის სიმაღლე 1087 მეტრია. შეიძლება ითქვას, რომ იგი მთელ ქალაქშია გადაჭიმული.

Image

Image

შემდეგი ცნობილი მთა - ,,ლომის თავია'' (სიმაღლე 669 მეტრი). მისი წვერიდან ატლანტის ოკეანის შესანიშნავი ხედები იშლება. ეს კეიპტაუნი მის ფონზე:

Image

Image

ესეც იგივე მთა კლიფტონის პლაჟის მხრიდან:

Image

Image

კეიპტაუნი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ივნისი, 2007

Posted: 15 ივნ 2007, 17:44
by Toma
აუუ რა მაგარია

ვარვარა ბოლო ფოტოზე პალმებზე მოყვითალო-მოყავისფრო რა არის? ბანანს არ ჰგავს

კეიპტაუნი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ივნისი, 2007

Posted: 15 ივნ 2007, 17:52
by Varvara
ისევ მთების თემას გავაგრძელებ.

12 მოციქულის მთა ფაქტიურად table mountain-ის უკანა მხარეა (ასეთ რამეს ამბობენ: თუ ნახევარკუნძულის გარშემო მოგზაურობ და table mountain-ს ვეღარ ხედავ, პრობლემა შეგქმნია - ან ღრუბლიანი ამინდია, ან იოჰანესბურგში ხარ :))) ამჟამადაც ღრუბლიანი ამინდია (საერთოდ კი, ივნისში იქ ზამთარია და ცუდი ამინდი და წვიმა არცაა გასაკვირი):

Image

Image

Image

Image

კეიპტაუნი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ივნისი, 2007

Posted: 15 ივნ 2007, 18:17
by Varvara
ესეც კეიპტაუნის ქვიშიანი პლაჟებიდან ერთ-ერთის - კლიფტონის ყურის პლაჟი (ატლანტიკის ოკეანის სანაპირო):

Image

Image

Image

Image

Image

Image

კეიპტაუნი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ივნისი, 2007

Posted: 15 ივნ 2007, 18:18
by Varvara
Toma

პალმის ნაყოფია, მომრგვალო ფორმის

კეიპტაუნი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ივნისი, 2007

Posted: 15 ივნ 2007, 18:19
by Varvara
დანარჩენებს მერე დავდებ - ნელა ქაჩავს სურათებს ძალიან.

კეიპტაუნი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ივნისი, 2007

Posted: 15 ივნ 2007, 19:05
by gobe
ვაჰ, ვარვარა გუშინ სპორტის სასახლესთან კი ვნახე, მაგრამ იქიდან ადმინთან რომ მივედით და იქ კი აღარ დამხვდა, კი ვიფიქრე, ნეტა სად გაქრა მეთქი.
თურმე სულ არ ყოფილა შორს კეიპტაუნი.

კეიპტაუნი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ივნისი, 2007

Posted: 15 ივნ 2007, 19:12
by Toma
gobe wrote:ვაჰ, ვარვარა გუშინ სპორტის სასახლესთან კი ვნახე, მაგრამ იქიდან ადმინთან რომ მივედით და იქ კი აღარ დამხვდა, კი ვიფიქრე, ნეტა სად გაქრა მეთქი.
თურმე სულ არ ყოფილა შორს კეიპტაუნი.
კი ამბობდა მეჩქარება სახლში უნდა დამირეკონო და თუ ტელეფონის ხაზიდანაც შეიძლებოდა კეიპტაუნში მოხვედრა ჩვენც გავყვებოდით რავიცი რავიცი გადაგრევს ეს ხალხი......... :D

კეიპტაუნი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ივნისი, 2007

Posted: 15 ივნ 2007, 19:40
by Makena
Varvara
კარგი სურათები გადაგიღია.
კეიპტაუნში ნამყოფი არ ვარ ასერომ ნამდვილად ვისიამოვნე :)
საინტერესოა თუ არსებობს ლეგენდა ან მეცნიერული ახსნა რატომ აქვს ,,მაგიდა მთას" ასეთი ფორმა :roll:

კეიპტაუნი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ივნისი, 2007

Posted: 15 ივნ 2007, 19:46
by gobe
ალბათ www.karavi.ge-ს გასაშლელად
:)

კეიპტაუნი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ივნისი, 2007

Posted: 15 ივნ 2007, 19:50
by Toma
ისე კი დავეტევით ყველა მოარული კარველი :D

Image

კეიპტაუნი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ივნისი, 2007

Posted: 15 ივნ 2007, 20:21
by Makena
ეუფ, რას გავიშლებოდით ისე, და მწვადებსაც რომ ავაშიშხინებდით, მთელი კეიპტაუნი იქ ამოგვადგებოდა :D :D

კეიპტაუნი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ივნისი, 2007

Posted: 16 ივნ 2007, 15:37
by Toma
Makena
:D
კეიპტაუნში კარველების კარავი

Image

კეიპტაუნში კარველების კოცონი

Image

კარველებთან ჩახუტებული კეიპტაუნებლები

Image

კეიპტაუნი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ივნისი, 2007

Posted: 18 ივნ 2007, 10:49
by Varvara
Makena wrote:Varvara

საინტერესოა თუ არსებობს ლეგენდა ან მეცნიერული ახსნა რატომ აქვს ,,მაგიდა მთას" ასეთი ფორმა :roll:
მისი ,,მაგიდის'' ფორმა განპირობებულია ქვიშაქვის ჰორიზონტალური ფენების ეროზიით (წყლის და ძლიერი ქარების ზემოქმედებით).

ისე, table mountain range ერთ ერთ უძველეს მთათა სისტემად ითვლება - დაახლოებით 100 მილიონი წლის ასაკის უნდა იყოს (შეადარეთ კავკასიონის ასაკს, რომელიც ახალგზარდა მთათა სისტემას ეკუთვნის).

გარდა ამისა, პირველ (უძველეს) აფრიკელს სამხრეთ აფრიკის ტერიტორიაზე უცხოვრია.

კეიპტაუნი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ივნისი, 2007

Posted: 18 ივნ 2007, 11:34
by Varvara
ვაგრძელებ სურათების დადებას.

ყურეში აი ამ ადგილას

Image

ერთ დღეს ზღვის ლომები შევნიშნე (ოკეანის სანაპიროზე ადრე დილით თურმე ისინი დიდი რაოდენობით იკრიბებიან):

Image

Image

დაღამდა და უნდა გენახათ, რამდენი მოვიდნენ - ყველა ამოსასვლელთან ჯგუფ-ფგუფად იწვენენ დიდები და პატარები. ეს, ერთ-ერთი მათგანია:

Image

Image

Image