კეიპტაუნი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ივნისი, 2007

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

Varvara
იეტი
Posts: 1279
Joined: 08 სექ 2006, 09:53
Location: თბილისი
კეიპტაუნი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ივნისი, 2007

Post by Varvara » 18 ივნ 2007, 11:56

თემიდან გადახვევა გამომივა, მაგრამ მინდა რომ ამაზეც დავწერო.

კონტრასტები ხშირია კეიპტაუნში. ფეშენებელური ვილების გარდა აქაურ ღირშესანიშნაობებს township-ები წარმოადგენს. ყველას მკაცრად აფრთხილებენა რომ ამ გარეუბნებში მარტო წასვლა და, განსაკუთრებით, ღამით, არაა რეკომენდირებული. წარმოიდგინეთ ,,ჟეშტით'' გაკეთებული ერთსართულიანი ბარაკები - ეს ტიპიური საცხოვრებელი სახლებია, თუკი ამას სახლი შეიძლება ეწოდოს. თაუნშიფში წყალი მარტო 1 ადგილას მოდის და საპირფარეშოებიც თაუნშიფის განაპირას, რამოდენიმე ადგილზეა განთავსებული.

ერთი-ერთი ასეთი თაუნშიფი სადაც მე ვიყავი არის კაილიშა, დაახლოებით 600, 000 მცხოვრებით.

Image

ესენი იქაური ბავშვები არიან:

Image

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
კეიპტაუნი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ივნისი, 2007

Post by Gvalva » 18 ივნ 2007, 11:59

შენ თაუნშიპი უძახე და იმ ზოლიან ზანგს ისეთი ამაყი "ასანკა" აქვს ბევრმა ინატროს

Varvara
იეტი
Posts: 1279
Joined: 08 სექ 2006, 09:53
Location: თბილისი
კეიპტაუნი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ივნისი, 2007

Post by Varvara » 18 ივნ 2007, 12:32

Gvalva

ხო, მაგრამ თაუნშიფის მონახულების მერე ,,ფილოსოფიურ ხასიათზე'' დავდექი. აი, ხომ შეიძლება მანდ დავბადებულიყავი, ვყოფილიყავი ზანგი, არ მქონოდა საშუალება მესწავლა, ან მემუშავა, აზრზეც არ ვიქნებოდი სხვა სახელმწიფოები სად არის და ა.შ........................... ამიტომ ვიყოთ იმის მადლიერები, რაც გვაქვს. სხვაგან ჩვენზე უფრო გაჭირვებულებიც არიან.

Varvara
იეტი
Posts: 1279
Joined: 08 სექ 2006, 09:53
Location: თბილისი
კეიპტაუნი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ივნისი, 2007

Post by Varvara » 18 ივნ 2007, 13:01

ეს Table Mountain National Park-ია (,,მაგიდა'' მთის ეროვნული პარკი რაღაცა არ ჟღერს, ხო?) (პარკი მსოფლიოს ბუნებრივი მემკვიდრეობის ადგილადაა მიჩნეული):

Image

მარჯვენა მხარეს ბილიკს შენიშნავთ, ასეთი ბილიკებით არის დასერილი პარკი:

Image

კალენდრის მიხედვით, აქ ეხლა ზამთარია. რა ვიცი, რა ვიცი .........

Image

Image

Varvara
იეტი
Posts: 1279
Joined: 08 სექ 2006, 09:53
Location: თბილისი
კეიპტაუნი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ივნისი, 2007

Post by Varvara » 18 ივნ 2007, 15:14

ეხლა, ბილდერსის პინგვინების კოლონიის შესახებ (ტერიტორია Table mountain National park-ის ნაწილია).

აქ ცხოვრობენ აფრიკული პინგვინები (წითელ წიგნში არიან შეტანილი). გარდა აფრიკულისა არსებობენ პინგვინების ანტარქტიდის (იხ. გვალვას სურათები ანტარქტიდაში :D ), სამხრეთ ამერიკული და ა.შ. სახეობები.

ცურვის დროს საშუალოდ 7კმ-მდე სიჩქარეს ავითარებენ საათში.

Image

Image

Image

Image

Image

მიუხედავად იმისა რომ პინგვინები დასახლებული პუნქტის ცენტრში ბინადრობენ (და ღამე მიმდებარე ქუჩებშიც ,,დაბოდიალობენ''), ბილდერსი ერთ-ერთი ის ადგილია სადაც პინგვინებზე ძალიან ახლოდან შეიძლება დაკვირვება (ამავე დროს ისინი დაცულ ტერიტორიაზე იმყოფებიან):

Image

Image

Image

Varvara
იეტი
Posts: 1279
Joined: 08 სექ 2006, 09:53
Location: თბილისი
კეიპტაუნი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ივნისი, 2007

Post by Varvara » 18 ივნ 2007, 15:35

ეს კიდევ პინგვინების ვიდეო ფაილი:

http://www.link.ge/file/147393/MVI-0382.avi.html

User avatar
Toma
იეტი
Posts: 2655
Joined: 27 ივლ 2005, 21:50
Location: Tbilisi
კეიპტაუნი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ივნისი, 2007

Post by Toma » 18 ივნ 2007, 15:43

აუ რა მაგარი პინგვინოზები არიან. ახლოს მიხვედი მოგაფერებინეს თუ არა? :D

Varvara
იეტი
Posts: 1279
Joined: 08 სექ 2006, 09:53
Location: თბილისი
კეიპტაუნი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ივნისი, 2007

Post by Varvara » 18 ივნ 2007, 15:45

აფრიკის კონტინენტის წვერი - cape point:

Image

შორს მოჩანს შუქურა. შუქურიდან გადმოხედვისას ასეთი სურათი იშლება (გაწელილი, წყალში შესული წვერი კეთილი იმედის კონცხია - მასზე ქვემოთ იხილეთ):

Image
Last edited by Varvara on 18 ივნ 2007, 18:39, edited 1 time in total.

User avatar
kopeina
მაწანწალა
Posts: 433
Joined: 25 ნოე 2006, 21:32
Location: თბილისი
Contact:
კეიპტაუნი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ივნისი, 2007

Post by kopeina » 18 ივნ 2007, 16:30

Varvara
რა საყვარლები არიან. პინგვინი ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ცხოველია....

Varvara
იეტი
Posts: 1279
Joined: 08 სექ 2006, 09:53
Location: თბილისი
კეიპტაუნი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ივნისი, 2007

Post by Varvara » 18 ივნ 2007, 18:03

Toma wrote:აუ რა მაგარი პინგვინოზები არიან. ახლოს მიხვედი მოგაფერებინეს თუ არა? :D
არც ისე სასიამოვნო სუნი ასდით ახლოდან, ამიტომ მოფერების სურვილი გეკარგება (თან ტანზე ქერცლებიც აქვთ). აი ბარტყები არიან ძალიან საყვარლები, ბუმბულებიანები :)

Varvara
იეტი
Posts: 1279
Joined: 08 სექ 2006, 09:53
Location: თბილისი
კეიპტაუნი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ივნისი, 2007

Post by Varvara » 18 ივნ 2007, 18:19

გზას cape point-იდან კეთილი იმედის კონცხის მიმართულებით ვაგრძელებთ.

გზაზე კი ბაბუინები გვხვდებიან (წარწერა გვეუბნება, რომ ფრთხილად ვიყოთ):

Image

Image

ეს ოჯახი ოკეანის პირას დასეირნობს და საჭმელს ეძებს:

Image

Image


Varvara
იეტი
Posts: 1279
Joined: 08 სექ 2006, 09:53
Location: თბილისი
კეიპტაუნი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ივნისი, 2007

Post by Varvara » 18 ივნ 2007, 18:31

ბაბუინების გვერდით სირაქლემები ,,დაბოდიალობენ'':

Image

Image

კატეგორიულად გვქონდა აკრძალული მანქანიდან გადმოსვლა ან ფანჯრის გაღება (ძირითადად ბაბუინების გამო), მაგრამ რაღაცეების გადაღება მაინც მოვახერხე.

Varvara
იეტი
Posts: 1279
Joined: 08 სექ 2006, 09:53
Location: თბილისი
კეიპტაუნი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ივნისი, 2007

Post by Varvara » 18 ივნ 2007, 18:37

აფრიკა ,,აქედან იწყება'':

Image

ეს კეთილი იმედის კონცხია, აფრიკის კონტინენტის უკიდურესი სამხრეთ-დასავლეთი წერტილი.

Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]