Page 1 of 3

ზემო ალვანი, ნათლისმცემლის ეკლესია

Posted: 08 ივნ 2007, 21:24
by Makena
დღეს კახეთში გახლდით, მართალია სულ სხვა მიზნით, თუმცა ზემო ალვანისკენ მიმავალ გზაზე მარჯვენა მხარეს მომცრო მთაზე ნახევრად დანგრეული აგურის შენობა და მის უკან ეკლესიის გუმბათი შევნიშნე, გულმა ვეღარ მომითმინა და საქმის დამთავრების შემდეგ უკანა გზაზე შევიარე.
ადგილობრივები ნათლისმცემელს ეძახიან,(ალბათ იოანე Nათლისმცემლის სახელობის ეკლესიაა), ნამდვილი სახელი ჩემთვის უცნობია, ადგილზე ასულს სამნავიანი ბაზილიკა დამხვდა, გვერდზე მიშენებული აქვს აგურის სამრეკლო, იქვეა მესამე შენობის კედლის ნანგრევიც...ეკლესია შიგნიდან მოხატულია, ფრესკების ნაწილი დაზიანებულია,ნაწილი საკმაოდ კარგად არის შენარჩუნებული, სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები ჩატარებულია, თუმცა ამჯამად ეკლესია როგორც სჩანს არ ფუნქციონირებს.
ადგილზე არანაერი ინფორმაცია არ არის თუ რომელი საუკუნის ძეგლია, ნაგებობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ ჩემის აზრით მერვე საუკუნის უნდა იყოს.
მიგნება საკმაოდ ადვილია, ქვემო ალვანს რომ გასცდებით, ცენტრში მარჯვნივ მოუხვევთ და ზემო ალვანისაკენ აიღებთ გეზს, სანამ სოფლამდე მიხვალთ, მარჯვენა მხარეს მთაზე გამოჩნდება ჭითელი აგურის ნანგრევები(არ ვიცი რა შენობაა) და მის უკან ეკლესიის გუმბათი, მალევე შეხვდებით მარჯვნივ შესახვევს, რომელსაც უნდა გაუყვეთ და ზემოთ იაროთ, გზა სამანქანოა,საკმაოდ ცუდი და უსიამოვნო ასასვლელია,თუმცა საკმაოდ მოკლეა ამიტომ ფეხითაც თავისუფლად შეიძლება ასვლა.

ზემო ალვანი, ნათლისმცემლის ეკლესია

Posted: 08 ივნ 2007, 21:27
by Makena
ხედი გზიდან
Image

ზემო ალვანი, ნათლისმცემლის ეკლესია

Posted: 08 ივნ 2007, 21:28
by Makena
ტაძარი და სამრეკლო
Image

ზემო ალვანი, ნათლისმცემლის ეკლესია

Posted: 08 ივნ 2007, 21:29
by guruli
Makena - მეც დამინახავს ეგ ეკლესია გზიდან. კარგი ადგილი უნდა იყოს.

ზემო ალვანი, ნათლისმცემლის ეკლესია

Posted: 08 ივნ 2007, 21:29
by Makena
Image

ზემო ალვანი, ნათლისმცემლის ეკლესია

Posted: 08 ივნ 2007, 21:30
by Makena
Image

ზემო ალვანი, ნათლისმცემლის ეკლესია

Posted: 08 ივნ 2007, 21:32
by Makena
ფრესკები
Image

ზემო ალვანი, ნათლისმცემლის ეკლესია

Posted: 08 ივნ 2007, 21:32
by Makena
Image

ზემო ალვანი, ნათლისმცემლის ეკლესია

Posted: 08 ივნ 2007, 21:33
by Makena
Image

ზემო ალვანი, ნათლისმცემლის ეკლესია

Posted: 08 ივნ 2007, 21:34
by Makena
Image

ზემო ალვანი, ნათლისმცემლის ეკლესია

Posted: 08 ივნ 2007, 21:35
by Makena
Image

ზემო ალვანი, ნათლისმცემლის ეკლესია

Posted: 08 ივნ 2007, 21:35
by Makena
Image

ზემო ალვანი, ნათლისმცემლის ეკლესია

Posted: 09 ივნ 2007, 01:19
by Toma
Makena
ბრავო :D ძალიან მაგარი ხარ :P

რა უცნაური ფრესკაა, სერაფიმების ესეთი მკაცრი სახის ფრესკა არსად არ მინახავს

ზემო ალვანი, ნათლისმცემლის ეკლესია

Posted: 09 ივნ 2007, 11:10
by Makena
ვაგრძელებ ფოტოების დადებას, გუშინდელმა ენერგეტიკულმა ჩავარდნამ შემაფერხა :wink:
Image

ზემო ალვანი, ნათლისმცემლის ეკლესია

Posted: 09 ივნ 2007, 11:13
by Makena
Image