კავკასიონი ცაში
Posted: 04 ივნ 2007, 21:38
2007 წლის 19 მაისს ბორჯომ-ხარაგაულის ლაშქრობის მონაწილენი დედაბერაზე მდგარნი სიამით ვუყურებდით კავკასიონს, რომელიც აფხაზეთის კავკასიონიდან კახეთის კავკასიონამდე ხელისგულივით მოჩანდა. აღტაცებას განსაკუთრებით მეკლდეურები გამოხატავდნენ, რომლებიც კავკასიონის მწვერვალებზე უკვე არაერთხელ ყოფილან და გვერდიდან სულ სხვა სილამაზეს გრძნობდნენ.
სულ რამოდენიმე დღის შემდეგ, 23 მაისს მომიწია კავკასიონის სხვა ხედიდან დანახვა და მათი სილამაზის თქვენთან გაზიარების სურვილი გამიჩნდა. სიმართლე გითხრათ ამირანი იქ ვერ დავინახე (ეტყობა სინათლე გამოურთეს და ცეცხლის საშოვნელად იყო წასული), მაგრამ იქაურობის ხოილვით კიდევ ერთხელ ვისიამოვნე