ატენის სიონი

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
ატენის სიონი

Post by Makena » 01 ივნ 2007, 18:32

Image

User avatar
Toma
იეტი
Posts: 2655
Joined: 27 ივლ 2005, 21:50
Location: Tbilisi
ატენის სიონი

Post by Toma » 01 ივნ 2007, 18:33

მანდ ვარ ნამყოფი მაგრამ ესეთი ფრესკები თუ იყო აღარ მახსოვდა მაგარია დიდი მადლობა.

User avatar
Mao
იეტი
Posts: 1644
Joined: 24 მაი 2005, 20:36
ატენის სიონი

Post by Mao » 01 ივნ 2007, 18:36

Toma
dges am adamians sul veubnebi... GAIXARE! :D
together on the top!!

User avatar
Toma
იეტი
Posts: 2655
Joined: 27 ივლ 2005, 21:50
Location: Tbilisi
ატენის სიონი

Post by Toma » 01 ივნ 2007, 18:39

Mao wrote:Toma
dges am adamians sul veubnebi... GAIXARE! :D
ხოდა გაიხაროს, გაიხაროს :D

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
ატენის სიონი

Post by kotetbeli » 01 ივნ 2007, 18:43

Makena
მართლა გაიხარე! აი, მაგას ქვია მონახულება!.. :wink:
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ატენის სიონი

Post by Archil » 01 ივნ 2007, 20:49

Makena wrote:აი ამ სცენაზე მითხრეს რომ ქართული არ არისო ასეა? როგორც მე გავარკვიე თურმე სომხებს ჩაუსვიათ მოგვიანებით :shock: :shock: რა მიზნებით ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, თუმცა არ ვიცი რამდენად მართალია :?:
სომხური არა ტოლმა, რა უნდათ სომხებს ატენში?! მაგათ რომ ჰკითხო, სვეტიცხოველი და ალავერდიც მაგათი აშენებულია. ასე რომ სომეხი არა იხვი.

ატენის სიონი სკოლის ექსკურსიიდან მახსოვს მხოლოდ, მერე არ ვყოფილვარ. რამდენადაც მახსოვს იმდროინდელი გიდის მონაყოლიდან ატენის სიონი კლასიკური მაგალითია იმდროინდელი ეკლესიის მშენებლობის, კანონიკეს დაცვითაა აშენებული და თუ არ ვცდები მცხეთის ჯვარის პროპორციებს იმეორებს.

ასე რომ სომეხი არა იხვი..... :wink:
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
ატენის სიონი

Post by gobe » 02 ივნ 2007, 09:37

Makena,
დიდი მადლობა. ძალიან საინტერესოა. ატენის სიონში ერთადერთხელ ვარ ნამყოფი, ალბათ დაახლოებით 25 წლის წინ. შენმა ფოტომონათხრობმა იმ ადგილების კვლავ ნახვის (და უფრო მეტი ყურადღებით :oops:) დიდი სურვილი გამიჩინა.
გმადლობ!

Archil,
რა, მასე რომ იყოს მართლა, გაგიკვირდება? ერთი ნაცნობი მყავს, არქიტექტორი. ამერიკელთა მცირე ჯგუფი სტუმრობდა თბილისს. ქართველებმა მცხეთა დაათვალიერებინეს და იმ არქიტექტორს ამერიკელებისთვის მცხეთის ჯვარი სომხების მიერ აშენებულ ძეგლად გაუცვნია :shock: *
თუმცა, საინტერესოა, თუ რას გვეტყვიან ჩვენი გამოცდილი კარველი ისტორიკოს(ებ)ი და არქიტექტორ(ებ)ი :wink:

Bocho,
რა ვიცი აბა, იქნებ პირველი მეორისაგან განსხვავებით თავისით იტენება :oops:


___________________________________________________
* - ეეეეეჰ, მაშინ იქ არ ვიყავი

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
ატენის სიონი

Post by Kakha » 03 ივნ 2007, 10:46

ატენის სიონი რამდენჯერმეა აღდგენილი და ერთ-ერთი დიდი აღდგენისთვის დაუქირავებიათ სომეხ თოდოსაკის ამქარი. შემორჩენილია სომხური წარწერებიც სადაც ისიც მოხსენიებულია. თუ მეტი გაინტერესებთ ამ თემაზე უნდა ნახოთ გურამ აბრამიშვილისა და ზაზა ალექსიძის სტატიები.
სტატიების გაცხირლვა დამეზარა. ესეც ბიბლიოგრაფიის სია ატენზე

1.ალექსიძე ზ. ატენის სიონის სომხური წარწერები.-თბ.,1978.-რეზ. რუსულ და ინგლისურ ენებზე.
ტაძრის ფასადსა და ინტერიერში შემორჩენილი სხვადასხვა დროის (X-XVII სს.) სომხური წარწერები. მათი მნიშვნელობა ტაძრის ისტორიისა და გენეზისის პრობლემებთან დაკავშირებული საკითხების შესწავლაში.ტექსტს ერთვის ტაბულები.
2.ატენის სიონი //ძველი ქართული ხუროთმოძღვრება (დამხმარე სახელმძღვანელო).-თბ.,1987.
ძეგლის ხუროთმოძღვრული დახასიათება, ტაძარში შემორჩენილი XI საუკუნის მეორე ნახევრის მოხატულობისა და წარწერების ანალიზი.
3.აბრამიშვილი გ. ირმების სიმბოლიკა ატენის სიონის ტიმპანის რელიეფზე //ნარკვევები VI (საქართველოს ხელოვნების მუზეუმი).-2000.-გვ.61-67.
ნაშრომში მოცემულია ტაძრის ჩრდილოეთი კარის ტიმპანზე დაბალი რელიეფით გამოქანდაკებული დიდ წრიულ წყალსატევს დაწაფებული ორი ირმის სტილისტური ანალიზი. აღნიშნულია, რომ იგი განსხვავდება ატენის ნადირობის სცენაში ჩართული ირმებისაგან და უფრო ახლოს დგას ბოლნისის სიონის რელიეფებთან. გამოთქმულია მოსაზრება, რომ ატენის სიონის თავდაპირველი ბაზილიკის ქანდაკება, ირმების თემით ,მეორედ გამოიყენეს VII საუკუნის ცენტრალურ-გუმბათოვანი ტაძრის დეკორში.
4.ალექსიძე ზ. ატენის სიონის ოთხი წარწერა.-თბ.,1983.-გვ.40.
XI საუკუნის ფრესკების ქვეშ აღმოჩენილი წარწერის ტექსტის ანალიზი.
5.აბრამიშვილი გ. ატენის სიონის რესტავრატორ-ხელისანთა პორტრეტული ქანდაკებები //ნარკვევები. III (საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი).-თბ.,1997.-გვ.97-103. რეზ. ინგლისურ ენაზე.
ატენის სიონის მეორე საამშენებლო პერიოდის (X ს-ის მიწურული) მრავალრიცხოვან სკულპტურათა შორის არსებული სამი ხელოსნის პორტრეტული ქანდაკების განხილვა.
6.აბრამიშვილი გ. ატენის სიონის საქტიტორო წარწერა //ძეგლის მეგობარი.- XIX.-1969.-გვ.30-37.
ულტრაიისფერი დასხივებით გადაღებისა და ცალკეული დანაწილების მკაფიოდ გამოვლენის შედეგად მიღებული დასკვნები.
7.აბრამიშვილი გ. კიდევ ერთხელ ატენის სიონის მოხატულობის თარიღისა და ქტიტორთა იდენტიფიკაციის საკითხებზე //ნარკვევები V (საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი).-თბ.,1999.-გვ.72-98.
სამეცნიერო ლიტერატურაში ატენის მხატვრობის შესახებ გამოთქმული სხვადასხვა თვალსაზრისის მიმოხილვის, მხატვრობის და წარწერების ანალიზის საფუძველზე მოხატულობა დაკავშირებულია დავით აღმაშენებლის ზეობის ადრეულ პერიოდთან (1083-1094 წწ.), ხოლო მეწინავე ქტიტორად მიჩნეულია გიორგი მწიგნობართუხუცესი.
8.ამირანაშვილი შ. ატენის მხატვრობა ღვთიმშობლის "ცხოვრების" აპოკრიფული ციკლით //ამირანაშვილი შ. ქართული ხელოვნების ისტორია.-თბ.,1971.-გვ.189-194.
ტაძარში შემორჩენილი ფრესკული მოხატულობის ანალიზისა და წარწერების მიხედვით დადგენილია კედელზე გამოსახული საერო პირთა ვინაობა და მოხატვის თარიღი.
9.აბრამიშვილი გ. ატენის სიონის სამი გრაფიტი //მნათობი.-1984.-N9.-გვ.159-168.
ტაძრის დათარიღებასთან დაკავშირებული საკითხები.
10.აბრამიშვილი გ. სტეფანოზ მამფალის ფრესკული წარწერა ატენის სიონში.-თბ.,1971.
ატენის სიონის VIII საუკუნის ფრესკული წარწერის შესახებ.
11.აბრამიშვილი გ. ატენის სიონის უცნობი წარწერები //მაცნე. ისტორიის...-1976.-N2.-გვ.170-176.
ნაშრომში საუბარია ატენის სიონის ინტერიერში 1969 წელს აღმოჩენილ ორ წარწერაზე.
12.აბრამიშვილი გ. ატენის სიონის რელიეფები //საბჭოთა ხელოვნება.-1965.-N9.-გვ.66-67.
დავით გარეჯელის ცხოვრების ამსახველი რელიეფები ატენის სიონში.
13.აბრამიშვილი გ. შენიშვნები ატენის სიონის მხატვრობის დათარიღებისათვის //მეცნერებათა აკადემიის მოამბე. XXX.-1963.-N5.-გვ.685-690.
ატენის სიონის დასავლეთის აფსიდის კედლის მხატვრობის ანალიზი.
14.ბარნაველი თ. ატენის ახალი წარწერები //საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. ტ.VII.-1946.-N1-2.-გვ.83-89.
ატენის სიონის ინტერიერსა და ტაძრის ახლოს, ქვაზე ამოკვეთილი წარწერების პალეოგრაფიული ანალიზი.
15.ატენის სიონი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.-თბ.,1975.-გვ.666.
ცნობები VII საუკუნის I ნახევრის ხუროთმოძღვრული ძეგლის არქიტექტურისა და მხატვრული გაფორმების შესახებ.
16.ატენი //ნაკაშიძე ლ. საქართველოს საქმიანი და გამოჩენილი ადამიანები.-თბ.,2003.-გვ105.
მოკლე ცნობები ქართულ და ინგლისურ ენებზე.
17.ატენის სიონი //საქართველო:ენციკლოპედია.-თბ.,1997.-გვ.242-243.
ატენის სიონის ხუროთმოძღვრების, მხატვრული გაფორმების, მხატვრობისა და მასზე შემორჩენილი წარწერების შესახებ.
18.ბარნაველი თ. ატენის სიონის წარწერები.-თბ.,1957.
ატენის სიონის წარწერათა ტექსტის დადგენა, მათი პალეოგრაფიული და ენობრივი ანალიზი.
19. ბარნაველი თ. ატენის სიონის მხატვრობის თარიღის შეასხებ //საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. ტ.17.-1956.-N3.-გვ.281-286.
შ. ამირანაშვილისა და რ. შმერლინგის მოსაზრებები ტაძრის აგების თარიღთან დაკავშირებით.
20.ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება.-თბ.,1974.-გვ.106-108.
ცნობები ატენის სიონის შესახებ. ერთვის გეგმა.
21.გილდენდორფი ი. რენტგენო-ემისიოგრაფიით შEსწავლის ახალი მეთოდი //საბჭოთა ხელოვნება.-1978.-N8.-გვ.82-84.
ატენის სიონში ჩატარებული ულტრაიისფერი და ინფრაწითელი სხივებით ფრესკის გამოკვლევის პირველი ექსერიმენტული სამუშაოების შედეგები.
22.გვერდწითელი რ. ნემსაძე თ. ატენის სიონის გუმბათის სახურავის პირვანდელი ფორმის დადგენის ცდა //ძრგლის მეგობარი.-1969.-N7.-გვ.50-56. რეზ. რუსულ ენაზე.
ატენის სიონის გუმბათის სახურავის გახსნისა და მისი პირვანდელი დადგენის შესახებ.23.დოლიძე ვ. ატენის სიონი.-თბ.,1960. ბუკლ.
ქ. გორის მახლობლად მდებარე ატენის სიონის მხატვრობისა და მრავალრიხცოვანი წარწერების შეასახებ.
23.ვირსალაძე თ. ატენის სიონის მხატვრობის დათარიღებისა და ქტიტორთა პორტრეტების იდენტიფიკაციის საკითხისათვის //ქართული ხელოვნება.-ტ.X.-1991.-გვ.103-142.
ატენის სიონის დასავლეთ მკლავში წარმოდგენილ ქტიტორთა ჯგუფური პორტრეტის მიმოხილვა.
24.ვირსალაძე თ. ატენის სიონის მოხატულობა.-თბ.,19.....-გვ.5-12.
ტაძრის მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება. XV საუკუნის მხატვრობის იკონოგრაფიული და სტილისტური ანალიზი.
25.ვირსალაძე თ. ატენის სიონის მოხატულობა //საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის XII სამეცნიერო სესია 1958 წლის 5-6 ივნისს. მუშაობის გეგმა და მოხსენებათა თეზისები.-თბ.,1958.-გვ.8-9.
ტაძრის მოხატულობის იკონოგრაფიული და სტილისტური ანალიზი.
26.ვირსალაძე თ. ატენის სიონის მხატვრობის დათარიღებისა და ქტიტორთა პორტრეტების იდენტიფიკაციის საკითხისათვის //საბჭოთა ხელოვნება.-1988.-N4.-გვ.123-144.
27.ზაქარაია პ. თბილისი, ბორჯომი, ვარძია.-თბ.,1977.-გვ.26-28.
ტაძრის მხატვრულ-ხუროთმოძღვრული დახასიათება.
28.კანდელაკი ბ. რეპლიკა ატენის სიონის შესახებ //ძეგლის მეგობარი.-1979.-N49.-გვ.62-63.
ჟურნალ "საქართველოს ბუნებაში" (1972 წ. N12) გამოქვეყნებული წერილის "ატენის სიონის" მიმოხილვა.
29.ლორთქიფანიძე ი. ქართული ფერქერის ისტორიიდან //ქართული სახვითი ხელოვნების საკითხები.-თბ.,1982.-გვ.57-59.
ატენის სიონის მხატვრობა.
30.მაკალათია ს. ატენის სიონი //მომავალი.-1920.-N1.-გვ.22-26.
მოკლე ცნობები ტაძრის წარწერებისა და ხუროთმოძღვრების შესახებ.
31.მაკალათია ს. ატენის ხეობა.-თბ.,1957.-გვ.18-19.
ღვთიმშობლის სახელობის მცირე ეკლესია სოფ. ატენში. მისი ხუროთმოXღვრული დახასიათება.
32.მოსულიშვილი ჰ. ქართული ძეგლის სტრუქტურა.-თბ.,1983.-გვ.45-49.
ატენის სიონის გეგმა. შიდა სივრცისა და გარე მოცულობის ანალიზი.
33.რჩეულიშვილი ლ. ატენის მცირე გუმბათიანი ეკლესია //ქართული ხელოვნება.-1942.-ტ.1.-გვ.31-40.
ეკლესიის შენობის დათარიღების შესახებ.
34.ქანდაურაშვილი ა. ატენის სიონი //საქართველოს ბუნება.-1972.-N12.
ატენის სიონის ხურროთმოძღვრული ანალიზი. სტატიაზე რეცენზია იხ. "ძეგლის მეგობარი"-1979 წ. N49, გვ.62-63.
35.ქართული წარწერების კორპუსი. აღმოსავლეთი და სამხრეთი საქართველო. -ტ.1.-თბ.,1980.-გვ.39-45.გვ.201-220.
ატენის (მცირეგუმბათიანი) და ატენის სიონზე შემორჩენილი წარწერები.
36.ქართული წარწერების კორპუსი. ფრესკული წარწერები ატენის სიონი.-ტ.III.-თბ.,1989.
მიკვლეული ყველა ფრესკული წარწერა ფოტოპირებით, გრაფიკული მონახაზებითა და კედლებზე განაწილების სქემებით.
37.ქუთათელაზე ა. არხეოლოგიური მოგზაურობა ატენი 16 ივნისს 1896 წ. //კვალი.-1897.-N15.-გვ.303-304.
ატენის სიონის ხუროთმოძრვრული აღწერა და შემორჩენილი წარწერები.
38.ყაუხჩიშვილი თ. ბერძნული წარწერები საქართველოში.-თბ.,1951.-გვ.191-193.
ატენის სიონის სამხრეთ ფასადზე არსებული ბერძნული წარწერის მოკლე აღწერილობა.
39.ყაუხჩიშვილი თ. ატენი //ყაუხჩიშვილი თ. საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი.-თბ.,2004.-გვ197-199.
ტაძარში შემორჩენილი ბერძნული წარწერების მიმოხილვა.
40.შმერლინგი რ. ატენის სიონის დათარიღებისათვის //საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის I სამეცნიერო სესია 1946 წლის 17, 18 და 19 იანვარი. სამუშაო გეგმა და მოხსენებათა თეზისები.-გვ.7.
41.შმერლინგი რ. ატენის სიონის კედლის მხატვრობის დათარიღებისათვის //მეცნიერებათა აკადემიის მოამბე.-ტ.VIII.-1947.-N4.-გვ.261-268.
ლაპიდარული, ფრესკული და ვერცხლზე ჭედური წარწერების ატენის სიონის წარწერებთან შეჯერების შედეგები.
42.ჩუბინაშვილი გ. ქართული ხელოვნების ისტორია.-ტ.1.-თბ.,1936.-გვ.128-136.
ატენის სიონის ხუროთმოძღვრული ანალიზი (შედარება მცხეთის ჯვართან) და სომხურ ენაზე შერულებული წარწერების მიმოხილვა.
43.ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია.-თბ.,1995.-გვ.116.
ატენის სიონის XI საუკუნის მეორე ნახევრის კედლის მხატვრობა.
44.ჯავახიშვილი ივ. ქართული დამწერლობათა-მცოდნეობა ანუ პალეოგრაფია.-თბ.,1948.-გვ.168, 173.
ატენის სიონის შიდა კედლისა(853 წ.) და გარეთა კედლის (1060-1065 წწ.) წარწერათა პალეოგრაფიული დახასიათება.
45.ჯანაშვილი მ. საქართველოს ისტორია.-ტფ.,1906.-გვ.367.
ატენის სიონის კედლების შემკულობა.
46."ამა წლის ივლისის 30 დღის..." //ივერია.-ტფ.,1902.-15 აგვ.(N162).-გვ.1.
ატენის სიონის მნიშვნელობა და საისტორიო ძეგლთა სავალალო მდგომარეობა.
47.ახალი ამბავი //ივერია.-1891.-1 ოქტ.(N208).-გვ.1-2.
თ. ჟორდანიას შენიშვნა ატენის ტაძრის შესახებ.
48.ბაქარაძე დ. შენიშვნა //დროება.-1882.-13 ნოემბ.(N237).-გვ.3.
იოსებ დავითაშვილის მიერ ატენის სიონის წარწერის გადმოღება.

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
ატენის სიონი

Post by Kakha » 03 ივნ 2007, 10:47

ატენის სიონში სრულიად გამორჩეული ფრესკაა მოგვებისა, თუ რითია გამორჩეული ჩათვალეთ რომ ვირტუალური კეშია და მიპასუხეთ :wink:

User avatar
ნიმფა
იეტი
Posts: 1352
Joined: 12 ოქტ 2007, 15:23
Location: სამშობლო
Contact:
ატენის სიონი

Post by ნიმფა » 20 დეკ 2008, 16:34

Kakha wrote:ატენის სიონში სრულიად გამორჩეული ფრესკაა მოგვებისა, თუ რითია გამორჩეული ჩათვალეთ რომ ვირტუალური კეშია და მიპასუხეთ :wink:
ატენის სიონში ბავშვობისას ვარ ნამყოფი:)

ძალიან დამაინტერესა თქვენმა კითხვამ , მაგრამ პასუხი არ მაქვს, იქნებ გვითხრათ :)

User avatar
Sarajistka
მაწანწალა
Posts: 356
Joined: 12 სექ 2008, 00:12
ატენის სიონი

Post by Sarajistka » 20 დეკ 2008, 19:08

Kakha wrote:ატენის სიონში სრულიად გამორჩეული ფრესკაა მოგვებისა, თუ რითია გამორჩეული ჩათვალეთ რომ ვირტუალური კეშია და მიპასუხეთ :wink:

მე როგორ მახსოვს, 4 მოგვია ხომ ატენში? და ეგ იშვიათია, თუმცა კი ადრექტისტიანული მახტავრობისთვის დამხასიატებელია, იგივე კატაკომბებში გამოისახებოდა ხოლმე მოგვები ცვალებადი სიმრავლით.
მჭირდება ლიხაურის კედლის მხატვრობის ფოტოები, გადაღებული 1994 წლის ჩათვლით

User avatar
Sarajistka
მაწანწალა
Posts: 356
Joined: 12 სექ 2008, 00:12
ატენის სიონი

Post by Sarajistka » 20 დეკ 2008, 19:14

უკაცრავად შემეშალა, 4 მოგვი არაა აქ, აქ სამია :( თუმცა კი 4 მოგვი სადღაც მახსოვს და მააგს დავაზუსტებ სადაა. :wink:
მჭირდება ლიხაურის კედლის მხატვრობის ფოტოები, გადაღებული 1994 წლის ჩათვლით

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
ატენის სიონი

Post by Kakha » 21 დეკ 2008, 15:16

Sarajistka
ციფრი სწორი გაარტყი, მაგრამ ეს, არაა როგორც წერ, მოგვთა რაოდენობა. მოგვი სამია. აი ამ სამ მოგვს კი 4 (ოთხი) ფეხი აქვს. კომპოზიცია ისეა გაკეთებული რომ ამას ვერც კი შემჩნევ თუ არ დააკვირდი. დიდი ოსტატის დახატულია....

User avatar
Sarajistka
მაწანწალა
Posts: 356
Joined: 12 სექ 2008, 00:12
ატენის სიონი

Post by Sarajistka » 23 დეკ 2008, 00:31

Kakha wrote:Sarajistka
ციფრი სწორი გაარტყი, მაგრამ ეს, არაა როგორც წერ, მოგვთა რაოდენობა. მოგვი სამია. აი ამ სამ მოგვს კი 4 (ოთხი) ფეხი აქვს. კომპოზიცია ისეა გაკეთებული რომ ამას ვერც კი შემჩნევ თუ არ დააკვირდი. დიდი ოსტატის დახატულია....

აი ესე იგი ეგ მახსოვდა... შენ გაიხარე პასუხისთვის. თუმცა იმ 4 მოგვის ამბავი მაინც მიტრიალებს თვაში და გარდა ბიზანტიური ხელნაწერებისა და კატაკომბებისა კიდევ სად გვხვდება მაგას გავიგებ მაინც ოდესმე :):):) :D
მჭირდება ლიხაურის კედლის მხატვრობის ფოტოები, გადაღებული 1994 წლის ჩათვლით

User avatar
Sarajistka
მაწანწალა
Posts: 356
Joined: 12 სექ 2008, 00:12
ატენის სიონი

Post by Sarajistka » 23 დეკ 2008, 00:38

ხო კიდევ სომხურობა არასომხურობაზე მინდოდა მეთქვა... იცით, მე უკვე აღარ მაღელვებს ეგ პრობლემა, რაღაც ძალიან დიდი უაზრობად მიმაჩნი საერთოდ ეგ აზრებიც კი. ის, ვინც იჯერებს რომ სომხურია ჩვენი ესა თუ ის ძეგლი, ჯვარი იქნება ეს თუ სხვა ნებისმიერი (ნუ თU ჯვარი მაგათია, რა თქმა უნდა ატენიც მაგთი იქნებ :lol: :lol: :lol: ), ეგ უკვე მისის პორბლემაა და მისი დიდი უცოდინრობის. სომხური და ქართული არქიტექტურა მიუხედავად ძალიან დიდი მსგავსებისა, ძალიან განსხვავდება ერთამენთისგან. ელემენტარულად სომხი და ქართველი ერთნაირს, იდენტურს ვერ შექმნიდა. ეს ელემენტარულია და აღარც ღირს ნერვიულობად.


ატენი კი საოცრებაა, განსაკუთრებით იოსების სიზმარი (კედლის მხატვრობა). თუ გაქვთ ეგ კომპოზიცია, დადეთ რა... რა სახე აქვს საერთოდ იოსებს ყველა სცენაში, რა საყვარელია და რამხელა ემოციას ატარებს. :shock:
მჭირდება ლიხაურის კედლის მხატვრობის ფოტოები, გადაღებული 1994 წლის ჩათვლით

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]