ვაჩნაძიანის ყველაწმინდა

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
ვაჩნაძიანის ყველაწმინდა

Post by Kakha » 29 მაი 2007, 19:59

დიდი ბოდიში, მგონია გაწყენინეთ, მაგრამ ჩემს ნაწერში ერთი სხვა რამეც იყო - ჟურნალისტი თავს იწონებდა საძვლედან გამოტანილი ძვლებით. არ მითხრათ რომ ამას გამართლება აქვს. ამან მთლად გამცოფა.

ბოდიშს ვიხდი ოფტოფიკისთვის და აღარ ვაპირებ ოფტოპიკის თემის გაგრძელებას.

ჯობია იმაზე ვილაპარაკოთ როდის წავიდეთ მაგ მხარეში და როდის ვნახოთ ჩვენი თავლით.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ვაჩნაძიანის ყველაწმინდა

Post by guruli » 29 მაი 2007, 20:24

Kakha, ეს ერთი ოფტოპიკი მეც დამიტოვე რა, და მერე მართლა დავუბრუნდები თემას.
არანაირი განაწყენება. ჟურნალისტიკის მინუსებს მეც მშვენივრად ვხედავ და ის პოსტი კოლეგების დასაცავად არ დამიწერია. აი, როცა ერთად წავალთ, კოლეგების ბევრ კურიოზს თავად მოგიყვები და კარგადაც გამხიარულებ. მისის რობინსონს ვეთანხმები - ჟურნალისტის მუშაობა მართლაც დამღლელი, მომაბეზრებელი და დაუფასებელი საქმიანობაა. გაზეთს ხშირად ადარებენ (და ტელევიზიაც იგივეა) დაუმარხავ მიცვალებულს - როგორც მიცვალებულს ვერ მიატოვებს ჭირისუფალი დამარხვამდე, ასევე ვერც ჩვენ წავალთ სახლში გაზეთის გამოშვებამდე (ეს კი ხშირად დილის 2-3 საათზე და ხანდახან უფრო გვიანაც მთავრდება). კიდევ სასწრაფო დახმარების ან სახანძროს მანქანას ადარებენ - როგორც იმათ არ იციან, როდის სად გამოიძახებენ და სად აღმოჩნდებიან, ასევე ვერც ჩვენ განვსაზღვრავთ სამშაო დღის გრაფიკს. თუმცა ამის მიუხედავად, მე თვითონვე ვაღიარებ, რომ ეს უსაზიზღრესი სფეროა, რომელშიც ძნელია, არ გაისვარო (მომიტევეთ ამ გამოთქმისთვის). და იმ პოსტში მხოლოდ იმის დამტკიცება მინდოდა, რომ პრესაც და მისთვის ინფორმაციის მიმწოდებელიც (ამ შემთხვევაში, კულტურის სამინისტრო) ერთნაირად სცოდავდა, თორემ ძვლების გამოტანა მართლაც საშინელებაა. მე მაგალითად, თავი გვერდზე მივაბრუნე და ავყვირდი, რა უბედურებაა, რეებს აჩვენებენ-მეთქი. ეგეთი საქციელი არაქრისტიანულია და არანაირი გამართლება არა აქვს.
დასასრულს, ჩემი თხოვნა იქნება, მომავალში არ შეიზღუდო ჟურნალისტიკის კრიტიკაში.

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
ვაჩნაძიანის ყველაწმინდა

Post by Kakha » 29 მაი 2007, 20:46

guruli
როგორც ამბობენ ხოლმე დანარჩენი "რეალში, რეალში" ვილაპარაკოთ. აბა შეხვედრამდე!

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]