ვაჩნაძიანის ყველაწმინდა

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
ვაჩნაძიანის ყველაწმინდა

Post by Kakha » 28 მაი 2007, 14:33

მაგრამ, ესეც არაა კიდევ ყველაფერი - ვაჩნაძიანისკენ მიმავალი გზის დაახლოებით შუაწელზე არის წყარო. იმ წყაროდან სადღაც 50 მატრში გზიდან მარჯვნივ გადასახვევია. სწორედ ამ გადასახვევს, გზას თუ გაყვებით მიხვალთ ამ რამდენიმე დღის წინ რომ გამოაცხადეს ახალი სამონასტრო კომპლექსი ვიპოვეთ ვაჩნაძიანსა და კალაუბანს შორიახლოსო, მეცრხე საუკუნისო სწორედ იმ კომპლექსთან. გადასახვევიდან დაახლოებით 2,5 კმ-ია სასიარულო ფეხით. მე დრო არ მქონდა და მანდ წასვლა სამომავლოდ გადავდე.....

User avatar
gio giorgi
მაწანწალა
Posts: 339
Joined: 25 მაი 2007, 12:38
Contact:
ვაჩნაძიანის ყველაწმინდა

Post by gio giorgi » 28 მაი 2007, 14:49

ki store utkviat jer chaxval shashianis igige mgvrie xevshi da gaukvebi xevs shemdeg marcxnidan bilikit aukvebi da gaxval tbacveris tbaze.rogorc idzaxian uzarmazari loco cxovrobs am tbashi :shock: akedan ukve 2 kilometrci, arcki cheremia.tbacveramde daaxloebit 7 kilometria.
Image
tbacveri da cheremi
Image

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
ვაჩნაძიანის ყველაწმინდა

Post by Kakha » 28 მაი 2007, 14:59

gio giorgi
მაგ ადგილებიდან ხარ? რაღაც ძალზე კარგად იცი ეგ ადგილები.

ნამეტანი ადრეა მაგაზე ლაპარაკი, მაგრამ შემოდგომაზე, როცა ტყე ფერს შეიცვლის და არც მაგრა ეცხელება ხომ არ გადავსულიყავით ვაჩნაძიანიდან ჭერემში? თუ მეგზურობას გაგვიწევ კარგი იქნება, მეგზურთან ერთად ყოველთვის ჯობია სიარული. მგონია ორი დღე უნდა გვეყოს - შაბათი და კვირა.

User avatar
gio giorgi
მაწანწალა
Posts: 339
Joined: 25 მაი 2007, 12:38
Contact:
ვაჩნაძიანის ყველაწმინდა

Post by gio giorgi » 28 მაი 2007, 15:26

ki sopeli mak shashianshi, piradad cheremchi gadasuli ara var magram problema araa vinmes camovikvan . ise tu damijerebt exla kvelaze kargia tkeshi siaruli, kogo naklebadaa, tan chemodgoma kaxetchi sxva ramitaa saintereso.

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
ვაჩნაძიანის ყველაწმინდა

Post by Kakha » 28 მაი 2007, 15:31

gio giorgi
აი კოღოზე რა გითხრა, წელს ალბათ ერთბაშად რომ დათბა და ასევე ერთბაშად კოღეობი რომ გამოიჩიკა ვაჩნაძიანში არანორმალური რაოდენობით დაგვესია და კარგადაც დაგვასიეს. ორი კვირის წინ ბაკურციხეში ვიყავი და იქაც იგივე ამბავი იყო - მრავალზე მარვალი კოღო. არადა ამ დროს ნამდვილად არ უნდა იყოს ამდენი.

თუმცა ვნახოთ, ვნახოთ ეგება ივნისშიც მოვახერხოთ. ყოველ შემთხვევაში მე შემდეგი ორი შაბათი-კვირა უკვე დაკავებული მაქვს....

User avatar
gio giorgi
მაწანწალა
Posts: 339
Joined: 25 მაი 2007, 12:38
Contact:
ვაჩნაძიანის ყველაწმინდა

Post by gio giorgi » 28 მაი 2007, 15:32

tan cheremidan ro chamoxval zegaanis kvelacmindachic sheivli
Image

User avatar
gio giorgi
მაწანწალა
Posts: 339
Joined: 25 მაი 2007, 12:38
Contact:
ვაჩნაძიანის ყველაწმინდა

Post by gio giorgi » 28 მაი 2007, 15:44

xo....ise 1-2 saatit mec gamomicdia eg siamovneba da namdvila ar minda 2 dge kogos sajijgni gavxde,carmomidgenia game ra ikneba :cry: :?

User avatar
gio giorgi
მაწანწალა
Posts: 339
Joined: 25 მაი 2007, 12:38
Contact:
ვაჩნაძიანის ყველაწმინდა

Post by gio giorgi » 28 მაი 2007, 15:55

ise kisisxevis xeobashi tu xar namkopi?ak namdvilad ver shegacuxebs kogo :D
Image

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
ვაჩნაძიანის ყველაწმინდა

Post by Kakha » 28 მაი 2007, 16:21

არა, არ ვყოფილვარ. მანდეთ მართლა მრავალი რამაა სანახავი, პეიზაჟებს და ხედებს თავი დავანებოთ, ტაძრების დიდი უმრავლესობა საკმოად ადრინდელია. აი თუნდაც შენს სოფელში რომ ტაძარია, შაშიანის სამება VI საუკუნისაა.

User avatar
gio giorgi
მაწანწალა
Posts: 339
Joined: 25 მაი 2007, 12:38
Contact:
ვაჩნაძიანის ყველაწმინდა

Post by gio giorgi » 28 მაი 2007, 17:54

martali xar shashianis sameba ert ert uadresi dzeglia sameklesiani bazilikebis da ert erti kvelaze mivickebuli dzegli,imdenataa xeebshi da potlebshi gaxveuli ro tavidan gverdze chauaret da verc ki shevamchniet.aseve mravladaa sxva dzeglebic.
ert chem axlobels tkeshi sheshaze casuls pataloshi gaxveuli tadzari unaxia,rogorc gavarkvie sakmaod didi . darbazuli stilis da tan mtliani kamarit.mechkareboda da ise nachkarevad shevixedeo. samcuxarod tviton zamtarshi iko da zapxulshi ro vedzebet vegar miagno, arada ikneb preskebic kopiliko shemonaxuli.eseti uamravia magram vinaa partoni.mere vigacas piari moundeba da daickeben kvirils< unikaluri samonastro ansabli kaxetshi> :?

User avatar
Mrs. Robinson
იეტი
Posts: 1488
Joined: 13 სექ 2005, 19:13
ვაჩნაძიანის ყველაწმინდა

Post by Mrs. Robinson » 28 მაი 2007, 21:39

Kakha
gio giorgi
დიდი მადლობა. ვაჩნაძიანის მეტი თქვენი მონათხრობიდან არაფერი მინახავს და ძალიან დავინტერესდი.. (ვაი, არადა კახეთი მოვიარე მეგონა.... :oops: )

რაც შეეხება "ახალ სამონასტრო კომპლექსს", ერთი კვირის წინ როდესაც სამსახურში ამ "აღმოჩენის" ამბავი ფოტოებითურთ გვამცნეს, ერთმა ჩემმა თანამშრომელმა, რომელიც მაგ რეგიონიდანაა, ძალიან იხალისა, მანდ შატალოზე ვარ ნამყოფიო ალბათ 11- 12 წლის წინ, დილას წავედით, შუადღისით უკვე სახლში ვიყავითო, ნამდვილად უღრანი ტყე იყო. მაგრამ ახლა ნადვილად არ აღმოუჩენიათო......... :wink:

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
ვაჩნაძიანის ყველაწმინდა

Post by Kakha » 28 მაი 2007, 23:18

Mrs. Robinson
ის კომპლექსი, შენ რომ ამბობ და ერთი კვირის წინ რომ გვამცნო ტელევიზიამ აღმოჩენის შესახებ, რომ ადრევე ცნობილი იყო ვიცი. ადგილობრივმა მოასხლეობამ ყოველთვის იცოდა მის შესახებ.

აღმოჩენა იმ თვალსაზრისითაა, რომ სამეცნიერო მიმოქცევაში არ იყო მოხვდედრილი და შესაბამისად არც შესწავლილი. ჰოდა, ამ კუთხით ნამდვილად აღმოაჩინეს.

კიდევ უფრო ღრმად თუ ჩავიხედავთ, ეს კომპლექსი ამ ათიოდე წლის წინ თამაზ დვალმა ნახა და რამდენჯერმე ახსენა კიდევაც კოლეგებთან, ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის თანამშრომლებთან მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ ახლა "გააბაზრა".

ახლა ჩემს საყავრელ თემას დავუბრუნდეთ - ქართული ჟურნალისტიკა. ყველა ძირითადი არხი იქ იყო. დავიჯერო რაც მე დავწერე ვერავინ გაიკითხა და ვერავინ გაიგო. თუნდაც ის რომ ადგილობრივებმა აქამდეც იცოდნენ ამ კომპლქსის შესახებ. მით უმეტეს რომ ილია დალაქიშვილმა მითხრა იქ ვიყავიო და ისიც მითხრა ყოველთვის ვიცოდით ამ ნანგრევების არსებობის შესახებ, მაგრამ მის მნიშვნელობას ვერ ვხვდებოდითო. მაგრამ ალბათ საქმე იმაშია რომ ახალაღმოჩენილი, როგორც იტყვიან ინლისურად უფრო სექსუალურად ჟღერს "more sexy". ამაშია საქმე და კიდევ იმაში რომ მე ამას არაპროფესიონალიზმს ვუძახი. ანდა რა უნდა ვთქვა იმის შესახებ რომ იმავე დღეს ერთ-ერთ არხზე ლამის ბრალდება წაუყენეს არქეოლოგებს სამთავისში რატომ დროულად ვერ დაამთავრეთ გათხრები და შუა საუკუნეების მიცვალებულების ძვლები ეროზიისაგან რომ გამოჩნდა როგორ არგრცხვენიათო. ჰოდა იმავე დღეს, ახალი აღმოჩენის შესახებ გაკეთებულ სიუჟეტში ჟურნალისმა კიდევ ერთი სექსუალური კადრი გაჩითა - საძველდან გამოძვრა და თან ბარძაყის ძვალი და თავის ქალა გამოიტანა და საჯაროდ გვანახა. დალოცვილო თუ სამთავისში უკიჟინებ ეს ქრისტიანი ხალხი ცველბს რატომ პატივს არ სცემთო "ახალაღმოჩენილ" კომპლექსის საძველდან ძველბის გამოტანა კარგი ტონია და მაყურებელს აღაგზნებს ალბათ არა?

User avatar
Mrs. Robinson
იეტი
Posts: 1488
Joined: 13 სექ 2005, 19:13
ვაჩნაძიანის ყველაწმინდა

Post by Mrs. Robinson » 29 მაი 2007, 18:02

Kakha
საქმეც მაგაშია! შეიძლებოდა ამ ყველაფერს სხვა სახელი დარქმეოდა, ნაკლებად ჟღერადი ვიდრე პომპეზური "აღმოჩენაა", მაგრამ რელური სურათის სწორად ამსახველი. (აღვნუსხეთ, აღვწერთ, შევისწავლით თუ როგორც იყო..) :wink:

ის რაც შენ თქვი, ანუ "აღმოჩენის განმარტება" იქვე პირველივე დღეს ნიკა ვაჩეიშვილმაც თქვა, მაგრამ ის არა, რომ ათი და მეტი წელია ხალხისთვის ეს ძეგლი ცნობილი იყო და ამიტომ ხმამაღლა ნათქვამმა "აღმოჩენამ" თავისი როლი მშვენივრად შეასრულა...

ჟურნალისტები..... :( კახა კი, ისინი ხშირად სცოდევენ, მაგრამ ეს ბრალდება ნამეტანია. ნუთუ კულტურის სამინისტროს (ამ შემთხვევაში) მოწოდებული მასალა უნდა გადამოწმდეს? დამიჯერეთ რა, რომ საინფორმაციოს ჟურნალისტი, რომელიც ნახევარი დღე პარლამენტში იყო, მერე შეიძლება სასამართლოსა თუ მკვლელობის ადგილას და ბოლოს ეს დაავალეს - ვერანაირად ვერ იქნება კომპეტენტური, აქ სიტყვა მხოლოდ პროფესიონალებმა უნდა თქვან, თვითონ გამოიჩინონ ინიციატივა სწორად და ფართოდ გაშუქდეს.....
არადა თუ არ ვცდები -ეს უკვე აღმოჩენილის აღმოჩენის პირველი შემთხვევა აღარაააა... :roll:

მე მაპატიეთ, ეს თემა ასეთ შემობრუნებას ნამდვილად არ იმსახურებს........ :oops: :oops: :oops:
Last edited by Mrs. Robinson on 29 მაი 2007, 18:32, edited 2 times in total.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ვაჩნაძიანის ყველაწმინდა

Post by guruli » 29 მაი 2007, 18:22

Kakha
Mrs. Robinson
თქვენის ნებართვით, მე მცირედით სწორედ მაგ ახალი მიმართულებით გავაგრძელებ ამ თემას.
Kakha
ახლა ჩემს საყავრელ თემას დავუბრუნდეთ - ქართული ჟურნალისტიკა. ყველა ძირითადი არხი იქ იყო. დავიჯერო რაც მე დავწერე ვერავინ გაიკითხა და ვერავინ გაიგო. თუნდაც ის რომ ადგილობრივებმა აქამდეც იცოდნენ ამ კომპლქსის შესახებ.
კახა, საქმეც მაგაშია, რომ ამ შემთხვევაში "აღმოჩენა" უფრო ყვირის, ვიდრე - შესწავლა. მარტივი მომენტია - როცა აცხადებენ, "უნიკალური აღმოჩენაო", გიჩნდება სურვილი, გაიგო, რა აღმოაჩინეს. ხოლო შესწავლა აღმოჩენა არაა, ეგ უკვე ცნობილის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაა. ცხადია, ესეც არაპროფესიონალიზმია, მაგრამ როგორც მახსოვს, იქ კომენტარი კულტურის მინისტრის მოადგილე ნიკა ვაჩეიშვილმაც გააკეთა (ოღონდ რა ილაპარაკა, არ მისმენია - ოთახიდან გავედი) და იმას ხომ მაინც უნდა სცოდნოდა? და თუ მედიამ დაამახინჯა, იგი მოვალე იყო, ინფორმაციის გასწორება მოეთხოვა. მაგრამ ჩვენს ხელისუფლებას პირველაღმომჩენის, მსოფლიოში საუკეთესოს შემქმნელის ამბიცია ისე აწუხებს, იქნებ, სამინისტროსაც აწყობდა ეგ. ისე, ჟურნალისტებმა კი არა, მე ვიფიქრე, ასეთი რა უღრანი ტყე იყო, რომ ადგილობრივებმა აქამდე არ იცოდნენ მისი არსებობა-მეთქი და ჟურნალისტებსაც უნდა გასჩენოდათ ეს კითხვა. თუმცა დღევანდელი ჟურნალისტიკა მხოლოდ მიკროფონის მიშვერამდე დაეცა. ნერვები მომეშალა, ახლახან მადეირადან სიუჟეტს რომ ვუყურებდი ნატო-ს მაპ-ში ჩვენს მიღებაზე. ლუბოვ სლისკამ ენა რომ წაიტლიკა, თქვენ გგონიათ, ნატო გადაგიჭრით უმუშევრობის პრობლემებს, აღგიდგენთ ტერიტორიულ მთლიანობასო, ერთს არ დაებადა კითხვა, რუსეთს ჩვენი უმუშევრების ბედი ადარდებდა თუ საქართველოს ნატოში მიღებაზე წიწმატობდა...
სორი, რომ სხვა მიმართულებით წავიყვანე, მაგრამ ამ ქვეყანაში ჟურნალისტიკა, საზოგადოება და იგივე ხელისუფლება ერთმანეთის ალი-კვალია.

User avatar
Mrs. Robinson
იეტი
Posts: 1488
Joined: 13 სექ 2005, 19:13
ვაჩნაძიანის ყველაწმინდა

Post by Mrs. Robinson » 29 მაი 2007, 19:29

guruli
არანაირად! ხომ ვთქვი, მედიას ნამდვილად არაფერი დაუმახინჯებია. მხოლოდ ხმამაღლა გააჟღერა მათი გამოგზავნილი ინფორმაცია, თითქმის სიტყვა-სიტყვით.....

ეტყობა ჩვენს დროში შოუს მოწყობა პოლიტიკაშიც, კულტურაშიც და ა.შ. ყველგან მოსულა.....
:(

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]