Page 1 of 3

ვაჩნაძიანის ყველაწმინდა

Posted: 28 მაი 2007, 12:21
by Kakha
ხუთშაბათს, 24 მაისს, სამსახურის საქმე მქონდა თელავში. 11 საათზე უნდა ვყოფილიყავი, გადავწყვიტე ადრიანად წასვსულიყავი და გზად ვაჩნაძიანის ყველაწმინდაში შემევლო სადაც მრავალი წლის წინ ვიყავი ნამყოფი. მართლაც დილის შვიდ საათზე გავედი და ვაჩნაძიანის ნახვა გემრიელად მოვასწარი.

ვაჩნაძიანი გურჯაანის რაიონს ეკუთვნის, საბჭოთა პერიოდში შრომა ერქვა. ახლა თავდაპირველი სახელი დაუბრუნეს. სადღაც შუაწელზეა გურჯაანსა და თელავს შორის. იქიდან თელავამდე 18 კმ-ია.

ალბათ ხვდებით რომ ვაჩნაძეები მაგ სოფლიდან არიან.

ვაჩნაძიანი ცნობილია კარგა მოზრდილი გუმბათიანი ტაძრით, რომელიც სოფლიდან 8 კილომეტრში დგას, ტყეში. ტაძარი თარითდება მერვე-მეცრხრე საუკუნეებით. ძალზე გამორჩეულია არქიტექტურით და მნიშვნელოვანია ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიისთვის.

რადგან ვაჩნაძიანი დიდი ხნის წინ მქონდა ნანახი სოფლად გზა ვიკითხე, მაინტერესებდა თუ სად უნდა ამეხვია. იქვე იყო ერთი პიროვნება ილია დალაქიშვილი, რომელმაც მეგზურობა შემომთავაზა. მაგრა გამიმართლა ბატონი ილია ვაჩნაძიანის პატრიოტია, გულშემტკივარი კაცი და გზადაგზა უამრავი სანტერესო ამბავს ჰყვებოდა.

ტაძრისკენ მიმავალი გზა ძალზე გაფუჭებულია და მხოლოდ ორხიდიანი მანქანით აისვლება. არადა ისევ ადგილობრივების გაფუჭებულია, ბატონი იკლია ძალზე სწუხდა რომ ადგილობრივები უპრაგონოდ სჭრიან ხეებს და მერე ცხენით თუ ხარით მოათრევენ. თრევის დროს მძიმე მორი ჩაღმავებას ტოვებს და წვიმის დროს წყალს უკვე გამზადებული კალაპოტი აქვს და წვიმის გადაღებისთვის კარგა გვარიანი ხევიც მზადაა.

ეს კი ვაჩნაძიანის გუმბათიანი ტაძარია

Image

ძალზე ძნელი გადასაღები იყო გაფოთლილ ტყეში და შესაბამისად არ ფოტოები გამომივიდა კარგი.

ვაჩნაძიანის ყველაწმინდა

Posted: 28 მაი 2007, 12:23
by Kakha
კიდევ ერთი ფოტო სხვა მხრიდან

Image

ვაჩნაძიანის ყველაწმინდა

Posted: 28 მაი 2007, 12:29
by Kakha
ვაჩნაძიანზე უფრო მეტი შეგიძლიათ ნახოთ აქ

1.ბერიძე ვ. ვაჩნაძიანის ყველაწმინდა //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება.-თბ.,1974.-გვ.41-42, 120.
VIII-IX საუკუნეების ძეგლის- ვაჩნაძიანთ ყველაწმინდის ტაძრის მოკლე დახასიათება.
2.ჩუბინიშვილი გ. ქართული საერო ხუროთმოძღვრების რამდენიმე ნიმუში.-ტფილისისი უნივერსიტეტის მოამბე.-ტ.III.-1923.-გვ.107-126.
ვაჩნაძიანის ყველაწმინდის ტაძრის დახასიათება.
3.ციციშვილი ირ. ვაჩნაძიანი //ციციშვილი ირ. ქართული არქიტექტურის ისტორია.-თბ.,1955.-გვ.48.
ანსამბლ ვაჩნაძიანთ ყველაწმინდის გუმბათიანი ეკლესიის მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება.

ვაჩნაძიანის კომპლექსში მარტო გუმბათიანი ტაძარი არ შედის. გარშემო მრავლადაა სხვა ნაგებობების ნაშთებიც. გუმბათიან ტაძართან ახლოს არის ბაზილიკის ნაშთი. იგი ფაქტიურად შუაზეა გადახლეჩილი და დასავლეთი ნაწილი დანგრეულია. ასე გამოიყურება

Image

ვაჩნაძიანის ყველაწმინდა

Posted: 28 მაი 2007, 12:33
by Toma
დიდი მადლობა, ძალიან ლამაზია.

ფრესკები თუ არის?

ვაჩნაძიანის ყველაწმინდა

Posted: 28 მაი 2007, 12:33
by Kakha
ტყეში ბატონმა ილიამ ერთი ყვავილი დამანახა - ამსო ტყის ყაყაჩოს ვეძახითო. აი ამ ყვავილის ფოტო. არ ვიცი ყაყაჩოს ოჯახს მიეკუთვება თუ არა, მაგრამ ლამაზი კია. რაც არ უნდა იყოს ადილობრივები ასე ეძახიან - ტყის ყაყაჩო

Image

ვაჩნაძიანის ყველაწმინდა

Posted: 28 მაი 2007, 12:37
by lama
ლამაზია და ძალიან საინტერესო

დღეს მანდ სამონასტრო ცხოვრება როგორც ფოტოებიდან ჩანს არ მიმდინარეობს ხომ ?????

ვაჩნაძიანის ყველაწმინდა

Posted: 28 მაი 2007, 13:11
by gio giorgi
ara monastruli cxovreba ar mimdinareobs,magram rogorc sopelshi idzaxdned ivanishvils dupinansebia da agdenas apireben.
vachadzianis mtavari xibli mtis cverze mdebare samebis tadzaria.sakurtxeveli haershia gamokidebuli da am ramodenime clis cin agadgines da unikaluri preskebic gamoavlines gacmendis shemdeg.zevidan titkmis mteli kaxeti chans.
Image[/img]

ვაჩნაძიანის ყველაწმინდა

Posted: 28 მაი 2007, 13:15
by gio giorgi
esetc mtavari tadzari
Image[/url]

ვაჩნაძიანის ყველაწმინდა

Posted: 28 მაი 2007, 13:29
by Mao
vax! ragatsa dzalian movixible! ar tsevideet? :D

ვაჩნაძიანის ყველაწმინდა

Posted: 28 მაი 2007, 13:39
by gio giorgi
sadgac me 7 kolometrze eseti xedia icvei skaroc.
Image

ვაჩნაძიანის ყველაწმინდა

Posted: 28 მაი 2007, 13:51
by gio giorgi
es zevidan. mtavari tadzridan marjvniv samebis eklesiaa
Image

daaxloebit eteti xedia samebit tadzridan.nekresidanac lamazia kaxeti magram akedan..............
Image

ვაჩნაძიანის ყველაწმინდა

Posted: 28 მაი 2007, 14:02
by Kakha
gio giorgi მართალია, ვაჩნაძიანის კომპლექსი შედის "სამების" მეტად მცირე ტაძარიც, რომელიც ძირითადი კომპლექსიდან დაახლოებით 500-იოდე მეტრშია და ერთი მხრივ გადაჰყურებს ალაზნის ველს და მეორე მხრივ ივრის ხეობისკენ იყურება - კაჭრეთი დამანახეს იქიდან. მანდედან ჭერემის ნაქალაქრზეც შეიძლება თურმე გადასვლა - ბილიკი მიდისო.

აი ესაა სამება - აღმოსავლეთის მხრეს ნიადაგი ჩავარდნილია და Gამაგრების შემდეგ ეს ნაწილი აივანივითაა გადაკიდებული

Image

ვაჩნაძიანის ყველაწმინდა

Posted: 28 მაი 2007, 14:05
by Kakha
ეს კი სამებაში გადარჩენილი ფრესკებია

Image

Image

ვაჩნაძიანის ყველაწმინდა

Posted: 28 მაი 2007, 14:21
by Kakha
მაგრამ ვაჩნაძიანში მარტო ეს არაა სანახავი. სოფელს რომ გაცდებით მონასტრიკენ მიმავალ გზაზე, ალბათ ასე ერტ-ორ კილომეტრში, მინდორში ვაჩნაძიანის სასახლეა ადრეშუასაუკუნეებისა. ორსართულიანი ყოფილა. პალატებს ესძახიან. საკამოდ დიდია საქართველოს მასშტაბებისთვის და თანაც სასახლეთა ნაშები არც თუ ბევრი შემოგვრჩა

პალატები
Image

ვაჩნაძიანის ყველაწმინდა

Posted: 28 მაი 2007, 14:27
by Kakha
მაგრამ ესეც არაა ყველაფერი, თავად ვაჩნაძიანში, სოფლის ცენტრში, ზედ ტრასაზე დგას ამიდასტურის ბაზილიკა, უფრო სწორედ რაც მისგან შემორჩა. ამიდასტური თარიღდება V-VI საუკუნეებით. ანუ ძალზე ადრინდელია. მოკლედ თუ გურჯაანიდან თელავისკენ მიდიხართ ამიდასტურის ბაზილიკას ვერ აცდებით, შეიძლება სანახავად ისეთი ეფექტური არაა, მაგრამ მართლა ძალზე ადრეულია

ესეც ამიდასტურის ბაზილიკის სურათი - წინა პლანზე, დოინჯშემოყრილი ილია დალაქიშვილია, აი ის ზემოთ რომ ვწერდი, ვაჩნაძიანელი და ვაჩნაძიანის მოსიყვარულე კაცი

Image