Page 1 of 2

"სარკის" წმინდა გიორგი

Posted: 22 მაი 2007, 23:41
by Toma
სარკის წმინდა გიორგის მონასტერი
ეს არის ქარელის რაიონში, მე ვიყავი ყინწვისიდან.

მოკლედ ჩადიხარ ყინწვისში და შემდეგ მარცხნივ გადაუხვევ ტყეში შემავალ ბილიკზე, რომელიც მიდის სულზემოთ მთისკენ, თუ გზა არ იცით ჯობია მონასტერში ვინმეს სთხოვოთ და გამოგყვებათ დაახლოებით 2 სთ-ი ივლით ტყეში მშვენიერი სასიარულოა და შემდეგ ერთ პატარა მდელოზე აღმოაჩენთ სარკის წმ. გიორგის მონასტერს რომელიც არის მე-6-ე საუკუნის ბაზილიკა რომელიც შემდეგ გადააკეთეს გუმბათოვან ეკლესიად მე-12-ე საუკუვეში თუ არ ვცდები ზაზა ფანაცკერტელის მეოხებით

Image

აი იგივე რაც დადო ნიკამ

Image

"სარკის" წმინდა გიორგი

Posted: 23 მაი 2007, 00:03
by GOGONA
Toma
კომენტარს ხო იქმდი :?: :oops: :oops: :oops:

"სარკის" წმინდა გიორგი

Posted: 23 მაი 2007, 00:31
by Toma
ამბობენ რომ იქვე უახლოესი სოფელი საიდანაც სამანქანო გზა ამოდის 8 კილომეტრშია. სამწუხაროდ სოფლის სახელი არ მახსოვს და გზაც არ ყოფილა სახარბიელო ანუ 2- ხიდიანი მანქანით თუ ახვალთ სხვა ტრანსპორტით არაოოო


Image

"სარკის" წმინდა გიორგი

Posted: 23 მაი 2007, 00:36
by Toma
ეკლესიის შესასვლელში ორივე მხარეს ეს პატარა და საუცხოო ანგელოზები იყო ამოჩუქურთმებული და იმდენად პატარებია რომ გულგრილად ვერ ჩაუვლიდი, ერთმა თანმხებმა თქვა რომ იმდენად საყვარელია რომ ფეხები როგორ არ უნდა დაუკოცნოო :P

Image

Image

"სარკის" წმინდა გიორგი

Posted: 23 მაი 2007, 00:47
by Gvalva
ანგელოზების სპეციალისტი არ ვარ მარა, რაღაცა ძაან მილიტარიზირებულები მეჩვენებიან :oops:

"სარკის" წმინდა გიორგი

Posted: 23 მაი 2007, 00:58
by Toma
Gvalva wrote:ანგელოზების სპეციალისტი არ ვარ მარა, რაღაცა ძაან მილიტარიზირებულები მეჩვენებიან :oops:
არა არ არის მასე :D

"სარკის" წმინდა გიორგი

Posted: 23 მაი 2007, 01:29
by Toma
ეკლესია მოხატულია მე-20-ე საუკუნეში.

აქვე არის წმ.გიორგის სასწაულმოქმედი ხატი, რომელიც არის უშვილოების შემწე.

"სარკის" წმინდა გიორგი

Posted: 23 მაი 2007, 08:28
by Nika
ძაან საინტერესოა. ძეგლთა ნუსხაში არის და გიორგი ბაგრატიონი ასულა იქ სოფელ მეხეთიდან.

"სარკის" წმინდა გიორგი

Posted: 23 მაი 2007, 10:48
by gobe
Toma,
გმადლობ. საკმაოდ საინტერესოა.
ნახვა ნამდვილად ღირს.

"სარკის" წმინდა გიორგი

Posted: 23 მაი 2007, 11:03
by Kakha
აი აქ http://orthodoxy.wanex.net/eklesiebi/sarkis/sarkis.htm

ეს ვნახე: ლეგენდა - ქარელში, სოფელ საღოლაშენთან არის „დედოფლის მინდორი“ და „დასასრულად“ წოდებული ადგილი, რაც წმიდა, შენახულ ადგილს ნიშნავს. აქ გლეხკაცი არ ხნავდა და არც საქონელს უშვებდა. დაცვისა და შეუხებლობის ნიშნად ამ მდელოს ხნულის შემოვლებით სარყავდნენ. ერთ-ერთი სარყვის დროს დაღლილ გუთნისდედას ჩასძინებია და საკვირველი ჩვენება უხილავს გამოცხადებაში. გამოღვიძებულს არავისთვის უთქვამს, მხოლოდ ღვთისაგან მითითებულ ნიშანს ელოდა, რომელსაც ხვნა უნდა შეეფერხებინა. მართლაც, სარყვისას უღლეული შედგა და ადგილიდან აღარ იძვროდა. მეხრეს ხარების გასაფიცხებლად შოლტი გადაუკრავს გუთნის შემაფერხებელ მცენარეთა ფესვების ლანძღვით. მაშინათვე გულწასული მეხრე მიწაზე დაენარცხა და სული განუტევა. ხნულის გათხრისას დიდმოწამე გიორგის ქვაში ნაკვეთი ხატი გამოჩნდა. დღესაც აქ, „დასარყულ“ მინდორზე წმიდა გიორგის ბარელიეფში ნაკვეთი ქვის ხატი დევს, რომლის შესახებაც გუთნისდედას სიზმრეულ ჩვენებაში ეუწყა: ამოებრძანებინა, გაუხედნავ ხარებზე დაედო და ღვთის ნებისათვის მიენდო. სადაც ხარები დაღლილნი დაწვებოდნენ, იქ აეგოთ დიდმოწამე გიორგის სახელობის ეკლესია. ურემზე დაბრძანებული ხატით გაუხედნავმა უღლეულმა თრიალეთის ქედს მიაშურა. ეკლესიისაკენ მიმავალი გზის შუა წელზე საჯავარედ წოდებული შესასვენებელი ადგილია. აქ შეჩერებულად დაღლილი ხარები, შეუსვენიათ და გზა განუგრძიათ. დღეს აქ მორწმუნენი ჩერდებიან, რომ ძალამოკრებილნი კვლავ შეუდგნენ ეკლესიისკენ მიმავალ აღმართს. ბოლოს ხარები არაქათგამოცლილნი დაწოლილან. ამ ადგილას სამი მონაზონი შეკრებილა, რომელთაც ღვთის შემწეობით აუგიათ სარყის წმიდა გიორგის ეკლესია და მონასტერი დაუარსებიათ.

"სარკის" წმინდა გიორგი

Posted: 23 მაი 2007, 11:14
by Kakha
ახლა რაშია საქმე, დედოფლის მინდორზე მეც მიმუშავია. იქ მართლაც იყო გვიან შუა საუკუნეების წმ. გიორგის სტელა რომელიც როგორც ადგილობრვები ჰყვებიან (განსხვავებით ზემოთ მოყვანილი ლეგენდისაგან) პირიქით სარკის წნ. გიორგის სალოცავიდან იყო მოსული. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა იმას აქვს რომ ყველა ვარიანტში ეს სტელა სარკის წმ. გიორგის უკავშირდება.

მნიშვნელოვანი კი ისაა რომ დედოფლის მინდორზე არსებული სტელა, რომლის გარშემოც მიწა არ იხვნებოდა და გარკვეული უცნარუი წეს ჩვეულებებიც იყო შემოჩენილი აღმოჩნდა ზუსტად წარმართული ტაძრის საკურთხევლის ზემოთ, მის თავზე. ამასთან ზარმართული ტაძარი განადგურდა ქრისტიანობის შემოსვლამდე საქარველოში, სადღაც ქრისტეს შემდეგ პირველ-მეორე საუკუნეში. სტელასა და ზარმართულ ტაძარს შორის ე.წ. სტერიული შრე იყო ანუ სტელა ვინც დადო არაფრით არ შეეძლო სცოდნოდა წარმართული ტაძრის შესახებ. ვგულისხმობ იმას, რომ არ შეეძლო დაენახა ნანგრევები, რადგან იმ დროს ყოველივე უკვე დიდი ხნით ადრე მიწით იყო დაფარული. ერთადერთი ალბათ არსებობდა ისტორიული მეხსიერება, რომ ამ ადგილას რაღაც მძლავრი რელიგიური ადგილი იყო.

გათხრების შემდეგ აღმოჩნდა რომ დედოფლის მინდორზე ალბათ მცირე აზიაში ყველაზე დიდი ფართობის საკულტო კომპლექსია, ე.წ. ტემენოსი, რაც ბერძნულად წმინდა ადგილს ნიშნავს. იგი შემოსაზღვრულია გალავნით, რომელშიც ცხრა ტაძარი დგას. ტაძრები ყველა ნიშნით ზოროასტურლი ანუ ცეცხთაყვანისმცემლებისა იყო. ეტყობა იმ დროს ეს საქართველოს მეფეთა სალოცავს წარმოდგენდა.

ისევ სარკის წმ. გიორგის სტელას რომ დავუბრუნდეთ - სტელა მთავარი ტაძრის ცენტრში მდებარე ცეცსლის საკურთხევლის თავზე იდგა.

ხანდახან მართლა გასაოცარია ხოლმე ისტორიული მეხსიერების მდგრადობა....

"სარკის" წმინდა გიორგი

Posted: 23 მაი 2007, 11:22
by Kakha
ჩემი ძველი პოსტი ვიპოვე სარკის წმ. გიორგისთან დაკავშირებით - რაც დავწერე იგივე თემის ვარიაციაა, მაგრამ მაინც ვისაც აინტერესებს

Giorgi Bagrationi
ვაა, მაშ ეგაა სარკის ჭმინდა გიორგი. ბევრჯერ გამიგია მისი სახელი, აი ნახვით კი არ მინახავს. სხვათა შორის დედეფლის მინდვრზე, წარმაღთული ტაძრის საკურთხევლი თავზე წმ. გიორგის საკმაოდ გვიანდელი სტელა იყო და ადგილობრივები დიდი კრძალვით ექცეოდნენ (მაგან გადაარჩინა წარმართული ტაძრის ცენტრი - არ იხვნებოდა). ჰოდა ადგილობრივებში ლეგენდა იყო - ეგო სარკის წმინდა გიორგიდან აროსო გამოტყორცნილიო და აქ დავარდაო. ვინც არ იცით დედოფლის მინდორიც ქარელის რაიონშია, მტკვრის მარცხენა სანაპიროსთან სოფელ საღოლაშნთან ახლოს. ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძეგლია საქართველოში, მაგრამ ახლა სანახავი არაფერია, ვინაიდან კედელბი ალიზით ანუ გამოუწვარი თიხის აგურით იყო ნაშენი ახლა რომ გადახედო იმ ადგილს პრაქტიკულად მხოლოდ მინდორს დაინახავთ.

"სარკის" წმინდა გიორგი

Posted: 23 მაი 2007, 14:05
by Gvalva
Kakha

ბევრი კარგი რამე დაწერე და ბევრი კითხვებიც გამიჩნდა :)

კიდევ სადაა საქართველოში ასეთი მძლავრი რელიგიური ადგილი და საკულტო კომპლექსი/ტემენოსი?

კარაველების საყვარელი ადგილებიდან მითხრეს რომ ავენისი ძალიან ძლიერი ხატიაო, თუ სწორედ დავიმახსოვრე, იმ ურთხმელზეც მითხრეს საკულტო ხეაო

ასეთივე ხომ არ არის სხალტბაც, თავისი ულამაზესი/უზარმაზარი მინდვრით? იქ ყოფნისას გამიჩნდა ეჭვი რომ ეგ მინდორიც იმავე მიზეზით არ მუშავდება რაც ეხლა შენ თქვი.

"სარკის" წმინდა გიორგი

Posted: 23 მაი 2007, 14:27
by Kakha
Gvalva
დასავლეთ საქარველოში ვანი - რომელიც რელიგიური ცენტრს წარმოადგენდა, დაახოებით ისეთს როგორიც საბერძნეთში დელფოსი იყო.

აღმოსავლეთ საქართველოში ალბათ უფლისციხე (ყველა ნიშნით რელიგიური ცენტრი, თუმცა განსხვავებული შეხედულებაც არსებობს) და კავთისხევთან ციხიაგორა

"სარკის" წმინდა გიორგი

Posted: 23 მაი 2007, 14:48
by Kakha
ისე ვისაც უფრო მეტი გაინტერესებთ წინარექრისტიანულ ტაძრებსა და სასახლეებზე, უფრო სწორედ არ გეშინიათ პასუხგაუცემელი კითხვებისა ნახეთ ეს http://www.open.ge/art/treasure/difficulties.pdf იმედია ამპარტავნობაში არ ჩამომართმევთ რომ ჩემს სტატიას ვუთითებ