Page 1 of 2

ხოფას მონასტერი + ჯვარპატიოსანი

Posted: 22 მაი 2007, 16:08
by Kakha
შაბათს 19 მაიხხ, 2007 ვიყავი ხოფას მონასტრის სანახავად და გზად თელოვანის ჯვარპატიოსანიც მოვინახულე.

ვიყავით კარველებიდან მე, მჭრელი თვალი, ლუკა95 და კარვის მეგობრები ელისო და ნინო.

ხოფას მონასტერში კარვიდან ამ ზამთარს იყვნენ და ღამეც იქ გაათიეს. მინდა გითხრათ რომ არ ზაფხულ-გაზაფხულზეა ურიგო სანახავი.

ხოფას მონასტერი არის ახალგორთან, თბილისიდან 65 კილომეტრში. ახალგორის გზდიან კი სულ რაღაც 2 კილომეტრში.

ესაა ძალზე ლამაზი მეცამეტე საუკუნის ნამონასტრალი, ამჟამად მიტოვებული. კომპლექსში შედის თავად ტაძარი და სატრაპეზო. მონასტრამდე ორხიდიანი მანქანით არ უნდა გაგიჩირდეთ ასვლა. იქვე პატარა რუ მორაკრაკებს. წყაროს ვერ მივაგენი, მაგრამ მგონია, რომ ეს რუ შეიძლება კაცმა დალიოს.

გადასახვევი ხოფას მონასტრისაკენ არაფრითაა მონიშნული. სოფელ ოძისს რომ გაცდებით, დახლოოებით 2-3 კილომეტრში პატარა ხევი შეგხვდებათ და დაინახავთ გზას რომელიც შედის, ახალგოირსკენ მიმავლებისათვის მარჯვენა მახარეს. ეს ადგილი ასე გამოიყურება, მარჯვნივ რომ გზა მიდის იმას უნდა გაჰყვეთ
Image

ხოფას მონასტერი + ჯვარპატიოსანი

Posted: 22 მაი 2007, 16:13
by Kakha
თავის დროზე აქ ბენზინგასამართი სადგური ყოფილა (ზაპრავკა) და თუ სწორედ გადაუხვევთ რამდენიმე მეტრში ბუჩქებიდან სადგურის ჩონჩხს დაინახავთ
Image

ხოფას მონასტერი + ჯვარპატიოსანი

Posted: 22 მაი 2007, 16:18
by Kakha
გზა მალევე გადავა ხევის მარჯვენა ნაპირზე და მერე სულ აღმართ-აღმართ მიდის, ასე 2-2,5 კილომეტრზე. შემდეგ მიადგებით მონასტერს. აი ისიც
Image

ხოფას მონასტერი + ჯვარპატიოსანი

Posted: 22 მაი 2007, 16:23
by Kakha
ტაძარი თავის დროზე მოხატული ყოფილა. ახლაცაა მხატრობის კვალი შემორჩენილი. ყველაზე კარგად მხატრობა სამხრეთის მონაშენშია შემორჩენილი. მანდვეა მზის გამოსახულება, რომელიც ეერთ-ერთმა კარველმა შემჩნია, მაგრამ ფოტო არ გადაუღო თავის დროზე. მზე ჩახტულია აფრის ნაწილში. შეჭვარტულია, მაგრამ მაინც ჩანს. აი ეს ფოტოც
Image

ხოფას მონასტერი + ჯვარპატიოსანი

Posted: 22 მაი 2007, 16:26
by Kakha
აქ კი კარგად ჩანს თუ სადაა მზის გამოახულება
Image

ხოფას მონასტერი + ჯვარპატიოსანი

Posted: 22 მაი 2007, 16:34
by Kakha
ხოფას მონასტრის ტაძარი იმითაცაა გამორჩეულ რომ შემორჩა ავთენტური მოხატული კანკელი, რაც არც თუ ისე ხშირად გვხდება ხოლმე სამწუხაროდ აი კანკელიც

Image

ხოფას მონასტერი + ჯვარპატიოსანი

Posted: 22 მაი 2007, 16:43
by Kakha
კიდევ ერთხელ ტაძარი
Image

დანარჩენი ხვალ

ხოფას მონასტერი + ჯვარპატიოსანი

Posted: 22 მაი 2007, 20:22
by Gvalva
კახა, გაიხარე!!

ხოფას მონასტერზე ბევრი გვსმენია და კარგია რომ ასეთი საინტერესო აღწერა დადე.

მაგრამ განსაკუთრებით მომეწონა გადასახვევი რომ გადაგიღია და დადე, ეს როგორ ადრე ვერ მოვიფიქრეთ? :)

ეხლა რომ ლენინგორში წავიდე, დარწმუნებული ვარ ამ გადასახვევს ვიცნობ!

ხოფას მონასტერი + ჯვარპატიოსანი

Posted: 22 მაი 2007, 23:30
by Makena
საინტერესო მონასტერი ჩანს, ნამდვილად არაფერი გამეგო ამ მონასტრის შესახებ, როგორც სურათებიდან ჩანს სერიოზულადაა დაზიანებული.
ფრესკებიც მეცამეტე საუკუნისაა თუ უფრო გვიანდელს ჰგავს?

ხოფას მონასტერი + ჯვარპატიოსანი

Posted: 23 მაი 2007, 09:32
by Kakha
Makena
დაზიანებები როგორ არაა, მაგრამ რესტავრაციაც აქვს გაკეთებული. არ ვიცი როდის, მაგრამ მგონია, რომ სადღაც 80-აინის დასაწყისში. მაგალითად სატრაპეზოს ჩაქცეული კამარა აღუდგენიათ და გადაუხურავთ ხელოვნური ლორფინებით (ლორფინი დიდი, ქვისგან გამოთლილი კრამიტია).

რაც შეეხება მხატვრობას ძეგლზე მიმაგრებული დაფაზე წერია რომ ისიც მეცამატე საუკუნისაა.

Image

ხოფას მონასტერი + ჯვარპატიოსანი

Posted: 23 მაი 2007, 09:33
by Kakha
ეს კი სატრაპეზოა - ექსტერიერი

Image

ხოფას მონასტერი + ჯვარპატიოსანი

Posted: 23 მაი 2007, 09:36
by Kakha
სატრაპეზოს ინტერიერი. ნიშს რომ ხედავთ მარჯვნივ ეგ საკურთხეველია რომელიც აღმოსავლეთით იყურება ცხადია. ზედა ფოტოზე ჩანს როგორც მინაშენი მარჯვენა მხარეს. ეტყობა რომ მერეა დამატებული

Image

ხოფას მონასტერი + ჯვარპატიოსანი

Posted: 23 მაი 2007, 09:44
by Kakha
ახლა თელოვანის ჯვარპატიოსანში გადავინაცვლოდ. იგი მდებარეობს სოფელ ქსოვრისის ჩრდილოეთით, მინდორში. აქ ოდესღაც სოფელი ყოფილა სახელად თელოვანი, მაგრამ ამ სოფლიდან არაფერია შემოჩენილი გარდა ტაძრისა.

ყველაზე მარტივი საშუალებაა ჯვარპატიოსნამდე მისვლისა თუ სოფელში იკითხავთ როგორ მიხვიდეთ. ისე ტრასიდანაც კი ჩანს ტაძარი.

ტაძარი ნამდვილად მნიშვნელოვანია არქიტექტურული თვალსაზრისით და საკმაოდ ადრეულიც მერვე-მეცხრე საუკუნეებისა, ანუ როგორც ეძახიან გარდამავალი ხანისა.

იგი ტრიქონკის ტიპს მიეკუთვენება, ანუ აქვს სამი აბსიდი აღმოსავლეთით, სამხრეთით და ჩრდილოეთით. ასეთი ტიპი შედარებით იშვიათობაა, მაგრამ რამდენიმე დიდი კათედრალი სწორედ ამ ტიპისაა - მაგ. ბაგრატი, ალავერდი

გარდა ამისა ტაძარს უამრავი არქაული ნიშანიც გააჩნია, ძირითადად მის დეკორში გამოვლენილი. უფრო მეტი ჯვარპატიოსნის შესახებ შეგიძლიათ ამ სტატიაში ნახოთ

ცინცაძე ვ. თელოვანის ჯვარპატიოსანი (VIII-IX ს.ძეგლი) //ქართული ხელოვნება.-1959.-N5.-გვ.73-90.რეზიუმე ქართულ და რუსულ ენებზე.

კინაღამ დამავიწყდა - ჩვენ 19ში ვიყავით, და როგორც იქაურმა მწყემსებმა გვითსრეს ჯავრპატიოსნის დღეობა ეწყობა ხოლმე 20 მაისს. მოკლედ ცოტათი ავცდით :wink:


აი ასე გამოიყურება ჯვარპატიოსანი, როცა ქსოვრის მაღლა მინდორში გახვალთ

Image

ხოფას მონასტერი + ჯვარპატიოსანი

Posted: 23 მაი 2007, 09:52
by lama
კახა დიდი მადლობა ასეთი ამომწურავი ინფორმავციისათვის და ასეთი ლამაზი ტაძრის გაცნობისათვის


ისა და ეგ ტაძარი ქსნის ხეუბაშია ხომ ??

ხოფას მონასტერი + ჯვარპატიოსანი

Posted: 23 მაი 2007, 09:54
by Kakha
ჰო, ქსნის ხეობაშია, მუხრანს რომ გაცდები შემდეგ სოფელი ქსოვრისია და მის ზემოთ დგას.

ეს კი უფრო დეტალური ხედი სამხრეთის ფასადზე

Image