სხვილოს ციხე, თამუნიას საფლავი, ოჰ თამუნია, თამუნია...
Posted: 18 მაი 2007, 17:38
დილით მშვენიერ გუნებაზე გაღვიძებულმა საზოგადოებამ როგორც გვჩვევია ხოლმე სწრაფად გადავწყვიტეთ სამთავისისკენ აგვეღო გეზი და შემდეგ სხვილოს ციხეზე ავსულიყავით, ოთხნი წავედით: მასაი, ტომა, ქვევრი და მე, ამინდი მშვენიერი იყო, მზიანი და სუსხიანი 
სამთავისში ფოტოები გადავიღეთ, მიმდინარე გათხრები დავათვალიერეთ და სხვილოს ციხისკენ გავეშურეთ,სოფელი ქვემოჭალში შევედით თუ არა მარცხნივ წამოიმართა ამილახვრების ციხე თავისი გალავნითა და ეკლესიით, მართალი გითხრათ ეს სურპრიზი იყო,სასიამოვნო სიურპრიზი, კოშკში ბოლომდე ავედით(აივანზე დადგომა საშიშია), გირჩევთ ნახოთ,ნამდვილად საინტერესოა.
სხვილოს ციხეზე ასვლა ერთ საათში დავიწყეთ მანქანით (ნისანი) გზა დანამქრული იყო,მიწა წყლით გაჯერებული (საბურავები ტრასის
), თუმცა მანქანა მძიმედ მიდიოდა მაინც არ შევეპუეთ და შევეცადეთ ბოლომდე ავსულიყავით შემოვლითი გზით(სოფელში ასე გვირჩიეს), ეს შეცდომა იყო რადგან გზა საშინლად ტალახიანი აღმოჩნდა მაშინ როცა წინიდან ასასვლელი რომელიც მართალია უფრო ციცაბოა,სამაგიეროდ მზიანია და მშრალი გაცილებით ადვილი ასავლელია თურმე. ერთერთ მომენტში როდესაც ნამქრიანი ადგილი ინერციით გავიარეთ, მოვცურდით და გზის გვერდით არსებულ თოვლიან ნაპრალაში ,,ჩავჯექით", ვიბუქსავეთ ცოტა ვიწვალეთ მაგრამ ამოვედით (ნისანმა გამოცდა ჩააბარა), ამის შემდეგ აღარ გავრისკეთ,მანქანა იქვე დავტოვეთ და ფეხით ავედით ბოლომდე 
სხვილოს ციხე სერიოზული დამცავი ნაგებობა აღმოჩნდა რომლის აღება ნამდვილად რთული საქმე იქნებოდა მტრისა და დუშმანისათვის,დარწმუნებული ვარ ბევრმა მათგანმა ჰპოვა სამუდამო განსასვენებელი ამ მედგარი ციხის კედლებთან.
ციხიდან მშვენიერი ხედები გადაიშალა,ამ ხედების ტკბობის დროს
შერეკილები გაგვახსენდა და თამუნია ყიფიანის საფლავის საძებრად დავეშვით,რომელიც იქვეა ახლოში,სხვილოს ციხიდან კარგად მოსჩანს ეს ადგილი, ბევრი ვეძებეთ თუ ცოტა, ვიპოვეთ