Page 1 of 2

ტიბაანი - ხირსის მონასტერი

Posted: 17 მაი 2007, 10:16
by Kakha
ტიბაანში, შარშან ვიყავი, ვინაიდან ხორნაბუჯში მამავალმა კარველებმა გზად ტიბაანში მდებარე ხირსის მონასტერი დაინახეს და დაინტერესდნენ აქ რამდენიმე ფოტოს დავდებ. ისე ჯობია ერთხელ მოიცალოთ და ჩახვიდეთ

რომ გაუგებრობა თავიდან ავიცილოთ - ხირსის მამათა მონასტერი არის სოფელ ტიბაანში, ხოლო სოფელი ხირსა სხვაა. ერთმანეთში არ აგერიოთ!

წოტაოდენი ინფორმაცია რა გრძელი გზა გამოიარა მთავარმა ტაძარმა, რამდენჯერ გადაკეთდა.... ჰო მართლა მონასტერი ერთ-ერთმა ათცამეტ ასურელ მამათაგანმა დაარსა.
Image

ტიბაანი - ხირსის მონასტერი

Posted: 17 მაი 2007, 10:24
by Kakha
მონასტრის ერთ-ერთი ნაწილი
Image

ტიბაანი - ხირსის მონასტერი

Posted: 17 მაი 2007, 10:26
by Archil
Kakha

გმადლობ, ძალიან ლამაზი იყო შორიდანვე.
მაგ სოფელში არ შევსულვართ და რადგანაც გვითხრეს ტიბაანში არ შეხვიდეთო, ვიგულისხმე რომ ეგ სოფელი ტიბაანი იყო.

ტიბაანი - ხირსის მონასტერი

Posted: 17 მაი 2007, 10:26
by Kakha
თავად ტაძარი
Image

ტიბაანი - ხირსის მონასტერი

Posted: 17 მაი 2007, 10:32
by Kakha
ეს კი ტიბაანში შემორჩენილი ე.წ. კახური სახლის საკმაოდ კარგი ნიმუში. კახური სახლების დამახასიათEბელი ნიშანია ორსართულიანობა, მეორე სართულის აივანი კი ეყრდნობა ხოლმე აგურიდან აშენებულ სვეტებს. ცხადია კარამიტით იყო ხოლმე გადახურული
Image

ტიბაანი - ხირსის მონასტერი

Posted: 17 მაი 2007, 10:56
by Gvalva
Kakha

მოიცა, ესე იგი, კახელებმა შემოიტანეთ მეორე სართულის კულტურა საქართველოში??

ტიბაანი - ხირსის მონასტერი

Posted: 17 მაი 2007, 11:04
by lama
ლამაზი ყოფილა ხირსა ერთ ერთი ათცამეტ ასურელ მამათაგანის დაარსებული :)

ტიბაანი - ხირსის მონასტერი

Posted: 17 მაი 2007, 13:06
by Archil
Gvalva wrote:Kakha

მოიცა, ესე იგი, კახელებმა შემოიტანეთ მეორე სართულის კულტურა საქართველოში??
ისე, ჩემი დედულეთის სახლიც შილდაში მაგ პრინციპითაა აგებული. ქვემოთ მარანია განთავსებული, ზემოთ საცხოვრებელი ოთახები. კახეთში მოსულა მაგი ტიპი. თანაც კვადრატული კი არაა, მოგრძოა.

ტიბაანი - ხირსის მონასტერი

Posted: 17 მაი 2007, 13:28
by Makena
ხირსაში ჩასვლა ნამდვილად ღირს, ტაძარს ეტყობა რომ მრავალჯერ არის გადაკეთებული, მე რომ ვნახე მაშინ გარედან ხარაჩოებით იყო დაფარული, კედლების ზოგიერთი ნაწილი კოროზირებულია და ქვას გამოფიტვა აქვს დაწყებული, თუმცა ტაძარი მედგრად დგას.

ტიბაანი - ხირსის მონასტერი

Posted: 17 მაი 2007, 14:22
by lama
Makena
კი მართალი ხარ მარა შენ ხანძთა რომ ნახო აი მაშინ მიხვდები თუ როგორია ტაძრის მედგრად დგომა :)

ტიბაანი - ხირსის მონასტერი

Posted: 17 მაი 2007, 14:35
by Ninukala
ღმერთო რა ბედნიერებაა... ეს რა სიპრიზი დამხვდა.... ეს ჩემი მონასტერია... მანდვე ახლოს ვცხოვრობ... მანდ გავიზარდე მგონი, როცა სოფელში ჩავდიოდი სულ ამ მონასტრის ეზოში ვთამაშობდი....
ლამა ხირსა კი არა ტიბააანია ეგ.... ძაან ლამაზია მართალია... ჩემი მამულია.... :)

ტიბაანი - ხირსის მონასტერი

Posted: 17 მაი 2007, 14:36
by lama
Ninukala
ხოდა სოფელ ტიბაანშია მარა ხირსის მონასტერი ქვია გეიგე :D:D:D

ტიბაანი - ხირსის მონასტერი

Posted: 17 მაი 2007, 14:42
by Ninukala
lama
კი ასე ეძახიან და მე არ მომწონს.... იმიტომ რომ ხირსა შორს არის :( ისე წმინდა სტეფანეს სახელობის მონასტერია :)

ტიბაანი - ხირსის მონასტერი

Posted: 17 მაი 2007, 14:44
by Ninukala
Kakha
ეს სახლი.... ჩემი ბავშობა.... ეგ მიტოვებულია ეხლა სამწუხაროდ.... თორემ მთელი ბავშობა მაგ ეზოში გავატარე... მაგ სახლის პირდაპირ ვცხოვრობ...
უკვე მიყვარხართ ყველანი....

ტიბაანი - ხირსის მონასტერი

Posted: 17 მაი 2007, 16:19
by Kakha
Ninukala
მაგარი სახლია. ასეთი კარგი, ავთენტური ნიმუშები იშვითთადღა შემორჩა. კიდევ რამდენიმე სახლი იყო იქვე, ტიბაანში, ნათლად ეტყობოდა გადაკეთების კვალი, ანუ კვალი ძველი დიდებისა. რამდენიმეც შედარებით ახალი იყო მაგრამ მაინც ტრადიციას მისტევდა. მაგალითად ეს სახლი -ალბათ XX საუკუნის სამოციან ან სამოცდაათიან წლებში აშენებული, მაგრამ ასევე გარკვეულად ტრადიციების გამგძელებელი

Image