Page 1 of 6

ქოზიფა ზამთარში,31 დეკემბერი, 2006

Posted: 16 მაი 2007, 23:49
by Makena
2006 წლის 31 დეკემბერი გათენდა, ჩემმა მეგობარმა ჰერაკლემ დამირეკა და ქოზიფაში წასვლის იდეა შემომთავაზა, გადაწყდა გავდივართ...გავედით ჰერაკლე, მასაი, ქვევრი და მე, რადგანაც ვიცოდით რომ გზა თოვლიანი და ძნელად სავალი იქნებოდა,ჩვენს ხელთ არსებული მანქანებიდან (ტოიოტა,ნისანი და ნივა), ნივა ავირჩიეთ და ნამდვილად არ შევმცდარვართ რადგან ტრასიდან გადავუხიეთ თუ არა გათოვდა და გზაზე თოვლის რაოდენობამაც სწრაფად დაიწყო მატება,ნივით მჩატედ ვიარეთ, ძალიან გაგვიჭირდებოდა მძიმე მანქანით სიარული,ხოლო გზიდან გადავარდნის შემთხვევაში კი მემგონი გაზაფხულამდე იქ მოგვიწევდა მანქანის დატოვება :) ქოზიფას მისადგომებთან, სადაც ბოლო სოფელია, ერთი ოჯახის ეზოში რუსული ჯაჭვებიანი ვილისი შევნიშნეთ(ამ მანქანას თურმე თავისი წვლილი უნდა შეეტანა ჩვენს მოგზაურობაში), და გზა გავაგრძელეთ, თუმცა მონასტრის ეზოს შესასვლელ ჭიშკართან თოვლმა შეგვაჩერა,არათუ გზის გაგრძელება, არამედ მანქანის მობრუნება სერიოზული ძალისხმევით შევძელი რადგან მანქანა თოვლზე ,,იდო". უკან სოფელში ჩამოვბრუნდით და იმ ეზოს მივადექით სადაც მანამდე ვილისი დავინახეთ,პატრონი ძალიან კარგი ადამიანი აღმოჩნდა, რომელიც მაშინვე დაგვთანხმდა რომ შეეცდებოდა ავეყვანეთ მონასტრამდე,ვცადეთ...დაახლოებით ერთი კილომეტრი წავიწიეთ წინ და მერე ვილისიც გაიჭედა (მინდა აღვნიშნო რომ ვილისმა იარა ისეთ თოვლში სადაც ტრაქტორი თუ გაივლიდა მხოლოდ,თანაც ნახევრად გაცვეთილი საბურავებით,თუმცა ჯაჭვებით).შემდეგ გზა ფეხით გავაგრძელეთ, დაახლოებით 2 კილომეტრი ვიარეთ,ბერები თბილად შეგვხვდნენ, თუმცა გაკვირვებულები, როგორც გვითხრეს ზამთარში უცხო იქ მანქანით ასვლას ვერავინ რისკავს თურმე, შემდეგ სატრაპეზოში შეგვიპატიჯეს და ბოლოს აკლდამაც დაგვათვალიერებინეს. საოცარი გასვლა გამოგვივიდა,რომელიც ალბათ ტრადიციად გადაიქცევა :)
უკანა გზაზე,ზაზა ფანასკერტელის ციხესიმაგრეში გამოვიარეთ, სადაც ამჟამად დედათა მონასტერია, იქვე დგას 9 მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია.
ეხლა კი ფოტოები :)

ქოზიფა ზამთარში,31 დეკემბერი, 2006

Posted: 16 მაი 2007, 23:52
by Makena
ხედი გზიდან
Image

ქოზიფა ზამთარში,31 დეკემბერი, 2006

Posted: 16 მაი 2007, 23:54
by Makena
გავიჭედეთ
Image

ქოზიფა ზამთარში,31 დეკემბერი, 2006

Posted: 16 მაი 2007, 23:57
by Makena
ორთა თათბირი :)მაკენა და ჰერაკლე ბჭობენ გზის გაგრძელების შესაძლებლობებზე :roll:
Image

ქოზიფა ზამთარში,31 დეკემბერი, 2006

Posted: 16 მაი 2007, 23:59
by Makena
მარცხნიდან მარჯვნივ: ქვევრი,მაკენა,მასაი,ჰერაკლე, უკვე მონასტრის ტერიტორიაზე
Image

ქოზიფა ზამთარში,31 დეკემბერი, 2006

Posted: 17 მაი 2007, 00:01
by Makena
ქოზიფას მონასტერი
Image

ქოზიფა ზამთარში,31 დეკემბერი, 2006

Posted: 17 მაი 2007, 00:03
by Makena
Image

ქოზიფა ზამთარში,31 დეკემბერი, 2006

Posted: 17 მაი 2007, 00:04
by Makena
მასაი აკლდამაში შესასვლელთან
Image

ქოზიფა ზამთარში,31 დეკემბერი, 2006

Posted: 17 მაი 2007, 00:05
by Makena
აკლდამის გვირაბი...
Image

ქოზიფა ზამთარში,31 დეკემბერი, 2006

Posted: 17 მაი 2007, 00:07
by Makena
აკლდამაში
განათებულ სურათს გამიზნულად არ ვდებ, რადგან სჯობს ყველამ საკუთარი თვალით იხილოთ ეს აკლდამა
Image

ქოზიფა ზამთარში,31 დეკემბერი, 2006

Posted: 17 მაი 2007, 00:11
by Makena
ვიწყებთ დაშვებას
Image

ქოზიფა ზამთარში,31 დეკემბერი, 2006

Posted: 17 მაი 2007, 00:15
by Makena
Image

ქოზიფა ზამთარში,31 დეკემბერი, 2006

Posted: 17 მაი 2007, 00:29
by Makena
ლოლოები უკანა გზაზე
Image
ზაზა ფანასკერტელის ციხე გამოჩნდა,სადაც ამჯამად დედათა მონასტერია
Image

ქოზიფა ზამთარში,31 დეკემბერი, 2006

Posted: 17 მაი 2007, 00:35
by Makena
ცხრა მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია
Image

ქოზიფა ზამთარში,31 დეკემბერი, 2006

Posted: 17 მაი 2007, 00:37
by Makena
გულდაწყვეტილი ქვევრი და მასაი, ზემოთ უპატრონოდ დაგდებული ქვევრის შემყურე, რომელიც მიწაში ჩაფლული და ღვინით სავსე გაცილებით უკეთესი სანახავია :)
Image
ჩვენი მოგზაურობა აქ სრულდება, ამის შემდეგ თბილისისაკენ გამოვემგზავრეთ და გზაში გადავწყვიტეთ რომ 31 ში გასვლა ტრადიციად ვაქციოთ :)