Page 1 of 1

კარდენახის საბაწმინდა

Posted: 14 მაი 2007, 14:33
by Kakha
კვირას კახეთში, ბაკურციხეში ვიყავი მეგობრებთან რომელთაც აი ასეთი ვენახი აქვთ
Image

ვისარგებლე იმით რომ კარდენახი ბაკურციხესთან იქვეა და იმით რომ თავისუფალი დრო მქონდა და გადავედი კარდენახის საბაწმინდის სანახავად. საბაწმინდის კომპლექსი იქვე კარდენახთანაა, გზიდან თუ წნორისკენ მიდიხართ ზემოთ, დასავლეთით უნდა აუხვიოთ. გზაზე ნიშანი დგას და არ გამოგრჩებათ. გაივლით სასაფლაოს და მერე მიადგებით საბაწმინდას. კომპლექსში შედის გუმბათიანი ეკლესია პატარა ეკვდერით, სამრეკლო, მაგრამ ყველაზე მთავარ საკმაოდ ადრეული VI-VII საუკუნეების ბაზილიკაა.

პირელად აი ამას დაინახავთ როცა კომპლექსს მიუახლოვდებით
Image

ეს გუმთაიანი ტაძარია
Image

ეს კი ადრეული ბაზილიკა, რომელიც თავის დროზე დააკონსერვეს მაგრამ მეთოდოლოგიური მოსაზრებების გამო ბოლომდე არ აღადგინეს. თუმცა მე მგონია, რომ ჯობდა ბოლომდე გადაეხურად.
Image

ხალხო თუ წნორ-ლაგოდეხისკენ მიდიხართ კარდენახის გავლა მოგიწევთ და ნუ დაიზარებთ შეიარეთ, გზასთან ახლოსაა ალბათ კილომეტრზე მეტი არ იქნება, ასვალტირებული გზა ადის და ნებისმიერი მანქანით აისვლება. ნამდვილად არ წააგებთ, თუ გაგიმართლად და ალაზნის ველის მეორე მხარეს კავკასიონი დაინახეთ მაშინ ხომ ულამაზესი ხედით დატკბებით.

კარდენახის საბაწმინდა

Posted: 14 მაი 2007, 19:38
by Toma
Kakha
გაიხარე ძალიან ლამაზი ფოტოებია, მეც მსმენია საბა წმინდის შესახებ და ამბობენ რომ ძალიან ლამაზია.

კარდენახის საბაწმინდა

Posted: 15 მაი 2007, 23:51
by Makena
მართლაც ლამაზი ტაძრებია,ფრესკები ხომ არ არის შემორჩენილი გუმბათიან ეკლესიაში?

კარდენახის საბაწმინდა

Posted: 16 მაი 2007, 11:43
by Kakha
Makena
არა ფრესკები არაა, მაგრამ მაინც ღირს მანდ ასვლა, როცა მაქეთ მხარეს მოხვდებით. როგორც დავწერე მთავრი გზიდან სულ რაღაც კილომეტრშია ალბათ და თითქმის ბოლომდე ასფალტიანი გზა ადის.

კარდენახის საბაწმინდა

Posted: 16 მაი 2007, 12:27
by Archil
ღვინოც რომ კარგი მოდის მაგ მხარეში 8)