Page 1 of 3

ჭილის ტბა, ძეგვის(ვასაკას ტბა)

Posted: 13 მაი 2007, 21:14
by Makena
მოგესალმებით მაკენა,კეთილი იყოს ჩემი ფეხი თქვენს კარავში:)
ეხლა საქმეზე, დღის 2 საათზე გავედით ექსპრონტად, ქვევრი, ტომა, უნან და მე, გამოვიყენეთ რა თქვენი მარშრუტი, გავემგზავრეთ ჭილის ტბის სანახავად, უმცა ცოტა არ იყოს გზამ შეგვიყოლია და ჭილის ტბიდან ზუსტად 10 კილომეტრში აღმოვაჩინეთ მეორე, შედარებით მომცრო ტბა, რომელსაც ბაყაყების(კერძოდ ვასაკები რომლებმაც ყურები გამოგვიყრუეს ყიყინით)სიმრავლის გამო ვასაკას ტბა დავარქვით, თუმცა ადმინი დაჟინებით გვიმტკიცებდა ტელეფონში რომ ეს ძეგვის ტბააო... როგორც მწყემსებმა გვითხრეს ეს გზა წყნეთამდე მიდის,თუმცა რადგან დილით ტკბილი ძილი ვამჯობინეთ დროულ გამგზავრებას, მოგვიწია უკან მობრუნება, წყნეთისკენ სხვა დროს გავაგრძელებთ გზას.
უნდა ისიც აღვნიშნოთ რომ გზა რთულია, ამიტომ თუ თქვენს ავტოფარეხში სხვადასხვა ტიპის მანქანები დგას გირჩევთ უკვე მრავალნაცად ნივას მიენდოთ და არ გარისკოთ წასვლა ქალაქის ჯიპით რადგან ამ შემთხვევაში დღის ბოლოს მხოლოდ საჭე და გლუშიტელი შეგრჩებათ ხელში
ეხლა კი ფოტოები რომლებიც დღეს ჩვენს მიერ იქნა გადაღებული :) :)
გზის დასაწყისში
Image
გზას ვამბობ თორემ რა გზაა... ნამდვილი ექსტრემია :)
Image
ჭილის ტბა
Image

Image
ვასაკა და მისი ტბა (ყიყინს ვერ მოგასმენინებთ,დამიჯერეთ არ ღირს :))
Image
Image
Image

ჭილის ტბა, ძეგვის(ვასაკას ტბა)

Posted: 13 მაი 2007, 22:23
by popins
ო, რა კაია :D

ჭილის ტბა, ძეგვის(ვასაკას ტბა)

Posted: 13 მაი 2007, 22:40
by Archil
კეთილი იყოს თქვენი შემოკარვება !!!
ამ ტბაზე ხომ არ საუბრობთ?

Image

ჭილის ტბა, ძეგვის(ვასაკას ტბა)

Posted: 13 მაი 2007, 22:43
by Makena
არა, ეგ ტბა იქვეა, ხოლო ჩვენ რომ ვსაუბრობთ ის ტბა მაქედან 8 კილომეტრშია

ჭილის ტბა, ძეგვის(ვასაკას ტბა)

Posted: 13 მაი 2007, 22:59
by natalia
მეც ვიყავი დრეს მაქეთ და დიდგორის ნიშიდან თქვენი ნივა დავინახე. კი ვიფიქრე ნეტავ კარველი ხომ არ არის ვინმე მეთქი და აა მართალა თქვენ არ ყოფილხართ:)

ჩემს სურათებას ვთხოვ ვინმეს რომ დამიდოს:)

ჭილის ტბა, ძეგვის(ვასაკას ტბა)

Posted: 14 მაი 2007, 00:11
by Toma
ეხლა ცოტას მეც დავწერ,
მაკენა, ქვევრი და უნან წავიდნენ და საშინაო დავალება დამიტოვეს, ამ სურათების დაყრა :)
ეს ერთი ლამაზი ბორცვაკი იყო ვასასას ტბამდე სანამ მიხვალ გზიდან მარცხნივ
Image

ამ ტბურში ბევრი საინტერესო ცხოველი დაცურავდა, ქვევრი ისეთი მოხერხებული და ხელმარჯვე აღმოჩნდა რომ პატარა თევზებს ერთი ხელის მოსმით იჭერდა

Image

გზა მართლაც აუტანლად ცუდი იყო მაგრამ იმდენად მიმზიდველი რომ ყოველი შემაღლების დანახვაზე ვამბობდით რომ აი იმ მაღლობამდე და მერე მოვტრიალდეთო, ბოლოს პატივცემულმა ადმინმა გვთხოვა ეგება და მასე საქართველოს სასაზღვრო ზოლი გადაკვეთოთ და არ დაგიჭირონ საზღვრის დარღვევისთვის, ეგ ხომ კარველებს გვეხერხებაო, "სადაურსა სად წაგიყვანს და მერე გაობახტში ჩაგაგდებსო"

Image

ჭილის ტბა, ძეგვის(ვასაკას ტბა)

Posted: 14 მაი 2007, 00:24
by Toma
ასეთი ლამაზი ბორცვების სიმრავლის გამო გზას ჯიუტად ვაგრძელებდით
Image

გზადაგზა ასე ვისვენებდით
Image

ჭილის ტბა, ძეგვის(ვასაკას ტბა)

Posted: 14 მაი 2007, 00:30
by Toma
ესე სულ განაბულები ვუსმენდით ბაყაყების კამერულ ორკესტრს
Image

თქვენ წარმოიდგინეთ ტბიდან ესეთი ლამაზმალებიც ამოდიან ხოლმე :D
გააჩნია რითი ამოიტყუებ :D

Image

საშინაო დავალება შევასრულე წავედი დავიძინე თორემ გასკდა თავი :oops:

ჭილის ტბა, ძეგვის(ვასაკას ტბა)

Posted: 14 მაი 2007, 02:41
by Gvalva
არაჩვეულებრივი სურათებია, არაჩვეულებრივი ადგილები და არაჩვეულებრივი პერიოდი მაგ ადგილების მოსანახულებლად...

ერთი სათხოვარი მაქვს ოღონდ... ერთი სავარჯიშო შემისრულეთ:

დაალაგეთ ზრდის მიხედვით:
ოკეანე, წვეთი, გუბე (და არა გობე), ზღვა, რამოდენიმე წვეთი, ტბა, გუბურა

ჭილის ტბა, ძეგვის(ვასაკას ტბა)

Posted: 14 მაი 2007, 09:04
by Nika
წყნეთში ეგ გზა ნაკლებად გადადის. ეგ გზა გადადის დიდგორში. მანდედანვეა ძეგვში ჩასასვლელი გზები (რამდენიმე). ასევე წესით ტაბარუკი/ბევრეთში უნდა იყოს ჩასასვლელი და კიდევ წყრულეთში. პრინციპში წყრულეთიდან მერე წვერისკენ გადადიხარ და ტრასაზე აღმოჩნდები.

ოფროუდერებს გვაქვს იდეა ეგ გზა მანგლისამდე (დიდგორიდან იქით მიდის) გავიაროთ და თუ შევძელით სულაც კლდეკარზე ავიდეთ.

ჭილის ტბა, ძეგვის(ვასაკას ტბა)

Posted: 14 მაი 2007, 11:01
by Bocho
Makena
კეთილი იყოს შენი მოსვლა... :P

ჭილის ტბა, ძეგვის(ვასაკას ტბა)

Posted: 14 მაი 2007, 11:02
by Bocho
Toma
როგორ ხარ? როდის დავჭრათ სამწვადე? :P

ჭილის ტბა, ძეგვის(ვასაკას ტბა)

Posted: 14 მაი 2007, 13:23
by Mao
Makena
gaixare! mshvenivrad shemikarsvdi! :D tan ra ADAMIAN(karaveltan) ertad! :D

ჭილის ტბა, ძეგვის(ვასაკას ტბა)

Posted: 14 მაი 2007, 15:09
by Nika
დამავიყდა მეთქვა რო ეგ მართლა ძეგვის ტბა უნდა ყოფილიყო. იმიტო რო სხვა ტბა მანდ ფიზიკურად არაა.

ჭილის ტბა, ძეგვის(ვასაკას ტბა)

Posted: 14 მაი 2007, 17:31
by chuna
გუშინ რომ კვადროციკლებით რალი მოეწყო ჩილის ტბაზე? ეგ რაღაა? იგივე ჭილის ტბაა?